აბუხალოს გამოქვაბულები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 11 ოქტ 2005, 19:10

უპირველეს ყოვლისა დიიიდი მადლობა გიორგი ბაგრატიონს გულშემატკივრობისთვის!!!
Kakha
ჩვენი გაჩერება იგეგმებოდა არა სოფელ აბუხალოში, არამედ ყველაზე ბოლო სოფელში (აღარ დავაზუსტე), რომელიც ნამდვილად არსებობს, ასევე არსებობს ის სახლი, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. (გასაღებიც კი მოვიძიეთ უკვე). ჩემი მეგობრები გაზაფხულზე წავიდნენ, ბოლომდე ვერ ავიდნენ! (მაშინ დიდი წვიმები იყო).

ამ მარშრუტის განხორციელება დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ საწუხაროდ შესაფერისი დრო მგონი ვერ შევარჩიე. თუ იწვიმა თქვენი ნივებიანად იქ დარჩებითო. შეცდომაში შემიყვანა ამინდის პროგნოზმა :cry: , "ოქტომბერი თბილი, უნალექო და მზიანი იქნებაო".

რადგან ჩვენი პრობლემა ძირითადად გზაა, კარვებით წასვლა-არწასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი მეჩვენება.....

მე ვიცი არ დამავიწყდება და გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში შევიკრიბოთ აბუხალოს დასალაშქრად.

User avatar
alkapone
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 13 ოქტ 2005, 13:42
Location: Tbilisi
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by alkapone » 19 ოქტ 2005, 12:47

ხალხნო არ გინდათ სადმე რომ წავიდეთ :o :o :o :o :o
მიფრთხილდით ხალხნო!!!!!!!!!!!!!!

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Giorgi Bagrationi » 08 იან 2006, 14:30

თუ აბუხალოში გადაწყვიტავთ წასვლას ერთ მარშრუტს შემოგთავაზებთ, რომელიც დიდი ხნის წინ მაქვს გავლილი (თან სხვა ხეობებსაც ნახავთ და ცოტა მუხლსაც გაშლით). კერძოდ:
გორიდან ადიხართ ტანას ხეობის ბოლო დასახლებულ სოფელ ლევიტანაში, სადაც რატომღაც თათრები ცხოვრობენ და პატარა უღელტეხილის გადასვლის შემდეგ აბუხალოში გადადიხართ. იქ ან კარვებში ათევთ ღამეს ანდა გამოქვაბულებში (ოღონდ წყალი თან უნდა აიტანოთ).
შემდეგ ტყემლოვანში ახვალთ (მონასტერ ქოზიფაში შეძლებთ ღამის გათევას) და ერთი უღელტეხილის გადასვლის მერე გუჯარეთის ხეობაში ამოყობთ თავს. მშვენიერი ბუნებაა და ტიმოთეს უბნამდე თუ ჩახვალთ და ღამეს გაათევთ, შემდეგ დღეს ბორჯომიდან თბილისში დაბრუნდებით. თავის დროზე ამ მარშრუტზე "პირველ მაისს" გავექეცით, ასე რომ გაზაფხულის II ნახევარში თოვლის არ უნდა შეგეშინდეთ. თუ გადაწყვეტთ რუკასაც მოგაწვდით.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 08 იან 2006, 17:00

Giorgi Bagrationi
გამოხმაურებისთვის და რჩევებისთვის დიდი მადლობა!!!!!!!!

მართლა საინტერესო ვარიანტს გვთავაზობ.
აბუხალოში წასვლა გადაწყვეტილია, წვიმებს რომ არ შეეშალა ხელი, ამ შემოდგომაზეც კი ვაპირებდით.... თუმცა სხვა გზით................

ეს ვარიანტი კი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. როგორც მივხვდი, სრული სამი დღეა საჭირო. როდესაც აბუხალოსთვის უშუალოდ მზადებას შევუდგებით, ალბათ კითხვები კიდევ გაჩნდება და შემოგეხმიანებით. რუკისთვის კი წიანსწარ დიდი მადლობა.................. :oops: :D

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by PINKY » 08 იან 2006, 18:32

Giorgi Bagrationi..

ვნახე რუკაზე.. მამეწანა..

ტყემლავანში რატომოვდივართ მაგასვერმივჰვდი..

პირდაპირ გუჯარეთში რამგადავიდეთ დამანდ გავათენათ არგამავა ? ? ?

მემგონი გზას შევიმოკლებთ ეგრე..

თან ბალადგეს სუდაგმართიქნება.. გრძელიგზაგვექნება და კაია..

:)
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 08 იან 2006, 19:21

Giorgi Bagrationi
მე პირადად მაინტერესებს ეგ მარშრუტი. ასე რომ როცა დრო მოახლოვედბა, სადღაც გაზაფხულის ბოლო, ივნისის დასაწყისი, რუკაზე შეგეხმინები.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 08 იან 2006, 20:18

PINKY
ალბათ თემისათვის ჯობდა დამერქმია "აბუხალოს გამოქვაბულები და ტყემლოვანას კომპლექსი", მაშინ მიზანი უფრო ცხადი იქნებოდა..........
არა, სამი დღე არ გვეყოფა. ოთხ-დღიანია!
თან ჩვენი ვერსია, მანქანებით წავალთო - გამოირიცხა.
მარშრუტი მეც ძალიან მომწონს! მოვდივარ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Gvalva » 08 იან 2006, 21:38

უნდა ვაღიარო რომ აბუხალოს გამოქვაბულებზე არაფერი გამეგო ამ თემის გახსნამდე, მარა მარშუტი ძალიან საინტერესო მეჩვენა!!

კალენდარი ვნახე, 9 მაისი სამშაბათია და დასვენების დღეა, 1 მაისს თუ იარეს, დაამატეთ ერთი კვირა და გლობალური დათბობა და წესით მშვენივრად უნდა ვიაროთ :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 09 იან 2006, 10:15

Gvalva
ეგ კარგი ვარიანტია.

მეორე ვარიანტი, მეც კალენდარში ვნახე 26 მაისი, პარასკევი, დასვენება და მერე შაბათ-კვირა. როგორც ინლისურად ამბობენ long weekend

აპრილის ბოლოს განვაახლოთ თარიღებზე საუბარი

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Giorgi Bagrationi » 09 იან 2006, 10:46

PINKY
ბოდიალა

ჩემი აზრით ტყემლოვან -ქოზიფიდან გადასვლა იმით ჯობია აბუხალოდან გადასვლას, რომ ჯერ ერთი ქოზიფას მონასტერსაც ნახავთ, რომელიც ტკემლოვანიდან ბევრად მაღლაა უღელტეხილისკენ და შესაბამისად გადასვლისას ნაკლები მანძილის გავლა გიწევთ და თანაც კარგი გზაა (ადრე სამანქანო იყო); მეორეც თუ აბუხალოდან გადახვალთ ტიმოთესუბნამდე 30 კმ-მდე გზა რჩება და თუ მანქანა არ წამოგეწიათ მომქანცველია, ქოზიფადან კი ნახევარი გზა გავლილი გექნებათ და ტიმოთესუბანში გაათევთ ღამეს.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 09 იან 2006, 11:46

google earth-ში ვნახე. თუ ძებნაში მისცემთ levitana, abukhalo, kimotesubani ამ სოფლებს თუ ნასოფლარებს გამოგიჩენთ. მერე შეგიძლიათ ჰორიზონტი შეცვალოთ და სამ განზომილებაში ნახოთ ის მთები რომელიც იქნება გადასავლელი.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by PINKY » 09 იან 2006, 14:27

Giorgi Bagrationi..

გასეგებ ია.. გასაგებ..

Image

Kakha..

google earth რაა ? ? ?

მეცმინდა..
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 09 იან 2006, 14:38

google earth აირს დედამიწის დიგიტალური გლობუსი, რომელიც როგორც ხვდები google-ის გაკეთებულია, კოსმოსური ოფტოების მეშვეობით. ამერიკისა და ევროპის ქალაქბს ზუმით იმდენად შეგიძლია მიუახლოვდე რომ მანქანებსა და ხალხსაც კი გაარჩევ. სქართველო ასეთი რეზოლუციის არაა, მარა მაინც კარგია. თანაც შეგიძლია სამგანზომილებიანი გახადო თუ ჰორიზონტის ხაზს შეცვლი.

როგორც google-ის დანარჩენი პროდუქტები ესეც უფასოა. თავად გუულის საძიებელში აკრიფე google earth და ჩამოტვირეთე.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by PINKY » 09 იან 2006, 14:49

ეეეჰ.. ეჰლამავძებნე მარრა.. რადგინდა..

Minimum configuration:
Operating system: Windows 2000, Windows XP
CPU speed: Intel® Pentium® PIII 500 MHz
System memory (RAM): 128MB
200MB hard-disk space
3D graphics card: 3D-capable video card with
16MB VRAM
1024x768, 32-bit true color screen
Network speed: 128 kbps ("Broadband/Cable Internet")

არმაქვს ვიდეაკარტა..

ლოლ..

მარრა არაუშამს.. ჩემძმასთან ჩამავტვირთამ..

Image
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Nika » 09 იან 2006, 19:51

PINKY
არმაქვს ვიდეოკარტა..
აბა მონიტორი სად გაქ მიერთებული? ინტეგრირებული თუ არის მაინც არის შანსი რო წაიღოს. ნუ ნელა იქნება მარა მაინც იქნება რა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]