Page 2 of 5

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 17:52
by qvevri
Tamari-ch.
ძალიან ბევრია ერთი დღის თაობაზე და თან ზემოიმერეთშია ეს ყველაფერი...

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 17:56
by Tamari-ch.
qvevri
ეს ყველაფერი როგორაა ნეტა გაფანტული საჩხერეს რაიონში?

ანუ ახლოს რომელი ძეგლებია ერთმანეთთან?
რუკა არ გაქვს?

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 17:57
by qvevri
Tamari-ch. wrote:qvevri
ეს ყველაფერი როგორაა ნეტა გაფანტული საჩხერეს რაიონში?

ანუ ახლოს რომელი ძეგლებია ერთმანეთთან?
რუკა არ გაქვს?
სამწუხაროდ არა მაქვს რუკა. ერთმანეთთან ახლოსაა, მაგალითად კაცხის სვეტი, მღვიმევი და ქორეთი. დანარჩენი არც მინახავს და არც არაფერი ვიცი მათ შეასხებ.

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 18:08
by Tamari-ch.
ოკ.
1. კაცხის სვეტი
2. ქორეთი და
3. მღვიმეები ჩაიწერა.

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 18:28
by burdiani
Tamari-ch.
qvevri



დღეს მაპატიეთ და ხვალ რუკას მაინც დავდებ

კაცხი და მღვიმევი ჭიათურის რაიონია, მართალია შორი არააა მაგრამ საჩხერესთან საერთო არაფერი აქვს მეზობლობის გარდა ;)

კაცმა კაცხში სვეტამდე სოფელშიც უნდა შეიარო მაშინ და აუცილებლად ნახო კაცხის მაცხოვრის ტაძარი :)

რაღაცეები გავარკვიე ჯრუჭის მონასტრამდე ბოლომდე არ მიდის გზა 1-1.5 კმ იაო სავალი ფეხით, ბოლოს მე რომ ვიყავი იგივე ხდებოდა სპეთშიც სავანე და ქორეთი კარგი გზაააო ბოლომდე, დანარცენებსაც ვიკითხავ მაგრამ ერთი დღე ძალიან მეეჭვება ეყოს, არა იმიტომ რომ დიდი მანძილებია გზები არ ვარგა ბევრგან :)

საჩხერე

Posted: 06 აპრ 2010, 19:51
by Tamari-ch.
Image

ეს ჩემი რუკიდან გადავიღე ფოტოაპარატით
და რაც ვნახე - წითლით მოვნიშნე

საჩხერე

Posted: 07 აპრ 2010, 19:05
by burdiani
1. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია - ცუდი გზააა ძალიან როგორც მითხრეს
2. ბაჯითის სამების ეკლესია - აქაც ცუდი გზაააო მაგრამ მისვლა შესაძლებელია მგონი
3. სავანის წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო - კაი გზააა
4. ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი) ეს იგივე სპეთი უნდა იყოს, საცარაუდოდ ფეხით იქნება 1-1.5 კმ სავალი
5. სპეთის ეკლესია
6. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია გზაზევეა
7. ჩიხის ეკლესია გზაზევეა და მარტივიაო
8. ჯრუჭის მონასტერი ბოლოში ფეხითააა სასიარულო
9. აბაშიძეების ეკლესია ეს რომელია არ ვიცი :)


მოკლედ ჯერ აქედან გომში გომიდან საჩხერე-ჯრუჭა( წასვლამდე ან იქიდან უკან შეიძლება მოდინახეს ნახვაც) იმიტომ რომ ახლოსააა ქალაქთან და გზაც ბოლომდე მიდის, ბაჯითი იქ უნდა ვიკითხოთ ალბათ შევძლებთ თუ არა, მერე ჩიხა-სპეთი-ქორეთი საჩხერეში რომ დავბრუნდებით და უკანა გზაზე სავანე. სურვილის და დროის შესაბამისად შეგვიძლია სხვიტორი და მღვიმევი საჩხერედან ათი წუთის სავალზე გზაზევე ჭიათურის შესასვლელთან :)

Image

საჩხერე

Posted: 07 აპრ 2010, 23:37
by GUGUA
სოფელი მაქვს საჩხერეში (მოხვა) და მასპინძლობას გაგიწევთ

საჩხერე

Posted: 07 აპრ 2010, 23:38
by GUGUA
ბოლო სოფელია საჩხერის რაჭის საზგვართან არის

საჩხერე

Posted: 07 აპრ 2010, 23:58
by Tamari-ch.
GUGUA wrote:სოფელი მაქვს საჩხერეში (მოხვა) და მასპინძლობას გაგიწევთ
შესანიშნავია
შეიძლება წინა დღეს წასვლა და დილიდან ლაშქრობის დაწყება.
უფრო მოესწრება ყველაფერის ნახვა

საჩხერე

Posted: 08 აპრ 2010, 00:07
by Hereti
Tamari-ch.
მეც წამიყვანეთ რააააააა :lol: :lol: :lol:

საჩხერე

Posted: 08 აპრ 2010, 01:03
by GUGUA
თუ ივლიდით რაჭამდეც არაფერი გზა იმ სოფლიდან საიდანაც მე გეუბნებით :P

საჩხერე

Posted: 10 აპრ 2010, 16:36
by Tamari-ch.
დაახლოებით 2 კვირაში წავალთ

ამინდსაც დავაკვირდებით...

საჩხერე

Posted: 10 აპრ 2010, 20:12
by chuna
qvevri wrote:თქვენ არ იცით ქორეთში რა გელოედბათ...
დავინტერესდი რა იცი ქორეთზე? რას გულისხმობ?

ძალიან საინტერესო არქიტექტურა და მონუმენტური მხატვრობა აქვს! ეს ფრესკები გვიანი შუასაუკუნეების "ხალხური" ნაკადის მოხატულობას მიეკუთვნება! (იუზა ხუსკივაძეს აქვს გამოცემული);

არქიტექტურა კი ჩემმა ჯგუფელმა ვახტანგ ყაველაშვილმა შეისწავლა-დიპლომიც ამაზე გააკეთა აკადემიაშივე და ამავე ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული-ზაფხულში გარდაიცვალა!

ძალინ მინდა მოვახერხო წამოსვლა!

საჩხერე

Posted: 10 აპრ 2010, 20:15
by Tamari-ch.
chuna
ვახტანგ ყაველაშვილის შრომებს ხომ არ მომაწვდიდი?
საუნჯეზე დავდებდი....