ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ივლ 2012, 15:45

shoda1121

გოგოებ მივდივართ, გაზქურა ძალიან დაგვამიმებს, საჭმლის წაღებასაც მინიმალურად ვფიქრობ, სხვა დანარჩენზე რომარაფერი ვთქვა. მირჩევნია ორი წყილი ფეხსაცმელი მქონდეს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by domciko » 30 ივლ 2012, 15:51

რთულ საქმეს შეეჭიდეთ,თან მხოლოდ გოგოები,მაგრამ თქვენი ისეთი ყოჩაღები ხართ,დარწმუნებული ვარ ყველა ბარიერს გადალახავთ...
წარმატებებს გისურვებთ :*:*:**

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by shoda1121 » 30 ივლ 2012, 15:54

Ketevan Guliashvili wrote:
გუდანიდან შატილამდე(მუცომდე) ან ავტოსტოპით ავიდოდი ან რამეს ავყვებოდი ცოტაოდენი ფულის გადახდით და ამით დროს მოვიგებდი
ანუ, ტურფირმის გეგმა მომხიბლავად გამოიყურება შენთვის?
კალოთანის უღელტეხილით გადმოდიან ანუ არ ნახულობენ ტანიეს ტბას (იქიდანაცაა უღელტეხილი და ატაბეში ჩამოდიხარ)
კალოთანადან გადმოსვლას რა აზრი აქვს არ მესმის>
ჰკითხე ისმაილს და ქაქუცას რჩევა თუ მოახერხებთ უგიდოდ ტანიეს ხეობას მდინარე ტანიეს გადაკვეთის სირთულეებიდან გამომდინარე მაშინ ტანიეც რომ ნახოთ ჯობია თუ არა და ჯუთათი გადახვალთ და როშკაში ჩამოხვალთ, ტბებსაც კი ნახავთ აბუდელაურების :)
ბარისახო–შატილს(არდოტს) მე პირადად ფეხით არ გავივლიდი არაა საინტერესო გზა ჩემტვის :) ანუ რამე მანქანას გავაჩერებდი დაუგეგმავად გზაში და თუშეთზე და არხოტზე საქართველოს ორ ულამაზეს მხარეზე მეტი დრო დამრჩებოდა
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by keto » 30 ივლ 2012, 15:58

shoda1121 wrote:Ketevan Guliashvili
პატარა გაზქურებიც არსებობს ისე :) თუმცა ამ საკითხზე უფრო კომპეტენტური ხალხიცაა აქ
მშრალ სპირტს მე არ ვენდობოდი თქვენს ადგილას. ჯერ ერთი რომ ხშირად ხარისხში მოიკოჭლებს და ან აინთება ხოლმე და ან არა, მეორეც, მალე იწვის ძალიან.

სულ სულ პაწუკა ბალონჩიკები რომაა, ეგენი რომ იყიდოთ 2-3 ცალი, ცუდი არ იქნება, არც დიდი წონა არ აქვს (ერთი ქურა და რამდენიმე ბალონი). მაგელანში ვიცი რომ იყიდებოდა ეგ ბალონები, თუმცა ყველაზე ძვირიანი მაღაზიაა თბილისში და სხვაგან თუ მოიძიებთ უკეთესი იქნება. წივწივას და ქსოვრელს დაეკითხეთ, მაგათ დააქვთ ხოლმე ლაშქრობებში.
Keep Smiling...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ივლ 2012, 16:00

domciko

ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. შეიძლება აღმოჩნდეს რომ ვერც შევლებთ.




shoda1121

სამანქანე გზით თუ წავედით წავიავტოსტოპებთ ესეიგი და ეგაა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by shoda1121 » 30 ივლ 2012, 16:01

keto wrote:
shoda1121 wrote:Ketevan Guliashvili
პატარა გაზქურებიც არსებობს ისე :) თუმცა ამ საკითხზე უფრო კომპეტენტური ხალხიცაა აქ
მშრალ სპირტს მე არ ვენდობოდი თქვენს ადგილას. ჯერ ერთი რომ ხშირად ხარისხში მოიკოჭლებს და ან აინთება ხოლმე და ან არა, მეორეც, მალე იწვის ძალიან.

სულ სულ პაწუკა ბალონჩიკები რომაა, ეგენი რომ იყიდოთ 2-3 ცალი, ცუდი არ იქნება, არც დიდი წონა არ აქვს (ერთი ქურა და რამდენიმე ბალონი). მაგელანში ვიცი რომ იყიდებოდა ეგ ბალონები, თუმცა ყველაზე ძვირიანი მაღაზიაა თბილისში და სხვაგან თუ მოიძიებთ უკეთესი იქნება. წივწივას და ქსოვრელს დაეკითხეთ, მაგათ დააქვთ ხოლმე ლაშქრობებში.
მე ვიცი სადაც იყიდება პატარა ბალონები და მგონი არაა ძვირი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ივლ 2012, 16:01

keto

გმადლობ!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by shoda1121 » 30 ივლ 2012, 16:04

593270093

მისამართი:ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ N41(ყოფილი 5 დეკემბრის ქ)საცურაო აუზის და საჩოგბურთო კორტების "ოლიმპიკი"_ს ჩასახვევთან.)

ბევრი სხვა საინტერესო რამეც იქნება :)
პატარა ბალონები ნაღდად აქვთ მსუბუქი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by shoda1121 » 30 ივლ 2012, 16:07

Ketevan Guliashvili
ჩემი რჩევაა ჯუთადან არხოტში– არხოტიდან რომ ჩამოხვალთ მერე ბარისახო–არდოტი ავტოსტოპით;
მერე აწუნთაზე გადასვლაში შეგიძლიათ გიდიც დაიხმაროთ;
ჯუთადან არხოტში გადასვლაზე შეგიძლიათ დაიხმაროთ გიდი+ცხენიც :)
და მაქსიმალური დრო დაიტოვოთ თუშეთში ბედნიერი დასვენებისთვის :)))
~
+კარავი აუცილებელია!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2012, 16:32

ვეთანხმები შოდას, კარავი აუცილებლად გჭირდებათ, თან რამდენიმე უღელტეხილის გადაკვეთას აპირებთ, მთაში კიდევ ამინდის ამბავი მოგეხსენებათ, როგორცაა. გამორიცხულია 1 დღეში აწუნთაზე გადახვიდეთ, ჩვენ თუშეთიდან გადმოვედით ხევსურეთში და გირევიდან 2 ღამე დაგვჭირდა არდოტამდე და ერთადერთი შენობა, რაც შეგვხვდა გზად, დაცული ტერიტორიების დაკეტილი კოტეჯი და მწყემსების ბინა იყო. 3 კაცი 1 კარავში დაეტევით. გადაინაწილეთ კარვის ნაწილები. ჯოხები, ტენტი და ა.შ და არ დაგამძიმებთ. ჯობია ტანსაცმლის რაოდენობა შეზღუდოთ და ამაზე გააკეთოთ წონის ეკონომია, ვიდრე ღია ცისქვეშ აღმოჩნდეთ უღელტეხილზე. თან კარავი თუ გექნებათ, სასტუმროებში ღამისთევა რაღად გინდათ? თუშეთში დართლომდე ვერც შეგხვდებათ რამე სასტუმრო, თან 40-50 ლარი მაინც ღირს კვებით და ღამისტევით 1 კაცი 1 დღე. ჯობია ღამე კარავში გაათენოთ და კვებისთვის და აბაზანისთვის გარკვეული თანხა გადაუხადოთ სასტუმროს მეპატრონეს, თუ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება მოგინდებათ. ასე მაგალიტად სასტუმრო "თუშეთში" (ომალო) 10 ლარად კარვებიც გაგვაშლევინეს ეზოში, აბაზანით სარგებლობაც შეგვეძლო და გემრიელი სუფრაც გაგვიშალეს, სამარხვო და არასამარხვო ხინკლებით, კარტოფილის და ყველის კოტორით, შემწვარი კარტოფილით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველგან იგივე მომსახურება მაგ ფასში გექნებათ. მაგ სასტუმროს მასპინძელი ოქრო ადამიანია :). თუმცა ნინი, შენ ხომ იცნობ მეპატრონეებს - ვაჟასაც და სოსოსაც.

კიდევ ერთი რჩევა! კარგი იქნება, ვინმე ბიჭს თუ გაიყოლებთ, მარტო გოგოები ნუ წახვალთ. სხვა თუ არაფერი, მარტო ჩვენი სიმშვიდისათვის ;) ნუ თუ მეგზური კაცია, ამ რჩევას ყურადღებას ნუ მიაქცევთ :)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ივლ 2012, 17:26

shoda1121

:)

Mta Mkvarebia

ქაქუცას და ჩვენი გეგმები თU დაემთხვა ჰომ კარგი, თუ წასვლაც აწყობს ჩვენთან ვნახოთ ... უმეგზუროდ სიარული ცოტა არ იყოს მეშინია, არც ერთი ვართ იქ ნამყოფი და...

კარტოფილის კერძების არსებობამ ძალიან გამახარა;)

თუშეთს "ძალიან არ დავგეგმავთ ალბათ, სადაც ფეხები და ადგილობრივების რჩევები წაგვიყვანს ალბათ?... გათუშემცხვარებულების თემაში რომ მწყემსების ამოკნავეს ლექსებზეა საუბარი იმ სტელების ნახვა მინდა...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by matroska » 30 ივლ 2012, 17:51

მეორე თუ მესამე წელია, ამ მარშრუტზე ვოცნებობ და ველი გასვლას. სავარაუდოდ, ჩემს ორ პლიუსთან ერთად წამოვალ თქვენთან ერთად, მაგრამ, გოგოებო, კარვებისა და მეგზურის გარეშე წამოსვლა უაზრობა მგონია. ჩემი ერთი ახლობელი იყო ამავე მარშრუტით დაინტერესებული და ვკითხავ მასაც!... პაატა ვარდანაშვილს აქვს ეს მარშრუტი გაჭრილი, მაგრამ მგონი, ამ პერიოდისთვის აქ არ იქნება... :( მოკლედ, მე, მგონი წამოვალ და ეს კითხვებიც, იმედია, გაირვევა...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ივლ 2012, 18:03

matroska

კარავიცა და მეგზურიც აუცილებლად გვინდა.

გოგოები ვართ და მასიმალურად მსუბუქად წასვლა კი კარგი იქნებოდა, თUმცა მეც მეშინია უკარვოდ და მარტო გოგოები რომ წავიდეთ. მეგობრების რჩევა გათვალისწინებულია და მშობლების სიმშვიდეც მნიშვნელოვანია. ხიფათს ხომ არ ვეძებთ.

ხუთშაბათს საბურთალოს მიდამოებში შევიკრიბებით სადმე, ჰოდა მოდი გაგიცნობთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by ნინი_85 » 30 ივლ 2012, 18:09

16-მდე ყველა დეტალი გაირკვევა, ამიტომაც გაიხსნა თემა იდეები კიდობაში და არა სამომავლო გეგმებში :)

მოდით მსურველები და ის ხალხი ვისაც სურვილი აქვს პირადად მოგვცეს რჩევა-დარიგებანი შევიკრიბოთ მაჭახელაში მაედანთან, ხუთშაბათს საღამოს 7-ზე.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Post by shoda1121 » 30 ივლ 2012, 18:26

თუ არხოტში გადახვალთ ჯუთადან არხოტის ნაწილზე მეც შემოგიერთდებით ალბათ (პატარა შვებულებას ვითხოვ)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]