Page 1 of 1
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 20 ოქტ 2012, 10:09
				by matroska
				ავჭალიდან ბილიკებით რომ ავიდეთ ზედაზენზე, აქვს ამის სურვილი ვინმეს? მეგზური უსათუდო გვჭირდება... ბილიკების კვალი წაშლილიაო, მითხრეს... თუ ვინმემ კარგად იცის გზა, ავებარკალებოდით რამოდენიმე კაცი, ვინც დიდი ხანია ამ ბილიკის გავლაზე ოცნებობს:)
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 21 ოქტ 2012, 18:10
				by Ismail
				ესეიგი რა ხდება: საკმაოდ კარგი ბილიკი ადის ავჭალიდან ზედაზენზე. მაგრა ჩემი აზრით, უფრო კარგი ვარიანტია, თუ საგურამოდან ახვალ ზედაზენზე და მერე აქეთ დაეშვები ავჭალისკენ. : ) დიდი ჯვარი რომაა აშენებული, იქიდან ჩამოდის ბილიკი. და ძლაიან მაგარი ტყეა აქეთ მხარეს. აი, ულამაზესი მართლა... დაკარგვი და გზის არევის შანსი თითქმის არ არსეობს. ბილიკი ჯერ სიგრძეზე მოუყვება საგურამოს ქედს, მერე ქვევით მოდის და ავჭალის პეტრე მოციქულის ეკლესიასთან რომ პატარა მდინარე ჩამოდის, იმ მდინარის მარცხენა მხარეს გამოდიხარ ტყიდან.
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 21 ოქტ 2012, 22:34
				by matroska
				თუ გავრისკავ არ ვიცი... ვნახოთ... 

მადლობა, ისმაილ!
 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 15 ნოე 2012, 07:38
				by GT.ge
				Ismail

ზურა, თუ ძაან არ შეწუხდები, ფანქრით რომ დახატო ავჭალიდან ამავალი ბილიკი... მიახლოებით, როგორც გამოვა.
დიდი მადლობა...
 
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 15 ნოე 2012, 11:18
				by Ismail
				GT.ge
დაახლოებით ასეა:
 

 
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 16 ნოე 2012, 21:27
				by datoforesti
				მე დავინტერესდი....კარგი იდეაა...მინდა...მაგრამ როდის? ეგაა საქმე........
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 16 ნოე 2012, 23:28
				by GT.ge
				Ismail
გაიხარე. დიდი მადლობა. 
 datoforesti
datoforesti
ჰომ. მეც კაი ხანია მინდა...
 
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 19 ნოე 2012, 12:08
				by ცაბო
				კარგ ხალხთან ერთად მეც კი მინდა 
 
 
ლიკ,როდის?  
 
  
 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 20 ნოე 2012, 22:44
				by GT.ge
				 
Ismail
ვიყავი ამ კვირას მე და ქსოვრელი... ველოსიპედებით.  
 
 
გზა რომ დამთავრდა და ვიწრო ბილიკი დაიწყო, ქსოვრელის ჯიპიესმა - ეგრე არა, მარცხნივ წადით გზა მიდისო...
მოკლედ, ცოტა დავაგრძელეთ, ცოტა ალბათ გავართულეთ და ძაააან ველო ლაშქრობა გავაკეთეთ.
ზედაზენიდან საგურამოსკენ დავეშვით...
ისეთი ტყეა, გამოსვლა არ გინდა... დაკარგვის შანსიც არაა...
ფეხითაც სიამოვნებით წავალ...
 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 03 დეკ 2012, 17:13
				by Ismail
				GT.ge
ყოჩაღ თქვენ! : )
მეგონა ძალიან ძნელია იქნებოდა ავჭალიდან ველოსიპედებით ასვლა. : )
მოიცა, თქვენ ზაჰესიდან ახვედით?!!  
   
  
			 
			
					
				ზედაზენზე ბილიკებით
				Posted: 07 დეკ 2012, 17:36
				by GT.ge
				Ismail wrote:GT.ge
ყოჩაღ თქვენ! : )
მეგონა ძალიან ძნელია იქნებოდა ავჭალიდან ველოსიპედებით ასვლა. : )
მოიცა, თქვენ ზაჰესიდან ახვედით?!!  
   
  
ავჭალიდან დავიწყეთ და წიწამურის თავზე ავღმოვჩნდით. მანდედან (მანამდეც ვიარეთ გაუვალ ტყეში...) კი ხელით მომიწია ველოს ატანა.
საკმაოდ საინტერესო მარშუტი გამოვიდა... ბოლომდე დავიხარჯეთ.
შენ როგორც დასწერე, მაგ მარშუტითაც ვიყავი, ოღონდ უკვე ფეხით... 
თუ ვინმე დააპირებს ასვლას, დეტალებში გარკვევით ავუხსნი და ბილიკებით ბოლომდე მარტივად ავა.
ძალიან ლამაზი ტყეა...