ხეების დარგვა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხეების დარგვა

Post by Kakha » 02 მარ 2007, 15:25

ჰოო, მაგ თემაზე მე მარტივი პასუხი მაქვს. ალბათ იმიტომ რომ ბუნებით ინდივიდუალისტი ვარ კარველებთან მოლაპარაკების გარეშე ჯერ კიდევ 2005 წელს დავთესე (დიახ, დიახ დავთესე) რამდენიმე რკო ქოთნებში, რომლებიც ახლა ჩემს აივანზეა. მუხის ხეების ზომამ (უფრო სწორედ ალბათ მუხის ხის ჩითილმა) მიაღწია დაახოლებით 20 სმ. ჰოდა ამ გაზაფხულზე, ორ-სამ კვირაში ავიღებ და ღია გრუნში გადავრგავ ჩემს აგარაკზე.

თქვენც გააკეთეთ რამე ინდივიდუალურად ჰოდა პატარა ტყე კი გამოგვივა, ოღონდ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მიმოფანტული.

აბა თქვენ იცით :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხეების დარგვა

Post by lama » 03 მარ 2007, 14:21

Kakha
კაი იდეაა ნამდვილად ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხეების დარგვა

Post by kotetbeli » 03 მარ 2007, 14:25

მშვენიერი იდეაა და განხორციელებაც სასიამოვნოა :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხეების დარგვა

Post by lama » 20 მარ 2007, 13:09

Kakha
აბა რას შვრებიან შენი მუხები??????????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხეების დარგვა

Post by guruli » 20 მარ 2007, 13:33

Kakha, მაგ ხეებს ახლავე თუ გადარგავ, თორემ გირჩევ, გაისისთვის შეინახო - უკვე ცოტა გვიანდება. ისედაც, 20 სმ-ები ჯერ პატარები ყოფილან და გააჩერე კიდევ ერთი წელიწადი.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხეების დარგვა

Post by Kakha » 20 მარ 2007, 14:20

guruli
გმადლობ რჩევისთვის - ამ კვირას ვაპირებდი გადარგვას. ერთ წელს კიდევ გავაჩერებ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხეების დარგვა

Post by guruli » 20 მარ 2007, 14:29

Kakha, თანაც, აჯობებს, უფრო დეკემბერ-თებერვლის მონაკვეთში გადარგო - მაგ დროს ხეს სძინავს და გადარგვა იმდენად არ გაუჭირდება. მაგრამ თუ ქოთნებშია, შემოაჭერი და თავის მიწიანად ჩაუშვი ორმოში. მცენარეთა მაღაზიებში სპეციალური სასუქებიც ექნებათ რამე. იმასაც თუ დაუმეტებ, მთლად კარგი...
ბარემ აქვე დავწერ რჩევას იმათთვის, ვისაც შენებრ აგარაკების მცენარეებით დამშვენება სურს - იქნებ შენც გამოგადგეს. არის ასეთი ფირმა - "იელი", ძაან კარგი მცენარები აქვთ. ერთხელ შარდენზე გამოფენა ჰქონდათ და იქ ვნახე იაპონური ჯუჯა ნეკერჩხალი - ალისფერიც იყო და მოყვითალოც. მართალია, ძვირიც ღირდა, მგონი, 250 თუ 450 ლარი, მაგრამ ვისაც საშუალება აქვს, მართლა ღირს ყიდვად.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხეების დარგვა

Post by Kakha » 20 მარ 2007, 14:33

ჰოო - იელის პროდუქცია მეც მინახავს, მაგრამ ისეთი ძვირია მე პირადად ფეხი არ ჩამივა. გარდა ამისა, როგორც ერთმა ჩემა ძალზე ახლობელმა და საქმეში ჩახედულმა მითხრა, იმას რასაც იელი ყიდისო დიდი რუდუნება და მოვლა ჭირდებაო, რომ გაიხაროსო. ამიტომ რჩევა ასეთი იყო ახლო-მახლო გაიხედე რაც გარშემო კარგად ხარობს ის დარგეო - მაგალითად მახლობელ ტყეში შეხვდები ნეკერჩხალს (მართლა საოცარ ფერს იდებს შემოდგომაზე) აიღე და პატარა ნერგი გადმორგეო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხეების დარგვა

Post by guruli » 20 მარ 2007, 14:38

Kakha
მართალი უთქვამს იმ ახლობელს. "იელს" თავად გამოჰყავს ეგ რაღაცები და პატრონობა მერეც დასჭირდება, მაგრამ რაც იმ ნეკერჩხალს ფერი ედო, იმას ტყეში მხოლოდ შემოდგომაზე მიიღებს, იმას კი მთელი წელიწადი ეგრე ექნება. თუმცა იმათ მხოლოდ ხეები არა აქვთ - პატარ-პატარა რამე-რუმეებსაც ჰყიდიან გაზონების გასამწვანებლად. მართალია, ისინიც ძვირებია, მაგრამ ხელმისაწვდომი, და იმათ საყურადღებოდ ვთქვი, თუ ვინმეს დააინტერესებს-მეთქი.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ხეების დარგვა

Post by Varvara » 20 მარ 2007, 17:18

ამ საქმეში ცოტა მეც მესმის (გობემ სწორად გამოიცნო - მე მებაღედ ვმუშაობ ჩემს სამსახურში).

იელის წითელი ნეკერჩხალი მართლად ულამაზესი რამაა, მაგრამ საკმაოდ ძვირიც. ისე, იელში ყველაფერი ძალიან ძვირია, ძალიან.

არის უფრო იაფი ალტერნატივებიც - მე მაგალითად გირჩევდით წასულიყავით ნუცუბიძის მე-5 პლატოს ბოლოში მდებარე სანერგეში. კარგი ხალხი მუშაობს, ნორმალური ფასებიც აქვთ და თან ბევრ რამეს გჩუქნიან კიდეც.

ეხლა, ზუსტად, კარგი დროა იქ მისასვლელად.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ხეების დარგვა

Post by Mrs. Robinson » 20 მარ 2007, 17:51

ჩემმა ახლობლებმა ძალიან ლამაზი ხეები და სხვა მცენარეები შეიძინეს ბოტანიკურში რამოდინიმე წლის წინ, მათ შორის ნეკერჩხალი, ხოდა ეხლა აგარაკზე ულამაზესი ეზო აქვთ. კიდევ ბორჯობიდან ჩამოვიტანეთ ნაძვები. ნაძვი ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ მერე რა. ისეთი ბუთქნუნა ფორმები აქვთ, პატრაც მშვენიერია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხეების დარგვა

Post by guruli » 20 მარ 2007, 18:33

ჩემმა წინადადებამ ისეთი გაგრძელება მიიღო, აჯობებს, ფლორა და ფაუნაში გადავინაცვლოთ და ახალი თემა გავხსნათ. :D ან, ყიდვა-გაყიდვაში, მაგრამ რადგან საქმე მცენარეებს ეხება, ვფიქრობ, უფრო მაინც ფლორა ესადაგება.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ხეების დარგვა

Post by Mrs. Robinson » 20 მარ 2007, 18:43

ხო უნდა გადავინაცვლოთ!
თორემ კაუკასიკა აქეთ აღარ გვნახულობს :( , არადა ძალიან მინდა ნაძვებზე მოგვიყვეს, რა სახეობებია, საქართველოში რომელი ხარობს და საერთოდ, ამდენი პროფანი იქნებ დაგვაკვალიანოს...... :oops: :oops: :roll: :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხეების დარგვა

Post by guruli » 20 მარ 2007, 18:55

Mrs. Robinson, სორი - ოღონდ მაინც ბაზრობაში გავხსენი. რა ვიცი, გული ისე მითქვამდა, :wink: მაინც იქით გედეისროდენ მაგ თემას და ბარემ პირდაპირ იქინე წევეი. :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხეების დარგვა

Post by lama » 21 მარ 2007, 09:52

guruli

ანუ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინე ხომ ????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]