Page 1 of 2

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 11:56
by leo1
მთა მყვარებიას ინიციატივით იდება იდეა ყაყაჩო-ტურის მოწყობის შესახებ სილამაზის მოყვარულთათვის (მხოლოდ),
აბა დადეთ კაი-კაი ადგილები სადაცდანამდვილებით იცით ლამაზი ყაყაჩოების პოპულაციები წასვლის საუკეთესო დროის მითითებით!

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 13:01
by anano
აუ მეც მინდაააა რააააააააააააააა ...............

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 13:54
by arcivi9
leo1 wrote:მთა მყვარებიას ინიციატივით იდება იდეა ყაყაჩო-ტურის მოწყობის შესახებ სილამაზის მოყვარულთათვის (მხოლოდ),
აბა დადეთ კაი-კაი ადგილები სადაცდანამდვილებით იცით ლამაზი ყაყაჩოების პოპულაციები წასვლის საუკეთესო დროის მითითებით!
ფოლადაურის ციხეზე რომ ვიყავით შარშან მაისში იქ ვნახეთ ერთი უზარმაზარი ველი:
Image
ჰოდა შევცუროთ ამ ზღვაში :P

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 15:02
by marianita
leo1 wrote:მთა მყვარებიას ინიციატივით იდება იდეა ყაყაჩო-ტურის მოწყობის შესახებ სილამაზის მოყვარულთათვის (მხოლოდ),
აბა დადეთ კაი-კაი ადგილები სადაცდანამდვილებით იცით ლამაზი ყაყაჩოების პოპულაციები წასვლის საუკეთესო დროის მითითებით!
გამარჯობა ლეო ))
გიცანი :D :გივი:
ეგეთი ადგილი მე რკონისკენ მიმავალ გზაზე მინახავს ))
სხვაგან არ ვიცი ))

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 15:35
by CheLo
აბასთუმანიდან რომ მოვდიოდით გოგას გასვლა იყო იქ იყო მდელოები სულ ყაყაჩოებში...

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 16:44
by arcivi9
CheLo wrote:აბასთუმანიდან რომ მოვდიოდით გოგას გასვლა იყო იქ იყო მდელოები სულ ყაყაჩოებში...
აჰამ, აი სურათი მაგ გასვლიდან:
Image

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 16:52
by QAQUCA
[/quote]
ეგეთი ადგილი მე რკონისკენ მიმავალ გზაზე მინახავს ))
[/quote]

რკონში მართლაც შეუდარებლად იცი ყაყაჩომ გადაწითლება :wink:

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 17:55
by aragvispireli
თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ ...

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 18:06
by Naia
ნადარბაზევის ტბაზე ვიყავით დაახლოებით ამ დროს (ესეც გოგას ორგანიზებული გასვლა იყო) და გზად სულ ყაყაჩოების ველები გვხვდებოდა :)

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 05 მაი 2012, 18:37
by marianita
როცა წახვალთ ასეთი ადგილის მოსანახულებლად - თუ დრო მექნება და არაფერი შემიშლის ხელი მეც შემოგიერთდებით :)

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 06 მაი 2012, 19:44
by likakoo
ვაიმე ხალხო გარეჯი სასწარაფოდ! ამ პერიოდში სამოთხეა ნამდვილი.

"ყაყაჩოების უდაბნო" ყველამ რო უნდა ნახოს ის ადგილაა.

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 06 მაი 2012, 22:07
by anano
სულერთია, მე მინდა ყაყაჩოების ველის ნახვა ,გადაღება ! თან ძალიან, წავიდეთ, სადმე!! ოღონდ 13ში არა რა.... !

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 07 მაი 2012, 10:56
by keto
9 მაისი დასვენების დღე რომაა ხალხო?!

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 07 მაი 2012, 11:19
by likakoo
ეგ ყველაზე არ ვრცელდება :// რომელიმე კვირას დავგეგმოთ რა ეს გასვლა.

ყაყაჩო-ტური მაისისშიდ

Posted: 07 მაი 2012, 11:33
by Mta Mkvarebia
აი რა სარგებლობა მოაქვს პირწიგნაკზე ფოტოების ატვირთვას თავის თარიღებით :). ახლა გადავხედე და 2010 წლის 9 და 12 მაისს წითლად აბრდღვიალებული ყაყაჩოს ველები გვინახავს კახეთისკენ კაჭრეთში. აი ბმული:
https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

29 მაისს, იმავე წელს, ნადარბაზევის ტბისკენ რომ მივდიოდით ცენტრალური მაგისტრალიდან ლამაზი მდელო დავინახეთ და შევჩერდით.
აი ფოტოები: https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

23 მაისს გარეჯისკენ რომ მივდიოდით, გზად ასეთი მდელოები შეგვხვდა:

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

2011 წელს მაისში ვერ მოვახერხე ყაყაჩოს მდელოების გადაღება და მეშინოდა რომ უკვე გადაყვავილებული იყო, მაგრამ 4 ივნისს აბასთუმნის გასვლისას 2 ადგილას ყაყაჩოს ულამაზესი მდელოები შეგვხვდა. სურამის ახლოს:

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

და ბორჯომი-ახალციხის მონაკვეთზე:

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

ანუ ყაყაჩოს ყვავილობის პერიოდი მაისის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე მერყეობს რეგიონების მიხედვით, ასევე დამოკიდებულია ამინდზე და ჰაერის ტემპერატურაზე. თბილ გაზაფხულზე უფრო ადრე ყვავილობს ხოლმე. საკმაოდ ტბილი გაზაფხული გვაქვს და სავარაუდოდ უკვე უნდა შეგვხვდეს სადმე, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი. თუ ვინმე ყოფილხართ ამ დღეებში ქალაქგარეთ და გინახავთ სადმე, გთხოვთ გვაცნობოთ :).

ქეთო, მეც მაგას ვფიქრობდი ზუტად, 9 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ იქნება ნეტა უკვე სადმე? თან ამინდიც ვერაა კარგი...