Page 1 of 1

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 24 სექ 2011, 23:24
by NINUCA
მაკა ნაყოფიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაიტანა 2 ურთულესი ოპერაცია, თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და გაიარა სხივური და ქიმიური თერაპიის რამოდენიმე კურსი, მაგრამ არ განიკურნა. მაგნიტო რეზონანსურმა ტომოგრაფიამ უჩვენა დაავადების რეციდივი.იმისათვის რომ მაკა განიკურნოს გერმანიაში უნდა გაიაროს მკურნალობა, რისთვისაც ესაჭიროება 64 000 ევრო.

25 სექტემბერს შარდენის (ლესელიძე ) პარკში ტარდება მაკას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია, სადაც დაუკრავს ბენდი "მუზიკა", ელენე კალანდაძე, ანკა ასათიანი, პანტომიმის თეატრის მსახიობები, იცეკვებს ტანმოვარჯიშე თათია დონაძე; გაიყიდება უამრავი ნივთი აქსესუარები, სუვენირები, ასევე ნამცმხვრები და სასმელი, დიზაინერების ტანსაცმლები და აქსესუარები, ნახატები და ფოტოები... აქციაზე თქვენ შეძლებთ მოიწყოთ პროფესიონალური ფოტოსესია, გაიკეთოთ მაკიაჟი, მოიხატოთ სხეული, გადაიღოთ ფოტო ცნობილ ადმიანებთან ან მიიღოთ მათგან ავტოგრაფი.

აქციის ბოლოს მოეწყობა აუქციონი.სადაც შეძლებთ შეიძინოთ სპორტსმენების, მსახიობების, მწერლების, მომღერლების , მხატვრების და დიზაინერების ნივთები!

შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება მაკას ანგარიშზე.




პ.ს ნინუცას სახელით ვსარგებლობ, მე მისი ბიძაშვილი ვარ მარიამი, ზოგიერთ კარაველს ვიცნობ, მეც ვიყავი დარეგისტრირებული, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ თქვენს გვერდძე შემოხედვას და სიახლეების გაცნობას:) დარწმუნებული ვარ ზოგიერთი თქვენთაგანი გულისხმიერებას გამოიჩენს და ამ აქციას გამოეხმაურება:)

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 24 სექ 2011, 23:56
by anano
კარაველებოოო და არამარტო, მოგიხმობთ ამ აქციაზე...

მეც იქ დაგხვდებით !!!

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 25 სექ 2011, 00:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
საჭირო და საშური საქმეა.
ყოჩაღ მოთავეებს.
იმედი მაქვს, არა1 კარაველი შეუ1დება ამ აქციას

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 25 სექ 2011, 23:57
by anano
რამოდენიმე კარაველი იყო მოსული აქციაზე,დიდი მადლობა ხალხო !

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 26 სექ 2011, 15:58
by Naia
anano
როგორ ჩაიარა? ბევრი ხალხი იყო? იმედია, თანხის დიდი ნაწილი შეგროვდა...

საქველმოქმედო აქცია შარდენის (ლესელიძეზე) პარკში (დავეხმაროთ

Posted: 26 სექ 2011, 20:35
by anano
ხალხი საკმაოდ იყო... თანხაც შეგროვდა, ამიტომ დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც იქ მოვიდა!