ჩემი გეგმები.... WenTTo

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by CheLo » 02 მარ 2012, 23:57

მანამდე ჯერ დიდი დროა თუმცა აქ მაინც დავწერ აგვისტომდე რა ლაშქრობებს დავდებ.. და კარგი იქნება თუ მეცოდინება ვინ სად მოინდომებს წამოსვლას

1 ლაშქრობა კვლავ ბირთვისებში ... თუმცა ყველაზე კარგ დროს.. 26-27 მაისს.. როდესაც ირგვლივ არემარე იქნება გამწვანებული!! რაც მთავარია იქნება ექსტრემალური და თოკების და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე ავბობღდებით ;)

გეგმა კი იქნება ასეთი (პირველი დღე - ფარცხისის ციხე - ბირთვისის ხეობა - შეუპოვარი) (მეორე დღე - დედა ციხე - ალგეთის წყალსაცავი - ტბისის დედათა მონასტერი)


2 ლაშქრობა იქნება უკვე პირაქეთა ხევსურეთში ... ეს არჩილას დაუვიწყარი გასვლაა და მინდა ამ წელს მე განვახორციელო რადგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი ;) ეს კი გადავწყვიტე განვახორციელო 29-30-31 ივნისს.. რადგან 29 ში დომციკოს დაბ დღეა 30ში კი კივილაძის და ფანტასტიური საჩუქარი იქნება მათთვის!!

გეგმა კი ასეთი იქნება (პირველი დღე - ჯუთაში დაბანაკება) (მეორე დღე - ჯუთადან წამოსვლა და ჭაუხების გავლით აბუდელაურებზე დაბანაკება) (მესამე დღე - აბუდელაურის სამივე ტბის დათვალიერება შემდეგ კი როშკაში ჩამოსვლა)


3. ლაშქრობა იქნება პირიქეთა ხევსურეთში ... ეს კი ნაიას შთამბეჭდავი გასვლაა რომელიც ულამაზესი იყო თავისი თავგადასავლებით.. ამ გასვლის დადებას ვაპირებ 14-15 ივლისს.

გეგმა კი ასეთია (პირველი დღე - დათვიჯვარი - ძველი და ახალი ხახობო - არდოტი) (მეორე დღე - მუცო - შატილი - ანატორები - კისტანი - ლებაისკარი)


4 ლაშქრობა უკვე მაღალმთიან აჭარაში იქნება.. 30-31-1 აგვისტოს.. ალბათ გაგიგიათ ჩვენი შარშანდელი გასვლიდან რომელიც მელექსამ დაგეგმა რომ ძალიან ვიმხიარულეთ და ზუსთად იგივეს გამეორებას ვაპირებთ.. თუმცა მანამდე კონსულტაციას გავივლი მელექსასთან კიდე რისი ნახვა იქნება შესაძლებელი

გეგმა კი ჯერჯერობიტ ასეთია (პირველი დღე - გოდერძის უღელტეხილით წავალთ და ვნახავთ სოფელ ბეშუმს შემდეგ მწვანე ტბას და დავბანაკდებიტ იმ სახელოვან გაჩერებაზე სადაც ამდენი თავგადასავლები გადაგხვდა..) (მეორე დღე - გავივლით ხულოს, ქედას, ვნახავთ სხალთბის ეკლესიას თამარის ხიდებს დანდალოს და ფურტიოს, მახუნცეთის ჩანჩქერს და რათქმაუნდა კვარიატს სადაც დავბანაკდებით... (მესამე დღეს კი უბრალოდ ვიგრიალებთ ჯერ გონიოში შემდეგ ბათუმში და ბოლოს ვისაც სურვილი იქნება მოვინახულებთ მწვანე კონცხზე ბოტანიკურ ბაღს)
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 00:04

CheLo
მე2ზე გამოგყვები!!!!
მაგ ორი უმაგრესი ადამიანის დაბ.დღეს როგორ გამოვტოვებ :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by ARCHILI » 03 მარ 2012, 00:21

CheLo
shoda1121


მოკლედ, ყოჩაღი ხალხი ხართ, რა. კარავზე ისევ ლაშქრობა შემოიტანეთ, რომელიც უკვე დიდი ხანია გადავიწყებული ჰქონდათ და ექსკურსია-ლუქს ნომრიან სასტუმროებზე გადავიდა..

მახარებსა თქვენი აქტიურობა.

აბა, თქვენ იცით.

შოდა, ჩემი თავი გამახსენდა, მთელი სეზონის გეგმებს ვდებდი წინასწარ და ხალხს ჰქონდა საშუალება გააზრებულად ამყოლოდა.



სამწუხაროა, რომ "დავბერდი" :) და 20 კილოზე მეტი მოვიმატე :) თორემ აგყვებოდით სიამოვნებით :)) მე აწი უფრო პენსიონერული გასვლებით თუ მოვიხიბლები, ჰამაკით, ნაკლები სიარულით, მანქანის გასაჩერებელ ადგილთან ნახევარ ნაბიჯში კარვით და ეგრე :)

აბა, წარმატებები.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 01:38

ARCHILI
დიდი დიდი მადლობა არჩილ, ეგ რა პრობლემაა სანამ სამსახურს დავიწყებდი იქამდე მეც 20 კილოთი მსუბუქი ვიყავი იმდენს დავდიოდი ფეხით ყველგან :) :) :)
ეგრეა, საქართველო ისეთი საოცრებების ქვეყანაა რომ იდეები ზვავივით მოდის :) და გულიც არ ითმენს: დრო ცოტაა ყველაფერი ეგრევე გინდა...
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by Naia » 03 მარ 2012, 01:57

CheLo
ყოჩაღ, ვენტო! ჩვენი ხევსურეთი ძალიან მაგარი იყო და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებდი. შარშან ვერ ავედი აბუდელაურებზე და იმედია, წელს მაინც მოვახერხებ.

მე კიდევ 1 ახალი მარშრუტი მაქვს გეგმაში: აბასთუმნიდან საირმეში გადასვლა მინდა. ულამაზესი მარშრუტია და ბერნარის გარდა კარავზე ჯერ არავის გაუვლია ფეხით. მოკლედ, იდეები ბევრი მაქვს და იმედია, წელს საინტერესო ზაფხული გვექნება :)

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by domciko » 03 მარ 2012, 02:11

1-2-3 გასვლაზე თქვენთან ვარ... აი აგვისტოში თუ თბილიშსი ვიქნები,მანდაც თქვნი ვარ... წარმატებები .... ვგრძნობ წინ შესანიშნავი გასვლები მელოდება :* :*:*:***

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by CheLo » 03 მარ 2012, 02:26

ARCHILI

მერე რა რომ მოიმატე??? შენ გგონია მე გამხდარი ვარ?? სიმაღლე მაქვს და ძალიან არ მეტყობა თორემ 90 კგ-ს უკაკუნებ.. თან შენგან განსხვავებით მწეველიც ვარ და ეს ხელს უნდა მიშლიდეს.. მთავარია მოინდომო.. და უცებ დააგდებ წონას.. :)

Naia

წელს ერთად წავიდეთ აბუდელაურებზე.. ძალიან მაგარი იქნება.. სასწაულ იხალხი მომყავს.. ძალიან მხიარულები და ენერგიულები.. მომლოცველებიდან 3 კაცი და ისე მღერიან სულ დაგავიწყებენ პრობლემებს.. ;)) რაც შეეხება შენ გეგმას თ უსაშუალება იქნება მეც მინდა მაგ გზის გავლა.. ;)

shoda1121

კიი აბუდელაურებზე მომყავხარ აუცილებლად ოღონდ პლიუსების გარეშე.. იმიტომ რომ ისედაც ბევრს უნდა წამოსვლა და მხოლოდ 22 კაცი წავალთ..
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 02:30

Naia

საირმე მეც მინდა ვნახო ნაია :) საირმე ზეკარი, საირმე–ჯაჯის ტბა თუ საირმე აბასთუმანი თუ რომელიმე ამათგანის კომბინაცია ეგ არ ვიცი ჯერ :)
ისე ყველაზე მაგარი საირმე–ჯაჯის ტბა–ბახმაროა :) ოღონდ ამას 2დღიანი არ ყოფნის; ენივეი :) თუ 2დღიანს რამეს დაგეგმავ საირმესკენ წამოვალ

CheLo
22 თუ წავალთ მაქსიმუმ მაშინ ძალიან კარგი; მაგრამ თუ ერთ მინიბუსზე მეტი მაშინ ბლომად ხალხს წამოვიყვან :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 02:31

CheLo
ძალიან კარგი და კლასიკური გასვლებია რასაც გეგმავ!!!

და ისე მაღალმთიან აჭარაზე ჯერ ჩემთან ერთად თუ წამოხვალ მერე ბევრი იდეები გექნება შენს მიერ უკვე გავლილი მარშუტის გადაკეთების :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by CheLo » 03 მარ 2012, 02:32

shoda1121

მე უფრო კარგი იდეა მაქვს... შენ ხო არ ხარ ნამყოფი და შენი სამეგობროს წამოყვანა გინდა??? მე შევავსებდი 20 კაცს.. და შენ დაგახმარებდი კიდე რამოდენიმეს.. ან უშენ მინიბუსსაც გავავსებდით.. წინაზე 3 მინიბუსით ვიყავით 50 კაცზე მეტი... და მაინც კარგად ვიარეთ და ახლა კი 2 მგონი კარგად გამოვა.. თან შენ შენ სამეგობროზე იქნები პასუხისმგებელი მე ჩემსაზე... რას იტყვი???
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by CheLo » 03 მარ 2012, 02:33

shoda1121

არა 2ჯერ ვერ წავალ მანდ.. შენ ჩემზე ადრე გეგმავ ისედაც და მომაწვდი მერე იდეებს ;)))
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 02:52

CheLo
ჩემი სამეგობრო ამ შემთხვევაში გულისხმობს ჩემს კერძო გასვლების ჯგუფს იმიტომ რომ კარავზეც მყავს მეგობრები :) :) საბედნიეროდ :)
ვნახოთ :)
ისე შენ აზერები არ გევასება და ამიტომ ნოვრუზ ბაირამზე(სპარსული ახ.წელი–აზერებისთვის დიდი დღესასწაული) ის ბოტები უნდა გიყიდო :) დიდხანს რომ ვერ გაყიდინე :) რამდენი გაქვს ფეხის ზომა?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by CheLo » 03 მარ 2012, 02:57

shoda1121

ღადაობ?? ვერ მაყიდინე იმიტომ კი არა რომ კრიჟანი ვარ ან კიდე მენანება.. არ მაქვს ახლა მაგაზე სახარჯი ფული.. ლეპტოპი მაქვს შეტენილი და ძველი სამსახურიდან რომ წამოვედი ახალი სამსახურის პოვნის იმედად ჯერ არაფერი გამომდის.. და იმედია მალე გაირკვევა.. ხოდა მე თითონ ვიყიდი.. არ მინდა ჩუქება ;)
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by shoda1121 » 03 მარ 2012, 02:59

CheLo
მე მინდა გიყიდო ბევრი არც ღირს :) ნოვრუზზე თან :) აქამდეც ვფიქრობდი მაგრამ ფეხის ზომა არ ვიცი :) და ეხლა საბაბი მაქვს :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ჩემი გეგმები.... WenTTo

Post by QAQUCA » 03 მარ 2012, 23:42

ყოჩაღ ზური, თუ მეცალა არცერთ ხევსურეთს არ გამოვტოვებ და აჭარის ტურს....
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]