Page 1 of 1

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 00:08
by Tamari-ch.
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo

http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... geo/route1
წისქვილს ჩავუვლით და გეზს ჯებირისა და ხიდისაკენ ავიღებსთ (სამხრეთის მიმართულება) ალაზნის მოპირდაპირე ნაპირისკენ მიმავალ გზამდე, ჯებირს ჩავუვლით და მარცხნივ მოვუხვევთ ისევ ჩრდილოეთით, კავკასიონის მაღალი მწვერვალებისაკენ, ომალომდე. მარცხნივ მოხვევისთანავე ხელმარჯვნივ დავინახავთ ღრმა მწვანე ხევს, მის ფერდობებზე კი ქარტული ქრისტიანული სალოცავის ნაშთებს, რომელსაც ქისტები ხომს ეძახიან. სავარაუდოდ თამარ მეფის პერიოდის (XII-XIIIს) უნდა იყოს.
Image

სალოცავი ძველი ხეებითა დაბურული, ძირითადად მუხებით. აქ აღსანიშნავია ადგილი სადაც ოდესღაც საკურთხეველი ყოფილა. ხდება ხოლმე, რომ ამ ადგილზე მოდიან ქართველი მთიელები და ქისტები, რათა დაანთონ სანთლები, ცხვარი შესწირონ, უმეტესად ერთ დღეს, რომელიც ამ სალოცავის დღეობაა. ამჟამად ეს ქისტების საყვარელი საპიკნიკეო ადგილია. სალოცავიდან მთელს ხეობაზე იშლება ლამაზი ხედი – განსაკუთრებით მის ფშაურ-ოსურ ნაწილზე. ხომიდან ქვევით ჩავდივართ და ომალოს გზაზე ვბრუნდებით. 200-300 მეტრის შემდეგ, მარჯვენა მხარეს, მივადგებით გორაკს (მასზე მდორე სერპანტინით შეიძლება ასვლა) და რომელზეც დგას მორიგი ქართული სიწმინდე ხორბალო, ასევე XII-XII საუკუნეების. დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული, მაგრამ ძველთა-ძველი ხეებით დაბურული, ლამაზად წარმოჩინდება მთებისა და მდინარის ფონზე. კარგად მოსჩანს მოპირდაპირე ნაპირიდან და დუისიდანაც. ხორბალოსთან მდგომი ადამიანი არ შეიძლება, რომ არ მოიხიბლოს ხეობის ხედით. გარკვევით მოსჩანს დუისის ორი მეჩეთის მინარეთები – ახლისა და ძველის, ხოლო დროის სათანადო მონაკვეთში შეიძლება გავიგონოთ მუეძინის მთელ ხეობას მოდებული და მრავალი ექოთი გაძლიერებული სალოცავად მოხმობა.
Image


აქ იწყება თორღვა პანკელად წოდებული ციხე-სიმაგრის ზოლი, რომელიც მეფე თამარის პერიოდში, XII საუკუნის დასასრულს, იქნა აგებული.
Image
მთებში მიმავალნი მარჯვნივ ავდივართ ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში, აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდინარე ალაზნის ველზე. პანკისის ხეობის მეორე, თუშებით დასახლებულ მხარეს, მოსჩანს მათი ცენტრალური დაბლობი სოფელი – ალვანი, უფრო შორს თუ გავუწვდენთ თვალს დავინახავთ XI საუკუნის ქართულ საკათედრო ტაძარს ალავერდს (ალავერდის დღესასწაული, სახელად ალავერდობა, 15 ოქტომბერს აღინიშნება). იგი მთელი საქართველოს ქართველების პელიგრიმობის უმთავრესი სალოცავია, მათ შორის არიან ქართველი მთიელები კახეთიდან. ალავერდობაში ცოტა ხნის წინათ ქისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ვუბრუნდებით მთავარ ბილიკს, რომელითაც ციხე-სიმაგრეს დაახლოებით 10 წუთი მივუყვებით, სულ ბოლოში არსებულ ქართულ ეკლესიამდე. მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სარკმლების, კარიბჭის, საკურთხევლისა და უძველესი და ძლიერ დაზიანებული ფრესკების კვალი ჯერ კიდევ თვალში საცემია. ეკლესიის ქვეშ არის ჩასასვლელი მიწისქვეშა დერეფნებსა და დარბაზებში, რომელიც მთელს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას თან გასდევს. უშუალოდ ეკლესიის ქვეშ არის მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილი. დერეფანების დასათვალიერებლად ცხადია მეგზურია საჭირო, რადგან აქ დაკარგვა ძნელი არ არის. ამ მიწისქვეშა დერეფნებით იმ ადგილს შეიძლება დაუბრუნდეთ საიდანაც თორღვა პანკელი იწყება.

დანარჩენი აქ
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo

:roll:
რაღაც დამაინტერესა...



Image
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... n/main_geo

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 13:45
by karavi87
ოო ეს იდეა მომწონს შესანიშნავი ადგილებია :)

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 15:13
by tutmaji
როდისთვის იგეგმება ?

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 16:50
by pataputina
მინდა

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 19:26
by perwkli
კვირადღეს დაგეგმეთ რა თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე :oops:

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 31 აგვ 2011, 21:15
by Tamari-ch.
tutmaji wrote:როდისთვის იგეგმება ?
მოვიფიქროთ....

:roll:

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 01 სექ 2011, 12:25
by iko-iko
მერე მოვიფიქროთ სანამ კაი ამინდებია. :roll:

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 01 სექ 2011, 18:13
by perwkli
იმ კვირას იყოს :roll:

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 01 სექ 2011, 18:20
by iko-iko
თუ შაბათს იქნება მაწყობს. კვირას არ მეცლება.

და რამდენ დღიანი იგეგმება?

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 18 მაი 2012, 11:18
by Tamari-ch.
ეს თემა ამოვწიოთ მეგობრებო....

:D

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 28 მაი 2012, 12:37
by shoda1121
აქ არსად არ წავსულვართ თამარი-ჩ,
დაგიტოვეთ შენ :) ხიდთან რომ ეკლესიაა იქამდე მივედით და მორჩა, ომალოს და ხალაწინის სიახლოვეს ეკლესიების ნანგრევები, თორღვა-პანკელი დარწმუნებული ვარ რომ დაგეგმო ბევრი წამოვა ისე ლამაზი იყო პანკისის ხეობა!!!

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 28 მაი 2012, 12:39
by Tamari-ch.
თორღვა პანკელი მართლაც მაგარი ციხე ყოფილა
ვიცი რომ ესენი არ გინახავთ....
არც ლოდები დაგიყრიათ გზაზე....
ჰოდა იმიტომაც არ წამოვედი...

:lol: :lol:

პანკისის ხეობის ძეგლები

Posted: 28 მაი 2012, 12:50
by shoda1121
Tamari-ch.
კვეტერა, ცხრაკარა, ბოჭორმა, არჩილის მონასტერი, საყდრიონი
ხადორი, ტბათანა, მეჩეთი სასაფლაო
რავი მე მეყო :)

უბრალოდ ეს სხვა გასვლაა: შენი კომპეტენციის ფარგლებში :)