კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by nikolozi » 16 იან 2012, 23:35

მისტერ შოდა დაუნდობელო :D :D :D კაი რაღაცეებს გეგმავ ,მომწონს :D :D :D
მაგრამ უფრო გაამძაფრე ! მეტი ექსტრიმი , მეტი ადრენალინი ,მეტი აღმართები და სიმაღლეების აღება ვერტიკალზე! 8)

მეც ალბათ შემოგიერთდებით მაგ დროისთვის
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by ARCHILI » 17 იან 2012, 00:11

nikolozi wrote: უფრო გაამძაფრე ! მეტი ექსტრიმი , მეტი ადრენალინი ,მეტი აღმართები და სიმაღლეების აღება ვერტიკალზე! 8)
ასკინკილით ადით ტბაზე ჭობისხევიდან და ეგაა რა...

:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 00:29

nikolozi
ჯიგარი ხარ!!!!
სიმაღლეებს რაც შეეხება:
1) მეტი დრო უნდა; ზამთარში კარვებით დარჩენა რთულია+ 2 დღეც შეიძლება არ ეყოს ყველაზე ექსტრემალურ მარშუტებს: და შვებულება რაღა ახლა გამოვიყენო :) :)
2)ზამთარში მეტი აჭღუვილობაც სჭირდება ხალხს;
3) ენთუზიაზმი და იდეები არ მაკლია თუმცა გამოცდილება დროსთან ერთად მოდის :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Naia » 17 იან 2012, 03:58

shoda1121
შოდა, თუ დრო გექნება ლაშქრობებში დაძებნე თორის გასვლა, სადაც სწორედ თოვლიან სეზონზე იყვნენ კარაველები. შარშან მეც ვიყავი ახალ წელს თორში, ოღონდ ბაკურიანიდან თორამდე სადაც მანქანამ გაქაჩა ჯიპებით მივედით, მერე კი გაუკვალავში ფეხით ვიარეთ. 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევი, თან გაითვალისწინე რომ ადრე ღამდება.

ასეთ დროს მანდ თოვლმავლებით გასვლას აწყობენ. 1 დღეში ადიხარ და ჩამოდიხარ. ოღონდ ტბების ნახვის იმედი არ უნდა გქონდეს. ტბის მაგივრად დიდი თოვლიანი მინდორი დაგხვდება :)

და კიდევ, ეჭვი მაქვს, რომ მანდ ასეთ დროს ნადირის ნაკლებობაც არ იქნება, ასე რომ თოფი არ გაწყენდათ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Naia » 17 იან 2012, 04:02

ახლა წინა წერილებს გადავხედე. ამ მარშრუტის გავლა 1 დღეში ზაფხულში ვერ ხერხდება, არათუ ზამთარსა და თოვლში.

პს. ტბაზე სრიალი თუ გინდათ, ჯავახეთისკენ წადით. შარშან საღამოს, ფარავნისა და ტაბაწყურის ტბები ისეთი გაყინული იყო, ტრაქტორი გადადიოდა ზედ :)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 12:35

Naia wrote:shoda1121
შოდა, თუ დრო გექნება ლაშქრობებში დაძებნე თორის გასვლა, სადაც სწორედ თოვლიან სეზონზე იყვნენ კარაველები. შარშან მეც ვიყავი ახალ წელს თორში, ოღონდ ბაკურიანიდან თორამდე სადაც მანქანამ გაქაჩა ჯიპებით მივედით, მერე კი გაუკვალავში ფეხით ვიარეთ. 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევი, თან გაითვალისწინე რომ ადრე ღამდება.

ასეთ დროს მანდ თოვლმავლებით გასვლას აწყობენ. 1 დღეში ადიხარ და ჩამოდიხარ. ოღონდ ტბების ნახვის იმედი არ უნდა გქონდეს. ტბის მაგივრად დიდი თოვლიანი მინდორი დაგხვდება :)

და კიდევ, ეჭვი მაქვს, რომ მანდ ასეთ დროს ნადირის ნაკლებობაც არ იქნება, ასე რომ თოფი არ გაწყენდათ
დიდი მადლობა ნაია გამოხმაურებისთვის:
ჩვენ არ მივდივართ თორიდან : არამედ ჭობისხევიდან ავივლით ამ 7კმ აღმართებს გაუკვალავ თოვლში დილის 5ზე გასულები დაახლ. დილის 8–9 საათიდან დავიწყებთ ასვლას: და ჩამოსვლას კი იგივე გზით ისევ უკვე გაკვალული 7კმ ერთად დაბნელებისას; 7კმ–ის ასასვლელად და ტბების სანახავად საკმარისი იქნება 10 საათი ჩემი აზრით. ასევე მინდა ჭობისხევიდ ჩანჩქერის ნახვა შენ გეცოდინება სადაა დაახლ. რუკაზე ვერ ვნახე?
რაც შეეხება შესაძლებელია თუ არა: იყო კარავის ჯგუფი წასული ადრეც ჯერ კიდევ 2008–შიც: ქვემოთ სურათებზე ადმინიც ჩანს და ტბაც :
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=27 ... c&start=60
ტბა ნამდვილად ლამაზია ზამთარში წყალი არ ჩანს მაგრამ მაინც ასე გავიგე მე ამ თემიდან:
და ამ გასვლის მონაწილეებს იმდენად მაგარ მოგონებად დარჩათ რომ.... მეც მინდა :)
და კიდევ: არც ისეთი თოვლი არაა ამ ზამთარს რო...
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 12:37

Naia wrote:ახლა წინა წერილებს გადავხედე. ამ მარშრუტის გავლა 1 დღეში ზაფხულში ვერ ხერხდება, არათუ ზამთარსა და თოვლში.

პს. ტბაზე სრიალი თუ გინდათ, ჯავახეთისკენ წადით. შარშან საღამოს, ფარავნისა და ტაბაწყურის ტბები ისეთი გაყინული იყო, ტრაქტორი გადადიოდა ზედ :)
სრიალს არ ვაპირებ :) ვიხუმრე :)
მარშუტი მოკლეა და რთული მაგრამ 10 საათი კარგი მოლაშქრეებისათვის რამ უნდა შეგვიშალოს ხელი რომ ვერ შევძლოთ 7კმ გაუკვალავი და შემდეგ უკვე რამოდენიმე საათში დაბნელების შემდეგ 7კმ გაკვალული გზის (აწ უკვე დაღმართის) გავლა?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 13:40

shoda1121
ბორჯომ–ხარაგაულის პარკის ადმინისტრაცია შესაძლებლად მიიჩნევს ამ გზის გავლას: ოღონდ რაკი პარკის ტერიტორიაზე არააო მაინც თოვლის საფარის ზუსტი სიმაღლე არ იციან: შეიძლება იყოს ადგილები სადაც არის პატარა საფარი და ადგილები სადაც წელამდეცააო.
მაგრამ აუცილებელია შესაბამისი ფეხსაცმელიო :) (აღჭურვილობა)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Nika » 17 იან 2012, 14:32

shoda1121
მე გირჩევთ ზევიდან ქვევით გავლას. ანუ ბაკურიანის გზიდან ანდეზიტის გავლით მიხვიდეთ ტბებზე და მერე ჩახვიდეთ ჭობისხევში.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 15:31

Nika
ჭობისხევიდან ასვლა და ჩამოსვლა იგივე გზით ერთ დღეში მოსწრებადია ჩემი აზრით: შენ რასაც ამბობ მაგ მარშუტს უნდა 2 დღე: მაშინ ქოხში ან კარვებში უნდა დარჩე და მერე უკვე საკითხავია რამდენი წამოვა;
რატომ ფიქრობ ასე?
ფიქრობ რომ ეგ 7კმ რთული აღმართებია და ვერ შევძლებთ დილის 8დან თუ დავიწყებთ ლაშქრობას შუადღეზე უკვე ტბებზე ვიყოთ?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 15:54

ძალიან ვისიამოვნე ამ უმაგრესი აღწერის კითხვით :
http://highlander-ge.livejournal.com/6665.html
"თეთრი მდუმარება

Dec. 17th, 2008 at 7:56 PM

highlander travel


გზა თოვლმა დაფარა... მიუხედავად მომღომარი თბილი მზისა, ყინვა არ ტოვებდა შეპყრობილ მიწას და ტყეები თეთრ ნაბადში გაეხვნენ. დეკემბრის სუსხიანი შუა დღე იყო და დათოვლილ გზაზე ცხრა მგზავრი მიაბიჯებდა. სერ ლელ გვალვა - გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც აქ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებისგან თეთრებს უკვე მისვლიათ ხმები, მთებში გადაკარგული ტბების შესახებ და სერ ლელისთვის, რა თქმა უნდა საინტერესო იყო მათი აღმოჩენა, საკუთარი თვალით ნახვა და რუქაზე დატანება. ჯორჯ პავნი - სერ ლელის ძველი მეგობარი და ერთგული თანაშემწე, ექსპედიციებში გვალვას განუყრელი თანამგზავრიც რა თქმა უნდა მასთან იყო. თეი, იგელი და ლაშა - სტუდენტები გეოგრაფები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელგანთმულ სერ ლელთან ერთად ექსპედიციაში წასვლას. ტრულა - უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელი, მან არაფერი იცოდა ამ ტბების შესახებ, მაგრამ, ყური რომ მოკრა თავისი მეტისი მეგობრისგან, ნიკისგან, რომ იგი ასეთი ექსპედიციის გზამკვლევი იქნება, სთხოვა რომ ისიც წაეყვანათ და ნიკი რაღა თქმა უნდა დათანხმდა. ალექსანდრე - ცნობილი ზოოლოგი, ცხენების ჯიშების გამომყვანი, და მისი თანაშემწე და მეგობარი ანუკი. ტბები მათთვის იქ ბინადარი მდიდარი ფაუნით იყო მიმზიდველი.. მათ წინ კი მიუძღვოდათ უკვე ხსენებული ნიკ მდუმარე რკინა - მეტისი გამცილებელი, მდუმარე რკინა მისი ინდიელური სახელი იყო და ასე შეარქვეს მას რკინის ამტანობისთვის, მტკიცე ნებისთვის და იმის გამოც რომ მას არ უყვარდა ბევრი საუბარი და არასდროს ტრაბახობდა თავისი თავგადასავლებით. მისი ჩვეული საქმიანობა იყო სხვადასხვა ექსპედიციებისთვის გზის კვლევა ამ მიუსაფარ ცივ ტყეებში, რომლებიც მისთვის სახლი იყო. მიუხედავად ინმისა რომ ნიკი ჩუმი რკინა ტყეებში ინდიელებმა გაზარდეს, იგი ნახევრად თეთრი იყო, და თეთრების კულტურას და ზნეჩვეულებებს ისე კარგად იცნობდა, რომ მასში მეტისის დანახვა გაუჭირდებოდათ კიდეც გამოუცდელთ. თეთრებისთვის იგი უბრალოდ ნიკი იყო.
მაშ ასე.. შუადღე გადავიდა როდესაც ცხრა მგზავრი მთებში გზას აუყვებოდნენ. გზა გრძელი და დამქანცველი იყო. მიუხედავად გაკვალულობისა, თოვლი ბევრ ადგილას ყინულად იქცადა სასტიკად სრიალებდა. აღმართები ციცაბო იყო. ნიკი ამხნევებდა დაღლილ მგზავრებს და უბიძგებდა შეუჩერებლივ მიდამ წინ ეარათ. როდესაც კი სტუდენტებს და ტრულას ფეხის გადადგმა აღარ შეეძლოთ, გამოჩნდა დანიშნულების პირველი პუნქტი - სოფელი.ჯერ საღამო არ იყო, მაგრამ ზამთარში ადრე ბნელდებოდა და მგზავრთა ნაწილის მდგომარეობა გზის გაგრძელებას ვეღარ აიტანდა. სოფელში მათ ერთერთ ქოხში შესთანაზეს და გახარებული მგზავრებიც დაბინავდნენ იქ.
ქოხი ვიწრო მაგრამ მყუდრო იყო. სოფლელებმა მგზავრებს შეშაც მისცეს, ასე რომ ღუმელი აგიზგიზდა და გათოშილმა მგზავრებმა საგზალი გადმოალაგეს და ვახშამს შეუდგნენ. შემდეგ დაიწყო საუბრები, ნიკი სერ ლელს უხსნიდა რომ მათ არც ისე ბევრი დარჩათ ლეგენდარულ ტბებამდე და ხვალვე შეძლებდნე მიეღწიათ მათთვის და კიდევ ერთი დღე დასჭირდებოდათ იქედან უახლოეს სოფლამდე სიარული.
-კარგია რომ ნათელი ღამეა და არ ბარდნის, თორემ ხვალ ბევრად გართულდებოდა სვლა. - შეაჯამა გეგმები ნიკმა. შემდეგ კი, როგორც გამოცდილ მოგზაურს შეჰშვენის, ამოიღო ადგილობრივი არყის ბოთლი და გაუმასპინძლდა მგზავრებს. სმაზე მზოლოდ ალექსანდრე, მისი თანაშემწე ანა და ტრულა დათანხმდნენ. დანარჩენები საუბარს შეყვნენ. დაილია ბევრი სადღეგრძელო, დამთავრდა არაყიც.. ტრულას გულში თბილოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ყველაფერი სუსხმა შებოჭა...
ღამე დღესავით ნათელი იყო, სავსე მთვარე ვერცხლისფერ ნათებას ჰფენდა თეთს ველებს და ტყეებს.
ლამაზი იყო ეს სოფელი არა მხოლოდ დღის შუქზე, არამედ ღამეც... თავისი ხის სახლებით, დიდი ზვინებით, ფრინველთა სიმრავლით... ტრულამ სცადა შემოეთავაზებინა სხვებისთვის, ეგებ სოფლის მოსახლეობა 9 ადამიანით გავზარდოთო, მაგრამ უარი მიიღო.
დასაძინებლად მჭირდოთ მოთავსდნენ, 2 საწოლზე 4 ადამიანი წვებოდა. მიუხედავად ამისა თითქმის ყველამ ტკბილად გამოიძინა და მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც მგზავრებმა თვალები გაახილეს.
გათენდა დილა. ადგომის დროა... დაიწყო ფაცაფუცი, პირის დასავანად წყლების გალღვობა, ყავის ხარშვა, საუზმე, ბარგის ჩალაგება. უკვე კარგად გათენებული იყო როდესაც ცხრავე მგზავრი ზურგჩანთებით მზად იყვნენ გაეგრძელებინათ გზა. ქოხი იკან დარჩა და ისინი სოფლის გზას გაუყვნენ. მალე მათ იქაური შეშისმჭრელები შეხცვდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს ქოხის დათმობისთვის.
- საით გაგიწევიათ ახლა?
- ტბებისკენ გვინდა ასვლა - უპასუხა ნიკმა. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მგზავრებსაც სკეპტიკურად ახედეს.
- გზა დათოვლილია, არაა გაკვალული. ამ სიცივეში იქ ჩვენი მონადირეებიც ვერ ადიან. ჯობია ისევ იმ გზით წახვიდეთ როგორც მოხვედით, გაიტანჯებით.
ნიკმა მხრები აიჩეჩა და წავიდა წინ. სხვებიც მორჩილად გაყვნენ მეტის მეგზურს.
გზა სულ აღმართ აღმართ ადიოდა ტყეში. თოვლი კოჭებს ზევით ფარავდა მგზავრების ფეხებს. მაგრამ ყველა ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მეტისს.
ტრულა წინა დღისგან განსხვავებით ბევრად ყოჩაღად გრძნობდა თავს, თითქოს ისიც ამ ტყეების შვილი იყო და არც სიცივე აღელვებდა არც თოვლი, ისე მხნედ მიაბიჯებდა. სტუდენტებიც თავს კარგად გრძნობდნენ. სერ ლელ გვალვა კი ადრევე დაიღალა და მისთვის დასალოდებლად დრო და დრო ჩერდებოდნენ.
თეთრად შემოსილი წიწვოვანი ტყიდან უაეცრად გავიდნენ პატარა უღელტეხილზე. ტრულამ მიიხედ მოიხედა, დაინახა ყველა მხრიდან თეთრი მაღალი მთები, ქვემოთ კი ისევ თეთრი ტყე და ჩუმად იკითხა ნუთუ სამოთხეში მოვხვდით?
ცივი ქარი უბერავდა და უსერავდა მგზავრებს სახეებს. ზოგმა შარფები აიფარა კანის დასაცავად... მხოლოდ მეტისს არ აღელვებდა მკავრი ბუნების გამოწვევა. იგი ლაღად იფერთხავდა თოვლს ფეხსაცმელებიდან.
შემდეგ კი დაიწყო დაღმა სვლა. ნიკის ცნობებით ისინი უკვე ახლოს იყვნენ, სულ ცოდა და... გამოჩნდა ქოხები... ღობეები, მთელი სოფელი, მაგრამ მასში სიცოცხლის არავითარი ნაშთი არ იყო. გარშემო მხოლოდ თეთრი მდუმარება ბატონობდა.
დაიწყო ცარიელი ქოხების შესწავლა. გოგოებმა აარჩიეს ერთერთი, სადაც ძველი დაჟანგული ღუმელი იყო დატივებული. კაცებმა სასწრაფოდ ამოქოლეს ცარიელა ფანჯრები, რათა სითბო შეენარჩუნებინა ამ სახლს და წავიდნენ ტბების სანახავად.
თოვლით დაფარული გაყინული ტბები.. სითეთრე... ალაგ ალაგ სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა.
სამხრეთით მთა ტყეებით იყო დაფარული, დასავლეთით ხეობა იყო, რომლის საპირისპირო მხარესაც აღემართა დათოვლილი მთები...
მგზავრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ასეთი სილამაზით...
დაბინდდა. ყინვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. არასასიამოვნო სიურპრისი აღმოჩნდა, რომ უახლოესი წყარო საკმაოდ შორს იყო და წყლის მარაგების შევსება გალმღვარი თოვლით უწევდათ.
დაქანცული მგზავრები მიუსხდნენ ფეჩს და ყოჩაღი იგლის მიერ სახელდახელოდ მომზადებული სადილი მიირთვეს.
ღამეც ისეთივე თეთრი იყო როგორც დღე... ცა ღრუბლემბა დაფარა... თოვლი იქნებაო..
სახლში კი ღუმელი იდგა, ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა..
საღამოს დროის გასაყვანად დაიწყო საუბრები და თამაშები...
სერ ლელი ძალიან გადაიღალა და მალევე დასაძინებლად დაწვა. თეი კი არ აცლიდა თანამგზავრებს მოეწყინათ და სულ ახალ ახალ თამაშებს სთავაზობდა, რომლებიც ამ თეთრი მდიმარების შუაგულში, ერთ ჭერ ქვეს, ერთი ღუმელის გარშემო შემოკრებილ სხვადასხვა ადამიანებს ასე აახლოვებდა..
თამაშების კულმინაცია იყო, როდესაც მგზავრებს უნდა გულახდილად ეთქვათ თუ რას ფიქრობენ ერთმანეთზე. მიუხედავად ჯორჯის პროტესტისა, ამან არანაერი დაძაბულობა არ გამოიწვია, არამედ ალბათ პირიქით, დაახლოვა მოგზაურები.
უკვე ნაშუაღამევს იყო როდესაც ყველანი დაწვნენ დასაძინებლად...
და გათენდა დილა... თეთრი, თოვლიანი, ნისლიანი...
ისევ ფუსფუსი... ჩალაგება... თოვლის ლღვობა.. საჭმელი უკვე ცოტაღა იყო.. და ამ ნარჩენების შეგროვება სასაუზმოთ.
სერ ლელი და ჯორჰჯო დილიდან წყაროზე წავიდნენ წყლის მოსამარაგებლად.
ბარდნიდა.. ხეობა და მთები ნისლს დაეფარა...
ნიკი დაღონდა... ასეთ პირობებში გზის დიდი არჩევანი აღარ იყო და... უნდა გაყოლოდენ იმას რაც ჯერ კიდევ კარგად ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ იგი გრძელი და დამქანცველი იყო.
მზადების შემდეგ მათ დატოვეს ეს სახლი და გაუდგნენ გზას. ახლად მოსულმა თოვლმა მათი წინა დღის ნაკვალევებიც წაშალა, გზაც ძლივს იკვეთებოდა ყოვლისმომცველ სითეთრეში.
ქარი სახეში უბერავდა და ფიფქებვს აყრიდა მგზავრებს... მალე ისინიც ისე დაიფარნენ თოვლით, რომ თითქმის აღარ გამოიყოფოდნენ თეთრი მინდვრებისგან და ტყისგან..
ტრულას ამ სითეთრემ, ყინვამ და ქარმა ძალები შემატა და იგი ისე გაუდგა გზას რომ ცოტა ხნით ნიკსაც კი გადაასწრო. გზა ამჯერად სულ დაღმართებზე მიიკლაკნებოდა.
მგზავრებს სულ გაუკვალავ თოვლში უწევდათ სვლა. გზა ჯერ ადვილი იყო, შემდეგ კი თოვლის ვიწრო ფენის ქვეშ ყინული იყო... ტრულას ყინულის ძველი ტრავმების გამო ძალზე ეშინოდა და იგი ცდილობდა გზის პირას, გაუკვალაც ღრმა თოვლში ეარა.. სხვებიც არ იყვნენ კარგ დღეში, ხან ვინ გაადენდა ლაწანს ხან ვინ...
გზას კი ბოლო არ უჩანდა.
ნიკი ყველას ამხნებებდა, საცაა მივედითო, ნუღარ ჩერდებითო, ყიჩაღად იარეთო... თვითონ კი... დაუღალავად მიიწევდა სულ წინ და წინ... გზიდან ბურუსით დაფარული ტყეებით დაფარული ფერდობები ჩანდა...
იგელს ფეხები სრულიად დაუსველდა, მაგრამ იგი ყოჩაღად მიიწევდა წინ. მის თანდასწრებით სერ ლელ გვალვამ ხომ ახალი ტბები დაიტანა რუქაზე, და ამის განცა ალბათ უადვილებდა გზას. თეი ხშირად იღლებოდა და დასვენებას ითხოვდა. ანა ნელა მოიწევდა... ყინვა ნიუხედავად აღუწერელი სილამაზისა აშკარად არ იყო ამ მზის სხივივით გოგოს სტიქია. ტრულის ყინვა საერთოდ არ ადარდებდა.. მაგრამ ზურგი სტკიოდა, ზურგჩანთა გაუწყდა და სახელდახელოდ გადაკრა და თან მისთვის საძულველი ყინული... სერ გვალვაც დაღლილი ჩანდა... მხოლოდ ნიკი, ჯორჯი და ალექსანდრე მიიწევდნენ წინ და ისევე ენერგიულად გამოიყურებოდნენ, როგორც დილით, ქოხის დატოვებისას...
გზა სერპანტინივით იხვეოდა.. ბოლო არ ჩანდა.. ტრულას მხრები და კისერი გაუსაძლისად სტკიოდა, როდესაც ნიკმა მათ ახარა - გამოჩნდა მათი საბოლოო დანიშნულების სოფელიც, საიდანაც ისინი ადვილად შეძლებდნენ ცივილიზებული სამყაროსთვის დაბრუნებას. თუმცა სავლელი კიდევ იყო... როგორც იქნა თოვლის ქვეშ მკვრივი გრუნტი გამოჩნდა და ტრულამ აუჩქარა ნაბიჯს.
აი გამოჩნდა პირველი თავლა, პირველი სახლიც და მოსახლეებიც. თეთრ თოვლში ჩაფლულ სოფელში ბავშვების ჟრიამული ისმოდა... დასრულდა თეთრი მდუმარებაც..."
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Nika » 17 იან 2012, 17:12

shoda1121 wrote:Nika
ჭობისხევიდან ასვლა და ჩამოსვლა იგივე გზით ერთ დღეში მოსწრებადია ჩემი აზრით: შენ რასაც ამბობ მაგ მარშუტს უნდა 2 დღე: მაშინ ქოხში ან კარვებში უნდა დარჩე და მერე უკვე საკითხავია რამდენი წამოვა;
რატომ ფიქრობ ასე?
ფიქრობ რომ ეგ 7კმ რთული აღმართებია და ვერ შევძლებთ დილის 8დან თუ დავიწყებთ ლაშქრობას შუადღეზე უკვე ტბებზე ვიყოთ?
მე რაც მახსოვს მგონი ჭობისხევიდან უფრო შორი გზაა. თუმცა გავზომავ და გეტყვი. ცხადია სამანქანე გზაზე ვამბობ. იქ ალბათ მოკლეებიცაა ფეხით რომ იარო.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by Nika » 17 იან 2012, 17:17

თორი (სადამდეც იდეაში ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს)-დაბაძველი დაახლოებით 5 კმ არის პირდაპირზე. აღმართ დაღმართები დიდი არაა მანდ. ფეხით სავარაუდოდ 7 კმ.
დაბაძველი - ჭობისხევი არის 4 კმ პირდაპირ და სერპანტინით ალბათ ასე 8-9 კმ. სიმაღლეთა სხვაობა 800 მეტრი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 17:18

Image[/quote]
ამ რუკაზე ჩანს ჭობისხევიდან მოკლე გზა პირდაპირ რომელიც ადის 7კმ-ია; თუმცა სამანქანო გზაც ჩანს ნაწილობრივ ძალიან გრძელია და დაკლაკნილი; უბრალოდ ეს 7კმ საკმაოდ რთული მარშუტია და სიმაღლეა დასაფარი.
--
ბაკურიანის ანდეზიტიდან ფეხით თუ წამოხვალ შეიძლება 17კმ-იც იყოს: ჯიპი შეიძლება თორამდეც ავიდეს სამარშუტო კი ვერა
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
კახისის და წეროს ტბები ბორჯომის ხეობაში(+სხვა) ზაფხულში

Post by shoda1121 » 17 იან 2012, 17:20

Nika wrote:თორი (სადამდეც იდეაში ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს)-დაბაძველი დაახლოებით 5 კმ არის პირდაპირზე. აღმართ დაღმართები დიდი არაა მანდ. ფეხით სავარაუდოდ 7 კმ.
დაბაძველი - ჭობისხევი არის 4 კმ პირდაპირ და სერპანტინით ალბათ ასე 8-9 კმ. სიმაღლეთა სხვაობა 800 მეტრი.
ტრანსპორტს გააჩნია: არა მგონია სამარშუტო მივიდეს; ჯიპი კი ალბათ კი.
სიმაღლეთა სხვაობა მართლა დიდია ჭობისხევის მარშუტზე ამიტომაც რთული მარშუტია.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]