საჩხერე

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 10:36

შემდეგი გასვლა გვექნება საჩხერეს რაიონში –
აპრილის ბოლოსკენ – ან მაისში –

ვის გაქვთ ინფორმაცია იქ არსებულ ისტორიულ ძეგლებზე?
ერთმა ნაცნობმა მითხრა –
ძველისძველი ეკლესიებიაო იმ რაიონშიო..
ჰოდა ვეძებ ბიბლიოგრაფიას –
ვინმეს გაქვთ რამე ინფო?

Image
Last edited by Tamari-ch. on 01 აპრ 2010, 12:44, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 11:29

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
Image

— ერთნავიანი ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში. სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.
Last edited by Tamari-ch. on 01 აპრ 2010, 11:31, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 11:30

ჯრუჭის მონასტერი,
Image
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს საჩხერის რაიონში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულას სათავეში. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სატავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც. ამჟამდ იმას, რომ ოდესღაც ჯრუჭის მონასტერი არსებობდა, მასთან მიახლოებისას მთის მწვერვალზე ამოზრდილი ორი მაღალი კვიპაროსი მოწმობს. საქმე ისაა, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი და ორივე მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შემორჩენილია მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლებიც.

ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი წმინდა გიორგის ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გირგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
Last edited by Tamari-ch. on 01 აპრ 2010, 11:36, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 11:36

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია - XI საუკუნე
Image
„სამებაო წმინდაო შეიწყალე და ადიდე მარიამ დედოფალი და შვილნი მისნი, ეს ბალავარი დაიდგა ქორონიკონსა 220-სა“. 2002 წელს რაიონის საზოგადოებამ ზეიმით აღნიშნა ეკლესიის კედელზე არსებული ამ წარწერის ათასწლოვანი იუბილე.

სპეთის ღვთაების ეკლესია - XI საუკუნე
Image
სპეთის ღვთაების ეკლესია კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამ ეკლესიის კანკელი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენას ამშვენებს, ხოლო მისი ასლი საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია ექსპონირებული. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.
სპეთის ღვთაების ეკლესია

ციხე „მოდინახე“ - XVII საუკუნე
Image
თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს მოციქულები უარით გამოუსტუმრებია, უციხო კაცს ქალს როგორ მივცემო. გაწბილებულ მოციქულებს ამ პასუხთან ერთად პაპუნასთვის უთქვამთ, მოგვეცით ნება ამოვჟლიტოთ დავით აბაშიძე და ქალი მოგგვაროთო, მაგრამ პაპუნას ეს შეთავაზება არ მიუღია – ძმათა სიხლის ღვრას ოფლის ღვრა სჯობია, მოდი ციხე ავაშენოთ და თუ კვლავ უარს იტყვის, გალაშქრებას შემდეგშიც მოვასწერებთ, თუ არადა ქალსაც გამოგვატანენ და ციხეც დაგვრჩებაო. მშენებლობის დამთავრების შემდეგ პაპუნას კვლავ გაუგზავნია მოციქულები და შეუთვლია, მოდი ნახეო და სახელიც „მოდინახე“ აქედან დარქმევია ციხეს.


ბაჯითის სამების ეკლესია - XII საუკუნე

ბაჯითის სამების ეკლესია გიორგი ბოჭორიძის აღწერილობით, ერთნავიანი მცირე ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. ამ ეკლესიამ შემოგვინახა ხარების, შობის, ნათლისმცემლის ხატები და კურთხევანი ხუცური დამწერლობით.


ეს რაც ვიკით მოვიძიე....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
საჩხერე

Post by burdiani » 01 აპრ 2010, 13:40

Tamari-ch. wrote:
სპეთის ღვთაების ეკლესია - XI საუკუნე
Image
სპეთის ღვთაების ეკლესია კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამ ეკლესიის კანკელი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენას ამშვენებს, ხოლო მისი ასლი საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია ექსპონირებული. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.
სპეთის ღვთაების ეკლესია

სპეთის სურათები იმედია დაგაინტერესებთ

ისე ის სურათი რაც დევს აშკარად ძველია და სჩანს რეჯკონსტრუქცია ჩაუტარებიათ, იმიტომ რომ გადახურვაც სხვააა და შემოგარენიც უფრო სუფთა (ბუჩქნარს ვგულისხმობ) იყო მე რომ ვიყავი


გზად
Image

ასეთი გზააა
Image

ეკლესია
Image

Image

Image

ხედი ეკლესიიდან
Image


http://sachkhere.ge/

Image
საქართველოსთვის!

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
საჩხერე

Post by Jnosy » 01 აპრ 2010, 13:46

"მოდი ნახე" ძალიან მაგარი ყოფილა
ამ ტურს კაცხის სვეტს (ვერ წავედი) თუ მივაბამთ მე ჩათვალე "წინ" ვზივარ
:)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 14:06

burdiani
ძვირფასი ფოტოებია

საჩხერის ეკლესიები
1.1903 წ. უწყება საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.44-45. მოკლე ცნობა საჩხერის ხის ეკლესიის შესახებ.
2.1901 წ. უწყება საჩხერის წმ. ნინოს ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.46.
მოკლე ცნობა ქვის გუმბათიანი ეკლესიის შესახებ.


სპეთის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1.ანდღულაძე ნ. სპეთის ზედა მაცხოვრის ხუროთმოძღვრული ძეგლი //ძეგლის მეგობარი.-1969.-კრ.18.-გვ.44-52. რეზ. რუს. ენაზე.
დარბაზული ტიპის ეკლესიის საკურთხევლის თავისებური გადაწყვეტის და ინტერიერში შემონახული თეთრი კანკელის შესახებ. ძეგლის პალეოგრაფიული და მხატვრულ-ისტორიული ანალიზი. ტექსტს ერთვის სპეთის ზედა მაცხოვრის გეგმა და ეკლესიის 1938 წელს გადაღებული ფოტოები.
2.სპეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.509.
მაცხოვრის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა.
3.სპეთი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.115-116.
ეკლესიის სამშენებლო წარწერის აღწერილობა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.104, 105).
4.საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): სპეთი.-თბ.,1991.-გვ.72. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა XI საუკუნის დარბაზული ტიპის ღვთაების სახ. - სპეთის ეკლესიაზე. მოცემულია ძეგლის ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.
5.კუჭავა ნ. სპეთის "ზედა მაცხოვარი" //გაზ. "სახალხო განათლება".-2001(6 ივნ.).-გვ.11.
ძეგლის აღწერილობა.
6.1896 წ. უწყება სპეთის ამაღლების ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.47.
მოკლე ცნობა სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახ. ქვის ეკლესიის შესახებ.

ცხამის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1907 წ. უწყება ს. ცხამის წმ.გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.2009.-გვ.55-56.
მოკლე ცნობა ცხამის ქვის ეკლესიის შესახებ.

ჩიხას ეკლესიები (საჩხერის რ-ნი)
1.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.241-245.
ჩიხას ღვთისმშობლის (წმ.ბარბარეს) სახელობისა და სამების ეკლესიათა სიძველეების აღწერილობა.
2.გომელაური ი. XII საუკუნის ხუროოთმოძღვრული ძეგლი სოფელ ჩიხაში //ძეგლის მეგობარი.-1966.-N8.-გვ.69-78.
ღვთისმშობლის ეკლესიის მოკლე არქიტექტურული აღწერილობა, წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი და შესრულების თარიღის განსაზღვრა, მხატვრული ფორმების პარალელები საორბისის ეკლესიის აღმ. სარკმლის მორთულობასთან. ტექსტს ერთვის ძეგლის აღმ. ხედისა და დეტალების ფოტოები.
3.ჩიხა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.144.
მოკლე ცნობა XII საუკუნის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ფეოდალის ციხისა და ეკლესიის შესახებ. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
ჩიხა //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.150-151.
ეკლესიის დასავლეთი შესასვლელის ტიმპანის წარწერების აღწერილობა.
4.1894 წ. უწყება ს. ჩიხას წმ. სამების ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.53-54.
მოკლე ცნობა ჩიხას ერთტრაპეზიანი ეკლესიის შესახებ.

რგანის ეკლესია (ჭიათურის რ-ნი)
რგანი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი>II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I(IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.61-64.
რგანის ეკლესიის ორი წარწერის (სამშენებლო, აუნასრ ერისთავის)ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.41, 42).

ეხვევის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1.გაბაშვილი ც. პორტალები ქართულ არქიტექტურაში.-თბ.,1955.-გვ.24.
ტაძრის მოკლე დახასიათება. ჩრდილოეთ შესასვლის სვეტის ტიპმანში მოთავსებული რელიეფური კომპოზიციის აღწერილობა.
2.ეხვევი //ქართული საბჭოთა ენვიკლოპედია.-ტ.IV.-თბ.,1979.-გვ.260.
მოკლე ცნობა XI საუკუნის ეხვევის ერთნავიანი ეკლესიის შესახებ.
3.[წერეთელი გ.] ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევი //კვალი.-1895.-N20.-გვ.10.
მდ. ყვირილასთან, მთიან ფერდზე აგებული ეხვევის ტაძრის აღწერილობა.
4.ბერიძე ვ. ეხვევის ტაძარი "დედა ღვთისა" //ქართული ხელოვნება.ტ.1(ქართული ხელოვნების ისტორიის შრომები).-1942.-N1.-გვ.41-48.//ჟღერს ქვის ჰარმონია.ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.-თბ.,2007.-გვ.10. ერთვის ძეგლის ფოტო.
ძეგლის ვრცელი მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება. გ. წერეთლის განსხვავებული მოსაზრება ტაძრის დათარიღებასთან დაკავშირებით.ეკლესიის მხატვრული და არქიტექტურული ფორმების, დეკორის ორნამენტული მოტივების ანალიზის საფუძველზე ძეგლი დათარიღებულია X-XI სს.-ით. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
5.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.
ეხვევის ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (სურ.12,13).
6.ეხვევი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I. (IX-XIII სს.).-თბ.,1908.-გვ.83-84.
ეხვევის ეკლესიის ასომთავრული წარწერის (ლიპარიტის წარწერა) მოკლე აღწერილობა.

ბაჯითი (საჩხერის რ-ნი)
1.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.216-218.
მოკლე ცნობები ბაჯითის სამების ერთნავიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და შემორჩენილი წარწერების შესახებ.
2.ბაჯითი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი .II.:დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I(IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.69-72.
ბაჯითის ეკლესიიაში შემორჩენილი XI საუკუნის ცხრასტრიქონიანი ნუსხური წარწერების აღწერილობა..

არგვეთა (ზესტაფონის რ-ნი)
1.არგვეთა //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.190.
სოფ. არგვეთაში მდებარე ერთნავიანი ("დედაღვთისა") ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
2.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.130;გვ.189-190.
მდ. ჩოლაბაურის მარცხენა ნაპირზე მდგარი არგვეთის- "დედაღვთისა"- ეკლესიისა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება, სიძველეთა აღწერილობა.
3.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.30.
მოკლე ცნობები არგვეთის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ.
4.1907 წ. უწყება არგვეთის წმ. გიორგის ორშტატიანი ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.20-21.
მოკლე ცნობა ქვის ერთტრაპეზიანი ეკლესიის შესახებ.

გორისას ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.130.
გორისას
2.1896 წ. უწყება ს. გორისის წმ. გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.23.
მოკლე ცნობა წმ. გიორგის სახ. ქვის ეკლესიის შესახებ.

დარყის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.127-128.
დარყას მთავარანგელოზისა და "ჭაბუკმთის" ბერთეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2.1907 წ. უწყება სოფ. დარყის მთავარანგელოზის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.25-26.
მოკლე ცნობა ს. დარყის ხის ეკლესიის შესახებ.

დუნთას ეკლესია
ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.218-221.
ნაშრომში მოცემულია დუნთას მთავარანგელოზის სახელობისა და გორიჯვრის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

ორღულის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1896 წ. უწყება ორღულის წმ. გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.3334.
მოკლე ცნობა ორღულის ქვის ეკლესიის შესახებ.

მახათაური - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემში. მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია.

მერჯევის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1896 წ. უწყება სოფ.: მერჯევის წმ. სამების ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.28, 30.
მოკლე ცნობა ქვის ეკლესიის შესახებ.

პერევისის ეკლესია (ჭიათურის რ-ნი)
1.თაყაიშვილი ექვ. პერევისის ძველი ეკლესია //თსუ შრომები.-1950.-XLI.-გვ.69-70.
გადარჩენილი ნაშთებისა და ასომთავრულ წარწერათა აღწერა.
2.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.141-144.
პერევისის წმინდა გიორგის სახელობის არქიტექტურის, მხატვერობისა და წარწერების შესახებ.ტექსტს ერთვის ფოტოები(სურ.17,18).
3.პერევისა //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასვლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.107-108.
მოკლე ცნობა პერევისის ეკლესიასა და მის ასომთავრულ წარწერაზე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.89).
4.პერევისელი ა. სოფ. პერევისა (შორაპნის მაზრა) //გაზ. "ივერია".-1891(8 ივნ.).-N119.-გვ.2-3.
თამარ მეფის დროინდელი ეკლესიისა და მის შესახებ არსებული ლეგენდების თაობაზე.

საირხის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1903 წ. უწყება სოფ. საირხის წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.3940.
მოკლე ცნობა ერთტრაპეზიანი ეკლესიის შესახებ.

სხვიტორის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1894 წ. უწყება ს. სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრეკლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.48-49. მოკლე ცნობა სხვიტორის უსამრეკლო ეკლესიის შესახებ.

ტბეთის ნაეკლესიარი ბზები
სოფ. ტბეთი ნაეკლესიარი ბზები //შიდა ქართლი: ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.ტ.III.-თბ.,2004.-გვ.80.
მოკლე ცნობა მთლიანად დანგრეული ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.

ორღულის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1896 წ. უწყება ორღულის წმ. გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.-2009.-გვ.3334.
მოკლე ცნობა ორღულის ქვის ეკლესიის შესახებ.

ცხამის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
1907 წ. უწყება ს. ცხამის წმ.გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.2009.-გვ.55-56.
მოკლე ცნობა ცხამის ქვის ეკლესიის შესახებ.

ჭალის ეკლესიები (საჩხერის რ-ნი)
1.დასავლეთი საქართველო //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.169-172.
განხილულია სოფ.ჭალის აბაშიძეთა მიერ აგებული წმ. გიორგის სახ. კარგად შემორჩენილი და დრბოს მთაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების (აგების ზუსტი დათარიღება-1510 წ.) ხუროთმოძღვრება, მხატვრული შემკულობა, ფრესკები და წარწერები.
2.ჭალა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.380.
მოკლე ცნობა მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიაზე.
3.საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): ჭალა.-თბ.,1991.-გვ.72. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა წმ. გიორგის სახ. ეკლესიაზე. მოცემულია ძეგლის გეგმა და ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.
4.1907 წ.უწყება სოფ. ჭალის წმ. გიორგის ეკლესიისა //მუშკუდიანი ქ. იმერეთის ეპარქიის სამრევლო ეკლესიები.-თბ.2009.-გვ.57-58.
მოკლე ცნობა ჭალის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაზე.
5.წერეთელი გ. საჩხერე //გაზ. "ივერია".-1889(12 თებ.).-N33.-გვ.2-3.
სოფ. ჭალის ძველი ეკლესიის შესახებ.

ჭორვილის ეკლესია (საჩხერის რ-ნი)
ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.131.
სოფ. ჭორვილის (ჭორვილა) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა, შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტების დახასიათება. მოხსენიებულია ეკლესიის მახლობლად მდებარე ციხის ნანგრევები.

ხახეთის ნაეკლესიარი (ჯავის რ-ნი)
სოფ. ხახეთი ნაეკლესიარი //შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.ტ.III.-გვ.148.
მოკლე ცნობა ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.

ჯალაბეთის ეკლესია (ჯავის რ-ნი)
სოფ. ჯალაბეთი ეკლესია //შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდერეობა.ტ.III.-თბ.,2004.-გვ.157.
მოკლე ცნობა ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.
ჯალაბეთის ეკლესიის ნანაგრევი (ჯავის რ-ნი)
სოფ. ჯალაბეთი ეკლესიის ნანგრევი //შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.ტ.III.-თბ.,2004.-გვ.157.

ჯალაურთას ეკლესია
ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.138-139.
ეკლესიის სიძველეთა მოკლე აღწერილობა.

ჯრიის კოშკის ნანგრევი (ჯავის რ-ნი)
სოფ. ჯრია კოშკის ნანგრევი //შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.ტ.III.-თბ.,2004.-გვ.158.
გვიანი შუა საუკუნეების კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე. ერტვის კოშკის გეგმის ფრაგმენტი და ორი ფოტო.
ჯრიის ეკლესია (ჯავის რ-ნი)
სოფ. ჯრია ეკლესია //შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.ტ.III.-თბ.,2004.-გვ.159-160.
შვერილაბსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე. ერთვის ეკლესიის გეგმა, სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადების ფოტოები.
Last edited by Tamari-ch. on 16 სექ 2012, 22:19, edited 5 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
საჩხერე

Post by burdiani » 01 აპრ 2010, 16:15

Tamari-ch. wrote:burdiani
ძვირფასი ფოტოებია
:)

Jnosy
იყოს კაცხიც!
:wink:
მადლობა ..:)

ძალიან მაინტერესებს ჯრუჭის ნახვა, აი ძალიან ძალიან

Image

პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის N665 ბრძანებულებით გამოცხადდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლად
ესაა საჩხერის რაიონის ამ სტატუსის მქონე ძეგლები:
საჩხერის მუნიციპალიტეტი
1. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია
2. ბაჯითის სამების ეკლესია
3. სავანის წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო
4. ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი)
5. აკაკი წერეთლის სახლი
6. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია
7. ჩიხის ეკლესია
8. ჯრუჭის მონასტერი
9. აბაშიძეების ეკლესია


Image



ჯრუჭის ოთხთავი (დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში - H-1660), გადაწერილია 936 წელს. ხელნაწერი შეიცავს 297 ფურცელს. მისი მომგებელია გრიგოლი, ხოლო გადამწერი - გაბრიელი. ცნობები მათ შესახებ შემონახულია ანდერძში, ხელნაწერის მომგებელი გრიგოლი მოიხსენიება აგრეთვე (229v)-ზე, ლუკას სახარების ბოლოს, ნუსხურ მინაწერში.

940 წელს ხელნაწერი მოუხატავს თევდორეს, რასაც მოწმობს მის მიერ გაკეთებული მინაწერები: "ქრონიკონი იყო რჲ. ქრისტე, შეიწყალე ამათ კამარათა მწერალი თევდორე" და "ქრისტე, შეიწყალე თევდორე". მინაწერები მოთავსებულია პირველ ფურცელზე (Iv), ჯვრის ზემო ფრთის ორივე მხარეს (ქრონიკონი რჲ=160 780+160=940 წ.). მხატვარს თავისი ხელით ჩაუწერია ევსების "თანხმობათა" საძიებელი, ევსების ეპისტოლე კარპიანეს მიმართ, აგრეთვე ყველა წარწერა მინიატურებთან.

თურქეთში გატანილი ჯრუჭის ოთხთავი ხორასანში გამოუსყიდია იოვანე არწაიშვილს, რის შესახებაც მოგვითხრობს XVI-XVII საუკუნეების ნუსხური მინაწერი. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ეს ხელნაწერი ჯრუჭში დაცულ სხვა წერილობით ძეგლებთან ერთად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს გადასცა. ჯრუჭის ოთხთავი 1945 წელს გამოაქვეყნა ა. შანიძემ წიგნში "ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით".
საქართველოსთვის!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2010, 21:41

burdiani
გზები როგორია ნეტა?
ერთ დღეში მოესწრება ყველაფერი ეს?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
საჩხერე

Post by burdiani » 02 აპრ 2010, 15:54

Tamari-ch.


ნუ ყოველშემთხვევაში სადაც ვარ ნამყოფი ზოგან კარგია ზოგან არა ამიტომ უნდა ვიცოდეთ წინასწარ ,,პრიორიტი" რომელი ძეგლებია და რის დამატებას შეიძლება და იმის მიხედვით გავარკვებ ყველაფერს

რაც ვიცი ეგაა რომ სპეთამდე ნორმალური გზააა მაგრამ თვითონ სოფელში და ღვთაებამდე მისასვლელი არა მგონია სამარშრუტომ შეძლოს, კაცხის ტაძრამდე და სვეტამდე კარგი გზებია
საქართველოსთვის!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 02 აპრ 2010, 19:02

burdiani
გეტყობა უფრო იცნობ მაგ მხარეს -
დამეხმარე მარშრუტის შედგენაში-
საიდან სად ჯობია მოძრაობა
და შენი აზრით რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ეკლესიასთან მისასვლელად?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
საჩხერე

Post by burdiani » 06 აპრ 2010, 11:31

Tamari-ch.


დღეს ჩამოვედი კახეთიდან და ეხლა ვნახე ბოლო პოსტი
ასე თუ ისე ვიცნობ ადგილსაც და ხალხსაც ვისაც შეხება აქვს, დავწერ ცოტა ხანში ჩემს მოსაზრებას :)
საქართველოსთვის!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საჩხერე

Post by qvevri » 06 აპრ 2010, 11:39

თქვენ არ იცით ქორეთში რა გელოედბათ...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საჩხერე

Post by qvevri » 06 აპრ 2010, 16:38

გასვლა ერთდღიანი იქნება?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
საჩხერე

Post by Tamari-ch. » 06 აპრ 2010, 17:44

qvevri
კი აუცილებლად

მე ახლა მჭირდება იმ რაიონის რუკა
და იქნებ ისე მოვახერხოთ რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში ვნახოთ...
ესენი მაინც -

1. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია
2. ბაჯითის სამების ეკლესია
3. სავანის წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო
4. ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი)
5. სპეთის ეკლესია
6. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია
7. ჩიხის ეკლესია
8. ჯრუჭის მონასტერი
9. აბაშიძეების ეკლესია
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]