იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Gvalva » 01 თებ 2011, 13:32

ისევ იქ, ისევ იმ ფასადო :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by zura N. » 01 თებ 2011, 14:46

Tamari-ch. wrote:
Giorgi Bagrationi wrote:პატივცემულო კარველებო!!
გატყობინებთ, რომ კარვის 2011 წლის კალენდრების წარდგინება შესდგება ოთხშაბათს, ტრადიციულ ადგილას - ნ. დუმბაძის სახელობის ახალგაზრდული თეატრის II სასრთულზე. აღმაშენებლისა (პლეხანოვისა) და ზურაბ ჭავჭავაძის (შეროზიას) ქუჩების კუთხეში, საღამოს 7 საათზე.

გთხოვთ ვისაც დრო გექნებათ და შეძლებთ საორგანიზაციო საქმეებში ჩართვას დაწერეთ. მე დილით მოვიტან ტირაჟს და ამონაბეჭდებს დარბაზის გასაფორმებლად. კარგი იქნება თუ გამოჩნდება ე.წ. გამყიდველი (სავარაუდოდ 2 მათემატიკის მცოდნე კარველი) და ხაზინადარი (ნებისმიერი პატიოსანი კარველი). ვინც სიტყვით გამოვა მოემზადეთ.

ველი მხარდაჭერას :wink:
ფასი ისევ 10 ლარია?

სად მივიდე შესაძენად?
:roll:
10 იყო თუ 15 შარშან? :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Bernar » 01 თებ 2011, 15:35

zura N. შარშან 10 ლარი ღირდა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 16:06

გაკვირვებული ვარ 2 რამით -
კერძოდ, გასაგბად წერია, კალენდრის წარდგინბის თარიღი და ადგილი და ხალხი ისვ კითხულობს, სად და როდის იქნება ღონისძიება.
მე2 კი, ფორუმის ქუდის ქვეშ ვეებერთელა ასოებითა გამოკიდებული ბარბარიზმი :პრეზენტაცია:
თუ პატივცემული ადმინი (თუ ის, ვინც ხსნებული ბმული გამოვიდა) ან ARCHILI გამაგებინებს, :წარდგენა-წარდგინებაზე:
უკეთესი რატომ არის
:პრეზენტაცია:, ეშმაკსაც დავულახვრივარ, გავჩუმდები.
ბოდიშს ვიხდი გადახვევისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by ARCHILI » 01 თებ 2011, 16:15

GAMARJOBA SAKARTVELO


გოგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში, ბევრ რამეში მართალი ხარ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ ტერმინის არსებობა უფრო აუცილებელია, ვიდრე მისი ნათარგმნი მნიშვნელობა.

ხშირ შემთხვევაში, რუსებმა იცოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერს თარგმნიდნენ, იყო თუ არ იყო საჭირო და ამან მეტი პრობლემა შექმნა, რადგან საერთაშორისოდ მიღებული სიტყვები არ მიესადაგებოდა რუსულ აღმნიშვნელს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად ისეთი აღმნიშვნელი ჯობია, რაც ფართოს გაგებადი იქნება.

აი, რამდენად სწორად ვაკეთებთ ამ უკანასკნელს და რამდენად ხშირად, ეს სხვა საქმეა. სამწუხაროდ, აღარ არსებობს არანაირი ორგანო საქართველოში, რომელიც ამ სტანდარტებს შეიმუშავებდა, თორემ ისინი მოაგვარებდნენ უმეტეს წილად ამ საკითხს და არც მე, არც შენ და არც სხვას ამაზე დავა არ მოგვიწევდა.

სიტყვა "წარდგინება" შესანიშნავია, თუმცა, მესიჯისა არ იყოს, შეტყობინების მნიშვნელობა შეტყობინებადვე დარჩა, მესიჯმა კი ამ სიტყვის სპეციფიური ფორმის აღმნიშვნელობა აიღო თავის თავზე, ასევე შეიძლება ჩავთვალოთ წარდგინება, პრეზენტაცია მის კონკრეტულ ფორმატს გულისხმობს.. ეს ე.წ. "პიარის" საკითხია. აი, მაგალითად, იმიჯმეიკინგზე რომ ვთქვათ, სახისმცოდნეობა :) ან რამე მსგავსი, ხომ უფრო გაუგებარი გახდება?

ასე, რომ, ჩავთვალოთ... შენი აზრი მრავალ შემთხვევაში მართალიც არის და საინტერესოც, თუმცა ზოგჯერ სხვაგვარადაც შეიძლება შეხედო შენვე ამ საკითხს..

მეც ბოდიში თემის გადახვევისათვის...

:)

ხვალ მოვდივარ 19:00, ორმაგი პირბადის გაკეთებით, მაინც... ;)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 16:28

ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

აი, რამდენად სწორად ვაკეთებთ ამ უკანასკნელს და რამდენად ხშირად, ეს სხვა საქმეა. სამწუხაროდ, აღარ არსებობს არანაირი ორგანო საქართველოში, რომელიც ამ სტანდარტებს შეიმუშავებდა, თორემ ისინი მოაგვარებდნენ უმეტეს წილად ამ საკითხს და არც მე, არც შენ და არც სხვას ამაზე დავა არ მოგვიწევდა.
გმადლობ საინტერესო პასუხისთვის.
დასანანია, რომ მართლაც აღარ არსებობს ენის ნორმებზე პასუხსიმგებელი დაწესებულება.
ენათმეცნიერებიც არ იჩენენ მოქმედების დიდ სურვილს.
ილიას დროსაც არ იყო მსგავსი ორგანო, მაგრამ მწერალმა გაბედა, ენა უკეთესობისკენ წაეყვანა.
ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად ისეთი აღმნიშვნელი ჯობია, რაც ფართოს გაგებადი იქნება.
სწორედ, ესაა საწყენი, რომ დღეს ქართული სიტყვით ვეღარ ვაგებინებთ თანათვისტომებს და აზრის
ჩამოსაყალიბებლად ბარბარიზმი გვჭირდება.

კიდევ 1ხელ ბოდიში, ჩანჩქერების კალენდრის წარდგინების თემაში ქართულ ენის საკითხებზე აღარ ვიმსჯელებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by VANO » 01 თებ 2011, 19:38

ARCHILI GAMARJOBA SAKARTVELO




ორივე მართალი ხართ სიმართლე რო გითხრათ :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by VANO » 01 თებ 2011, 19:41

მოვალ და დაგეხმარებით როგორც საორგანიზაციო ისე გაყიდვის საკითხებში :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Mta Mkvarebia » 01 თებ 2011, 19:55

მე რა გირჩევნიათ რომ გავაკეთო? გავყიდო თუ ფოტოები გადავიღო? მოკლედ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ :)
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by anano » 01 თებ 2011, 21:20

ძალიან მინდა და ვეცდები, აუცილებლად მოვიდე კარვის კალენდრის წარდგინებაზე, თანაც ბევრ მონატრებულ სახეს ვნახავ....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by qvevri » 02 თებ 2011, 09:11

Mta Mkvarebia wrote:მე რა გირჩევნიათ რომ გავაკეთო? გავყიდო თუ ფოტოები გადავიღო? მოკლედ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ :)
შენ ორივეს თავისუფლად მოასწრებ და თან პარალელურად სიტყვითაც გამოხვალ. აღარას ვამბობ იმაზე, რომ გაყიდული კალენდრების ფულსაც შენ მოუყრი თავს :wink:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Nika » 02 თებ 2011, 12:28

პატარა თხოვნა მექნება.
თუ შეიძლება რომ 2 კალენდარი ჩემთვის ვინმემ წამოიღოს. სამწუხაროდ გვიანობამდე მიწევს მუშაობა და 7-ზე ვერ მოვალ, არა და კალენდარი აუცილებლად მინდა :oops: :oops: :oops:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
fe_male
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 11 ნოე 2009, 21:21
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by fe_male » 02 თებ 2011, 13:35

Mta Mkvarebia
მე რა გირჩევნიათ რომ გავაკეთო? გავყიდო თუ ფოტოები გადავიღო? მოკლედ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ
ლიკ, სურათების გადაღებაში მეც მოგეხმარები :*

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Giorgi Bagrationi » 02 თებ 2011, 14:36

კალენდრის ფასი 10 ლარი იქნება.
ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ 6:15 საათისთვის მოვალ და დავიწყოთ დარბაზის მოწყობა.
გაცნობებთ, რომ შეზღუდული რაოდენობით წინა წლის კალენდრებიც გაიყიდება.
ასევე მინდა ვთხოვო გოგა ჩანადირს რომ წარდგინებას წარუძღვეს, რადგან თითქმის ყველას იცნობს (როგორც ნიკით ასევე ოფიციალურად) და თანაცეს საქმეც ეხერხება.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 თებ 2011, 15:01

Giorgi Bagrationi wrote:კალენდრის ფასი 10 ლარი იქნება.
ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ 6:15 საათისთვის მოვალ და დავიწყოთ დარბაზის მოწყობა.
გაცნობებთ, რომ შეზღუდული რაოდენობით წინა წლის კალენდრებიც გაიყიდება.
ასევე მინდა ვთხოვო გოგა ჩანადირს რომ წარდგინებას წარუძღვეს, რადგან თითქმის ყველას იცნობს (როგორც ნიკით ასევე ოფიციალურად) და თანაცეს საქმეც ეხერხება.
უი...
მადლობა ნდობისთვის.
არ დაგზარდებით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]