Page 1 of 1

გვინდა „მწვანე მშვიდობა“ (Greanpeace) საქართველოში

Posted: 21 ნოე 2011, 13:20
by KaRaVeLa
გრინპისი (ინგლ. Greenpeace „მწვანე მშვიდობა“) — საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაცია, დაარსებული კანადაში 1971 წელს.


მისი ძირითადი მიზანია გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მათზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევის გზით. გრინპისი ცდილობს შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება, დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ. გრინპისი არსებობს მხოლოდ მომხრეების და კერძო საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობის ხარჯზე, პრინციპულად არ იღებს ფინანსურ დახმარებას, სახელმწიფო, კომერციული სტრუქტურებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან. გრინპისი დღეს–დღეისობით არის ძლიერი საერთაშორისო ძალა, რომელიც 2,5 მილიონი ადამინის მხარდაჭერას ეყრდნობა. გრინპისი მიზნების მიღწევის დროს არ იყენებს არავითარ აგრესიას, მისი პროტესტი მხოლოდ მშივიდობიანი მეთოდებით არის გამოხატული. გრინპისში სამუშაო მიმართულებებს კომპანიები ჰქვია.

აქციები [რედაქტირება]

1970–იან წლებში გრინპისმა მრავალი აქცია ჩაატარა ვეშაპების კომერციული მიზნებისთვის დაჭერის წინააღმდეგ. პირველ ექსპედიციაში გრინპისელები გაემრთნენ კანადიდან, ქალაქ ვანკუვერიდან, რათა გაემართათ საპროტესტო აქცია საბჭოთა ვეშაპმჭერი გემების წინააღმდეგ. ისინი პატარა გასაბერი ნავებით, მანევრირებდნენ გემებსა და ცხოველებს შორის, რათა არ მიეცათ ვეშაპმჭერი გემებისთვის ვეშაპების ჰარპუნით დაჭერის საშუალება. ეს იყო ისტორიაში პირველი პროტესტი ვეშაპმჭერების და მათი სასტიკი რეწვის მიმართ. გრინპისელები აგრძელებდნენ ამ ტაქტიკით ბრძოლას ისლანდიელი, ესპანელი და იპონელი ვეშაპმჭერების წინააღმდეგ. 1982 წელს გრინპისმა მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო ვეშაპმჭერ კომისიას გამოეცხადებინა მორატორიუმი, ვეშაპების კომერციულ დაჭერაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1986 წელს. 1994 წელს ანტარქტიკული ზღვები ვეშაპებისთვის გამოცხადდა ნაკრძალად.

1997 წელს გრინპისის აქტივისტებმა, რამდენიმე ხნით დაიკავეს კუნძული როკოლლი.


რეგიონალური ოფისები: ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ისრაელი, ლიბანი, მალტა, თურქეთი, ინდონეზია, ტაილანდი, ფილიპინები, ავსტრალია, პაპუა-ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები, ფიჯი

ნაციონალური ოფისები: ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კონგო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კანადა, აშშ, მექსიკა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, ახალი ზელანდია

http://www.greenpeace.org/

მე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას გვინდა ამ ორგანიზაციამ გახსნას ფილიალი საქართველოშიც. გაწმინდოს როგორ მინიმუმ მტკვარი. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო სავაჭრო და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ევროპა-აზიის გზაგასაყარი და ცენტრი (ალბათ) ხო და თუ ვინმე ჩემი აზრის არის ამ ფორუმზე დამეხმარეთ შემადგენინეთ წერილი, არგუმენტებით თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აქ...

გვინდა „მწვანე მშვიდობა“ (Greanpeace) საქართველოში

Posted: 21 ნოე 2011, 13:49
by QAQUCA
საინტერესო თემაა,
ამ მხრივ მარტო მტკვარი კი არა მთელი საქართველოა გასაწმენდი... :!:

გვინდა „მწვანე მშვიდობა“ (Greanpeace) საქართველოში

Posted: 14 დეკ 2011, 21:25
by Naia
KaRaVeLa
მაგ საკითხზე ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ვმუშაობდი რამდენიმე მეგობართან ერთად, მაგრამ ვერ დავითანხმეთ გრინპისი:( როგორც მახსოვს, ძალიან აქტიური გრინპისელი იყო სერგი გვარჯელაძე. თუ შეძლებ შეეხმიანე, იქნებ იმან დაგაკვალიანოს