Page 1 of 3

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 02:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
არ ვიცი, ბულბულის ციხე რა არის, სად არის.
არასოდეს გამიგია.

ეგეაა, ქართველ მელექსეს გოგლა ლეონიძეს ლექსი აქვს დაწერილი "ბულბულის ციხე".
საბერძნეთის სიამაყეს - მანოლეს გლეზისს მიუძღვნა.

აბა, ეს ლექსი წაიკითხეთ:

ბულბულის ციხე

ბულბულის ციხე, ბულბულის ციხე,
ბულბულის ციხე გასაგონია?
შესტყორცნის ჰანგებს უღრუბლო ცისკენ,
მღერის, რაც ჩვენთვის სავარგონია!
ბულბულს რათ უნდა ციხე, მითხარი,
კედლების სისქე, ბორკილის სისქე?
იგი ხომ არი სტვენით მდიდარი,
გვეპატიჟება ცისკრისას ცისკენ!
თუ კაცუნა ხარ, თუ დაჩიავდი,
მაშინ გწამს ბნელის გარდუვალობა;
მაგრამ რათ უნდა ბულბულს წყვდიადი,
მას უყვარს ვარდი, მთვარე, გალობა.
სიტკბოს რაკრაკის ნარნარ ნაკადში,
ვინ არის, ვინა, გულს რომ გვიბანგებს?
რა შეაჩერებს ბულბულის ჰანგებს?
ასი ციხე რომ აუგონ განგებ?
მთებს აამღერებს, ტყეებს და მინდვრებს
ჩარხი მიწისა ტრიალებს ვიდრე...
ბულბულს რათ უნდა ციხე, მითხარი,
შმორი, წყვდიადი, პირქუში ციხე?
დამდუღრებული უნდა სიტყვანი,
დაბროლებული, უმანკო სივრცე.
და ყელში, ყელში ოქროს ძაფები,
ოქროს გულიდან ოქრო რომ მისცეს,
ერთი სიმღერა მხოლოდ ნაქები,
გულმისწრაფებით წასული მზისკენ!..
შეჰხედე ციხეს, თუ ხარ მჭვრეტელი,
დახე, სიმღერამ რა უყო ციხეს?
მისთვის დამდნარა ციხის კედელი
და საძირკველი ოდესღაც მტკიცე.
უკვდავ სიმღერას რა გააჩერებს,
გინდაც ქვეყანა აქციონ ციხედ?..
პატიმარ ბულბულს ვინ დააჯერებს
სიკვდილში? თუ კი გულზე სხივს იხვევს.
არ ეშინია მწარე ეკლისაც,
ოქროს ზვირთებში ხმას გააცურებს,
თუ თვალი ბნელით ამოეგლისა,
მაინც სიცოცხლეს დაადასტურებს.
სიმღერის გამო ვინ გაარისხეს,
ბულბულის ციხე ვის აუგია?
რა აუგია "ბულბულის ციხე",
მაგრამ ბულბული ვის არ უქია?
ვინ არი მისი შეუსმინარი,
მიწა თუ ცათა ლურჯი მინარი?
თუ არა კაცი შლეგი, თავნება,
უგუნურობის ამპარტავნება

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 02:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
გოგლას ლექსით ვერ დავადგინე, სად უნდა იყოს ბულბულის ციხე.
არის კი? თუ ის, უბრალოდ, მითიური ციხეა?
თუ ასეთი ძეგლი არსებობს, მით უფრო, საქართველოში, ეგებ წავიდეთ.
თუ ვინმემ რამე იცით, გაგვიზიარდით

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 02:52
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO


ვაა... მართლაც საინტერესოა...


აბა, გოგა დატრიალდი კი არა და დავტრიალდეთ და გავარკვიოთ...


:D

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 03:03
by bela
სავარაუდოდ, ~ბულბულის ციხე~ პოეტური სახეა,
თითქოს ბარათაშვილთან გადაძახილს ჰგავს , ~რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული~ და ზოგადად, დატყვევებული ბულბული ქართულ პოეზიაში წართმეული თავისუფლების სიმბოლო იყო, ზოგჯერ ფიზიკურ და ზოგჯერ სულიერ ასპექტში.
რა ვიცი, აბა, დავძებნოთ...

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 08:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
bela wrote:სავარაუდოდ, ~ბულბულის ციხე~ პოეტური სახეა,
თითქოს ბარათაშვილთან გადაძახილს ჰგავს , ~რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული~ და ზოგადად, დატყვევებული ბულბული ქართულ პოეზიაში წართმეული თავისუფლების სიმბოლო იყო, ზოგჯერ ფიზიკურ და ზოგჯერ სულიერ ასპექტში.
რა ვიცი, აბა, დავძებნოთ...
რაღაც საინტერესო ამბობ.
შესაძლოა, ასეც იყოს. პოეტს 1 ადგილას "ბულბულის ციხე" ბრჭყალებში უწერია, რაც, შესაძლოა, სწორედ
წართმეული თავისუფლების მეტაფორაა.

რა აუგია "ბულბულის ციხე",
მაგრამ ბულბული ვის არ უქია?


თუმცა, სხვაგან ბრჭყალები არ აქვს, რაც, მაფიქრებინებს, რომ ბლბულის ციხის არსებობა შესაძლებელია.

არ ვიცი, არა.
ამ ციხის თაობაზე არაფერი გამიგია

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 09:45
by გვალდა
ვიკიპედია გვამცნობს:

ბულბულის ციხე - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. მდებარეობს ქვიშხეთიდან იმერეთში მიმავალ გზაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. აგებულია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული გოდოლის ნაშთი. დასავლეთ ნაწილში და სამხრეთის სათოფურებიანი კედელი (სიმაღლე 5 მეტრი, სიგრძე 35 მეტრი; კედლის სისქე ზედა ნაწილში 1,2 მეტრია, ქვედაში - 2 მეტრი). ციხე მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებიბა იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე

ასევე კარავის ძველი თემიდან ამონარიდი:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=14500
ლეგენდა

ქვიშხეთიდან 4კლ.ში არის სოფელი ბულბულის ციხე,მისი ისტორია ასეთია:სოფელში ოდესგაც ცხოვრობდა ულამაზესი ქალი,რომელიც საოცრად მგეროდა.ომიანობის დროს ციხეში შეფარებულ ხალხს ატკბობდა თაცვისი საოცარი ხმით,რის გამოც შეარქვეს ბულბუია და სოფლის სახელიც მომდინარეობს მანდედან.სოფელში არის ძველი ციხის ნანგრევი.საოცარი ბუნებაა.ერთერთი მთაწმინდაც მანდაა

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 12:22
by Katy
უი ახლოს ყოფილა ხალხო, წავიდეთ რა! :)

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 14:26
by zika
GAMARJOBA SAKARTVELO

მე ვატყობ დიდი ციხების დამბყრობის სახელს დაიმკვიდრებ :lol:

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 14:38
by Nika
ბულბულისციხედან გადადის გზა ნუნისში :D პირდაპირზე 6 კილომეტრია.

აი ეს გასვლა სწორედ ბულბულისციხიდან დავიწყეთ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=641

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 14:51
by Truli
Nika
ვახ რა კარგია. ქვიშხეთი, ბულბულისციხე - ნუნისი, მსვენიერია!

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 04 თებ 2009, 17:47
by Nika
შესაბამისად გირჩევთ სადღაც შუა მაისის შემდეგ წახვიდეთ. მაისის ბოლომდე ყვავის მანდ იელი და ძაან ლამაზია იქაურობა. მანამდე ჯერ სიმწვანე არ იქნება.

პ.ს. ცხადია ბულბულისციხე-ნუნისი მარშუტი ვიგულისხმე.

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 05 თებ 2009, 00:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა გვალდას.
ფოტო არ ჰქონდა "ვიკიპედიას"?
Katy wrote:უი ახლოს ყოფილა ხალხო, წავიდეთ რა! :)
წავიდეთ. მეც მაგას არ ვამბობ?

Nika
ვაჰ, მშვენიერია.
მერე, როდესაც თემას გავხსნით, რჩევებით შემოგვეწიე, რა

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 05 თებ 2009, 00:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
zika wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მე ვატყობ დიდი ციხების დამბყრობის სახელს დაიმკვიდრებ :lol:
აბა, ვნახოთ.
უკვე 8 ციხესიმაგრე ვნახე.
ცხადია, საგუშაგო კოშკებს არ ვგულისხმობ.
აი, ბულბულის ციხე, არ ვიცი, მერამდენე იქნება

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 08 თებ 2009, 14:42
by guruli
ბულბულის ციხეზე ინფორმაციების დადება დაუსწრია უკვე გვალდა-ს. მაქეთ სანათესაო მყავს - თუ რამეს დაზუსტება გინდათ, შემიძლია დახმარება.

ბულბულის ციხე - აბა, სად არის, როდის წავიდეთ?

Posted: 09 თებ 2009, 13:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote:მაქეთ სანათესაო მყავს - თუ რამეს დაზუსტება გინდათ, შემიძლია დახმარება.
დაგვჭირდება შენი დახმარება.
რომ წამოხვიდე, ძნ კგ იქნება