Page 1 of 1

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 14 თებ 2012, 15:38
by shoda1121
ბატონმა ნიკომ არ ივარგებსო ბუნება 14–15 აპრილს; მაის–ივნისში ჯობიაო :(
–––

ვფიქრობ აღდგომებზე პარასკევი–ორშაბათი ძამას ხეობაში წასვლა კარგი იქნება :) ოღონდ გააჩნია რა ხალხი წამოვა: 2 კრიტერიუმი:
1) უნდა იყოს ნამდვილად მორწმუნე მრევლი (მართლმადიდებლობა, ისლამი, ზოროასტრიზმის გარდა სხვა რელიგიები არ მიიღება :) კარგია თუ ხშირად ლოცულობს, თუ გალობს კიდეც მით უკეთესი;
2) უნდა შეეძლოს კარგად ფეხით სიარული: თუ საჭიროა დღეში 20კმ–ის გავლაც ტალახში :) შუანოს აღმართები, აბუხალოს ხიდები და მსგავსი რამ არ უნდა აშინებდეს;
მინდა მოვილოცოთ ყველა მონასტერი უკლებლივ :) დავესწროთ წირვებს და ა.შ.
შეიძლება მომლოცველობა.გე–ს ხალხი დავიმატო რომ ცოტა სხვა მუხტი შემოიტანონ :)
ალბათ კარვებით? სხვაგვარად შესაძლებელია კი? მონასტერმა არა მგონია ქალებიც და კაცებიც ყველა დაგვაბინაოს???არა? (მე არ ვარ მთლად გარკვეული);
შეიძლება დაქირავებაც სამარშუტოსი? თუ კარვებით ვიქნებით : ასეთ შემთხვევაში ბარგის ტარება ნაკლებად მოგვიწევს; წვიმები იქნება თუ არა ეგ მე არ მაინტერესებს :) ბოტები და საწვიმარი დაგვჭირდება მაინც რაც არ უნდა იყოს;
––
კარავზე ვისაც ვიცნობ იმათგან ორივე კრიტერიუმს ყველაზე უკეთ ქეთავან გულიაშვილი აკმაყოფილებს ისე :) თამის უნდოდა კიდევ ასეთი რამ მგონი?
მივიღებ თქვენს რჩევებს; ვისაც უნდა წამოსვლა ამ თემაში მითხრას და მერე დავუკავშირდები შეიძლება სამომავლოებში აღარც გავხსნა და მხოლოდ რამოდენიმე კაცი წავიდეთ არ ვიცი ჯერ არც რაოდენობა, არც ტრანსპორტი; ისე ძვირი ეს გასვლა არ დაჯდება არცერთ შემთხვევაში; საერთოდ ეს იდეის დონეზეა ჯერ–ჯერობით;
ერთი ჯიპიც წავა ისე; ბარგი რომ ატაროს :) და გამოგვყვეს :)??
–––
ხდის ხეობა; ჭილის ტბა–არმაზციხე; საინტერესო მარშუტებია ასევე

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 14 თებ 2012, 16:50
by ანააანო
shoda1121

მანდ შარშან რომ ვიყავით, ესე გვითხრეს

მარხვაში საკმაოდ მკაცრი ტიპიკონი აქვთ
მონასტრის ტერიტორიაზე ქალებს არ აქვთ დარჩენის უფლება
წირვებზე, თუ არ არის სადღესასწაულო წირვა, ქალები არ ესწრებიან

ალბათ დიდი თოვლი იქნება, კარვებით სათუოა, რავიცი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 14 თებ 2012, 16:59
by GUGUA
წამოვალ :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :o :o :o :o :o :o :o

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 15 თებ 2012, 00:18
by shoda1121

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 27 თებ 2012, 19:13
by shoda1121
შუანო დაახ. 1880 მეტრზე მდებარეობს და მასზე ასასვლელად დაახლ. 600 მეტრი უნდა დაფარო ვერტიკალში, ხოლო ჯვარზე ასასვლელად კიდე დამატებით 400 მეტრი მაგრამ უფრო რთული გზა.

---
ძამას ხეობაში ტანას ხეობიდან შეიძლება გადმოსვლა; ასევე ხცისიდან:სათერძე/ქართასკენ; ასევე ბორჯომიდან; გზად შეიძლება ტიმოთესუბანი, სადგერი/დაბა ნახო სანამ მიხვალ წინაუბნამდე საიდანაც ქოზიფაში გადახვალ.

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 27 თებ 2012, 20:55
by ეკატო
ძამას ხეობის ყველა მონასტრის მოლოცვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არა აღდგომას :? სხვა დროს სიამოვნებით წამოვიდოდი

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 27 თებ 2012, 20:56
by ეკატო
ანააანო wrote:shoda1121

მანდ შარშან რომ ვიყავით, ესე გვითხრეს

მარხვაში საკმაოდ მკაცრი ტიპიკონი აქვთ
მონასტრის ტერიტორიაზე ქალებს არ აქვთ დარჩენის უფლება
წირვებზე, თუ არ არის სადღესასწაულო წირვა, ქალები არ ესწრებიან

ალბათ დიდი თოვლი იქნება, კარვებით სათუოა, რავიცი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ
ვეთანხმები ანანოს, მარხვის პერიოდში ისეთი მკაცრი ტიპიკონი აქვთ ბერებს და მითუმეტეს ვნების შვიდეულში, მეეჭვება წირვა-ლოცვაზე დასწრება მოახერხოთ

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 28 თებ 2012, 13:08
by shoda1121
ეკატო
აღარ ვაპირებ აღდგომებზე ძამას. ბუნებაც არ იქნებაო კარგი მაგ დროს.

მომლოცველობა ძამას ხეობაში

Posted: 28 თებ 2012, 23:37
by ანააანო
ეკატო wrote:ძამას ხეობის ყველა მონასტრის მოლოცვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არა აღდგომას :? სხვა დროს სიამოვნებით წამოვიდოდი
გახსოვს რომ დავგეგმეთ, მერე სულ გადაგვავიწყდა :/
ზაფხულში გვინდოდა წასვლა

გამწვანებულზე ძალიან მაინტერესებს

:roll: :oops: