Page 6 of 8

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 28 მაი 2012, 20:41
by arcivi9
Ismail wrote:arcivi9
რატომაა ადრე? შუა ზაფხულია. : )
ივლისის მეორე ნახევარში ან სულაც აგვისტოში ხომ უფრო ნაკლები თოვლი იქნება და შესაბამისად უფრო იოლი სასიარულოც :)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 29 მაი 2012, 02:01
by QAQUCA
აგვისტოს შუა რიცხვები 10-20 !

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 29 მაი 2012, 13:08
by Ismail
კარგი, იყოს ივლისის ბოლო ან აგვისტოს დასაწყისი. მაგრამ მე მგონია, რომ ივლისის შუა რიცხვებში დასადნობი თოვლი უკვე დამდნარი იქნება და მყინვარი კი ისედაც მუდამ არის, აგვისტოშიც არის და ივლისშიც. და ამ მხრივ მემგონი არ აქვს დიდი მნიშვნელობა..

არა?..

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 29 მაი 2012, 14:34
by arcivi9
Ismail wrote:კარგი, იყოს ივლისის ბოლო ან აგვისტოს დასაწყისი. მაგრამ მე მგონია, რომ ივლისის შუა რიცხვებში დასადნობი თოვლი უკვე დამდნარი იქნება და მყინვარი კი ისედაც მუდამ არის, აგვისტოშიც არის და ივლისშიც. და ამ მხრივ მემგონი არ აქვს დიდი მნიშვნელობა..

არა?..
ივლისის შუა რიცხვეისათვის, კერძოდ 6-7-8 ივლისისთვის ჭაუხის მეორე ჯგუფის გასვლა იგეგმება (თუმცა მთლად ამაში არ ვარ დარწმუნებული ეს მეორე ჯგუფი როდის გავა) და რა საჭიროა რომ ხდის და ჭაუხის გასვლები ერთმანეთს დაემთხვეს და ერთ-ერთი ჩაიშალოს ამის გამო :) ჩვენი გასვლის თარიღის დაწესება ხომ ჩვენს ხელთაა :)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 01 ივნ 2012, 10:22
by Ismail
პოტენციური წამომსვლელები:
1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti
6. გივარგილ
7. nkiviladze
8. Ismail +

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 01 ივნ 2012, 14:12
by iano
პოტენციური წამომსვლელები:

1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti
6. გივარგილ
7. nkiviladze
8. Ismail +
9. იანო

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 01 ივნ 2012, 14:16
by CheLo
პოტენციური წამომსვლელები:

1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti
6. გივარგილ
7. nkiviladze
8. Ismail +
9. იანო
10. ხრუშოვი

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 01 ივნ 2012, 16:15
by Ismail
CheLo
:D
რას ჰგავს შენი საქციელი, ახალგაზრდავ?! :D
ხრუშოვი და მსგავსი კომუნისტური გადმონაშთები ჩვენ ლაშქრობებში არ დაგვყავს! : ))



მოიცა, მართლაა ასეთი ვინმე?.. : ))

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 02 ივნ 2012, 00:25
by Na-tia
1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti
6. გივარგილ
7. nkiviladze
8. Ismail +
9. იანო
10. ხრუშოვი
11. ნა-თია

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 02 ივნ 2012, 16:21
by arcivi9
Ismail
რაც შეეხება ტრანსპორტს. თუ ვთქვათ გვსურს ამაზე თანხის დაზოგვა მაშინ უნდა გავიგოთ ყაზგების მიმართულებით თუ გადიან დღის მეორე ნახევარში მარშუტკები და მათ გავყვეთ. მერე რაღაც 10 კილომეტრს გავივლით დარიალის ხეობაში და ავალთ ხდეში. ანუ იქითა გზაზე არც ისე საჭიროა კაცმა რომ თქვას ჩვენი ტრასპორტის დაქირავება :) თუმცა ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული ყველაზე გვიან როდის გადიან ყაზბეგისკენ მარშუტკები და ჩვენ როდის მოვიცლით. აქეთა გზაზე კი უეჭველად ჩვენი მარშუტკა უნდა გვყავდეს თორემ ჯუთიდან საქართველოს სამხედრო გზაზე ჩამოსვლას დიდი დრო მოუნდება 8)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 02 ივნ 2012, 22:53
by Hereti
1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti
6. გივარგილ
7. nkiviladze
8. Ismail +
9. იანო
10. ხრუშოვი
11. ნა-თია
12. hereti

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 02 ივნ 2012, 23:26
by CheLo
Ismail

არა მე ვარ :) :) :) :) :) არ გაგიგია ბევრი ნიკი რომ მაქვს?

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 03 ივნ 2012, 12:29
by QAQUCA
arcivi9 wrote:Ismail
ყველაზე გვიან როდის გადიან ყაზბეგისკენ მარშუტკები 8)


5 საათზე გადის ბოლო სამარშუტო დიდუბიდან.

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 03 ივნ 2012, 23:58
by Ismail
arcivi9
მე მგონი საკუთარი მანქანის დაქირავება ჯობს მაინც. მე ასეთი ვარიანტი მაქვს:

ჩვენი მიკროავტობუსი აგვიყვანს საზღვრამდე პარასკვეს საღამოს. ჩვენ შაბათს დილით დავიწყებთ სიარულს და მიკროავტობუსს შევუთანხმდებით, რომ კვირა საღამოსთვის სნოში იყოს. თუ მოვახერხეთ ქედზე გადავლა და ჯუთის ხეობაში გადასვლა, მაშინ მანქანას ჯუთიდან დავურეკავთ და მოვა. ხოლო თუ ვერ მოვახერხეთ, ისევ უკან, მთავარ გზაზე დავბდუნრებით და იქ მოგვაკითხავს მანქანა. მე მართლა არ ვიცი შევძლებთ თუ არა გადასვლას. : ))

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 04 ივნ 2012, 01:01
by arcivi9
Ismail
ცოტა გაუგებარია. თუ უღელტეხილზე ვერ გადავალთ მაშინ საიდან დავურეკოთ მანქანას რომ დარიალში მოგვაკითხოს და არა სნოში/ჯუთაში? ხდის ხეობა ისე ჩაკეტილია რომ იქ მობილს ნაღდად ვერ დაიჭერს, ამიტომ მანქანა დავიბაროთ ისევ დარიალში მაგრამ წინასწარ მძღოლი გაფრთხილებული უნდა იყოს რომ თუ ჯუთაში გადავალთ მაშინ ეგრევე დავურეკავთ და მაშინ ჯუთაში მოვა :)
ჰო, უღელტეხილს თუ ვერ გადავალთ (არ გამიკვირდება თუ ასე იქნება) მაშინ მთელს ხდის ხეობა მაინც გავივლით თავიდან ბოლომდე აღმა-დაღმა. მე ამაზეც თანახმა ვარ რადგან ძალიან მინდა მანდ მოხვედრა და თან ყვიბიშის ყინვარზე საერთოდ არც ვარ ნამყოფი. ხდეში მოვინახულებთ ყველაფერ იმას რასაც ვერ ვასწრებდით ხოლმე თავის დროზე ალპინიადებზე :)