კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.
Posted: 09 ივლ 2009, 16:30
აი ასეთ ინფორმაციას გადავაწყდი კულტურის სამინისტროს ერთ ერთ გამოშვებაში.
ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ევოლუციაში - სამეკლესიან ბაზილიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მეტიც, ეს არქიტექტურული ტიპი ძირითადად კონკრეტულის რეგიონის ფარგლებშია ლოკალიზებული.
ბორჯომის ხეობის კვირიკეწმინდის სამეკლესიანი ბაზილიკა არქიტექტურული ტიპის გარდა, გამორჩეულია იმითაც, რომ მისი მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების თეოდორესა და ქრისტეფორეს სამონასტრო-სააღმშენებლო მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული.
დღესდღეისობით ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია: კამარები მთლიანად ჩამოქცეულია, მთავარი ეკლესიის კედელი კი მინაშენის დონემდეა ჩამოშლილი, ექსტერიერში, საპირე წყობის დიდი ფართი მორღვეულია, თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი გარშემოსავლელის გარე პირიც, დასავლეთ ფასადი კი მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიებსაც. ეკლესიის გარშემო ამაღლებული მიწა აზიანებდა და ანესტიანებდა ტაძრის კედლებს.
2007 წელს ეკლესიაზე ჩატარდა პირველადი გადაუდებელი სამუშაოები:
- მოიჭრა მიწა, რის შედეგადაც გამოვლინდა ეკლესიის მიწაში ჩაძირული კედლები
- შესაბამისად, სრულად გამოვლინდა ეკლესიის გეგმის კომპოზიცია და ნათლად წარმოჩინდა ტაძრის პროპორციები
- დადგინდა ნავების, ასკურთხევლის იატაკის დონე
- ეკლესია მთლიანად აიზომა და გამოიხაზა
- შესრულდა სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური კვლევები
ყოველივე ამის შემდეგ მომზადდა კვირიკეწმინდის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტი