პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ
Posted: 15 ივნ 2009, 11:41
მოკლედ...
მეგრელებმა ასეთი ადგილის შესახებ მაცნობეს, რომ არსებობს ასეთი ადგილი "პაპანწყუ"...
ეს არის ხობი-ზუგდიდის გზაზე სოფელი ხამისყურის ასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში.
"პაპა" - ნიშნავს მღვდელს, ხოლო "ნწყუ" - ჩაძირვა.
ლეგენდის თანახმად, რომელიღაც მღვდელმა, ერთ დღეს, მუშებს ძაღლის ხორცი აჭამა, რის გამოც ის ღმერთისაგან დაისაჯა და მღვდელი, თავის საცხოვრებლიანად მიწაში შთაინთქა.
ამ ადგილას კი ტბა გაჩნდა, რომლის სიღრმეც არავინ იცის.
ისიც საინტერესოა, რომ ტბა არის შავი ფერის.
იქიდან არის კიდევ სავალი და ე.წ. ადგილი "პავილიონი", საიდანაც შავი ზღვაც კი მოჩანს.
ტყიანი და ლამაზი ადგილი ყოფილა, როგორც მითხრეს, თევზიც არის ამ ტბაში.
გზაში შეგვიძლია ჯიხაც ვნახოთ, რომელიც ხამისყურში მდებარეობს.
ამ ტურის განხორციელებას ივლისისათვის ვგეგმავ, სავარაუდოდ, პირველ ნახევარში.

თუ ვინმეს კიდევ რაიმე ცნობა გაქვთ ამ ადგილის შესახებ, იქნებ მაცნობოთ