Page 1 of 2
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 27 ივლ 2009, 19:34
by Nessa
მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა

15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 28 ივლ 2009, 13:41
by Gamge
თავს თუ მოაბავთ მეც შემოგიერთდებით ერტი 4 კაცით...
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 28 ივლ 2009, 15:11
by Nessa
Gamge
კარგი , შეგატყობინებ

15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 01 აგვ 2009, 01:12
by natalia
მე მინდა ჩემი გერმანელი მეგობრების წაყვანა სექტემბრის 3-4 ში დაახლოებით.
თუ ვინმეს სურვილი აქვს და შემოგვიერთდება კარგი იქნებოდა.
მაგზავრობის ფასი გაიყოფა წამსვლელთა რაოდენობაზე. ჯერ ფასი არ ვიცი, რომ ჩამოვალ საქართველოში მერე დავწრე ფასს.
ისე თუ ვინმემ იცით ფასი 2 დღიანის დამიწერეთ. მადლობელი.
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 01 აგვ 2009, 05:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა

"კარავმა" 1 კგ ჩვეულება დაამკვიდრა - შატილი-მუცო-არდოტის გასვლებს საქველმოქმედო
მიზნებისთვის ვიყენებთ.
თუ თქვენ წახვალთ, ეგებ რამე მოიმოქმედოთ?
ვთქვათ, 2-2 ლარით მეტი შეაგროვოთ და გასაფერადებლები და ფანქრები აუტანოთ.
რაც შეეხება შატილში წასვლას, საკმარისია, მძღოლ ზვივდს დაუკავშირდე, რომ ის ყველაფერში გაგარკვევს.
ახლა ძნ მოუხერხებელ ადგილას ვარ საიმისოდ, რომ მისი N მოგცე.
ბატონ გვალვას შეუძლია, მასთან დაგაკავშიროს.
ჰო, და თუ ახლა გასვლა არ გამოგივიდათ, გული არ დაგწყდეთ.
შემოდგომას, ვიდრე დათვიკვრის უღელტეხილს თოვლი შეესაბნება, მე გავაკეთებ გასვლას და შემომი1დი
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 01 აგვ 2009, 14:17
by Nessa
GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

ამჯერად ბახმაროში წამსვლელებს ვუერთდები. მიხარია რომ შემოდგომაზე მაინც მექნება ხევსურეთის ნახვის შესაძლებლობა

15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 01 აგვ 2009, 14:27
by Archil
Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა

ნუ შეგეშინდება მაგ მარშუტის. კარგია თუ კარგი მთხრობელი გეყოლებათ მაგ გზაზე.
ერთი გზა მიდის არდოტამდე და სულ ეგაა. გზაში სანახავია:
1. პირაქეთაში - კორშაში ხევსურული მუზეუმი.
2. ჩანჩქერი როშკის გადასახვევის მერე
3. დათვისჯვრის უღელტეხილზე გაჩერდით და დაილოცეთ (ბევრი არ დალიოთ - ვისაც აქ გაუვლია და გაივლოსო, ეგეთია ტექსტი)
4. ლებაისკარის კოშკი გზაზეა (ეს უკვე პირიქეთაში)
5. შატილი
6. ანატოლიის აკლდამები
7. მუცო
8. არდოტი
ძირითადად ეგაა სანახავი. ყველგან მანქანა მიდის. მუცოზე ფეხით უნდა ახვიდეთ. განსაკუთრებული სირთულე არაა. საბანაკედ შეგიძლიათ აირჩიოთ არდოტთან, მუცოსთან ან შატილში ადგილები.
დანარჩენი სხვებმა გირჩიონ თუ რამე გამომრჩა.
საქველმოქმედოდ შორენასთან, რომელიც ანდაქში ცხოვრობ (არდოტის იქითა სოფელია) თუ წაიღებთ, მადლი იქნება. არდოტში შეგიძლიათ დაუტოვოთ ნიკას- იგივე მურღვას თუ რაიმე გექნებათ შეგროვილი. შორენას მეუღლე ზვავმა ჩაიტანა და მარტოკა ზრდის 4 ბავშვს მთაში. იმ სოფელში მარტო მაგის ოჯახია შემორჩენილი.
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 01 აგვ 2009, 14:50
by Nessa
Archil
აუცილებლად გავითვალისწინებ როცა წავალ, დიდი მადლობა !

15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 10 აგვ 2009, 17:50
by tekla
აქ რა ხდება? წასვლა ხომ არ გადაიდო?
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 16 აგვ 2009, 12:25
by natalia
ხევსურეთზე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? როგორია გზები? ამინდები?
რამდენად შესაძლებელია სექტემბრის დასაწყისში იქ წასვლა.
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 16 აგვ 2009, 15:57
by Naia
natalia
სექტემბრის შუა რიცხვებში კარვული გასვლაა ჩაფიქრებული. მალე ალბათ თემაც გაიხსნება. გზა ნორმალურია, თუ არ იწვიმა. წვიმის შემდეგ ხანდახან გაწმენდის საჭიროება დგება. ისე, გზა უკვე არდოტამდე მიიყვანეს და სამარშრუტო ჩვეულებრივ ადის.
პს. ხევსურეთში სარეისო ავტობუსიც დანიშნეს. დიდუბიდან გადის შაბათობით და 15 ლარი ღირს კაცი. იქიდან ზუსტად არ ვიცი როდის მოდის. ზოგი ამბობს ორშაბათსო და ზოგი კი ოთხშაბათსო...
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 16 აგვ 2009, 21:33
by natalia
Naia
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის ძალიან გამიხარდა.
მე ჩემი გერმანელი მეგობრების წაყვანა მინდა და ამიტომ ვაგროვებ ინფორმაციას.
იქნებ თქვენს გასვლასაც შემოვუერთდე თუ მეცალა.
დიდი მადლობა
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 16 აგვ 2009, 22:49
by guruli
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 16 აგვ 2009, 23:34
by paata_
ამ დღეებში ხევსურეთში ერთდროულად იქნებიან გელა დაიაური, გოგოჭურები, დები ნაყეურები, სულთან ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ცნობილი მთის სიმღერების შემსულებლები
15-16 აგვისტო, ხევსურეთი
Posted: 17 აგვ 2009, 04:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil wrote:Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა

ნუ შეგეშინდება მაგ მარშუტის. კარგია თუ კარგი მთხრობელი გეყოლებათ მაგ გზაზე.
ერთი გზა მიდის არდოტამდე და სულ ეგაა. გზაში სანახავია:
1. პირაქეთაში - კორშაში ხევსურული მუზეუმი.
2. ჩანჩქერი როშკის გადასახვევის მერე
3. დათვისჯვრის უღელტეხილზე გაჩერდით და დაილოცეთ (ბევრი არ დალიოთ - ვისაც აქ გაუვლია და გაივლოსო, ეგეთია ტექსტი)
4. ლებაისკარის კოშკი გზაზეა (ეს უკვე პირიქეთაში)
5. შატილი
6. ანატოლიის აკლდამები
7. მუცო
8. არდოტი
შენი ნებართვით, სიას არხოტს, კისტანს, ქაჩუსა და საგინას ციხე-კოშკებსს, მივამატებ.
აქვე დავაზუსტებ კიდეც, "ანატოლიის აკლდამები" რომ გიწერია, როგორც ჩანს, მექანიკურად დაგიწერია ასო "ლ",
რადგან შენც მშვენივრად იცი, რომ ანატო
რის აკლდამაა