ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Post by ARCHILI » 27 ივლ 2011, 09:02

Holden


ეს არის ნადოკრაში, ღულელებს რომ გაცდები (საბადურებიდან სიონის გზაზე), გადასახვევია ხელმარცხნივ, ნიშნულიც დგას და იქითაა, არაერთხელ ვართ ნამყოფები და ნამდვილად შესანიშნავია.

:)

ნახე კარავზე, თემებია გახსნილი, შეძლებ ფოტოების დათვალიერებას.

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Post by ARCHILI » 27 ივლ 2011, 09:06

Tengo


ვახ, ვახ...

ჩემი სტუდენტი როგორაა, მანდ, ხომ არ მიბრაზებ?
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Post by ARCHILI » 27 ივლ 2011, 13:47

საორიენტაციო გეგმა ასე მოვხაზე, ჯერ ის დამუშავების პროცესში მაქვს:

პარასკევი:

1. გასვლა სამთო ქიმიადან დაქირავებული მიკროავტობუსით.

მიმართულება თბილისი-ჟინვალი-ზარიძეები-თიანეთი.

გზად ზარიძეების ეკლესიის, სამარხის, სეროდინის კოშკის მონახულება.

2. გადასვლა არტანში მიკროავტობუსით, არტანს რომ გაცდები, წესით იქ სადმე საბანაკო ადგილები უნდა იყოს და იქ დაბანაკება. სასურველია, დავბანაკდეთ სადმე სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავთან. ვნახოთ, სადაც იქნება ეს შესაძლებელი.

ვინმემ თუ კალმახზე თევზაობა იცის, აქ წესით უნდა მოდიოდეს კალმახი, მურწა და ფიჩხულა (მგონი ამ უკანასკნელს ხრამულსაც ეძახიან).

3. აღნიშვნა.

შაბათი:

1. ასვლა ყვარაზე (მანამდე გზაში უნდა ვიკითხოთ, სად არის, თორემ მე აზრზე არ ვარ :) )

2. ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიების ნახვა (XI – XIII სს).

3. გამომგზავრება ფეხით არტანი-ბოდახევა-ლიშოსკენ.

არტანში უნდა ვნახოთ არტნის მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (XIX ს.)

4. ლიშოში ლიშოს ეკლესია.

5. შემდეგ ლიშოს რომ გავცდებით, სადმე დასაბანაკებელი ადგილი უნდა ვნახოთ და იქ დავბანაკდეთ იორთან.

აქაც შესაძლებელია თევზაობა.

6. საღამოს აღნიშვნა.

კვირა:

1. გამომგზავრება ფეხით თიანეთისკენ. გზაში მამადაანების ეკლესიის ნახვა.

2. ასევე ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსის (XI ს.) - იგივე ცხრაკარას ნახვა.

3. ჩამოსვლა თიანეთში - თუ დრო გვექნა ჟებოტის ძალიან ლამაზი ტაძრის ნახვა. მსურველთათვის იორზე ბანაობა.

4. სარეიოსოთი ან იქვე დაქირავებული მიკროავტობუსით უკან გამომგზავრება, (შესაძლებელია ჩვენსავე მიკროავტობუსს გავურიგდეთ, ეს ორგანიზების საკითხია)


შენიშვნა:

1. ჟებოტის გარდა არცერთი ტაძრის აზრზე არ ვარ, ამიტომ მოძიება მოგვიწევს ერთობლივად და არა ჩემს იმედზე.

2. ასევე აზრზე არ ვარ დასაბანაკებელი ადგილების შესახებ, აქაც ერთობლივად მოგვიწევს მოძიება.

3. თანხა ჯერ არ ვიცი, რადგან უნდა ვიკითხოთ რამდენად წავა ტრანსპორტი არტნამდე - სასურველია 14-15 კაციანი მიკროავტობუსი (უნდა დაველაპარაკოთ თიანეთის მიკროავტობუსსაც) და უკან დაბრუნების საკითხები და ა.შ.

4. რაკიღა ფეხით სავალს შეადგენს არტანი-თიანეთის გზა, სულ სამანქანო გზაა, როგორც ვიცი, და საორიენტაციოდ 2000 მეტრიდან 1100 მეტრზე უნდა ჩამოვიდეთ, წესით რთულ გზას არ უნდამიეკუთვნებოდეს.

ასევე, ინფორმაციით ფეხის სავალ გზას 30 -35 კმ უნდა შეადგენდეს, რაც ორ დღეში უნდა დავფაროთ, ძირითადად, შაბათს. რაღაც მანძილები მაქვს გასაგები კიდევ და იმედია, გავარკვევთ ერთობლივად.

ჰო, ჯერჯერობით ეგაა...

ვვარაუდობ ამ ყველაფრის განხორციელებას 12/13/14 აგვისტოს.

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Post by ARCHILI » 27 ივლ 2011, 16:18

თემა გადატანილია სამომავლოებში:

http://karavi.ge/viewtopic.php?p=354559#354559
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აგვ 2011, 01:23

მკდ, არც 1 მათგანი კგ მდგომარეობაში არ არის, გარდა მე19 საუკუნის დარბაზული ეკლესიისა.
სანახავადაც ყველას ადვილად მიაგნებთ.
ყველა ეკლესია სოფლის გზად არის და იკითხავთ.
ფეხით ასვლა 30-35 კი არა, 2 დღის მანძილზე, ალბათ, 15 კმსაც არ გაივლით.
მდინარეები ყველგან წყალმარჩხია და არ ვიცი, მანდ ახლა რა უნდა დაიჭიროთ.
ARCHILI wrote:ძმაკაცს დაჩა აქვს
აგარაკი კგია, მაგრამ პენსიონერული გასვლისთვის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]