Page 1 of 17

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 00:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
2008ს ბაკურიანში შევხვდით,
2009ს - წაღვერში,
2010ს - აბასთუმანში.

სად შევხვდეთ 2011ს?
ვის რა აზრი აქვს?
როგორც კი ჩამოვყალიბდებით, :სამომავლო გეგმებში: თემაც გაიხსნება.
მიიღება და განიხილება ყველა მოსაზრება.
ვფიქრობ, სასურველი იქნება, საახალწლო შეხვედრის ადგილად ახალი მიმართულება შეირჩეს.

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 00:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ვარიანტია მესტია.

2011ს საახალწლო კონცერტი ბათუმში წელსაც იქნება.
ჩამოდის 1-1 უდიდესი შემსრულებელი ანდრეა ბოჩელი.
ბათუმში წასვლაც შესაძლებელია.
თუმცა, მე მაინც თოვლიან გარემოში შეხვედრას ვემხრობი

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 00:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
2010 წლის ქრისტეშობისთვის 2იდან თბილისი საახალწლო განათებით აციალდება.
ბათუმში უკვე ჩართეს ილუმინაციები.
თუმცა, განათება ჯერ კიდევ სრულად არ არის გაწყობილი.

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 09:41
by L-O-M-I
ვაა ბოჩელი?! ძაან მაგარი იქნება!

მესტია კარგი იდეაა თუ თოვლი წამოვა და ხალხი ვეღარ გამოაღწევს მაქედან მერე ნახე შენ :)

წელს ალბათ უჩემოდ შეხვდებით 2011 წელს :)

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 10:44
by Naia
L-O-M-I

ცუდია, რომ ჩვენთან ერთად ვერ იქნები, მაგრამ სამაგიეროდ წელს პირველად შეხვდები საკუთარ ოჯახთან ერთად ახალ წელს :)

მეც მესტიის იდეას ვემხრობი. თან, როგორც ვიცი, რაც არ უნდა თოვლი მოვიდეს გზა დიდი ხნით არ ჩაიკეტება, რადგან გამწმენდი სამუშაოების ორგანიზება ძალიან სწრაფად ხდება.

პს. მესტიაში სათხილამურო ტრასები რომ გახსნეს ვიცი, მაგრამ ნეტავ თხილამურებს თუ აქირავებენ?

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 12:16
by likakoo
მხარს ვუჭერ აბასთუმანს!

დიდი სურვილი მაქვს ახალ წელს ვარსკვლავებს ვუჭვრიტინოო:PPP:):)

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 14:52
by Wanderer
Naia
მესტიაში სათხილამურო ტრასები რომ გახსნეს ვიცი
უკვე გახსნეს? :shock: სხვა ინფორმაცია გაქვს?

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 15:56
by გვალდა
მესტიაში ტრასები ჯერ არ გახსნილა. მზად არის "აპორები", საბაგიროს სვეტები, და სავარაუდოდ, გეგმავენ, რომ წლევანდელ ზამთარში იქნება სრიალის სეზონი. იქ, სადაც საბაგირო მთავრდება, აწვალის მთაზე ერთი სასატუმრო შენდება. დასრულდება სეზონისთვის.

Image

Image

თხილამურებს რაც შეეხება, საქართველოს სათხილამურო ფედერაციას მოსთხოვეს მგონი ასამდე წყვილი თხილამურით უზრუნველყოფა, თუ გააგზავნის ეს არ ვიცი :)

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 16:22
by Wanderer
გვალდა
აუ რა მაგარი ადგილია! ესეიგი წელს შეიძლება მოესწროს სრიალი. :)


ხომ არ იცის ვინმემ რა სიტუაციაა მესტიის აეროპორტთან დაკავშირებით?

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 16:31
by გვალდა
Wanderer
ბრძანებაა ზემოდან და სხვა გზა არ იქნება :D წელში წყდებიან მუშაობით, მანდაც და აეროპორტზეც :D გუშინ თუ გუშინწინ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ბოლო მონაკვეთზე დაასხეს ბეტონი და გაატელევიზორეს კიდევ შამპანურის შხეფებით დამთავრების აღნიშვნა :roll:

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 16:45
by Wanderer
გვალდა
ეგ ვნახე მეც. უბრალოდ აეროპორტი მხოლოდ ასაფრენი ბილიკისგან არ შედგება და იმიტომ ვიკითხე. :)

ძალიან უნდათ რომ ეს სეზონი არ გამაზონ და სავარაუდოდ მოასწრებენ მაგასაც...

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 17:58
by VANO
ბთუმი ბათუმი ბათუმი




თან ანდრეა ბოჩელი. რახანია ვიცოდი რომ ახალწელს ბათუმს ესტუმრებოდა :). აუუუუჰჰჰჰ რა მაგარი იქნებაა...

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 18:23
by Naia
გვალდა
Wanderer
უი, მე ვიცოდი რომ უკვე გაიხსნა. ეტყობა არასწორად ვიყავი ინფორმირებული :)

ფაქტიურად სეზონის გახსნამდე 1 თვე დარჩა და თუ მოასწრეს ძალიან მაგარი იქნება

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 18:38
by გვალდა
Wanderer
გეთანხმები. გახსნამდე გასაკეთებლი მართლაც რომ ჯერ კიდევ ბევრია.

ახალი წელი 1ად, სად შევხვდეთ 2011ს?

Posted: 28 ნოე 2010, 22:18
by L-O-M-I
გვალდა
გასაკეთებლი მართლაც რომ ჯერ კიდევ ბევრია
უგულავას ტერმინოლოგია მეცნო :D:D:D:D

ასაფრენი ბილიკი მზად იქნება 27 დღეში :) ანუ ბეტონი თავის მარკას (სიმტკიცეს) აღწევს 28 დღეში :) შესაბამისად ამ პერიოდში ბევრი წვრილმანი გაკეთდება და საშობაოდ ანუ 25 დეკემბრისთვის მზად იქნება ყველაფერი :)


Naia
ცუდია, რომ ჩვენთან ერთად ვერ იქნები, მაგრამ სამაგიეროდ წელს პირველად შეხვდები საკუთარ ოჯახთან ერთად ახალ წელს
მართალი ხარ და ძაან მიხარია :) იქნებ ბათუმში მოვახერხოთ ჩასვლა 1-2 დღით თამუნიკო თუ განთავისუფლდება სამსახურიდან...