2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by გვალდა » 19 აგვ 2010, 10:07

Mrs. Robinson
მაგრამ როცა მოვხვდები (და იქნებ ჩემამდე თქვენ....) აუცილებლად მინდა გერმანელი მწერლის ალფრედ კურელას მეუღლის, ელპიდე კურელას საფლავის მონახულება. თუ არ მეშლება ეს ახიელთან უნდა იყოს. ზუსტად ადგილი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში "სიკვდილი მთებში"-ა მითითებული....
გურამი კარგი მწერალი და ნამდვილი გმირი იყო, ამიტომ ჩემი თაობა გურამზე იყო და დარჩა შეყვარებული. მისი მოთხრობით გავიცანი ეს ლამაზი გერმანული ოჯახი. ახლახანს გავიგე, რომ კურელას ერთ-ერთი შვილი, მშობლების მსგავსად, უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე, ხშირად სტუმრობს და დედის საფლავსაც მოინახულებს-ხოლმე. მას ბერლინში ქართული კლუბი დაუარსებია, სადაც საქართველოს ეცნობიან ფოტოებით, წიგნებით, ამასთან ქართულსაც შეასწავლიან მსურველებს.
ძალიან ვაფასებ ამ ოჯახის ასეთ ჩუმ და უხმაურო სიყვარულს ჩვენი ქვეყნისადმი, ამიტომ მინდა ელპიდე კურელას საყვარელი ყვითელი ყვავილების მიტანა მის საფლავზე......
ჩემამდე კი იქნებ სხვას გაუჩნდეს სურვილი.
ImageImageImage
სვანეთოლოგი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by stranger » 19 აგვ 2010, 14:10

არ შეიძლება კვირა დღეს ერთდღიანი აქტიური(არაპენსიონერული) გასვლა,რომ დაიგეგმოს და შესაბამისად განხორციელდეს კიდეც?

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by nusa » 19 აგვ 2010, 16:48

SERJ_I wrote:მშვენიერი ტური შემიძლია შემოგთავაზოთ... საირმე, აბასთუმანი, ზეკარი... როგორც იქაურებმა მითხრეს ზეკარში უშვეველებელი ჩანჩქერები ყოფილა და პლიუს ამას ცხელი წყლის გეიზერებია... :)
სერჟ, აბა უფრო დაწვრილებით გვითხარი ამ მარშუტის შესახებ

როგორ უნდა მოვხვდე მანდ და ფოტოებიც ხომ არ მოგეპოვება? :)))
Image

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by stranger » 19 აგვ 2010, 20:13

nusa wrote:
SERJ_I wrote:მშვენიერი ტური შემიძლია შემოგთავაზოთ... საირმე, აბასთუმანი, ზეკარი... როგორც იქაურებმა მითხრეს ზეკარში უშვეველებელი ჩანჩქერები ყოფილა და პლიუს ამას ცხელი წყლის გეიზერებია... :)
სერჟ, აბა უფრო დაწვრილებით გვითხარი ამ მარშუტის შესახებ

როგორ უნდა მოვხვდე მანდ და ფოტოებიც ხომ არ მოგეპოვება? :)))
მეც მინდოდა ეს მარშრუტი,მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოესწრება. :(

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Mrs. Robinson » 19 აგვ 2010, 21:03

გვალდა
გაიხარე :P
გახსენაბაზე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მოთხრობას. და კიდევ მერამდენეჯერ არ ვიცი, აღვფრთოვანდი ამ უცხო ტომის ქალის ოცნებით, აქ კავკასიის მთებში დარჩენილიყო სამუდამოდ.

nusa
stranger
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2132
ამ მარშრუტზე თუ საუბრობთ, ერთი კვირაზე მეტიაო, ათ დღემდეო.......
:wink:

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by nusa » 20 აგვ 2010, 10:09

Mrs. Robinson
მადლობა მარი

ამჯერად 10 დღე ვერ მაქვს თავისუფალი,
თუმცა რამოდენიმეგან კავკასიკა წერს 3 დღეში მოესწრებაო :roll:

იქნებ ერთხელ განხორციელდეს კიდეც მაგ ადგილებში კარვული ლაშქრობა,
აუცილებლად ვიქნები ერთ-ერთი მონაწილე :D
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Wanderer » 20 აგვ 2010, 14:01

ხომ არ გაქვთ აზრი 2 დღიანი მსუბუქი ლაშქრობა სად შეიძლება რომ მოეწყოს?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აგვ 2010, 00:37

Mrs. Robinson wrote:არხოტს ვერც მე ვგეგმავ, სამწუხაროდ 2დღე ნახევარზე მეტი თავისუფალი დრო არ მაქვს. მაგრამ როცა მოვხვდები (და იქნებ ჩემამდე თქვენ....) აუცილებლად მინდა გერმანელი მწერლის ალფრედ კურელას მეუღლის, ელპიდე კურელას საფლავის მონახულება. თუ არ მეშლება ეს ახიელთან უნდა იყოს. ზუსტად ადგილი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში "სიკვდილი მთებში"-ა მითითებული....
გურამი კარგი მწერალი და ნამდვილი გმირი იყო, ამიტომ ჩემი თაობა გურამზე იყო და დარჩა შეყვარებული. მისი მოთხრობით გავიცანი ეს ლამაზი გერმანული ოჯახი. ახლახანს გავიგე, რომ კურელას ერთ-ერთი შვილი, მშობლების მსგავსად, უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე, ხშირად სტუმრობს და დედის საფლავსაც მოინახულებს-ხოლმე. მას ბერლინში ქართული კლუბი დაუარსებია, სადაც საქართველოს ეცნობიან ფოტოებით, წიგნებით, ამასთან ქართულსაც შეასწავლიან მსურველებს.
ძალიან ვაფასებ ამ ოჯახის ასეთ ჩუმ და უხმაურო სიყვარულს ჩვენი ქვეყნისადმი, ამიტომ მინდა ელპიდე კურელას საყვარელი ყვითელი ყვავილების მიტანა მის საფლავზე...... :(
ჩემამდე კი იქნებ სხვას გაუჩნდეს სურვილი. :roll:
იცი, არ ვიცოდი ეს ისტორია...
რა საინტერესო ამბავია...
წავიდეთ.
Wanderer wrote:ხომ არ გაქვთ აზრი 2 დღიანი მსუბუქი ლაშქრობა სად შეიძლება რომ მოეწყოს?
გუდარეხში წადი და იქვე ტაძართან დაბანაკდი.
ასევე, ფიტარეთში შეიძლება წასვლა ტანძიით და გზად ხულუტის ციხეს ნახავ.
მსუბუქი გასვლაა.
თემები ლაშქრობებშია.
დამატებითი ცნობების მოწოდებაც შემიძლია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Wanderer » 22 აგვ 2010, 11:11

GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა გოგა. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Wanderer » 28 აგვ 2010, 22:37

7-9 სექტემბერს ფშავში ვაპირებთ წასვლას 3-4 ადამიანი.

გეგმა: 7-ში ჩავალთ და დავბანაკდებით მათურხევის შესართავთან. 8-ში ავალთ ჭიჩოს მთაზე. 9-ში დილით წამოვალთ თბილისში.

სამწუხაროდ დასვენების დღეებს არ ემთხვევა, მაგრამ თუ ვინმე მაინც მოახერხებთ შემოერთებას - გამიხარდება. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2010, 03:18

თქვენი არ ვიცი და აი, ჩემი საენკენისთვო გეგმა -
ლაგოდეხის ტბები, თრუსოს ხეობა, პირიქითა ხევსურეთი და კიდევ 1 სიურპრიზი გულში მიდევს.
კარავული ცხოვრების მოყვარულებო, მოემზადეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Hereti » 31 აგვ 2010, 09:18

GAMARJOBA SAKARTVELO
ლაგოდეხის ტბებზე მეც წამოვალ, სავარაუდოდ, ძალიან არ დაგვივგვიანდეს მთავარია

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Iako. » 31 აგვ 2010, 12:40

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თქვენი არ ვიცი და აი, ჩემი საენკენისთვო გეგმა -
ლაგოდეხის ტბები, თრუსოს ხეობა, პირიქითა ხევსურეთი და კიდევ 1 სიურპრიზი გულში მიდევს.
კარავული ცხოვრების მოყვარულებო, მოემზადეთ
რა ოქროს ადამიანი ხარ შენი გულისა :) აბა გელოდებით :)
(ისე როგორც ამბობენ თრუსოში ჩვენი ჯარები დგასო)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by qvevri » 31 აგვ 2010, 13:22

დუშეთის რაგშემო ზღაპრულად ბევრი საინტერესო სოფლებია თავისი ტაძრებით. ჯერ მარტო გრიგოლაანთკარი ან საკრამულო რადა ღირს თავ-თავიანთი ერთობ საინტერესო ტაძრებით... ეს დღეებია მანდეთ დავდივარ და დავრწმუნდი, რომ ბაზალეთის გარეშემო სოფლები თითქმის არა მაქვს ნანახი და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა იქაურობა, რომ მეტი არ შეიძლება. ახლო მომავალში კიდევ ვაპირებ გასვლას.
Last edited by qvevri on 31 აგვ 2010, 13:40, edited 1 time in total.

nataGTA
Posts: 1
Joined: 25 მაი 2010, 16:18
Contact:
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by nataGTA » 31 აგვ 2010, 13:28

გამარჯობათ
ხომ არ გეგმავთ უახლოეს პერიოდში სარკის წმინდა გიორგის მონახულებას?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]