იმერეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 22 სექ 2012, 02:16

მაინტერესებდა რა არის საინტერესო სანახავი იმერეთში, ცუდად ვიცნობ შედარებით შემდეგ რაიონებს:

ზეტაფონი
სამტრედია
ბაღდათი
ვანი
ტყიბული
თერჯოლა
წყალტუბო
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
იმერეთი

Post by LEVANIKO » 26 სექ 2012, 02:36

ტერჯოლაში მე წაგყვები გიდად :D ტყიბულშI ერტი ტბა ვიცი :D ზესტაფონში ბაზარი :D დალშე არვიცი :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 18 ოქტ 2012, 16:31

ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე მოკლედ ან იმერეთია უინტერესო კარავისთვის ან..
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 18 ოქტ 2012, 17:19

მაინტერესებს წყალტუბოში დერჩის ეკლესია როგორია;
ვანში სულორის ციხე???? არის კიდევ რამე სანახავი (გალაქტიონის და ნაქალაქევის გარდა?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 18 ოქტ 2012, 17:19

ვარციხე ბაღდათში?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 18 ოქტ 2012, 17:19

კისორეთის ეკლესია და გოგნის ეკლესია ტყიბულში?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:17

არის ვინმე ნამყოფი ზედა საქარაში, ზესტაფონის რაიონი;
გულბანდიანის მცირე გუმბათიანი ეკლესიაა და ასევე თამარის ხიდიო
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:19

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „გულბანდიანის კონწოლია", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავაძეების უბანში, აშენებული IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან - წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.
ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ "უდაბნო". ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ. ურიების ღელემდე. ზედა საქარაში ასევე დგას VIII საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ფუტკარაძეების უბანი), XI საუკუნის წმინდა გიორგის, XVI-XVII საუკუნეების მაცხოვრის სახელობის და XIX საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:20

Image

თამარის ხიდი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:20

Image

ეკლესია
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:22

ოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. "გულბანდიანის კონწოლია", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავაძეების უბანში, აშენებული IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან - წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა, ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ "უდაბნო". ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ. ურიების ღელემდე. ზედა საქარაში ასევე დგას VIII საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია რომელიც ფუტკარაძეების უბანშია, XI საუკუნის წმინდა გიორგის, XVI-XVII საუკუნეების მაცხოვრის სახელობის და XIX საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები. ჩვენ სოფელში გასულ 2011 წელს ამოქმედდა კიდევ ერთი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

http://zedasakara.webs.com/
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:24

ზარათის შესახებ მინდა ინფორმაცია ასევე წყალტუბოში
" ქართული კედლის მხატვრობისათვის იშვიათი ფორმა - ღვთისმშობლისაკენ მიმართული მხატვრის გამოსახულება" აქ გვხდება როგორც ვიცი; ქუთაისს ზემოთაა ლეჩხუმის გზაზე ოფურჩხეთთან
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:25

იგივე გზაზეა:
გონის წმინდა გიორგის ეკლესია

გონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — ლეჩხუმის ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ეკლესიაა. იგი სოფ.ორხვიდან მომავალ გზიდან მარცხნივ, მცირე შემაღლებაზე დგას.
ხეებით გარემოცული მცირე ზომის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დასავლეთიდან გვიანდელი, სწორკუთხა მინაშენით, რომლისგანაც ერთი მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი.
ეკლესია შიგნიდან და გარედან ღია ფერის შირიმის თლილი კვადრებით რის შემოსილი,წყობა სწორხაზოვანია. სარკმელთა საპირეთათვის გამოყენებულია შედარებით მაგარი ჯიშის ქვა. დეკორი ძირითადად აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზეა თავმოყრილი. ყურადღებას იქცევს სამხრეთის სარკმლის გაფორმება. ერთიან დიდი ზომის ქვაზე მარტივი თავსართი და მის ზემოთ სამი რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი. ლამაზი მოყვანილობის ჯვრები წრეშია ჩახაზული. არანაკლებ საინტერესოა აღმოსავლეთის სარკმლის სანაპირე. მისი ქვები დღეს ეკლესის შიგნით დევს. ამ ღიობის თავსართი რომბებისა და სამკუთხედების ცერად ნაკვეთი ორნამენტით არის დაფარული. ასეთი ჩუქურთმა ზოლად შემოსდევდა მთელ სარკმელს. თავსართს ზემოთ წრეში ჩახაზული ნუსხური წარწერაა: „წმიდაო გიორგი,შეუნდე ცოდვანი გიორგი ცოდვილსა“. წარწერა XI საუკუნით თარიღდება[1]. ნაგებობას თარო–კარნიზი აგვირგვინებს. საინტერესო არქიტექტურულ დეტალს წარმოადგენს სამხრეთის ფასადზე, კარნიზის ქვემოთ მოთავსებული, კედლიდან ძლიერ ძლიერად გამოწეული კრონშტეინები.
ეკლესიის შიდა, ვიწრო და მაღალი სივრცე დასრულებულია კამარით. ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდა სრულდება კარგად ამოყვანილი კონქით. ოდნავ შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი ბურთულებით გაფორმებულ ლამაზ იმპოსტებს ებჯინება. შიდა სივრცე სუსტად არის განათებული სამი სარკმლით — აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის, რომელთა წირთხლები მცირედაა შიგნითკენ გაგანიერებული.შესასვლელი ეკლესიაში ორია, დასავლეთის — შიგნიდან თაღოვანი მოყვანილობისაა, ასეთივე უნდა ყოფილიყო სამხრეთის კარიც. კედლებზე ალაგ–ალაგ შემორჩენილია შელესილობის კვალი. აფსიდაში მოხატულობის მცირე ფრაგმენტებიც შეინიშნება. საკურთხეველის დარბაზისაგან გამმიჯნავ კანკელთან ქვის კვარცხლბეკია,რომელზედაც ჯვარი უნდა ყოფილიყო აღმართული. საკურთხევლის წინ ჯვრის მოთავსების ტრადიცია უძველესი ხანიდან — საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებიდან მოდის.
ეკლესიის საერთო იერი, კედლების და კონქის წყობა, სარკმელების მორთულობა, ბურთულებით გაფორმებული იმპოსტები, ოდნავ შეისრული თაღი და სხვა ნიშნები ძეგლს X საუკუნით, სავარაუდოდ, მისი ბოლო პერიოდით განსაზღვრავს. სარკმლის თავსართის ქვაზე არსებული წარწერა შესაძლოა მოგვიანებით იყოს შესრულებული.
საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის ბრწყინვალედ შესრულებული კანკელი, რომელმაც ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. ერთ დროს დაზიანებული კანკელი ნაწილობრივ შემდეგაა აწყობილი.
კანკელის ხუთი თაღი ემყარებოდა დეკორირებულ ბარიერზე აღმართულ, რთულად პროფირირებულ სვეტებს; მთელ კონსტრუქციას ორნამენტიანი კარნიზი აგვირგვინებდა. თაღედის შუა მალი, ე.წ. „აღსავლის კარი“ საკურთხეველში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენს. კანკელის მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი დანაწევრებულია ორნამენტირებული ზოლებითა და ლილვების კონებით ოთხ არედ, სადაც წმინდანთა სკულპტურული გამოსახულებებია. აქ მახარობლები — ლუკა და მარკოზი, მთავარანგელოზები — მიქაელი და გაბრიელი არიან წარმოდგენილი.მედალიონში ჩასმული ეს წელსზედა ფიგურები უაღრესად მნიშვნელოვანია. თითეულს ახლავს მისი ვინაობის მაჩვენებელი ასომთავრული, დაქარაგმებული წარწერა. მთავარანგელოზთა რელიეფები იდენტურია. ასევე ერთმანეთის მსგავსია მახარობელთა გამოსახულებები. ნახევარფიგურები მთლიანად ავსებენ წრიულ არეს, ოსტატი ცდილა მოურთავი არ დაეტოვებინა ფილის არც ერთი მონაკვეთი. იქ, სადაც მედალიონების არე, მთავარანგელოზთა გამოსახულებებში შევსებულია ფრთებით, მახარობლებთან დიდი გაშლილი ფოთლებია გამოკვეტილი. მთავარანგელოზთა თმა, ფრთები, მახარობელთა სამოსი, წვერი, გრაფიკული, დენადი ხაზებითაა გადმოცემული, ამასთანავე ისინი ხაზგასმულად მოცულობითია. სრულად განსხვავებულად, კონცენტრული წრეებით არის დამუშავებული მახარობელთა მხრებზე დაფენილი თმები.მთავარანგელოზთა ფიგურები დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ნიკორწმინდის ტაძრის ჩრდილოეთ კარის ტამპანზე არსებულ ანგელოზთა რელიეფებთან.
გონის კანკელი იმ ეპოქას ეკუთვნის, როდესაც საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ძეგლთა უხვ დეკორატიულ გაფორმებას. მცირე ზომის, სრულიად სადა ეკლესიაში ასეთი მდიდრული, ჩუქურთმებითა და რელიეფებით ინტენსიურად მორთული, შეფერადებული კანკელის გამართვა X საუკუნის პირველ ნახევარზე მიუთითებს. ამასვე ადასტურებს კანკელის საერთო აგებულება, ჩუქურთმათა რეპერტუარი და მათი კვეთის თავისებურება, შესანიშნავი სკულპტურული გამოსახულებები და წარწერათა ასოების მონახაზები
საერთო ჯამში, გომის წმინდა გორგის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების უაღრესად საინტერესო და მაღალმხატვრულ ძეგლს წარმოადგენს.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:26

ასევე იგივე გზაზეა

დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია ლეჩხუმში, სოფელ დერჩის შუაგულში, მცირე შემაღლებაზე დგას, საიდანაც ჩრდილოეთით, ხვამლის მთისაკენ შესანიშნავი ხედი იშლება.
ეკლესია წარმოადგენს შვერილაფსიდიან, ამაღლებული ცენტრალური ნაწილისა და გარშემოსავლელის მქონე ნაგებობას. მისი ამჟამინდელი სახე რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობის შედეგი უნდა იყოს. ამასვე მოწმობს რიგი სამშენებლო თავისებურებანი და წყობის სხვადასხვაობა. ეკლესია სავარაუდოდ XIV საუკუნით შეიძლება იქნეს დათარიღებული.
ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება.ეს ნავი გვერდითი მინაშენებისაკენ თითო ფართო თაღით არის გახსნილი; განათებულია საკურთხევლის სამი და დასავლეთის კედელში არსებული ერთი სარკმლით.ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებში თითო სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე,ისევე როგორც მინაშენებისა გადახურულია კამარით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან.დასავლეთის სათავსო –– ნარტექსი სამივე ნავთან კარით არის დაკავშირებული.
ორსაფეხურიან ცოკოლზე დამყარებული ნაგებობა გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო –– მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით და დაგვირგვინებულია თარო – კარნიზით. ფასადები მოურთავია. დღეს მხოლოდ დასავლეთის სარკმელის ზედანს შემორჩა ცხოველების რელიეფური გამოსახულებები.
შიგნით ეკლესიის კედლებს მთკიანად ფარავდა მოხატულობა.იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია.გადარჩენილი სცენების ფერადოვანი გამა ჩამქრალია.მხატვრობა რამდენიმე რეგისტრად ნაწილდება.ცენტრალური აფსიდის კონქში ორ მთავარანგელოზს შორის, წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის ქვემოთ :"ზიარების" ტრადიციული კომპოზიციაა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრში მხატვარს გამოუსახავს "მსხვერპლის თაყვანისცემა". ძირითადი ნავის კამარაში ცენტრალური გამოსახულების – ჯვრის აქეთ–იქეთ ამაღლების სცენის ორი ვარიანტია განაწილებული. ამ რეგისტრის ქვემოთ მოცემულია შვიდი ძირითადი სადღესწაულო სცენა : ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, "ლაზარეს აღდგინება", "იერუსალიმად შესვლა", და ჯვარცმა. მათ შორის თავისუფალ ადგილებს წმინდანთა გამოსახულებები იკავებენ.სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სცენა ეკლესიის პატრონის (რაზეც ეკლესიის სახელობა მიგვითითებს) –– იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან.საკურთხევლის წინ დადგმული კანკელის თაღედი მედალიონებით არის შემკული.ზედა მწკრივში მახარობელთა სიმბოლოებია მოცემული.ქვევით,წმინდანთა ნახევარფიგურული გამოსახულებებია.ეს რიგი უწყვეტად გადადიოდა ჩრდილოეთ მინაშენის კანკელზე,რომელიც დღეისათვის დაზიანებულია. ამ მინაშენის კონქში "ვედრებაა" წარმოდგენილი,ქვეშ კი ოთხი საეკლესიო მამა.ჩრდილოეთ კედელს ქტიტორთა რიგი მიყვებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ფიგურაღაა შემორჩენილი. შუაში ახალგაზრდა მამაკაცი,აქეთ–იქეთ კი მანდილოსნები.საერო პირის კიდევ ერთი ფიგურაა დასავლეთის მინაშენის პილასტრზეც.წარწერა არც ერთს არ შემორჩენია.
ეკლესიის მოხატულობიდან დახვეწილი ნახატითა და მჟღერი კოლორიტით გამოირჩევა ამავე მინშენის კედლებზე გამოსახული "განკითხვის დღის" ვრცელი კომპოზიცია. სამხრეთ მინაშენის კონქში ქამოდგენილია "საყდარი განმზადებული",ხოლო კედლებზე სხვა სცენებთან ერთად დახატულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი.
ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა გვიანი ხასითის შესატყვისია;რიგ სცენებში ყურადღებას იპყრობს ისეთი თავისებურებანი,რაც ამ დროისათვის არ არის დამახასიათებელი და შემოქმედის ინდივიდუალობის მაჩვენებელია. მდიდარ ტრადიციებზე აღზრდილი მხატვარი გონივრულად იყენებს მათ. დერჩის ნათლისმცემლის მხატვრობა XVII საუკუნით თარიღდება[1]
ცენტრალური საკურთხევლის ზედა რეგისტრებს შორის მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც ამავე პერიოდს ეკუთვნის.ძლიერი დაზიანების გამო ტექსტი სრულად არ იკითხება. ქტიტორთა სახელები არ შემორჩენილა.დაცული ფრაგმენტებიდან საინტერესო ცნობას ვიგებთ : ეკლესიის მომხატველებს მისი რომელიღაც ნაწილი სამარხად გამოუყენებიათ. აქვე იკითხება:"... და შევამკეთ ჯვრითა,ხატითა,წიგნებითა..."
სოფ.დერჩი იხსენიებაXII საუკუნის ერთ საბუთში,რომლის მიხედვით მეფე გიორგის იგი გელათის სამეფო–სამწირველოსათვის შეუწირავს: " ჰქონდეს სოფელი დერჩი სამწირველსა ჩუენსა... მისითა მზღვრითა და მიმდგომითა,მთითა,ბარითა,ტყითა,ველითა,წყლითა,წისქვილითა,საღვინითა,სათიბითა,...თავისუფლად და შეუვალად,ვითა სხუანი მონასტრისა სოფელნი შეუვალნი არიან."[2]
ზემოთ განხილული ფაქტების ანალიზის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ–ერთი საინტერესო ძეგლია.[3]
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იმერეთი

Post by shoda1121 » 03 აპრ 2013, 19:27

ნაკურალეშის ეკლესია ლეჩხუმში, სოფ.ნაკურალეშის სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას და საშუალო ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს.აშენებულია ყორე ქვით.შიგნიდან და გარედან ეკლესია შელესილია.ფასადები სრულიად მოკლებულია მორთულობას.ეკლესიის შიდა,მაღალი და
ხალვათი სივრცე კამარით არის დასრულებული.საკურთხეველი განათებულია სამი სარკმლით. იგი ღრმაა და უსწორო მოხაზულობის.
ეკლესიის კედლები შიგნით მთლიანად დაფარულია მხატვრობით,რომელმაც დღემდე მცირე დაზიანებებით მოაღწია.მხატვრობა XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.რელიგიური სიუჟეტების ამსახველი სცენები ტრადიციული სქემის მიხედვით არის განლაგებული.საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ღვთისმშობელი ყრმით,დაბლა ზიარების სცენაა,ქვედა რიგში ჩვეულებისამებრ ეკლესიის მამათა ფიგურებია.დანარჩენი კედლების ზედა რეგისტრები საუფლო სცენებს აქვს დათმობილი. ისინი სამხრეთიდან დასავლეთისაკენ ასეთი თანმიმდევრობით იკითხება: ხარება“, შობა“, ნათლიღება“, მირქმა“,ფერისცვალება“, იერუსალიმში შესვლა“, ჯვარცმა“, „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“ და ამაღლება“.დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილშიწმინდა გიორგის შეპყრობაა გამოსახული,ხოლო მარცხნივწმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლის ქვედა რიგში,მთელი ტანით წარმოდგენილი დიდი ფიგურების მწკრივი:"მთელი სახლობა ჩიქვანთა გვარისა,რომლიდგანაც მომდინარეობენ უკანასკნელნი სამეგრელოს დადიანები[1] რომლებსაც მათი ვინაობის აღმნიშვნელი მხედრული წარწერები ახლავს.ჩრდილოეთ კედელზე მღვდელმთავარი „საყდრის ამის აღმაშენებელი ჭყონდიდელი ჩიქოვანი გაბრიელ“ არის გამოხატული ეკლესიის მოდელით ხელში. მის მარცხნივ — ახალგაზრდა მღვდელმთავარი „ცაგერელი ჩიქუანი სვიმონ“ და ცოლ–ქმარნი: „ჩიქუანი ბაკა და ჩარკვიანის ქალი ხვარამზე“. „ლეჩხუმისა და სალიპარტიანოს პატრონი,ოდიშის თავადი... ჩიქუანი ბატონი კაცია“ გამოსახულია სამხრეთის კედელზე.აქვეა მისი მეუღლე,„ქართლისა ერისთავთ–ერისთავის ასული ბატონი თამარ“. გვერდით კი ქაიხოსრო ჩიქვანისა და ლაშხისვილის ქალის,ქეთევანის პორტრეტებია. ფრონტალურად მდგომი ფიგურები ვედრების პოზაში არიან გამოსახული.
ეკლესია მოხატული ყოფილა არა მხოლოდ შიგნით,არამედ გარედანაც.ფასადის ამგვარი გაფორმების ერთეული ნიმუშებია მოღწეული.დასავლეტი კედლის ზედა ნაწილსი მოთავსებული სცენა თითქმის წაშლილია. იგი საიდუმლო სერობას უნდა გამოსახავდეს.
ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ხის,ორფრთიანი,ლამაზად მოჩუწურთმებული კარი,რომელიც ნაკურალეშის ეკლესიიდან არის გადმოტანილი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]