აბუხალოს გამოქვაბულები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 01 ოქტ 2005, 21:26

ქარელის რაიონში, მიახლოებით მდინარე ძამას ხეობაში არის აბუხალოს გამოქვაბულები. მშვენიერზე კიდევ უფრო მშვენიერი ადგილი. :roll: :D
თუ ხართ ვინმე ნამყოფი?
15 ოქტომბერს, შაბათს, მოვაწყოთ ავტოტური. ვიცი რომ გზა არ ვარგა და მხოლოდ ნივებით თუ წავალთ. სამწუხაროდ მე ადგილი არ მექნება.
გამოთქვით თქვენი აზრი, მე კი გემშვიდობებით რამოდენიმე დღით!!!!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 03 ოქტ 2005, 20:36

დამავიწყდა მეთქვა, რომ გზად ვნახავთ მშვენიერ ორთუბანს, ძამას ხეობას თუ ავუყვებით არის ტყემლოვანას კომპლექსი, რომელიც მეც არ მინახავს, არადა ძალიან საინტერესო ყოფილა. გზადაგზა უამრავი პატარა და დიდი ეკლესიაა (ყინწვისიც მათ შორის), მე ჩემთვის საინტერესო ადგილები შევიტანე მარშუტში.

თუ დაინტერესდებით ორ-დღიანზე უნდა შემთანხმდეთ, ერთი დღეში გადარბენა გვექნება, იმიტომ რომ ფეხით სასიარულოც იქნება ორივე ადგილას.
მოიფიქრეთ...................

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 06 ოქტ 2005, 16:41

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი დუმილი, სამწუხაროდ, თანხმობის ნიშანი არააა!!!! :cry:
ორდღიანი ასეთ ამინდში უკვე არარეალურია, ერთ დღეში კი ვერ მოვასწრებთ... 15 ოქტომბრამდე ჯერ დროა!

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by toga » 07 ოქტ 2005, 08:58

იმიტომ დუმს ხალხი რომ წყალს მიაქვს საქართველო და თუ გამოვა სანამდე ამინდები დარწმუნებული ვარ მსურველები გამოჩნდებიან

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by David » 07 ოქტ 2005, 11:47

zura_wise wrote:იმიტომ დუმს ხალხი რომ წყალს მიაქვს საქართველო და თუ გამავა სანამდე ამინდები დარწმუნებული ვარ მსურველები გამოჩნდებიან
ვიზიარებ...
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 07 ოქტ 2005, 12:03

ხო ძალიან ცუდი სურათია!!!
სასოწარკვეთილია ხალხი!
ერთხელ რაჭის მიწისძვრის დროს სამსახურისთვის ნაყიდი ახალთახალი კარვები, პარალონები და საძილეები გავაგზავნეთ, მაგრამ სამწუხაროდ გზაში გააქრეს ყველაფერი... ღვთის ანაბარა არიან...

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by geosul » 07 ოქტ 2005, 16:47

:) გაუმარჯოს კაი ხალხს!
ძალიან კაი იდეები გაწუხებთ მაგრამ ამ წარღვნას თუ გადავურჩით მერე კი წავალთ აბა რა იქნება!
ეხლა ვზივართ მე და ერთი გოგო რომელიც ჩვენთან ერთად იყო დმანისში თეკლას + ი (გახსოვთ?) ჰოდა აი მან მომიტანა დღეს დმანის-ბოლნისის ვიდეოები და სურათები და ძაან გამახარა!
თუ შევძელი მსურველებს გამოგიგზავნით :)

კაი აბა წავედი !

ცუდია რომ ხვალინდელი დღე გეგმების და კაი მეგობრობის გარეშე ჩაივლის !

კარგად!
გაუმარჯოს კაი ხალხს

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 10 ოქტ 2005, 15:24

გთავაზობთ აბუხალოს ახალ ვარიანტს.
მივდივართ ჩვენი მანქანებით, მიგვაქვს საძილეები, კარვები - არა, რადგან ღამე ვრჩებით ერთ-ერთ სახლში.

მარშრუტი ზემოთ უკვე მივუთითე: მივდივართ აბუხალოში, მანქანებს ვტოვებთ და ფეხით ავდივართ გამოქვაბულებში, მეორე დღეს ტყემლანას კომპლექსს ვნახულობთ. ორთუბანი ჯობია უკანა გზაზე ვნახოთ.

მე ამ კვირას შუამთაში ვიყავი და ძალიან ციოდა, ამიტომ კარავში დაძინება უკვე მგონი გამორიცხულია. თუმცა ისეთი მშვენიერი დროა და ისეთი სილამაზეა ირგვლივ, აუცილებლად ზღაპრულ მოგონებად დაგვრჩება ეს ლაშქრობა!!!!!!!!!!!!!! :D
მე 14-ში არ ვიცი ვისვენებ თუ არა. მაშინ იქნებ სამი დღით მოვახერხოთ წასვლა.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 10 ოქტ 2005, 15:44

ჰო დამავიწყდა მეთქვა, რომ გამყოლობას ერთი ჩვენი მეგობარი და დიდი მოლაშქრე გაგვიწევს, ასე რომ დაკარგვის ნუ შეგეშინდებათ. :D :D :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 10 ოქტ 2005, 16:26

თუ შევძელი აიცილებლად წამოვალ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს რომ 15-ში მუშაობა მომიწევს - ხანდახან ხდება ხოლმე. საბოლოოდ ვმუშაობ თუ არა გავიგებ მხოლოდ ხუთშაბათს. თუ ყველაფერი კარგად იქნა შეიძლება ბოლო წამს შემოგიერთდეთ ნივაც მყავს და საძილეებიც მაქვს.

zure
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 10 ოქტ 2005, 14:27
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by zure » 10 ოქტ 2005, 16:47

tanxa ra jdeba?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 10 ოქტ 2005, 17:02

ღამის გათევაში 10 ლარზე მეტს ნამდვილად არ მოგვთხოვენ. დანარჩენი გზის და საჭმლის ხარჯებია. შენი მანქანით მოდიხარ? თითოეული მანქანის ხალხი თვითონ დადებს ბენზინის ფულს. საჭმელზე მოვილაპარაკებთ.

zure
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 10 ოქტ 2005, 14:27
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by zure » 10 ოქტ 2005, 17:09

tu samsaxurma ar shemishala xeli mashin ki

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Mrs. Robinson » 10 ოქტ 2005, 19:53

Kakha
ნეტავ წამოხვიდეთ, ძალიან გამიხარდება.
ელისოს დიდი მადლობა - მისი რჩევით, ამ შაბათს წავედით კახეთში, გურჯაანის ყველაწმინდაში და ისე მომეწონა, კინაღამ იქ დავრჩი. (ეხ, ვინ დამტოვებდა!!!)
არ მეგონა თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა....

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუხალოს გამოქვაბულები

Post by Kakha » 11 ოქტ 2005, 12:27

დღს დილას დამირეკა ჩემმა მეგობარმა გიორგი ბაგრატიონმა. კარავში შემოუხედავს როგორც სტუმარს და ამ მარშრუტზე მითხრა - რაც იქ იეწერა ისეთი შთბეჭდილება დამრჩა რომ მეგზური კარგა ხანია აღარ ყოფილა მანდეთო. თვითონ გიორგი დაახლოებით ერთი თვის წინ იყო.

მოკლედ გიორგიმ როგორც თქვა თავად სოფელი აბუხალო აღარ არსებობს. შესაბამისად იქ სახლშჳ გაჩერა არ გამოვა. გადასახვევიდან აბუხალოსკენ ძალიან ცუდი გზაა და თუ ოდნავ ნაწვიმარი მაინც იქნა ნივებსაც კი გაუჭირდებათ გასვლაო.

ტყემლოვანისკენ უფრო მარტივია გასვლა.

ასევე გიორგის რჩევით თუ კარვებში ძილი არ გაშინებთ შეიძლება დაბანაკდეთ ბატეთის ტბასთან, რომელიც ტბეთის მონასტირდან სულ ორიოდე კილომეტრშია, არის ლამაზი და ბუნების ძეგლია, რადგან მან შემორჩენილან ბლომად ტრიტონები, რომლებიც წითლ წიგნშია შეტანილი.

ნამდვილად შემშურდება თქვენი თჲ წასვლა ვერ მოვახერხე არადა ეგეთი პირი უჩანს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]