Page 2 of 3

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 10 მარ 2012, 23:53
by keto
სამანქანო გზაზე ფეხით სიარული ერთადერთი მოუარყოფითო მოგონებაა ჩემი თუშური შთაბეჭდილებებიდან :) ფარსმა-დართლო ვიარეთ ჩვენ სამანქანოზე მხლოდ, ქარი და წვიმა დაემთხვა თან და ბრრრრრრრრრრრ... ნაყაიჩო გადავიარეთ სიმღერ-სიმღერით და მანდ კიდევ ... თქვენ +დართლო-ომალოსაც აპირებთ უკანა გზაზე. განა რა სხვაობა უნდა გამოვიდეს ფასში, დაიბარეთ მაქნანა დართლოში :roll:

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 11 მარ 2012, 19:35
by shoda1121
keto
ჩამოსვლა დართლოდან არაა ცუდი იდეა; თუ მართლა 35 კაცი შევკრიბე :)
თუმცა მგონი უკეთესი იდეა იქნება ნაყაიჩოზე გადმოსვლა: და ისე ჩამოსვლა ომალოში: რამდენი ხანი უნდა უღელტეხილის გადმოვლას რამდენად რტულია და მერე რამდენი უნდა იმ სოფლების ნახვას მაგ მხარეს და ომალოში ჩასვლას?
==
ისე დრო რომ მქონდეს ახმეტადან პირდაპირ ფეხით ავიდოდი დართლოში რა არის ამაში ცუდი? ფულის დაზოგვა არაა მარტო შენით უნდა ახვიდე შენი ფეხით

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 11 მარ 2012, 22:01
by keto
shoda1121
ჩვენ 1 კვირით ვიყავით. აი, ზუსტი მარშრუტი აქ ნახე:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5196

ფეხით სიარულს რაც შეეხება, ცუდიათქო არ მითქვამს, მე უბრალოდ ვერაფერ სასიამოვნოს ვერ ვხედავ სამანქანო გზაზე სიარულში. შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც.
არც უზომოდ ბევრი სიარული მხიბლავს, ქანცი რომ გაგწყდება და გარემოს ვეღარ გრძნობ :)

ფეხით სასიარულო თუშეთი ვიარე, ჩემი ამზაფხულის თუშური გასვლა ჯიპის და ცხენის ნაზავი იქნება :))

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 01:44
by guruli
perwkli wrote:shoda1121



მარშუტზე გურულს შეგიძლია კითხო იქაურობის გურუა :დ
ლოოოოოოოოოოოოოოოოლ! :D :D
ჰოდა, მეორე ხმაც მოვედი. :)

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 01:46
by guruli
nikolozi wrote:
shoda1121 wrote:
--


შარშან ჩვენ ომალოდან ავედით სამხედრო კამაზით კაცი სადგაც 35 ლარი დაჯდა ასვლა და ჩამოსვლაც 35 ლარი . მძღოლს თემო ერქვა და იდეალურად ატარებდა მანქანას (ამაში იმ გასვლის ხალხი დამერწმუნება). თუ გინდა ნომერს გაგიგებ
ნინი85-ის გასვლაზე თუ ამბობ, ეგ მძღოლი თემო ბაშინურიძეა. ჩემი ახლობელია, ნომერი მაქვს. მართლა კარგი მძღოლია და კარგი ადამიანიც. შარშანაც მე დავაკავშირე მაგათთან.

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 02:07
by guruli
shoda1121 wrote:აგვისტო რამდენად კარგია თუშეთისთვის თუ ივლისის ბოლო ჯობია??ომალოსა და დართლოში იჭერს მობილური?და რომელი ქსელი თუ იჭერს?? ომალოში არის რამე მაღაზია საჭმელი რომ შევივსოთ?
და ეს რამდენად კარგია მარშუტია?

1ლი დღე: ხისომდე რომ აგვიყვანოს კამაზმა: (ომალომდე 15კმ-ით ადრე): იქიდან ერთ მთას ავივლით და დაახლ. 6.5კმ პირველივე დღეს ვიქნებიტ ორეთის ტბაზე; სადაც დავრჩებით კარვებით.
მე2 დღე: დაახლ. 16კმ ორეთიდან ომალოში და ომალოში დარჩენა კესელოს ან რამე ეგეთის ნახვა;
მე3 დღე: უბარგოდ შენაქო დიკლოში ასვლა ჩამოსვლა: 20 კმ დაახლ.
მე4 დღე: ასევე უბარგოდ ომალოდან ბოჭორმა დოჭუში(ბეღელა?) ასვლა ჩამოსვლა; დაახლ. 25+ კმ.
მე5 დღე: ცოტა დასვენება და 10-12 კმ დართლომდე; დაბანაკება; დანოს ნახვა(6კმ);
მე6 დღე: ფარსმა(გირევამდე?) ასვლა 18 (12+6)კმ-მდე; დაბანაკება;
მე7-მე8 დღე: 30კმ ფეხით უკან ომალომდე/ხისომდე;
მე9 დღე: ომალო-თბილისი-ისევ კამაზით ;
ეს ტემა ახლა ვნახე მეზობელ ფორუმზე და შემოვყევ. :D
მაღაზია ომალოშიცაა და სხვაგანაც აქვთ, მაგრამ ფასები, ცხადია, ცოტა მაღალია. თუმცა იქ საკვების დიდი არჩევანი არაა და მაინც თქვენი წაღებულის იმედზე უნდა იყოთ. ადრე ძირიტადად სიგარეტ-სასმელებით ვაჭრობდნენ და ბურღულეულით ანუ რაც მალე არ ფუჭდება. ყველს კი იყიდით სოფლებში, მაგრამ პური?
წასასვლელად ივლისის ბოლო-აგვისტოს გირჩევთ. სექტემბერია ყველაზე ლამაზი, მაგრამ ცოტა ცივა უკვე და ამდენი ხალხით მაგხელა მარშრუტი ძნელი იქნება.
ტელეფონი მართლაც უპრობლემოდ იჭერს უკვე. ყოველ შემთხვევაში - მაგთი.
ორეთზე თუ ახვალთ, ბარემ დიკლო-შენაქოში გადადით მანდედან - ექსტრიმი გიყვარს და შენი ლაშქრობის ხალხს არც დაკარგვა ეზარება, :D თუმცა იქნებ არც დაიკარგოთ და კარგი მარშრუტი გამოვა. თან დროს მოიგებთ - ახლანდელი ვარიანტით ორეთიდან ჩადიხართ ომალოში, მერე გახვალთ დიკლო-შენაქოსაკ და იქიდან ისევ უკან ბრუნდებით ომალოში, ჩემი ვარიანტით კი ხისოდან ახვალთ ორეთზე, გადახვალთ დიკლო-შენაქოში და გადმოხვალთ ომალოში. გარდა იმისა, რომ წრეს არტყამთ და წინ და უკან არ მოძრაობთ, ორეთი-შენაქოს გზაზე პირველყოფილ ბუნებას ნახავთ. განსაკუთრებით - სენაქოს უკან. თან იქიდან დიკლოს ძველ ნაციხარსაც გახედავთ. ერთი რჩევაც - დიკლოში ასულები აუცილებლ;ად გადით იმ ძველ ნასოფლარზე, უმაგრესია. იქიდან ლეკთა სოფლებსაც გადახედავთ, მაგრამ ახლა მესაზღვრეები მიგიშვებენ თუ არა მაქამდე, არ ვიცი. ალბათ კი, მაგრამ მარტოს არ გაგიშვებენ, თავად გაგყვებიან.
4-ე დღის მარშრუტზე რომ წერ, უბარგოდ დოჭუში გადასვლაო და მეხუთე დღეზე ცოტა დასვენების მერე დანოში წასვლა გიწერია, ბარგისთვის არ ბრუნდები ომალოში თუ ისე მიდიხარ პირიქითში? :D მე გირჩევთ, მეოთხე დრეს ბარგიანად დააწვეთ ომალოდან პირიქითში - დოჭუსაც ნახავთ, ბოჭორმასაც გაუვლით, ბეღელაშიც ახვალთ, შეგიძლია ილიურთაშიც გახვიდეთ ალაზანს გაღმა. მანდ ტუ გახვალთ, ბარემ გოგრულთაშიც აარბინეთ და კაი ხედებს ნახავთ, მერე კი დაბრუნდით ალისგორ-ჯვარბოსელ-ვერხოვანში და სადმე მანდ გაათიეთ ღამე, დილით კი გადაიარეთ ნაყაიჩო და გადადით პირიქითში - გირევში. იქიდან ფარსმა-ჭეშოს გავლით დაუყვებით თავქვე - დართლო-დანო-კვავლოსკენ, მაქედან კი ამოხვალთ ომალოში, ხოლო მერე გზა ხსნილი გაქვთ ოთხივე მხარეს. ჯვარბოსელიდან წოვატაში გადასვლაც შეგიძლიათ - გააჩნია დროს და შესაძლებლობას. ახლოა მანდ და მერე ისევ ჯვარბოსელში დაბრუნებულები მეორე დღეს გადახვალთ ნაყაიჩოს.
პ.ს. მე უფრო წრეზე სასიარულო მარშრუტს გთავაზობთ, წინ და უკან რომ არ იაროთ, თუმცა სხვა ვარიანტებიც არის. :wink:

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 11:26
by shoda1121
guruli
ძალიან მაგარი იდეაა!!!!!!
დავამუშავებ რაც დაწერე თუმცა რუკა თავში მაქვს და ვხვდები თუშეთის საუკეთესო მარშუტია :)

ახლახანს ვნახე:
http://www.wikiloc.com/wikiloc/view.do?id=1872079
ამ ვებსაიტს აქვს მითითებული ეს და მყინვარწვერი რთულებში :)

ოღონდ მთლად კარგად ვერ ვხვდები როგორ გადავიდეთ დიკოლ-შენაქოში ორეთიდან; ეგებ გუგლ დედამიწაზე გაავლო მარშუტი დაახლოებით?

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 13:42
by guruli
shoda1121 - კიდევ ერთი რამეც სეიძლება - ომალოდან წახვიდეთ დოჭუში, ოღონდ მერე იქიდან გომეწრის ხეობას არ გაუყვეთ, არამედ ახვიდეთ გომეწარ-პირიქითის გამყოფ ქედზე (მაკრატელაა თუ თუშეთის ქედი ეგ, მაინც ვერ დავადგინე) - სოფლიდან ადის გზა დოჭუელთა სალოცავზე, მერე გაუყვეთ მაგ ქედს დასავლეთით ნაყაიჩომდე, იქიდან კი დაეშვათ გირევისკენ ანუ პირიქითში. მაგ შემტხვევაში გომეწრის სხვა სოფლებს ვერ ნახავთ, მაგრამ იმ ქედზე გავლისას ოთხივე მხარეს ზაან მაგარ პეიზაჟებს დაათვალიერებთ.
მარშრუტის კორექტირების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ომალო-დოჭუდან გადახვიდეთ პირიქითში და იმ ხეობას ქვევიდან ზევით ამოუყვეთ (ახლა პირიქით გთავაზობთ), ნაყაიჩოზე იქიდან გადმოხვიდეთ, მერე წოვატაშიც შეირბინოთ, დაბდუნდეთ ისევ ჯვარბოსელ-კოკლათაში, ალაზნის ტავს ამოუყვეთ - კოკლათა-ვეძისხევ-ვაკისძირიდან შედის გზა და მაქედან გადმოხვიდეტ კახეთში - პანკისში ან ბაწარის ხეობაში.

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 13:46
by guruli
shoda1121
ეგებ გუგლ დედამიწაზე გაავლო მარშუტი დაახლოებით?
ბოდიში - მაგდენი ჩალიჩი არ ვიცი. :cry: ორეთიდან გადასვლა სეიძლება ვებუს ხევის გავლითაც, რაზეც კარგა ხანია, ვოცნებობ, ოღონდ როგორც ამბობენ, ცოტა გრძელი მარშრუტია. მეორე ვარიანტია, დაბრუნდეთ ქუმელაურთაში - ეგ სოფელი ხისოს გადაღმაა, საიდანაც ორეთზე აპირებთ ასვლას, და იქიდან გახვიდეთ შენაქოში. აი, სწორედ მაგ ვარიანტში მოგიწევთ შენაქოს ტყის ნახვა. ოღონდ მაგ დროს შენაქოში არ შეივლით - პირდაპირ გახვალთ დიკლოში, შენაქოს კი უკანა გზაზე ნახავთ.

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 13:50
by shoda1121
guruli wrote:shoda1121
ეგებ გუგლ დედამიწაზე გაავლო მარშუტი დაახლოებით?
ბოდიში - მაგდენი ჩალიჩი არ ვიცი. :cry: ორეთიდან გადასვლა სეიძლება ვებუს ხევის გავლითაც, რაზეც კარგა ხანია, ვოცნებობ, ოღონდ როგორც ამბობენ, ცოტა გრძელი მარშრუტია. მეორე ვარიანტია, დაბრუნდეთ ქუმელაურთაში - ეგ სოფელი ხისოს გადაღმაა, საიდანაც ორეთზე აპირებთ ასვლას, და იქიდან გახვიდეთ შენაქოში. აი, სწორედ მაგ ვარიანტში მოგიწევთ შენაქოს ტყის ნახვა. ოღონდ მაგ დროს შენაქოში არ შეივლით - პირდაპირ გახვალთ დიკლოში, შენაქოს კი უკანა გზაზე ნახავთ.
მივხვდი ზუსტად რასაც ამობ :) დიდი მადლობა!!!!
ხევში ჩასვლით უფრო მომწონს მე :) მაგარი გზა გამოდის :) მინიმუმ 10კმ შენაქომდე უგზოდ უნდა იარო :)

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 14:09
by guruli
shoda1121
მინიმუმ 10კმ შენაქომდე უგზოდ უნდა იარო
ოღონდ თუ დაიკარგეთ, პირდაპირ ლეკთა სოფლებში მოხვდებით, ადმინისტრაციულ დაღესტანში და არა ბუფერულ ზონაში. :D

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 14:10
by shoda1121
guruli
:D :D :D
კატო(ცაბო) სად არის :) დაღესტანში მოხვედრაზე და აულებში ცხოვრებაზე ოცნებობს :)

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 14:52
by guruli
shoda1121
კატო(ცაბო) სად არის დაღესტანში მოხვედრაზე და აულებში ცხოვრებაზე ოცნებობს
მაშინ დიკლოს ნაციხარიდან პირდაპირ გადაუშვით ბილკზე - ჭერო-ინცუხში ჩაიყვანს. :D
მაგის მოზებნა არაა ძნელი, ასე გულით თუ უნდა ეგ ამბავი. ვინმე მოჭიდავეც შემიძლია, გამოვუძებნო ლეკებში, მაგან ოღონდ სასურველი მამაკაცის ტიპაჟი აღგვიწეროს. :D

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 21:18
by shoda1121
guruli
ეგრე ჯობია :) :) :)

ისე იმ ნაცნობი მძღოლის ტელ. და სავარაუდო ფასები რომ მომწეროთ პირადში შეგიძლიათ?

თუშეთი უბრალოდ იდეა

Posted: 04 აპრ 2012, 23:42
by guruli
shoda1121
ისე იმ ნაცნობი მძღოლის ტელ. და სავარაუდო ფასები რომ მომწეროთ პირადში შეგიძლიათ?
ფასები ნინი85-მა იცის უფრო კარგად, ტელ-ს კი მოგწერ.