Page 4 of 7

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 21 აგვ 2012, 23:46
by shoda1121
eloiza
ეგ ორი მეც არ მინახავს :) აბუდელაურები ოღონდ სპეციალურად იქითა წლის დაბდღისთვის დავიტოვე :))

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 22 აგვ 2012, 13:17
by GT.ge
ვარძია
უფლისციხე
ნუნისი
ბახმარო

აქ წამსვლელებმა შემომძახეთ!

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 13:59
by masai11
ესეიგი :)
ნამუსის სარეაბილიტაციო საერთაშორისო ცენტრი, სრული მგზნებარებითა და ურყევი ენთუზიაზმით განაგრძობს თავის ღრმად კეთილშობილ და ყოვლად გამჭვირვალე, დემოკრატიულ და მობილურ საქმიანობას.

"ნასალა" აქტივობის ფარგლებში, 1 სექტემბრისათვის იგეგმება ქვათახევის მონასტერში გაშურება.



გაშურება, ტრადიციისამებრ, განხორციელდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
”ტრაექტორია” იქნება ასეთი -
თბილისი - კასპი - წინარეხი
წინარეხიდან კი ფეხით მონასტრამდე და პირიქით. ფეხით სავალი მანძილი საერთო ჯამში სადღაც 10 კმ-მდე გამოდის.
რაც შეეხება ტრანსპორტის ხარჯებს,
”ელექტრიჩკა” თბილისი-კასპი 1 ლარი; სამარშუტუტო ტაქსები თბილისი-კასპი 2,5 ლარი.
აი კასპირან წინარეხამდე თუ დადის რაიმე სარეისო ეგ არ ვიცი მაგრამ როგორც კასპელმა მძღოლემბმა მითხრეს ტაქსით მისვლა-მოსვლა (კასპი-წინარეხი) მაქსიმუმ 15 ლარი დაგიჯდეთო.
ანუ, მარტო კაცისთვის, მთელი ეს ღონისიძიება მაქსიმუმ 20 ლარი შეიძლება დაჯდეს.

ხვალამდე რაღაც დეტალებს კიდევ დავაზუსტებ და მერე სამომავლო გეგმებში დავდებ.
სიაში ჩაწერები და ”ფაქტურაზე მიწერილობები” არაა საჭირო.
უბრალოდ, დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს (მითითებულიიქნება ხვალ გახსნილ თემაში) მოსვლა საკმარისია.
მსურველების რაოდენობის წინასწარ ცოდნა არაფერს წყვეტს ამ ტიპის გასვლებში :)

ხო, და ბოლოს, ”ნასალა”-ს ერთ-ერთი პრინციპი -
მხოლოდ ლაშქრობა, არაფერი ზედმეტი


P.S ვიღებთ რეკომენდაციებს, რჩევებს და კრიტიკულ შენიშვნებს :)

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 16:37
by ცაბო
ნასმუსის სარეაბილიტაციო საერთაშორისო ცენტრი
:lol: :lol: რა მაგარი რამეა.. :D
8-9 სექტემბერი ხერთვისი-სარო-ხიზაბავრა-ასპინძაში ვინ წამოვა?

10-11 სექტემბერი,ან მარტო 11 სექტემბერი თავკვეთულობას მტკვარზე ფეხით გადასვლა და თავკვეთულა-ვარძია-ვანის ქვაბების მოლოცვა ვის უნდა? :D :D


Image

Image

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 17:16
by Tamari-ch.
ცაბო
მე კი მინდა, მარა რითი მიდიხართ და ა.შ.??

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 19:18
by ცაბო
Tamari-ch.
სარო-ხიზაბავრას მოსალაშქრად შაბათ დილას გავყვებით სამარშრუტოს ხერთვისამდე.იქედან ნიჯგორამდე 3 კმ-ია,ანუ ხერთვისის ციხეს ვნახავთ და უკან უნდა ჩამოვიდეთ.ნიჯგორიდან ავალთ საროში,სადაც ციკლოპური ციხის ნაშთებებია შემონახული და ძველისძველი ეკლესია ულამაზესი და უძველესი ისტორიითა და ხატებით.ხედი ისეთი შოკისმომგვრელი და სუნთქვისშემკვრელია,შეიძლება შეიშალო!განსაკუთრებით შემოდგომით,სულ სხვა ფერისაა მთები.
საროდან ხიზაბავრამდე არის 5კმ თითქმის ქვაფენილიანი გზა(!).ხიზაბავრაში როცა ავდივარ,ასე მგონია სადღაც XVI საუკუნეში ვხვდები :D ბანაკს გავშლით ხიზაბავრაში,ვანო ძიას ეზოში ალბათ და სეპარატორსაც დავატრიალებთ :D ჩემი სეხნია ბაჭია დავტოვე მანდ ივნისში და უნდა მოვინახულო :D მე2ე დილას სიკვდილას მინდვრით გადვალთ დამალაში და ვნახავთ კოხტასთავის ლეგენდარული ციხის ნაშთებსა და უძველეს ტაძარს და ჩავალთ ასპინძაში,ან დამალას გამოვტოვებთ და ეგრევე ასპინძაში ჩავალთ.
თავკვეთულას რაც შეეხება,მე ახალქალაქიდან უნდა წავიდე,ანუ შაბათს მივდივარ ახალქალაქში,იქედან თავკვეთულაზე,1 ადამიანი შემეძლება რომ წავიყვანო მანქანით და დარჩენითაც უზრუნველვყო.11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის აღსანიშნავი დღეა და მეუფე ნიკოლოზი და მეუფე სერაფიმე სწირავენ,2 წირვა ჩატარდება.ამ დღეს მტკვარი ისე იწევს დაბლა,რომ ფეხით უპრობლემოდ გადადიან მომლოცველები.
თუ მსურველი რამდენიმე ადამიანი იქნება,მაშინ ცოტა სხვანაირად შეიძლება დაგეგმვა:) 11ში რამდენიმე კარაველი აპირებს მგონი წამოსვლას,საღამოში შევხვდი აგვისტოში მგონი,აღარ მახსოვს. და GAMARJOBA SAKARTVELOს და მის მეგობარ კარაველებს დიდი სიყვარულით მოკითხვა საღამოს დედებისგან :)) კარტოფილის აღებაში გვეხმარებიანხოლმეო,ისაო,ესაო...

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 19:24
by ცაბო
GT.ge
შემომძახეთო და... :D

shoda1121
აბუდელაურებში გაგიცვლი თავკვეთულას :GOGI: ბარტერ :D

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 29 აგვ 2012, 23:53
by MIRANDA
აბუდელაურის ტბები, ტობავარჩხილის ტბები, ვარძია, თუშეთი, ვანის ქვაბები, უფლისციხე - ეს რაც გამახსენდა, იმიტომ, რომ ყვემაზე მეტად მინდა ამათი ნახვა, თორემ ისე ვინ მოთვლის რამდენი რამე არ მაქვს ალბათ ნანახი..

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 09:47
by Ismail
შავნაბადაც მოვინახულე.. : )



ჩემი ნამუსის რეაბილიტაციისათვის მჭირდება ვნახო: :)

გრემი,
ალავერდი,
გორის ციხე,
არმაზი,
კოჯრის (ქოროღლის) ციხე,
შიომღვიმე!


არგეთვე:
შუამთა,
იყალთო.

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 10:15
by Tami
ცაბო wrote:8-9 სექტემბერი ხერთვისი-სარო-ხიზაბავრა-ასპინძაში ვინ წამოვა?
აუ, მე მინდა:)
მომავალ კვირას შეგეხმიანები და რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა,
წამოვალ აუცილებლად;)

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 10:18
by Tami
ცაბო wrote:Tamari-ch.
11ში რამდენიმე კარაველი აპირებს მგონი წამოსვლას,საღამოში შევხვდი აგვისტოში მგონი,აღარ მახსოვს. ......კარტოფილის აღებაში გვეხმარებიანხოლმეო,ისაო,ესაო...
ე, კვირიკობას ხომ არ შეგხვდენენ კარაველები საღამოს დედაოებთან??
იმ დღეს მე ვიყავი იქ და მამაო და ბევრი ბავშვი დაგხვდა:):)
კარტოფილის აღებაშიც ვეხმარებოდი სხვა კარაველებთან ერთად გასულ შემოდგომას:):)

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 10:21
by Tami
MIRANDA

მირ, რამდენ ხანს იქნები კიდევ აქ??
როგორც ვკითხულობ, შენს გარდა კიდევ ბევრი კარაველი არაა უფლისციხეში ნამყოფი და იქნებ მოგვეწყო ერთი გასვლა შენს პატივსაცემად თუ საპატივცემულოდ თუ როგორცაა:*:*

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 11:26
by ცაბო
Tami
კი,კი,კვირიკობას ჩვენ ვიყავით,ასფარას ბანაკიდან წირვაზე ამოვედით,მამა ავთანდილმა რომ დაგპატიჟათ თავკვეთულობას და ფოტოებიც გადავიღეთ ერთად:D


აუ, მე მინდა
მომავალ კვირას შეგეხმიანები და რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა,
წამოვალ აუცილებლად
მე სვანეთში მივდივარ 5ში და თუ მოვასწარი მაგდროს აქ ყოფნა,წავიდეთ,თუარადა მატროსკას და კიდე რამდენიმეს 15-16 სექტემბერი აწყობს და შეიძლება სამაგდროოდ გადავდოთ. :))

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 11:40
by laila
ვარძიაში არ ვარ ნამყოფი, და ეს ერთი კვირა მაქვს შვებულება. ვინ შემომიერთდება? ვის შეუძლია რომ დამეხმაროს დაგეგმვაში? ეს შეიძლება სულაც ერთდღიანი გასვლა იყოს... თუ კი კომპანია მოვგროვდით და გეგმაც კარგი იქნება, ორდღიანსაც მოვაწყობდით . გარდა ამისა ახალი არდგენილი რაბათის ნახვაც შეიძლებოდა ამ დროს.

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 30 აგვ 2012, 12:06
by keto
ფიტარეთში მინდა, ოღონდ კარვით და ღამისთევით...