ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by datoforesti » 20 მარ 2012, 16:22

აი ასეთ მარშუტზე ვოცნებობ... რთულია და რამდენიმე დღიანი..
საჭიროა ჯიპიესი და რუკები ..

თუ ვინმეს დააინტერესებს ვითანამშრომლოთ...

ვვარაუდობ რომ ცოტა იქნება ასეთი გიჟი, ამიტომ ტრანსპორტის ქირაობა არ იქნება საჭირო.. ბარისახომდე 5 ლარია და მერე სულ ფეხითაა სასიარულო...

სავარაუდოთ 4 დღე დაჭირდება...



Image
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by shoda1121 » 20 მარ 2012, 16:24

datoforesti
One bus a day leaves Tbilisi’s Didube bus station for Barisakho (8 GEL, three to four hours, 5pm) and Korsha, 2km beyond. The bus sets off back for Tbilisi from Korsha at 8.30am. Beyond Korsha, it’s a question of walking or trying to get a lift with one of the few passing vehicles, unless you have your own transport or can organise some from Tbilisi.

Read more: http://www.lonelyplanet.com/georgia/the ... z1pevhTrMV


5 ლარი აღარაა: ამათ 8 უწერიათ უკვე 10 თუ არ გახდა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by datoforesti » 20 მარ 2012, 16:32

shoda1121
საღამოს მეტყვიან,, ახლობელი დადის ყოველ კვირას...

საღამოს გადის 4 საათზე და იქედან 9 საათზე გამოდის..
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by ცაბო » 20 მარ 2012, 17:50

datoforesti
ასეთ მარშუტზე ვოცნებობ...
+1 ოცნება

+1 თანამოლაშქრე

:პიო-პაო: :D
როდისთვის გეგმავ? აგვისტო?

ძალიანძალიან მინდა,ბევრ რამეს დავთმობდი მაგ გასვლისთვის.როგორ შემიწყობს სამსახური ხელს,ვნახოთ
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by Tamusia » 20 მარ 2012, 20:00

ამ გზის გავლა ძალიან მინდა, პირიქითაში ფეხით არ ვარ ნამყოფი. ალბათ ზაფხულში იქნება ხო?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by iko-iko » 20 მარ 2012, 20:51

წამოსვლის სურვილი კი მაქ, მაგრამ სამსახურიდან თუ მოვახერხე განთავისუფლება არ ვიცი. თუ მოვახერხე აუცილებლად წამოვალ
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by datoforesti » 20 მარ 2012, 21:22

კი ზაფხულში, ჯერ ცივა ხევსურეთისთვის ძაან...


ძლიერი მუხლის ხალხიც 2-3 მნიშვნელოვანია ასეთ გასვლაში...



ფეხით შატილიდან ბარისახომდე გადმოვედით დღენახევარში,


მე ეს მარშუტი იმიტომ მომწონს რომ შატილ და მუცოში მივდივარ ხოლმე..არდოტამდე და იქეთ უკვე აღარ ვყოფილვარ, ხან დაგვეზარა ხან დრო არ გვეყო ხან რა ხან რა...
ასე კი ჯერ არდოტში ჩადიხარ და ასე ვთქვატ უკანა გზაზე ნახულობ მუცოს შატილს და მთლიანად პირიქითა ხევსურეთს...

+პირიქიტა ხევსურეთი საკმაოდ ძვირიანი გამოდის, ასე კი იაფია საკმაოდ..
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by ცაბო » 20 მარ 2012, 23:42

datoforesti


ეგკიარადა,ამ ზაფხულის გასვლების გამო მოწევას თავი დავანებე იცი? :D :D
ასერომ უჩემოდ არ გამოვა ეგ საქმე,ვინძლო სამსახურმა არ დამჩაგროს
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by Naia » 20 მარ 2012, 23:51

datoforesti
+პირიქიტა ხევსურეთი საკმაოდ ძვირიანი გამოდის, ასე კი იაფია საკმაოდ..
არც ისე ძვირიანია... 2 დღიანი გასვლისთვის მინიბუსი, რაც თავი მახსოვს, კაცზე 25 ლარის ფარგლებში მერყეობს

შარშან დათვიჯვარიდან არდოტამდე 1 დღეში გადავედით ფეხით. სადღაც 16 კმ გავიარეთ. მართალია ძირითადად მდინარის კალაპოტში ვიარეთ, მაგრამ იმ დღეს ძალიან ცხელოდა და გვესიამოვნა კიდეც მთის გაყინულ მდინარეში ფეხების გაგრილება :) არდოტში ღამე გავათენეთ და დილით დაბარებულ მინიბუსს გამოვყევით. გზად უკანა გზაზე მოვინახულეთ: მუცო, ანატორები, შატილი, ლებაისკარი და კისტანი.

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by ცაბო » 21 მარ 2012, 00:00

Naia
datoforesti
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by Naia » 21 მარ 2012, 00:40

ცაბო wrote:Naia
datoforesti
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
ჩვენ დათვიჯვარის უღელტეხილამდე მინიბუსით ავედით, მერე ფეხით შევუყევით აღმართს. ეს აღმართი იყო ერთადერთი სერიოზული სიმაღლე. ალბათ ასე 800 მ იქნებოდა ასაღები. თუ ვცდები, გამისწორებენ იმედია :) და დაახლოებით 1 სთ მოვუნდით. ამის შემდეგ დაღმართზე ეშვები და მხოლოდ რამდენიმე ადგილას გიწევს 2-3 მეტრით ამაღლება :) ძირითადად მდინარის კალაპოტს მიუყვება გზა.

ეს ჩვენი შარშანდელი გასვლის თემაა, იქნებ რამეში გამოგადგეთ:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5184

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by ცაბო » 21 მარ 2012, 01:51

Naia
აღმართების დაძლევა ჩემი ტკივილია,დანარჩენი გზა სასიამოვნო გასავლელი იქნება. იმედია ოგანიზატორი მარათონულ რბენაზე არ იქნება :P

მადლობა ბმულისთვის ნაია,გასვლის შემთხვევაში აუცილებლად გამომადგება : ))
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by guruli » 21 მარ 2012, 03:12

datoforesti
ვვარაუდობ რომ ცოტა იქნება ასეთი გიჟი
არც ისე სიგიჟეა ეგ მარშრუტი. სამსახურის ამბები არ ვიცი, თუმცა ძალიან მინდა წამოსვლა.
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
ბარისახოდან დათვიჯვრამდეა მთავარი აღმართი - გუდანის მერე, ხახმატის თავზე რომ სერპანტინია, ეგაა მთავარი. მერე ჭანჭახოვანზე ასვლა ხახაბოში გადასასვლელად, თუმცა ის სედარებით მოკლეა და თავად ქედიც დაბალია დათვიჯვარზე, იმის იქით კი ჩვეულებრივი აღმართებია, არაფერი განსაკუთრებული.

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by datoforesti » 21 მარ 2012, 10:56

თქვენ ალბათ არ დააკვირდით რუკას...

ბარისახოდან უკვე სხვა ხეობაში მივდივართ ლიქოკის ხეობაში და იქედან ავდივართ უღელტეხილზე მაგრამ იქ არა სადაც მანქანის გზაა..მანდედან სადღაც 3 კილომეტრამდეა და გადავდივართ პირდაპირ არდოტში ანუ შემოვლითი გზის გარეშე... და უკან ვბრუნდებით სამანქანო გზით რომ მუცო შატილი დათვიჯვარი და ბარისახო,

აი ნახეთ რუკა... წითელი გზა არის ჩემი მარშუტი,

ლურჯი კი სამანქანო გზა სადაც ყველა დადის, და გიწევს არდოტამდე მისვლა და უკან დაბრუნება

აქ კი ჯერ არდოტში ჩასვლა და ყველაფრის უკანა გზაზე ნახვა ანუ..


აღმართები არის რათქმაუნდა მაგრამ დაუძლეველი არაა ნელ ნელა მაღლდება..

Image
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ბარისახო - ჭალისოფელი - ხახაბო - არდოტი, მუცო, შატილი და თბილისი

Post by datoforesti » 21 მარ 2012, 11:06

აი ესე გამოიყურება 3D ..ნამყოფი ვარ სადაც X დავსვი იქამდე..ჭალისოფელია იქ... მგონი 1 კაცი ცხოვრობ ს კიდევ..:D თან თოფების ოსტატი....

ყველაზე ცოტა რთულად მეჩვენება უღელტეხილზე გადასვლა. იცის ქარი, ნისლი (ისეთი რომ მხოლოდ უნდა დაჯდე და დაელოდო სანამ გადავა)+ შეიძლება თოვლმაც მოგაყაროს, ძაან სასტიკი ადგილია...
თუ გაამართლა და კარგი ამინდი იქნა საერთოდ არაფერია სადარდებელი..


Image
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]