Page 1 of 8

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 10:24
by Ismail
ესეიგი, ასეთი იდეა მაქვს:

1. პარასკევს საღამოს ავდივართ დარიალის ხეობაში და საზღვართან ახლოს, სადმე ვბანაკდებით.

2. მეორე დღეს ვიწყებთ სიარულს თერგის მარჯვენა შენაკადის - ქისტინკას (იგივე ხდისწყალი) ხეობაში. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს მთის მდინარე, მთავარანგელოზის მონასტერთან ზევიდან რომ ჩამოდის და თერგს მარჯვნიდან უერთდება, იმ მდინარეს რომ ახედავ, არ შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ აჰყვე და ნახო საიდან მოდის და რა ხდება მის ზემო წელში. სწორედ ეს არის ქისტინკა. : ) საღამოს ვბანაკდებით დაახლოებით მის სათავეებთან.

3. კვირას გადავივლით ყიბიშის მყინვარს (საიდანაც მდინარე ქისტინკა იღებს სათავეს) და ჩავდივართ ჯუთაში, სადაც უნდა დაგვხვდეს ტრანსპორტი და წამოგვიყვანოს თბილისში.

ხდის ხეობა ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია იმ ხეობებს შორის, რომლებიც მე ოდესმე მინახავს. ხეობა ძალიან ვიწროა და ამავე დროს გარშემო 4 ათასიანი მწვერვალები აკრავს. გასვლა საკმაოდ ექსტრემალური იქნება. მე მხოლოდ ნახევრამდე ვარ ხდის ხეობაში შესული.

ერთადერთი დასახლება, რომელიც გზაზე გვხვდება, არის ჩვენი მესაზღვრეების ბაზა ხდის ხეობაში. ბილიკები თითქმის არ არის.

ხეობაში შესასვლელად წინასწარ დაგვჭირდება განცხადების შეტანა სასაზღვრო პოლიციაში, საშვები რომ მოგვცენ.

რას იტყვით?

Image

Image

Image

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 10:40
by Ismail
Image

Image

Image

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 10:40
by Ismail
Image

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 10:51
by datoforesti
ამ პარასკევს? ცივა ჯერ მგონი..თან დასველებაც გვიწევს აშკარად....

მე წამოვალ.

ოღონ შენდეგ და შემდეგ პარასკევს ეხლა ვერა...

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 10:58
by Ismail
datoforesti

არა ამ პარასკევს არა კაცო. : )

იდეის სახით დავწერე... აქ თუ წავალთ, ზაფხულში უნდა წავიდეთ.

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 11:00
by Ismail
დასველებას რაც შეეხება, არ ვიცი, შეიძლება არც გვიწევდეს. ეს, ჩანჩქერი გადასალახი არ არის. ჩვენ მანდ ისე მივედით, ჩვენი სურვილით. სხვაგან თუა სადმე ქისტინკა გადასალახი, არ ვიცი ეგეც. თუმცა რომც იყოს, სათავეებისკენ არ იქნება იმდენად დიდი, რომ ვერ გადავიაროთ.

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 12:00
by datoforesti
Ismail
ოკ მშვენიერი ტური იქნება.... იმედია ტობას გასვლას არ დაემთხვევა...

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 12:26
by shoda1121
Ismail
არწივს უნდოდა მაგ ხეობისთვის გადაეფრინა მაგ მარშუტით :) სადღაც წავიკითხე :)
ჰოდა მერე მეც შევამოწმე დედამიწაზე:

Image

კარგი მარშუტია თუმცა ორი დღისთვის მეეჭვება რომ გამოვა თუმცა შესაძლებელია 2.5 დღისთვის: მაგრამ 4–5 კაციანი ძლიერი ჯგუფისთვის შესაძლებელია;
იმედია ამინდიც იქნება:)

მაგრამ უკეთესი იქნებოდა 3.5 დღე ანუ პარასკევს გათავისუფლებით და ხუთშაბათ საღამოს დაბანაკებით ადგილზე თუ გინდა რომ დიდი კარვული გასვლა გააკეთო ;)
1500დან 3500მდე არის ასაღები სიმაღლე, ანუ 2კმ ვერტიკალში; შემდეგ დაშვება არის პირველ 1კმ-ზე 50-60%იანი; ისე სულ 30კმ-ია გასავლელი მაგრამ მაინც;

==
მოკლედ თუ ბევრ ხალხს წაიყვან (5>) არსებობს რისკი ორშაბათს სამსახურში ვერგამოცხადების შენი გეგმით ;) ისე კარგი გეგმაა

ისე 3270 მ.ზე პატარა ტბას უჩვენებს გუგლი ბიძია :) ან მე მეჩვენება :)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 12:31
by shoda1121
მოლაშქრედან დავაკოპირე:

"ეგ ხეობა სულ მცირე სამდღიანია."

"მდინარე ხდეს კიდევ მოხევეები "ქისტურასაც" ეძახდნენ, იმიტომ რომ ამ ხეობიდან შემოდიოდნენ ქისტები სტეფანწმინდაში და სხვათა შორის ზუსტად ქისტურას ხეობაში (ანუ ხდის ხეობა) არის ჯიხვების ყველაზე დიდი პოპულაცია მთელს ყაზბეგის რაიონში. ზამთრის დადგომისას ქისტები შემოიპარებოდნენ ხოლმე ხდის ხეობაში და დიდი ოსტატობით გადარეკავდნენ ხოლმე მთელ ჯიხვებს თავის მხარეს (ის თუ როგორ აკეთებდნენ ამას დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ მართლა აკეთებდნენ). მერე 2-3 დღეში დიდი თოვლი მოდიოდა და ჯიხვების გადმოსასვლელ უღელტეხილებსაც კი კეტავდა, შედეგად ჯიხვების მთელი ჯოგი ქისტებს რჩებოდათ ხოლმე. ხოდა ეს რომ იცოდნენ მოხევეებმა უსაფრდებოდნენ (დასახლებული არ იყო არასდროს ეს ხეობა) ქისტებს და არ აძლევდნენ ჯიხვების გადარეკვის საშუალებას. ამას მოხევეები უმეტესად ახერხებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვერა."


და აი არწივის იდეაც:
http://www.aisiforce.org/forum/viewtopi ... 5&start=45

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 13:20
by Tami
Ismail

სწორედ გუშინ ვფიქრობდი ამ მარშუტზე!
ისმაილ, მოვდივარ!

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 13:25
by Tami
shoda1121 wrote:
ისე 3270 მ.ზე პატარა ტბას უჩვენებს გუგლი ბიძია :) ან მე მეჩვენება :)
მეგობრების ფოტოები მაქვს ნანახი ამ მარშუტის,
2 პატარა ტბური არის მანდ სადღაც;)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 13:30
by shoda1121
Tami
და რამდენდღიანზე იყვნენ შენი მეგობრები?

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 13:32
by shoda1121
კაი სია შევადგინოთ: :D
1. Ismail
2. Tami
3. shoda1121
4. არწივი
5. datoforesti

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 13:45
by iano
Ismail



მოვდივარ თუ ივნისში ან აგვისტოში დაგეგმავ ამ გასვლას :)

ხდის ხეობა - ჯუთა

Posted: 20 მარ 2012, 14:07
by datoforesti
shoda1121
არწივს დაუკავშირდი? თუ ივარაუდე?

მიყვარს ესეთი გასვლები