ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 15:21

ვინაიდან (ა) ამინდები გაფუჭდა; (ბ) ტანას ხეობაში გასვლა, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ვაპირებდი გადაიდო (გ) ვაშლოვანში გასასვლელად ყველას მანქანა არ ეყოფა და (დ) არ მინდა სამივე უქმე დღე ჩახუთულ თბილისში გავატარო, ვიფიქრე სადმე თბილისთან ახლოს, მაგრამ შემოდგომის ფერებით დატვირთულ და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ადგილას ხომ არ წავსულიყავით?....
პროგნოზისტებს თუ ვენდობით შაბათი დარიანი უნდა უყოს. 1 დღიანი გასვლისთვის კი ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე ალგეთის ეროვნული პარკი გამახსენდა :) მე იქ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ მომნახველებს თუ დავუჯერებთ, ურიგო სანახავი არ უნდა იყოს.
პარკი თეთრიწყაროს რაიონშია, დაბა მანგლისის მიმდებარედ, თბილისიდან 60კმ-ში.
ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად 1 დღისთვის 2 ტურისტული მარშრუტი არსებობს:
1. მანგლისი-პატარა ნამტვრიანი-მანგლისი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
2. არხოტი-კლდეკარის ციხე-არხოტი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
ჰოდააა, რას ფიქრობთ მეგობრებო? :) ნუ ეს წინადადება სავარაუდოდ ნაკლებად საინეტერესო იქნება "სერიოზული" ლაშქრობის მოყვარულთათვის, მაგრამ ვისაც შაბათ-კვირას უბრალოდ დასვენება და განტვირთვა გინდათ, იქნებ დაგვეგეგმა :)
თუ იდეას გაიზიარებთ, დავიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაც :))
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by CheLo » 13 ოქტ 2011, 15:45

5კმ რათ უნდა 4 საათი? : )

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 15:52

:)) არ ვიცი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ასე აქვს აღწერილი მარშრუტი და მისი ხანგრძლივობა :) ნუ ჩვენ ნაკლებში გავიაროთ :))
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 15:54

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ამ ბმულს გადაავლოთ თვალი

http://dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=24
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by CheLo » 13 ოქტ 2011, 16:00

Maiko-adventurous

ხო მართალი ხარ ისინი ძალიან წელავენ დროს.. : )) გურგენიანის ჩანჩქერზე რომ მივდიოდით ლაგოდეხის ნაკრძალში იქაც მაგხელა დრო ეწერა და სულ საათ ნახევარი დამჭირდა არადა კვებზე ვხტუნაობდით 8) 8) 8)

რაც შეეხება გასვლას ძალიან საინტერესოა!! და რა შუაშია სერიოზული ლაშქრობის მოყვარულები :) :) :) სადაც ექსკურსია არაა და ფეხით არის სავალი იქ მე თუ მაქვს შესაძლებლობა სულ დავდივარ.. : ) ასე რომ შეგიძლია თამამად დაგეგმო.. ოღონდ მომავალ კვირას და არა ახლა.. კვირას ძალიან ცუდი ამინდია გამოცხადებული...

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 16:09

კვირას არა, შაბათს ვგეგმავ. პროგნოზს თვალი გადავავლე და შაბათი დღე წვიმიანი არ უნდა იყოს...
არ მინდა ამ შაბათ-კვიარს სახლში ჯდომა და რა ვქნა?! :(
ჰო, კიდევ ერთი ინფორმაცია: თუ იმდენი ადამინი არ მოგროვდა, რომ სატრანსპორტო საშუალება თვითონ ვიქირაოთ, შეგვიძლია სამარშრუტოთი წავიდეთ.
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო შემდეგს იუწყება:
"ალგეთის ეროვნულ პარკში მოსახვედრად სამარშუტო ტაქსები გადიან რკინიგზის ავტოსადგურიდან და ღირს 4ლ ერთი ადამიანი, ავტობუსები გადიან დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და ღირს 2, 50ლ."
მართალია ეს ინფორმაცია ბოლოს 2009 წელს განახლდა, მაგრამ ამის გადამოწმებაც შეიძლება, თუ მსურველები გამოჩნდებიან.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by CheLo » 13 ოქტ 2011, 16:11

Maiko-adventurous

ხოოო... დელისის მეტროს მაინც და მაინც ნუ ენდობი.. მე ახლო მახლო ვცხოვრობ და წესით უნდა უფრო მაწყობდეს მაგრამ მსგავსი არაფერი მსმენია.. და რკინიგზის სადგურიდან ისევ გავლენ არამგონია რამე შეცვლილიყო.. ასე რომ თუ დადებ ახლავე სამომავლოებში თემას კარგი იქნება.. იმიტომ რომ 2 დღეც აღარ დარჩა და უმეტესობა სამომავლოებს უფრო ნახულობს..

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 16:39

ახლა ვესაუბრე ალგეთის პარკის ადმინისტრაციის უფროსს. მითხრა ადგილზე რომ ჩამოხვალთ რეინჯერი დაგხვდებათ და აგიხსნით ყველაფერსო. გვაქვს რამოდენიმე საფეხმავლო ტურიოოოო :)))
თან გიდის მომსახურება უსასყიდლოა თურმე :) არ ყავთ ამჟამად გიდები და მათ ფუნქციას რეინჯერები ასრულებენ.
სამარშრუტოები დელისიდან აღარ გადიან. გადიან ვაგზლის მოედნიდან (ფიროსმანის ქუჩიდან). პირველი სამარშრუტო გადის 08:00 და შემდეგ ყოველი საათის ინტერვალით. აი უკან დაბრუნება კი ცოტა გაჭირდება :) არანაირი განრიგი არ არსებობს და მანგლისიდან თბილისში გამოსვლა მძღოლებზეა დამოკიდებულიო, ასე მითხრეს. სავარაუდოდ შევსების ამბავია :)
საღამოს დავდებ სამომავლოში ალბათ...
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by domciko » 13 ოქტ 2011, 16:48

საინტერესო გასვლაა,მაგრამ სამწუხაროდ შაბათს ვმუშაობ და ვერ შემოგიერთდებით :) სხვა დროს ვეცდები :)

User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by nkiviladze » 13 ოქტ 2011, 17:20

ეს კარგი იდეაა - ოღონდ, ცოტა ხომ არ გავართულოთ? ანუ ეგებ ორივე ტურისტული მარშრუტი გაგვევლო 1 დღეს? საინტერესოა

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 17:26

nkiviladze wrote:ეს კარგი იდეაა - ოღონდ, ცოტა ხომ არ გავართულოთ? ანუ ეგებ ორივე ტურისტული მარშრუტი გაგვევლო 1 დღეს? საინტერესოა
შეგვიძლია ;) მთავარია ადრე გავიდეთ და იმ დრომდე მოვასწროთ წამოსვლა სანამ ბოლო მანქანა წამოვა იქედან. ეს იმ შემთხვევაში, თუ იმდენი არ მოვგროვდით, რომ საერთოდ ვიქირაოთ "მაქსიბუსი". ამ საღამოს დავურეკავ მძღოლს და გავარკვევ ერთი რა დაჯდება ეს ტური და სამომავლოებშიც დავდებ.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by nkiviladze » 13 ოქტ 2011, 17:31

ძალიან კარგი, მე აუცილებლად წამოვალ თუ ორივე მარშუტს გავივლით 1 დღეში -ამაზე უარს ვერ ვიტყვი :) წესით დროში თავისუფლად ჩავეტევით

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?

Post by konstantine » 13 ოქტ 2011, 17:54

+1
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]