Page 4 of 8

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 29 თებ 2012, 10:43
by Ismail
ორი ვარიანტი მაქვს:
1. სამსახურში რა თქმა უნდა სამკვირიან შვებულებას ვერ ავიღებ, ამიტომ ვერ წამოვალ;
ან
2. სამსახურს თავს ვანებებ და შესაბამისად ფული აღარ მექნება იმისთვის, რომ წამოვიდე.

:D მოკლედ, გამორიცხულია რა. :)

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 29 თებ 2012, 11:04
by datoforesti
KSOVRELI
სავარაუდოდ რა თანხასთანაა დაკავშირებული?

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 29 თებ 2012, 14:31
by shoda1121
Ismail
შეგიძლია 2 კვირით წამოხვიდე შენც;

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 29 თებ 2012, 18:32
by ანააანო
Ismail

მე და თემო 1 კვირით ვაპირებთ
მხოლოდ ტობას მოვასწრებთ,სავარაუდოდ :(

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 10:17
by Kobera ;)
სიამოვნებით შემოგიერთდებით, 2 კვირის მანძილზე(ტობა-სვანეთი + შოდას დაბერებას არ გავმაზავ :)) - თუ შვებულების ამბავი ჩემდა სასიკეთოდ დასრულდა1

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 12:49
by shoda1121
Kobera ;)
2 კვირით წამოსულები ალბათ მარტო ტობა-სვანეთს მოასწრებენ და ჩემი აზრით ერთი კვირით წამოსვლა არ მოხერხდება: უკან ხომ არ დაბრუნდები იმხელა გზას?? კაცმა თქვა სვანეთში უნდა გადავაჭრაო :) და ერთ კვირაში შეიძლება არ იყო ჩასული სვანეთში რა იცი; ორ კვირაში მინიმუმ რაჭისკენ გადასავალ გზაზე უშგულში მაინც დარჩები ან ზესხოში და იქიდან წახვალ თბილისში :)

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 14:16
by datoforesti
shoda1121
ხო რა უკან დაბრუნება ტობადან ძნელი წარმოსადგენია, რადგან იგივე დროა ალბათ რაც სვანეთში გადასვლა:D...

მოკლედ სერიოზული სამუშაო მაქვს ოჯახთან:D:D

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 16:23
by G
ცნობისათვის: კარგად მომზადებული ადამიანისათვის მუხურიდან დიდ ტობამდე ფეხით ასვლას 1,5-2 დღეზე მეტი არ სჭირდება.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 17:52
by KSOVRELI
მას შემდეგ, რაც ტობაზე ავალთ, როგორმე სვანეთში უნდა გადავიდეთ. მონახაზი, რომელსაც გთავაზობთ, გულისხობს ~70 კილომეტრის გავლას ქედზე ტობადან ვიდრე მესტიამდე. გზად სოფელი არ შეგვხვდება, ხოლო გარემო იქნება მკაცრი და აგრესიული. ეს ისე, მონახაზია ჯერ.

Image

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:03
by datoforesti
KSOVRELI
KSOVRELI
სერიოზული მარშუტი გამოდის..გოგოებს ალბათ გაიჭირდებატ...

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:04
by shoda1121
KSOVRELI
ხაიშში გადასვლა არ ჯობს მესტიაში გადასვლას? ბილიკიც მიდის თან;
ქედები დიდ დროს წაიღებს და სვანეთიდან რაჭაში გადასვლაც ხომ გინდა: პრაქტიკულად ქვემო სვანეთში უნდა ჩახვიდე: ზესხოში და იქიდან გადახვიდე ღებში; შოდა-კატიწვერაც შქმერიც, დასვენებაც;
ეგ დროში ჩამოტოვებს მარშუტს ძალიან თან გზად მესტიასკენ ქედებით საინტერესო რამდენადაა საკითხავია;

Image

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:14
by iko-iko
KSOVRELI

ტობას მონახულების სურვილი დიდი ხანია მაწუხებს :)
თუ სამსახუროდან წამოსვლა მოვახერხე მეც სიამოვნებით წამოვალ.

ისე სკურიდან ასვლაც შეიძლება უფრო მოკლეა მადრამ რთული,
1 დღეში შეიძლება ტობაზე ასვლა.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:15
by shoda1121
G
არ გედავები მაგრამ სტატისტიკურად კარავზე განხორციელებული ლაშქრობები ტობაზე ერთკვირიანია;
და ტობადან ლენტეხში გადასვლის ლაშქრობა ორკვირიანი იყო.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:20
by shoda1121
iko-iko
მუხურიდან ჯობია ასვლა: ოხოჯესაც ნახავ და უღელტეხილებსაც შენს გემოზე გადაივლი; მე არა ვყოფილვარ და არ ვიცი რამდენ ხანში ახვალ :)

ისე კი წელი მაგრად დაიწყო კარავმა და ვნახოთ: ჩემი გასვლების უმეტესობაში საშუალოდ დღეში 25კმ-ს გავდიოდით თოვლში ჯგუფი.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:29
by iko-iko
shoda1121 wrote:iko-iko
მუხურიდან ჯობია ასვლა: ოხოჯესაც ნახავ და უღელტეხილებსაც შენს გემოზე გადაივლი; მე არა ვყოფილვარ და არ ვიცი რამდენ ხანში ახვალ :)

მე სქურიდან ვგეგმავდი ასვლას, მარშუტიც მოვხაზე,
თუ გაინტერესებთ ავტვირთავ ჩემ ნახაზებს :wink: