Page 1 of 1

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 12:36
by Ðito
გამარჯობა კარგ ხალხს : )

ადგილს ვეძებთ. დილით რომ წავიდეთ და საღამოს წამოვიდეთ. ანუ სადმე ახლოს.
შემოდგომის კარგი ბუნება რომ ვნახოთ..
ანუ სასურველია შერეული ტყე იყოს..

დაწერეთ რა რამე იდეები.

მადლობა წინასწარ

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 12:37
by shoda1121
Ðito
მარტყოფის ღვთაება :) ახლოს უკეთესს ვერ ნახავ

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 12:40
by shoda1121
ნავთლუღის ავტოსადგურში მიდით დილას შენ და შენი 1 მეგობარი მაინც: 1.5 ლარი ღირს თუ რაღაც ეგეთი ნორიოს მიკროავტობუსი სულ გადის თითქმის ; მერე სოფლის ბოლოდან პატარა აღმართს(სულ რამოდენიმე კმ–ია სამანქანო გზა) ფეხით ან ავტოსტოპით აივლი მონასტერში ბერები დაგელაპარაკებიან(შენ ვერ დაასწრებ) და მერე კოშკზე ახვალ ფეხით გადმოხედავ დატკბები, იქეიფებ და წამოხვალ ტიფლისს :)

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 12:40
by Ðito
მადლობა : )

უი ნამყოფები ვყოფილვართ მანდ... :)

აბა სხვა იდეა რამე.

ბირთვისი და არმაზიც არ გვინდა.

რამე სხვა.

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 12:49
by shoda1121
Ðito
რითი მიდიხარ? ჯიპით, მსუბუქი ავტომობილით თუ სარეისოთი?

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:12
by Ðito
სარეისოთი

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:17
by shoda1121
Ðito
გუდარეხი წაკლის სარეისოთი: ჩამოხვალ ამლევი/აბრამეთის გადასახვევთან სადაც არის გუდარეხის აბრა: გადასახვევებზე ნიშნებით მოხვდები კოშკთან საიდანაც უკვე ლამაზი ტყე იწყება ეკლესიამდე არის მშვენიერი საბანაკე/საქეიფო ადგილი: პს. ძაღლები ყავთ ბერებს და მოერიდე

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:18
by shoda1121
იდეაში ზედაზენიც შეგიძლია ავჭალაში გადმოსვლით მაგრამ მე არ მიყვარს ზედაზენი რავი, ასევე ბეთანია ტყის გზით თუ ჯპს გაქვს, ასევე კოჯორიდან ასურეთში ჩასვლაც: ღოუბანი

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:36
by Ðito
ძაა დიდი მადლობა :)

მისმინე.. სამშვილდეზე რას მეტყვი?

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:43
by shoda1121
Ðito
სამშვილდეში მაშინ უნდა წახვიდე როცა ზოგადად სიარული გეზარება: საკმაოდ ახლოსაა: თეთრიწყაროს სამარშუტოს გაყვები ასევე ნავთლუღიდან ალბათ 2.5 ღირს მერე ბლომად უნდა იარო: განსაკუთრებით უკანა გზაზე თვითონ თეთრიწყაროში საკმაოდ დიდი ქალაქია: გადახვალ ხიდს და ჩახვალ სოფელში იქიდან ახვალ ტყეში: უბრალოდ ეს იმას ნიშნავს რომ 1 ადგილით დატკბები რა : მე უფრო ტყეს ავირჩევდი ვიდრე ხედს: სამშვილდე უფრო ხედია ძალიან ლამაზი ხედი

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:48
by shoda1121
თუ საირული არ გეზარება შეგიძლია კაზრეთის სამარშუტოს გაყვე და ტანძიის გადასახვევთან ჩამოხვალ მერე კი ავტოსტოპით ტანძიაში იქიდან ფეხით ფიტარეთში ახვალ

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 13:49
by shoda1121
ქვეშიც და ხულუტიც გზად გაქვს

მირჩიეთ ადგილი :>

Posted: 11 ოქტ 2012, 14:06
by shoda1121
ჭობისხევშიც შეგიძლია მოხვდე ახალციხის მარშუტით და იქიდან ახვიდე კახისის ტბებზე ეხლა ლამაზი იქნება თუმცა 1 დღისთვის ცოტა შორია მაგრამ საკმაოდ ლამაზი