Page 8 of 11

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 21 მარ 2012, 00:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვფიქრობ, აღდგომას, 15 იგრიკას კვლავ გურიაში წავიდეთ ლელობურთზე.
შარშან ძნ კგ იყო

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 24 მარ 2012, 08:52
by Tamari-ch.
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5538

ჩაიწერა გეგმებში!
აუცილებლად წავალთ..

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 04 აპრ 2012, 00:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლელობურთი-გურიის თემა მალე გაიხსნება.
მინიბუსის ფასი 450 ლარი იქნება.
სავარაუდოდ, 1დღიანი გასვლა იქნება.
შუხუთში ლელობურთი 4 სთზე იწყება და სხვა რამის სანახავად დრო გვექნება

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 04 აპრ 2012, 00:01
by teo-
გოგა გურიაში 1 დღიანზე დაწყდება ხალხი :?

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 04 აპრ 2012, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo- wrote:გოგა გურიაში 1 დღიანზე დაწყდება ხალხი :?
შორი გზაა, მაგრამ მაინც ასატანია, რადგან მუდმივად გზაში ყოფნა არ მოგვიწევს

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 07 აპრ 2012, 01:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ მინდა, ქოროღოს კომპლექსი შემოგთავაზოთ. ეს ძეგლი მთიულეთშია, მე10 საუკუნის არის და შედგება ტაძრისა და ციხე-კოშკისგან, რომელიც შედარებით გვიანდელია. აქვე სასახლის ნაშთებიც.
ძნ შორს არ არის და უაღრესად საინტერესო ძეგლია.
იგრიკას ბოლოდან უკვე შეიძლება იქ წასვლა.
ახლა იქაური ბუნება ჯერ კიდევ განძარცვულია

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 07 აპრ 2012, 09:54
by Tamari-ch.
GAMARJOBA SAKARTVELO
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ქოროღო მეც მაინტერესებს ძალიან...

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 07 აპრ 2012, 19:22
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ქოროღოს კომპლექსი შემოგთავაზოთ. ეს ძეგლი მთიულეთშია,
ხადას ხეობის დასაწყისში, მიდელაურტა ნაფუძარზე თუ სხვაზეა ლაპარაკი?
teo-
გოგა გურიაში 1 დღიანზე დაწყდება ხალხი
არც ისე. სამაგიეროდ, გურულების საყვარელ გიჟობას ნახავენ ბლომად. :D სხვა ფორუმზე დაწერა ვიღაც შუხუთელმა, ერთ-ერთი ლელობურთისას ბურთი ვიღაცის აივნის ქვეშ შევარდა და კაცს აივანი აუყარესო. :D

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 08 აპრ 2012, 23:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, 21 იგრიკას ხეების დარგვის აქცია გვექნება.
ვისაც წამოსვლა გინდათ, გაითვალისწინეთ.
პირობებს თემაში დავწერ

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 08 აპრ 2012, 23:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ქოროღო მეც მაინტერესებს ძალიან...
წავიდეთ, წავიდეთ.
ახლა იქ თოვლია, გუშინ გადავხედე სანახებს.
თიბათვის დასაწყისიდან იქ უკვე შეიძლება წასვლა

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 09 აპრ 2012, 01:08
by arcivi9
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:იმედია, 2012 წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება :კარავზე: და კარაველებისთვის.
ამისთვის კი საჭიროა, კვლავაც ვიაროთ, ვიხეტიალოთ და 1000 გეგმა დავსახოთ.
ამ წუთს რაც მახსენდება და რისი ნახვაც ფრიად საამო იქნებოდა, ეს არის:
4. აბუდელაურის ტბები
ვარ ნამყოფი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახავდი დიდი სიამოვნებით
5. ფიტარეთი 4 ქრისტეშობისთვეს
აქ 3 დღით ვარ ნამყოფი თითქმის მთელი ხრამის ხეობა გავიარეთ და მერე სამშვილდეში ჩავედით. კარგი იქნება თუ წავალთ, მშვენიერი ადგილებია და საფორთხიალოც საკმაოდ ბევრია
14. დმანისის რაიონის უნიკალური ტბები სარკინეთთან
რა არის ამ ტბებში უნიკალური?
ხდეს ხეობა
ზაფხულში, ზაფხულშიიი! ან ნახეთ ეს ორი თემა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3669
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5535
22. თრუსოს ხეობა
მაგარია, მნას ხეობაში (თრუსოს შესართავია) 2009-ში იყო „კარავი“
36. მყინვარწვერი
ზედ ავიდეთ?
37. დევის ხვრელი
ეს ისაა ქვის ხანის იარაღები რომ აღმოაჩინეს მანდ?

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 10 აპრ 2012, 15:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
იგრიკას ბოლო შაბათ-კვირა ან ვარდობისთვის 1ლ შაბათ-კვირას ვაშლოვანის 2დღიანი გასვლა გველის

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 10 აპრ 2012, 16:02
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა დაახლოებით რა დაჯდება? წინასწარ რომ მოვემზადო.... უკვე რამდენი ხანია მინდა ვაშლოვანი და ეგებ ეხლა მაინც შევძლო

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 12 აპრ 2012, 00:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა დაახლოებით რა დაჯდება? წინასწარ რომ მოვემზადო.... უკვე რამდენი ხანია მინდა ვაშლოვანი და ეგებ ეხლა მაინც შევძლო
როგორც წესი, ვაშლოვანის გასვლები 34-48 ლარის ფარგლებში ჯდება.
დამოკიდებულია მანქანის საწვავის ხარჯზე.
თბილისი-ვაშლოვანი-თბილისის მანძილი 588 კმს ფარგლებშია

2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Posted: 12 აპრ 2012, 00:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
21 იგრიკას წინანდალში ყველის ფესტივალი იმართება და მივდივარ.
თუ კარაველების მხრიდან დასწრების სურვილი იქნება, თემას გავხსნი.