Page 1 of 26

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩვეულებისამებრ, ჩამოვწეროთ ის იდეები რომლებიც კარავული გასვლების დაგეგმვა-მომზადებაში დაგვეხმარება.
ვიმსჯელოთ, განვიხილოთ და ... გავემგზავროთ...

რა ვნახოთ 2010 წელს?
2011 წლის კალენდარში რადგანაც ჩანჩქერები უნდა შევიდეს,
შესაბამისად, სასურველი იქნება, ბევრი მათგანივნახოთ

დიდია პატარა საქართველო.
ვატყობ, წელს ქოზიფას გასვლით დავასრულებთ.
ეს ჩვეულება "კარავზე" უკვე დამკვიდრდა.

აბა, სხვა იდეებიც ჩამოვწეროთ:

1. აუცილებლად ხევსურეთი - შატილი-მუცო-არდოტი
2. ჭაუხები ჯუთა-როშკის გავლით.
3. წალენჯიხის დარბაზული და ულამაზესი ტაძარი
4. მთიანი აჭარა, გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმი-მწვანე ტბა
5. ღორჯომი-ბახმარო ფეხით (23,4 კმ), ჩემი ფავორიტი გეზია
5. კარწახის ტბა ფრინველებზე დაკვირვებით
6. ხდეს ხეობა (საჭიროა ოფიციალური ნებართვა
7. ყუმისთავის (წყალტუბოს) ულამაზესი მღვიმე. 2010 წლის ვარდობისთვიდან ამოქმედდება.
8. თუშეთი
9. ბოჭორმა-ჭეხილას ციხე
10. მახუნცეთის ჩანჩქერი
11. ოკაცეს ჩანჩქერი
12. ლაგოდეხის ნაკრძალის ჩანჩქერები - შრომისხევისა და ნინიგორის (ნინოსხევის)
13. სამცხე-ჯავახეთი
14. ტობავარჩხილი
15. შდგრას ჩანჩქერი და სვანური ტური
16. სააღდგომო ლელობურთზე დასწრება სოფელ შუხუთში
17. ხობის ტაძარი
18. ხიხანის ციხე
19. კინტრიშის დაცული ტერიტორია ტბის ჩათვლით
20. თუშეთი
21. ილტოს ხეობა
22. თუშეთიდან ხევსურეთში ფეხით
23. კლდეკარი
23. ტანძია-ფიტარეთი
24. სალუგლიგელის ტბა
25. ოქროს ციხე-ზანავის ციხე-ჭულე
26. ურაველის ხეობა
27. რაჭა-ხოტევი-ნიკორწმინდა-ბარაკონი
28. არწივის ხეობა და მისი კოხტა ჩანჩქერები
29. ბაკურიანი-ტაბაწყურის სათოვლმავლო ტური
30. რიკოთის უღელტეხილი ფეხით, ულამაზესი ტყითა წმინდა გიორგის ეკლესიის ჩათვლით
31. ვაშლოვანის ნაკრძალი ტახტი თეფას ვულკანების ჩათვლით
32. კაცხისვეტი
33. ტაბაკინის მონასტერი ქართული ნაგაზების საშენის ჩათვლით
34. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია
35. დევდორაკის ტბა
36. თრუსოს ხეობა
37. ლომისი ლომისობას (და სხვა დროსაც)
38. ბერდიკის ციხე
39. ჭაპალას ციხე
40. დაშბაში წასვლა, ვფიქრობ, რომ კარავული სიახლე იქნება.
41. ჯუმათის მონასტერი
42. ყინწვისი-სარკის წმინდა გიორგის წრიული გეზი
43. ვეჯინის ციხე და მონასტრები კავკასიონის ულამაზესი ხედებით
44. მატანის ცხრაკარა სხვა ეკლესია-მონსტრების ჩათვლით

და ა.შ

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
თქვენც ბევრი იდეა გექნებათ.
1მანეთს გავუზიარდეთ და გავემგზავროთ.
რატომაც არა?

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცხადია, ისევე, როგორც წინა წლებში, იმედია, 2010შიც გვექნება უცხოური გასვლები.
ეგებ, ერევანში და ფერეიდანში გამგზავრებას მაინც დავადგათ საშველი

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:09
by teo-
9. ბაკურიანი-ტაბაწყურის სათოვლმავლო ტური
გოგა ეს როდის იქნება? მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა ვიცოდე თადარიგი რო დავიჭირო

ხოდა რაც შეეხება დანარჩენს.. 2009 წელმა ნაყოფიერად ჩაიარა ჩემთვის, ვფიქრობ რაც საინტერესო გასვლები იყო( ჩემთვის) არ გამომიტოვებია , მხოლოდ თოვლმავლებზე შემშურდა ცოტა :D ხოდაწელს ამას გამოვასწორებ , ეს ერთი-მეორე გეგმაში აუცილებლად თორე კახისის ტბები იქნება და მესამე რათქმაუნდა ტობავარჩხილი...

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo- wrote:

საინტერესო კითხვაა.
ვფიქრობ, რომ 9-10 აპნისს (იანვარი) წავალთ.
სხვათა შორის, ამ გეგმის დაჩქარება paunaს დამსახურებაა, თორემ წასვლას სურწყუნისის (თებერვლის)
ბოლოს ვფიქრობდი.
მგონი, 2010 წლის 1ლი კარავული გასვლაც ეს იქნება.
ცხადია, აბასთუმნის შემდეგ

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:19
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO
ოო ეგ ცუდი ამბავია :D
იმედი მაქ ისე მოგეწონებათ ამ სეზონზე მეორედაც გაიმეორებთ :D

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo- wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ოო ეგ ცუდი ამბავია :D
იმედი მაქ ისე მოგეწონებათ ამ სეზონზე მეორედაც გაიმეორებთ :D
ცუდი რა არის, თარიღად 9-10 აპნისის შერჩევა?

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:28
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო ნუ ჩემთვის რო არ წამოვალ :P
Image
პ.ს. ეს აპნისი სუ ივნისი რატო მგონია :D

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo-
ვფიქრობ, რომ 2011ში 2 სათოვლმავლო გასვლა დავგეგმოთ - აპნისში, აგრეთვე,
მირკანის დასაწყისში, ვთქვათ, დედის დღეს, როდესაც უქმეა და თან, გაცილებით იაფი დაჯდება.

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 03:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
თემის 1ლი წერილის ჩამონათვალში არ შემიტანია ბაკურიანი-კახისის (იგივე დაბაძველის) საკვადროციკლო ტური.
ვფიქრობ, რომ ამისთვის შესანიშნავი დრო გაზაფხულის დასაწყისი იქნება

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 11:08
by Naia
ერთ ტბას დავამატებ (რომელიც გაისად აუცილებლად უნდა ვინახულო):)

თამარის იგივე შავი კლდეების ტბა ლაგოდეხში

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 11:14
by paata_
არხოტის ხეობას ჩავამატებდი მე

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 11:18
by Naia
paata_ wrote:არხოტის ხეობას ჩავამატებდი მე
+1

მანდ რომ უჩემოდ წახვიდე ან დღე მოკვდები და ან ღამე!!! :D

(უკაცრავად ოფისთვის)

კიდევ რამდენიმე იდეა:

საირმიდან აბასთუმანში ჯიპით ან ფეხით გადასვლა
ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში მანქანით ან ფეხით გადასვლა
რაჭის უძირო ტბა :)

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 17:12
by natalia
რაჭის უძირო ტბის ჩამტება მეც მინდოდა.
ლაგოდეხში თამარის ტბა ჰქვია მგონი არა? ნიკას აქვს ეგ დალაშქრული მგონი მარტო კარველებიდან თუ სწორედ მახსოვს.

2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Posted: 20 დეკ 2009, 17:15
by natalia
Naia
უი შენ დაგიწერია ზემოთ მაგ ტბის შესახებ :) ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა :)