Page 1 of 4

თევზტური ბრუნდება

Posted: 28 იან 2009, 14:32
by ARCHILI
საფუძველი:
Gvalva wrote: არჩილ აბალდენნიმ რომ ერთხელ სათევზაოდ წაგვიყვანოს კარაველები, დებიუტი იქნება, განსხვავებული აქტივობა იქნება, დაჭერილ თევზს ხომ უნდა ღამე შეწვა? ღამე კარავში იქნება, სისხამ დილის ფოტო იქნება...

მოტივაცია:


ვემორჩილები ადმინს...


თქვენი ხმალი და ჩემი კისერი...

კარაველი (თუ ყოფილი - რა ვიცი - აღარ შემოდიან და... :roll: :roll: :roll: ) მეთევზეები ძალიან ზემოდან გვიყურებენ და აი, ისე.. პროფესიონალი მომღერლები ფინაჩებს რომ არ აუყოლებენ ხოლმე ხმას, ეგრე რა...

:wink:

ჰოდა, ისევ ფინაჩებმა "ვიმღეროთ" ანუ მივეხდოთ ამ საქმეს...

არსებული პროცესების მონიტორინგი:


მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხს ასე მუქ ტონებში მაინც არ ჩაუვლია და საძირკველი ჩაყრილია, შეგახსენებთ საკითხის მიმართ კარავული აქტივობების მთელ რიგს:

1. ბაზალეთზე აბალდუიმ (როგორც თქვენ უწოდებთ არჩილ აბალდენნიმ :wink: ) თავის მიერ დილით დაჭერილი შამაია ამოიტანა და კარაველებს მიართვა ახალმოხარშული ვაზის ფოთოლში გახვეული, კარაველეს მოეწონათ (თუ სწორად მახსოვს) :)

2. სიონზე (მე მაშინ იქ არ ვყოფილვარ) მგონი ჯნოსმა და სასტავმა მოაწყვეს ექსპრომტ ფიშ-ფართი, რეპორტაჟები სამწუხაროდ არ გაკეთებულა...

3. კახისზე ლაშქრობის იდეა სწორედ ამ მიზნით გაჩნდა და განხორციელდა კიდეც, მაგრამ... დიდი თევზი მაშინ არ დაგვხვდა, მხოლოდ წერილი დაწერა, არ მცალია, სხვა დროს გამოიარეთო... თვით ტორო იყო მაშინ ჩვენთან ერთად, რომლის აღჭურვილობის ზიდვა ყველა კარაველს მკვეთრად და მძიმედაც გვახსოვს :wink: ტორომ დაიჭირა წყლის კუ, მე - რამდენიმე ცალი თევზი :wink: დაახლოებით ცერა თითის ხელა :lol: , ამასთან დაკავშირებით, პრიზიც მივიღე თევზის კონსერვი (შეგიძლიათ იხილოთ კახისის თემაში)

და, რაც მთავარია, ცნობილია თევზაობის მოყვარულობით (თუ სწორად მახსოვს) ხაო, ასევე დრამერა და ზვიოსული (თევზაობით ცნობილი არაა, მაგრამ კახისზე ანკესი მაგის თხოვნით წავიღე)...


I რიგის ამოცანები:


აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯობია, ამ საკითხს ახლავე და ნელ-ნელა მივხედოთ... განვსაზრვროთ აქტივობის დრო, პერიოდი, კრეატივი, მრავალფეროვნება, სიუჟეტური და წარმომადგენლობითი პარამეტრები და ა.შ.

მოკლედ...

იდეები...

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 00:56
by ARCHILI
ქავთარაძის პოსტი ვნახე თევზაოებბში - ეგ კაცი აქ ძალიან მნიშვნელოვანია...


დაგვჭირდება მისი დახმარება...


ეგება ნელ-ნელა მსურველებმა იდეები ჩამოყარონ, სად შეიძლება ასეთი გასვლა მოეწყოს...

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 01:24
by paata_
მე კალმახზე თევზაობა შემიძლია შემოგთავაზოთ ფშავში, კაი ადგილები ვიცი

ოგონდ ალბათ უფრო გაზაფხული-ზაფხულში

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 01:25
by ARCHILI
paata_ wrote:მე კალმახზე თევზაობა შემიძლია შემოგთავაზოთ ფშავში, კაი ადგილები ვიცი

ოგონდ ალბათ უფრო გაზაფხული-ზაფხულში
მაგარია ძმა-ჯან...

ჯიგარ...

ეგეც ერთი...

:wink:

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 01:25
by lama
paata_ wrote:მე კალმახზე თევზაობა შემიძლია შემოგთავაზოთ ფშავში, კაი ადგილები ვიცი

ოგონდ ალბათ უფრო გაზაფხული-ზაფხულში
და სვანეთში, რატომ ვერ დაიჭირე????

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 01:42
by MIRANDA
ARCHILI
იდეებით დიდად ვერ დაგიდგებით მხარში, მაგრამ სხვა მხრივ თქვენს გვერდით მიგულეთ :D

ჰოდა, პერიოდი - გაზაფხულის ბოლო რააა :roll:

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 12:30
by Nini_A
ARCHILI
ვა უმშვენიერესი იდეაა

MIRANDA
ძალიან მიყვარს თევზაობის ყურება ჭვრიტინი ხოლმე ხოლმე ხოლმეეეე :wink:
ხოდა თუ მეცლება წამოვალ ხომლე ხომლე ხომლე :P
ეგება და ვისწავლოთ კიდეც ჰაა :lol:

paata_
შენ გაიხარე ფშავს არ ვიცნობ თან ხოდა აბა შენ იცი

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 13:59
by tamuna_gudarexi
ჰეე, რა კარგია! თევზაობა მიყვარს... მაგრამ რადგან აქამდე სხვების ანკესებით ვსარგებლობდი, წავედი ახლა, ვიყიდო საკუთარი ანკესი...
ამ საკითხზე რჩევებსაც წავაწყდები ალბათ შესაბამის განყოფილებაში? :roll:

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 15:23
by Truli
კოცონი, კარავი, მდინარე კარგია...
მაგრამ ცოცხალის მხიოლოდ ჩვენს გასართობად მოკვლა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 15:39
by Katy
მეც წამოვალ დიდი სიამოვნებით თუ მეცლება!

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 15:44
by ZVIOSULI
თევზის გვამის მჭამელები :D

თქვენ რომ ვინმემ კაუჭი ლოყაში გამოგდოთ
აგათრით კოსმოსში და მზის რადიაციაზე შეგწვან ჰა?






ასეტრინიც ჩემი ხელით დაჭრა მინდოდა სულ..... :|

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 16:38
by ARCHILI
Truli


გასართობად კი არა - საკვებად...

:wink:

თევზტური ბრუნდება

Posted: 30 იან 2009, 17:15
by L-O-M-I
ARCHILI
საკვებად ჯანდარაზეა კარგი :) გინდა ანკესით და გინდა ბადით :)

თევზტური ბრუნდება

Posted: 31 იან 2009, 09:51
by Gvalva
რა ვქნა, მევალბა ამის თქმა და რა ვუყო??

ეს იდეაა თუ გეგმა??

გეგმა გახდება როცა თარიღი ექნება კონკრეტული

მაგრამ რაცაა კარგია :)

თევზტური ბრუნდება

Posted: 31 იან 2009, 23:52
by ARCHILI
Gvalva wrote:რა ვქნა, მევალბა ამის თქმა და რა ვუყო??

ეს იდეაა თუ გეგმა??

გეგმა გახდება როცა თარიღი ექნება კონკრეტული

მაგრამ რაცაა კარგია :)

თარიღი არის 2009 წელი...

პარასკევი, შაბათი, კვირა...

პარასკევს საღამოს წავალთ ან შაბათ დილით...

და კვირა საღამოს ჩამოვალთ, ალბათ 11 საათისათვის...

მეთი რაღა დავაკონკრეტო? საათებიც კი დავაზუსტე :wink:

:wink:

ისე კი , ჯობია, იდეებში გადასვა შენი ლამაზი ხელით და ეს პოსტიც და ამის წინაც მიაშალო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება...

კარგი?

:)