კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by saskva » 09 ივლ 2009, 16:30

აი ასეთ ინფორმაციას გადავაწყდი კულტურის სამინისტროს ერთ ერთ გამოშვებაში.

ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ევოლუციაში - სამეკლესიან ბაზილიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მეტიც, ეს არქიტექტურული ტიპი ძირითადად კონკრეტულის რეგიონის ფარგლებშია ლოკალიზებული.

ბორჯომის ხეობის კვირიკეწმინდის სამეკლესიანი ბაზილიკა არქიტექტურული ტიპის გარდა, გამორჩეულია იმითაც, რომ მისი მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების თეოდორესა და ქრისტეფორეს სამონასტრო-სააღმშენებლო მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული.

დღესდღეისობით ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია: კამარები მთლიანად ჩამოქცეულია, მთავარი ეკლესიის კედელი კი მინაშენის დონემდეა ჩამოშლილი, ექსტერიერში, საპირე წყობის დიდი ფართი მორღვეულია, თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი გარშემოსავლელის გარე პირიც, დასავლეთ ფასადი კი მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიებსაც. ეკლესიის გარშემო ამაღლებული მიწა აზიანებდა და ანესტიანებდა ტაძრის კედლებს.


2007 წელს ეკლესიაზე ჩატარდა პირველადი გადაუდებელი სამუშაოები:
- მოიჭრა მიწა, რის შედეგადაც გამოვლინდა ეკლესიის მიწაში ჩაძირული კედლები
- შესაბამისად, სრულად გამოვლინდა ეკლესიის გეგმის კომპოზიცია და ნათლად წარმოჩინდა ტაძრის პროპორციები
- დადგინდა ნავების, ასკურთხევლის იატაკის დონე
- ეკლესია მთლიანად აიზომა და გამოიხაზა
- შესრულდა სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური კვლევები


ყოველივე ამის შემდეგ მომზადდა კვირიკეწმინდის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტი

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by saskva » 09 ივლ 2009, 16:31

ფოტოები ძალიან შთამბეჭდავია თუმცა ძალიან გულისდამწყვეტიც.
დავასკანერებ და დავდებ

ხოდა არ წავიდეთ როგორ ფიქრობთ????


nimfa
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 07 სექ 2007, 22:38
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by nimfa » 09 ივლ 2009, 16:41

ჩვენც ვნახთე კვირიკიწმინდას ეკლესია ბორჯომშI ყოფნისას,

აი აქაა ფოტოები, მაგრამ რაგაც ერთმანეთს არ გავს ჩვენს მიერ ნანახი და შენს მიერ დადებული ფოტოები...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15
Zveli nimfa var, ubralod am nikis paroli gavixsene:)

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by saskva » 09 ივლ 2009, 16:58

აშკარად ძალიან განსხვავდება ერთი მეორისაგან ეს ორი ეკლესია
ვააააა საინტერესოა :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by ნიმფა » 09 ივლ 2009, 17:16

saskva


მართლა ძალიან საინტერესოა :!: :roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კვირიკეწმინდის (ფოთოლეთის) ეკლესია, IX ს.

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 19:33

nimfa
ეგ ახლადაბაშია
ჩვენ ბოლოში რომ უნდა წავსულიყავით
და რომ ვეღარ წავედით
:D


და ახლა მივდივართ
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3537

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]