კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Nika » 17 იან 2012, 18:56

ანდეზიტი-თორი კიდე 5 კმ-ია თანაც სამანქანო გზით. მოკლედ გადასაწყვეტი თქვენია. ვინც ნამყოფია დაბაძველი-ჭობისხევზე მოკლეზე იტყვიან რამდენად რთული გასავლელია ეგ. მე რაც მანქანიდან დავინახე მანდ ძალიან ციცაბო გზა იყო.

აქვე უნდა გამოვტყდე რომ მიყვარს ისეთი მარსუტები სადაც სტარტი და ფინიში არაა ერთი ადგილი. გამჭოლი მარშუტები ანუ :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 19:18

Nika
მართალი რომ ვთქვათ 2დღიანზე ეგრეც უნდა ქნა, მაგრამ თუ ერთ დღეში გინდა მოასწრო? მაშინ სხვა გზით წასვლა ისიც ღამე სარისკოა: გაკვალული არ გექნება თან ვერც ვერაფერს დაინახავ ახალს :) არ ვიცი: გუგლის დედამიწაც უჩვენებს რომ ძალიან ციცაბო აღმართებია 50-60%
დაველაპარაკები მძღოლს თორზეც და ვნახოთ რას მეტყვის
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by QAQUCA » 17 იან 2012, 19:47

Naia wrote:shoda1121
შოდა, თუ დრო გექნება ლაშქრობებში დაძებნე თორის გასვლა, სადაც სწორედ თოვლიან სეზონზე იყვნენ კარაველები. შარშან მეც ვიყავი ახალ წელს თორში, ოღონდ ბაკურიანიდან თორამდე სადაც მანქანამ გაქაჩა ჯიპებით მივედით, მერე კი გაუკვალავში ფეხით ვიარეთ. 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევი, თან გაითვალისწინე რომ ადრე ღამდება.

ასეთ დროს მანდ თოვლმავლებით გასვლას აწყობენ. 1 დღეში ადიხარ და ჩამოდიხარ. ოღონდ ტბების ნახვის იმედი არ უნდა გქონდეს. ტბის მაგივრად დიდი თოვლიანი მინდორი დაგხვდება :)

და კიდევ, ეჭვი მაქვს, რომ მანდ ასეთ დროს ნადირის ნაკლებობაც არ იქნება, ასე რომ თოფი არ გაწყენდათ
22 ადამიანი რომ ერთად იბღავლებს რა ნადირი მიეკარებათ :lol: :lol: :lol:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by QAQUCA » 17 იან 2012, 19:48

shoda1121 wrote:Nika
მართალი რომ ვთქვათ 2დღიანზე ეგრეც უნდა ქნა, მაგრამ თუ ერთ დღეში გინდა მოასწრო? მაშინ სხვა გზით წასვლა ისიც ღამე სარისკოა: გაკვალული არ გექნება თან ვერც ვერაფერს დაინახავ ახალს :) არ ვიცი: გუგლის დედამიწაც უჩვენებს რომ ძალიან ციცაბო აღმართებია 50-60%
დაველაპარაკები მძღოლს თორზეც და ვნახოთ რას მეტყვის

გახსოვს ავსტრიელმა თუ შვეიცარიელმა რა გითხრა? გაითვალისწინე!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 21:00

QAQUCA
ერთი მთაა რა :) თუნდაც რომ ზოგგან ხევში წელამდე თოვლი იდოს :) თუნდაც აღმართები იყოს: 4კმ-ს რამენაირად აივლი :) ცოტა ექსტრიმი კი იქნება მაგრამ მართლა მაგარი იქნება :)
წაიკითხე ეს?
http://highlander-ge.livejournal.com/6665.html
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 21:14

რეალურად ერთი მთაა ასავლელი: მაქს. აღმართი 45%იანია. ხეები ბევრია გარშემო. ბილიკი მიხვეულ-მოხვეულია: ყველაზე რთული 3 კმ-დან რეალურად ციცაბო ნაწილია სულ რაღაც 250 მ. 1/4 კმ. არაფერია ნამდვილად; მოკლედ მე ამ აღმართის არ მეშინია: მითუმეტეს მე არც ისე მაგარი ვარ რო ... :) ხევია თოვლი ბლომად იქნება სამაგიეროდ ძალიან მაგარი იქნება აქ ასვლა რა. ლამის გავიარე რა მთელი გზა იმდენი ვუტრიალე გუგლ დედამიწაში :)

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 18 იან 2012, 12:26

რისკები:
სუსტი მოლაშქრეები–იმედია არ წამოვლენ. საშუალო დონის– გამოიწრთობიან :)
აღმართი–ხეები ბევრია, შეგვიძლია საერთოდ ტყე–ტყე ავიდეთ ბილიკიც არის მიხვეულ მოხვეული. დროს საკმარისია აღმართის დასაძლევად;

დასველება, არასწორი ფეხსაცმელი, თოვლში ჩავარდნა– მაქსიმუმ შეიძლება ვინმე გაცივდეს: თან იმ დღეს ვბრუნდებით და არ იქნება პრობლემა :) იმ კაცს რა ვუთხრა რომელიც ერთხელ არ გაცივებულა :)

დიდი თოვლი– გაუვალი მარშუტი– წინასწარ დავრეკავ და გადავამოწმებ თოვლის საფარს და თუ რამე ისეთია არ წავალთ ან დავიცდით შემდეგი კვირისთვის; თუ მაინც წელამდე თოვლი დაგვხვდა ჯერ კარგად ვიგუნდავებთ და მერე ბაკურიანში აუხვევს სამარშუტო და იქ თხილამურებიც შეგვიძლია დავიქირავოთ და ვიქეიფოთ კიდეც :)
მოკლედ, ჩემს რისკშეფასებას უძლებს ეს მარშუტი :)

და თუ ოცნების ასრულება ადვილია მაშინ ის აღარაა ოცნება :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Tami » 18 იან 2012, 13:55

QAQUCA wrote:
shoda1121 wrote:Nika
მართალი რომ ვთქვათ 2დღიანზე ეგრეც უნდა ქნა, მაგრამ თუ ერთ დღეში გინდა მოასწრო? მაშინ სხვა გზით წასვლა ისიც ღამე სარისკოა: გაკვალული არ გექნება თან ვერც ვერაფერს დაინახავ ახალს :) არ ვიცი: გუგლის დედამიწაც უჩვენებს რომ ძალიან ციცაბო აღმართებია 50-60%
დაველაპარაკები მძღოლს თორზეც და ვნახოთ რას მეტყვის

გახსოვს ავსტრიელმა თუ შვეიცარიელმა რა გითხრა? გაითვალისწინე!
რა უთხრა??

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 18 იან 2012, 14:55

Tami
რა მითხრა და შეეშინდა აბუხალოდან ჩამოსვლის–ფეხები რო გამეყინოს რა ვქნაო :) :) შენ ხარ ორგანიზატორი და მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებაო–გამოწვევები კარგია მაგრამ მაინცო :))) challenges :) მეც მიყვარსო
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Tami » 18 იან 2012, 15:28

shoda1121
ვერ უთხარი მერე,
მედხენ, არ იცოდი სად მოდიოდი,
წესიერი ფეხსაცმელი ჩაგეცვაო?!
როგორ უცებ ორგანიზატორს აჰკიდებენ ხოლმე პასუხისმგებლობას :twisted:
არადა კარგი მოსიარულე იყო, რამ შეაშინა :roll: :roll:

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 18 იან 2012, 15:38

Tami
ჰო რავი challenges თუ ეშინოდა რას მოდიოდა :) ბოლოს წავიდა კმაყოფილი სამაგიეროდ იძახოდა real hiking real hiking -ო თურმე :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Naia » 18 იან 2012, 15:41

shoda1121 wrote:
Naia wrote:shoda1121
შოდა, თუ დრო გექნება ლაშქრობებში დაძებნე თორის გასვლა, სადაც სწორედ თოვლიან სეზონზე იყვნენ კარაველები. შარშან მეც ვიყავი ახალ წელს თორში, ოღონდ ბაკურიანიდან თორამდე სადაც მანქანამ გაქაჩა ჯიპებით მივედით, მერე კი გაუკვალავში ფეხით ვიარეთ. 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევი, თან გაითვალისწინე რომ ადრე ღამდება.

ასეთ დროს მანდ თოვლმავლებით გასვლას აწყობენ. 1 დღეში ადიხარ და ჩამოდიხარ. ოღონდ ტბების ნახვის იმედი არ უნდა გქონდეს. ტბის მაგივრად დიდი თოვლიანი მინდორი დაგხვდება :)

და კიდევ, ეჭვი მაქვს, რომ მანდ ასეთ დროს ნადირის ნაკლებობაც არ იქნება, ასე რომ თოფი არ გაწყენდათ
დიდი მადლობა ნაია გამოხმაურებისთვის:
ჩვენ არ მივდივართ თორიდან : არამედ ჭობისხევიდან ავივლით ამ 7კმ აღმართებს გაუკვალავ თოვლში დილის 5ზე გასულები დაახლ. დილის 8–9 საათიდან დავიწყებთ ასვლას: და ჩამოსვლას კი იგივე გზით ისევ უკვე გაკვალული 7კმ ერთად დაბნელებისას; 7კმ–ის ასასვლელად და ტბების სანახავად საკმარისი იქნება 10 საათი ჩემი აზრით. ასევე მინდა ჭობისხევიდ ჩანჩქერის ნახვა შენ გეცოდინება სადაა დაახლ. რუკაზე ვერ ვნახე?
რაც შეეხება შესაძლებელია თუ არა: იყო კარავის ჯგუფი წასული ადრეც ჯერ კიდევ 2008–შიც: ქვემოთ სურათებზე ადმინიც ჩანს და ტბაც :
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=27 ... c&start=60
ტბა ნამდვილად ლამაზია ზამთარში წყალი არ ჩანს მაგრამ მაინც ასე გავიგე მე ამ თემიდან:
და ამ გასვლის მონაწილეებს იმდენად მაგარ მოგონებად დარჩათ რომ.... მეც მინდა :)
და კიდევ: არც ისეთი თოვლი არაა ამ ზამთარს რო...
მაგ მარშრუტზეც ნამყოფი ვარ, ოღონდ ზაფხულში. 7 კმ კი წერია 1 გზა, მაგრამ მგონი არასწორია. როგორც მახსოვს, მაშინ 12 კმ დავთვალეტ. მიუხედავათ იმისა, რომ დილით ადრე გავედით, ტბაზე რომ ავედით უკვე 4-5 საათი იყო. თან გზაც არ აგვბნევია, პირდაპირ სამანქანო გზას მივუყვებოდით (რომელიც ახლა გაუკვალავი იქნება).აღმართს რაც შეეხება, საკმაოდ დამღლელია. მართალია ეს ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა იყო და ძნ დავიღალე, მაგრამ ჩემს გარდა გამოცდილი კარველებიც იყვნენ იქ და მათაც აღნიშნეს, რომ მთლად იოლი მარშრუტი არ იყო :)

მოკლედ, 1 დღეში ჭობისხევიდან ასვლა-ჩამოსვლა თან გაუკვალავ თოვლში და თან აღმართზე ძალიან არარეარული მგონია. თან 6-ზე უკვე ბნელდება... ღამე რომ სადმე ჩერდებოდეთ, კიდევ შეიძლება... თუმცა, შენი საქმისა შენ იცი...

პს. ჩანჩქერს რაც შეეხება, ვერ აგიხსნი როგორ მიხვიდე. მაგრამ ჭობისხევში იკითხე და დაგაკვალიანებენ. გაცდები თუ არა სოფლის მინდვრებს, გადასახვევია და მერე მდინარის კალაპოტში უნდა იარო. ზაფხულში სასიამოვნოც იყო ცივ წყალში სიარული, მაგრამ ახლა არა მგონია გესიამოვნოთ. ნაპირები ფაქტიურად არა აქვს და რაც უფრო უახლოვდები ჩანჩქერს მით უფრო გჭირდება ალპინისტური გამოცდილების გამოყენება :) ჩვენ ფაქტიურად ავბობღდით :)

ნადირს რაც შეეხება, მსმენია რომ დათვი ხშირია მაქეთ
Last edited by Naia on 18 იან 2012, 15:54, edited 2 times in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Naia » 18 იან 2012, 15:43

ტბა ზამთარში საერთოდ არ ჩანს. ჩემი მეგობრები რომ იყვნენ ასულები, ჯიპიესით მივხვდით რომ ჩვენს წინ გაშლილი თოვლიანი მინდორი ტბა იყოოო

პს. დაბაძველის პლატო მგონი 1200 მეტრზეა და სადაც ლიბანში დაგვხვდა მუხლამდე თოვლი კვირას, მანდ ყველა ვარიანტში იქნება უფრო მეტი :)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 18 იან 2012, 16:30

Naia
თოვლის საფარი არის მნიშვნელოვანი არგუმენტი და მთავარი ინტერესიც და დაბრკოლებაც.
მე2 მნიშვნელოვანი არგუმენტია ის რომ ტბა სულ თოვლით იქნება დაფარული. მაგრამ ვინც იყო იმათ როგორ მოეწონათ?
არ ვიცი ამ ორ მნიშვნელოვან არგუმენტზე პასუხი სხვამ უნდა გასცეს მე არ ვარ ნამყოფი თოვლში მად :)
თოვლის საფარი უნდა გავარკვიოთ ისე კი მე ამის გამო ამ გასვლას არ გავაუქმებ: უბრალოდ გადავდებ იმ დროისთვის როცა თოვლის საფარი მუხლებამდე იქნება და არა წელამდე :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by LEVANIKO » 18 იან 2012, 17:44

დავით მომწონხარ ის ბაკურიანში ახვევაც მომეწონა არც ეგ იქნება ცუდი და სრიალი :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]