Page 1 of 4

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 10 ივლ 2011, 23:32
by Naia
მეგობრებო, უკვე დიდი ხანია მინდა დათვიჯვრიდან ხახაბოში გადავიდე. ღამით დავბანაკდე არდოტში, მეორე დღეს ვნახო: მუცო-შატილი და ა.შ. და დავბრუნდე თბილისში.

სამწუხაროდ ვერ ვნახე ისეთი კარაველი, ვინც ამ მარშტურზე ნამყოფია და დათვიჯვრიდან ხახაბოში გადაგვიყვანდა. ამიტომ ვაპირებ ავიღო ჯიპიესი (თუ ვიშოვე :) და ჩემით გავიკვლიო გზა.

აბა, ვინ არის მსურველი შემომიერთდეს? :)

სავარაუდოდ, ამ გასვლას 23-24 ან 30-31 ივლისს დავგეგმავ (თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგეგმავს ნამცეცა ბახმაროს გასვლას :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 10 ივლ 2011, 23:34
by meleksa
Naia

მგონი რაღაც ამდაგვარს ამბობდა გუშინ ბურდიანი..

სასიამოვნო გასავლელი იქნება :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 10 ივლ 2011, 23:39
by guruli
Naia
სამწუხაროდ ვერ ვნახე ისეთი კარაველი, ვინც ამ მარშტურზე ნამყოფია და დათვიჯვრიდან ხახაბოში გადაგვიყვანდა.
ნაი, ეგ გზა ჩვენი იმ დიდი კარავულ-ჰალსტუხიანი გასვლისას, აქეთობისას მთელი აღმართი თეთრ მიკროვატობუსს რომ ვაწვებოდით უღელტეხილზე, ხოლო გობემ მუცოში ბანაკში ხეზე კალენდარი დაჰკიდა და მერე მთელი ღამე კოცონთან ჰალსტუხებით ისხდნენ, :D გაიარეს ჭანდერერმა. კავკასიკამ, გვალვა- ძალომ და მისმა დამ, კავკასიკამ დამ, ნინიამ და კიდევ რამდენიმე კარაველმა. აი, მაგათ შევხვდით ბანაკში ღამის 1 საათზე ფანრებით - მაქედან დაბრუნდნენ იმ შუაღამეზე...
და ხალხებო, 22 ივლისი იმ საზარელი ტრაგედიის წლისთავია... :cry: :cry: პარასკევი დღეა.

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 00:11
by perwkli
მე მინდა :oops:

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 01:42
by paata_
ნინ, არაა რთული
ახვალ აღმართზე, დაახოებით 40-45 წთ და იქიდა მხრიდან დაუყვები ხეობას :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 02:24
by Archil
ეს ნახე ნაია

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=23 ... sc&start=0

ეგება და დაგეხმაროს რამეში.

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 07:54
by Wanderer
Naia
ჩემი საყვარელი მარშრუტი. :) მაგრამ 23-ისთვის არა მგონია რომ მეცალოს სამწუხაროდ... :(

paata_
არც მასე მარტივადაა საქმე. უღელტეხილიდან დაშვება ცოტა რთულია... და მერეც ყინულივით ცივი მდინარეა გადასალახი, თან ბევრჯერ. ისე რომ წინაზე არდოტში ჩამოსულები ლამის ტიროდნენ ბოლოს... :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 09:12
by Naia
Wanderer wrote:Naia
ჩემი საყვარელი მარშრუტი. :) მაგრამ 23-ისთვის არა მგონია რომ მეცალოს სამწუხაროდ... :(

paata_
არც მასე მარტივადაა საქმე. უღელტეხილიდან დაშვება ცოტა რთულია... და მერეც ყინულივით ცივი მდინარეა გადასალახი, თან ბევრჯერ. ისე რომ წინაზე არდოტში ჩამოსულები ლამის ტიროდნენ ბოლოს... :)
ზურა, თუ ნამცეცამ ბახმაროს გასვლა 23-ში დაგეგმა, მაშინ ამ გასვლას 30-31 ივლისს გავაკეთებ.

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 09:13
by burdiani
ხელები მოვიფშვნიტე :D, მაგრამ ამ თარიღისთვის ალბათ არ მცალია :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 11 ივლ 2011, 09:29
by გვალდა
30-31 ივლისს
თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ!
ყინულივით ცივი მდინარეა გადასალახი, თან ბევრჯერ.
შაბათს ამის მეტი რა ვაკეთეთ კარკუჩადან გუდამაყარში გადასვლისას. ეს რა იყო! Image

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 13 ივლ 2011, 12:37
by burdiani
მოკლედ მინდა რა თუ შევძელი, თან ძალიან :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 13 ივლ 2011, 12:59
by iano
აუცილებლად წამოვალ :)

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 13 ივლ 2011, 13:07
by nusa
აუუ, ზურასი არ იყოს, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მარშრუტიცაა თავისი მდინარის ტოპვებიანად :))))

გავივლიდი კიდევ დიდი სიამოვნებით, ოღონდ წელს ვერ :D

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 13 ივლ 2011, 13:29
by CheLo
მეც მინდა : )

შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 13 ივლ 2011, 14:30
by Naia
ეს გასვლა 30-31 ივლისს შედგება და თუ ჩვენმა 'ხევსურმა' ზვიადიმ წაგვიყვანა კაცზე 25 ლ. დაჯდება. თუშეთიდან რომ დავბრუნდები თემასაც გავხსნი :)