ეგვიპტე კარავული გასვლით

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by optimisti » 22 იან 2010, 15:36

ეგვიპტეში მოგზაურობაზე რამდენჯერმე და აქტიურად იყო ლაპარაკი კარავზე, კარვული გასვლაც იგეგმებოდა და ალბათ შედგება კიდეც, ამიტომ ვწერ ჩემს გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა სხვებსაც გამოადგეთ. (ოღონდ ვგულისხმობ დამოუკიდებელი მოგზაურობის მოყვარულთ და არა მათ ვისაც All inclusive უყვართ)
1. ვიყიდე მხოლოდ მგზავრობის ღირებულება 150 ევროდ (ორივე მიმარულება, შედიოდა აეროპორტის მოსაკრებელიც).
2. შარმ ელ- შეიხში ვიყიდე სასტუმრო დასაწყიხი 3 დღე და ბოლო 1 დღე - ღირებულება 154 დოლარი; ამ დროის განმავლობაში შევძელი წავსულიყავი იორდანიაში პეტრას სანახავად, :!: :!: ფოლკლორული ცეკვების საღამოზე და ვისიამოვნე მარჯნის რიფების თვალიერებით მინის ძირიანი ნავიდან). :!: :!: . ბოლო დღე, რომელიც წმ. ეკატერინეს მონასტრისთვის მქონდა განკუთვნილი ვერ შედგა უდაბნოში ძალზე იშვიათი კოკისპირული წვიმის გამო. :cry: :cry:
3. ავტობუსით წავედი ქაიროში, სადაც 3 ღამე გავათიე უფასოდ www.couchsurfing.org-ის მეშვეობით. ამ ხნის განმავლობაში ვინახულე პირამიდები, კოპტური კაირო - კოპტების მუზეუმი, ე.წ. დაკიდული ეკლესია, წმ. გიორგის, წმ. ბარბარას ეკლესიები და ბენ-ეზრას სინაგოგა (რომელიც ლეგენდის თანახმად აშენებულია იმ ადგილას სადაც იპოვეს კალათში მწოლარე ჩვილი მოსე და თითქოს ის კალათაც აქვთ შემონახული, მაგრამ არ აჩვენებენ). ვნახე ქაიროს ციტადელი მშვენიერი მეჩეთით (სახელი დამავიწყდა) და მუჰამედ ალის სასახლით, ასევე სამხედრო მუზეუმით, სადაც ჩემი აზრით არასათანადო პატივი აქვს მიგებული ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მამლუქ მურად ბეის, ხოლო მეორე, ასევე ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მამლუქი იბრაგიმ ბეი ხომ საერთოდ ნახსენებიც კი არაა.
მოვასწარი მენახა ალ-აზარ-ის მეჩეთი და ქაიროში უმშვენიერესი სულთან ჰასანის მაჩეთი. ასევე ცნობილი ხან ილ-ხალილის ბაზარი (ამით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ) და რა თქმა უნდა ეგვიპტური მუზეუმი :!: :!: :!:
მატარებლით წაედი ალექსანდრიაში სადაც ვინახულე კატაკომბები და სამეფო განძეულის მუზეუმი.
ასევე მატარებლით (ოღონდ ღამის ) გავემგზავრე ასუანში, სადაც ვნახე ნუბიელთა მუზეუმი, ნუბიელთა სოფელი და ასუანის მუზეუმი სპილოს კუნძულზე. ვნახე ასუანის კაშხალიც (სულ რაღაც 2 ეგვიპტურ ფუნტად (0.5 დოლარზე ნაკლებია) ადგილობრივი ავტობუსის და მარშრუტკის გამოყენებით);
ასუანიდან მატარებლით გავემგზავრე ლუქსორში სადაც ვნახე დიდებული ძველეგვიპტური კულტურა თავის ორიგინალურ ადგილას - ლუქსორის ტაძარი :!: :!: და კარნაკი. ჰატშეფსუტის ტაძრის ნახვაც კი მინდოდა (და არც ისე პრობლემური იყო),მაგრამ ვეღარ შვძელი ქანცის გაწყვეტის გამო.....
მთელი ეს მოგზაურობა დაჯდა დაახლოებით 350 დოლარი.
ჰო 2 დღე პლაჟზე ნებივრობაც მოვასწარი დასაწყისში და დასასრულს.
ეგვიპტეში გამგზავრების მსურველთაგან თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი გამოცდილება, მიმსახურეთ.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Giorgi Bagrationi » 22 იან 2010, 17:48

ძალიან კარგად მოგიხერხებია და თუ დრო გამოვნახე აუცილებლად მოგბაძავ.
მაინტერესებს. იორდანიაში გადასვლისთვის ვიზა აქედანვე უნდა გქონდეს თუ იქვე იძლევიან?

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by t.d » 22 იან 2010, 18:04

ძალიან მააგრი იქნება, ჩემი უახლოესი მეგობარი იქ არის 9 თვე მოუწევს ნებივრობა, მისი და კი 2 დღის წინ წავიდა, თუ ფასები გაინტერესბს მეტყვის ეს გოგო რა დაუჯდა გზა და ასე შემდე.

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 22 იან 2010, 18:06

optimisti
ნანა, ძალიან საინტერესოა, რამდენი რამის ნახვა მოგიხერხებია :shock: ფასებიც შთამბეჭდავად იაფია :D ეგვიპტეში აუცილებლად ვაპირებ წასვლას, თუ რამეა, გკითხავ რაღაცეებს :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Int3lig3nt » 22 იან 2010, 18:16

optimisti
შენ რა მაგარი ყოფილხარ :)
ვიყიდე მხოლოდ მგზავრობის ღირებულება 150 ევროდ
სად? როგორ :)?

ინგლისური ენა გეყო ყველაფრისათვის?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by guruli » 22 იან 2010, 22:39

optimisti - კეთილი შურით მშურს შენი, რამდენი რამე გინახავს და ასე იაფად.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by lama » 23 იან 2010, 01:46

optimisti
დაგიკავშირდები

მოვიხიბლე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by natalia » 23 იან 2010, 13:52

optimisti
გაოცებული ვარ ესე იაფად თუ შეიძლებოდა ეგვიპტეში მოგზაურობა არ ვიცოდი. :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Gvalva » 23 იან 2010, 15:03

optimisti

სწორედ ასეთი მოგზაურობა მინდოდა ეგვიპტეში, ნუ, არა მარტო ეგვიპტეში, რატომღაც ასე მგონია რომ 25 რუს-ქართველ ან ამდაგვარ ადამიანეთან ერთად 7 დღე მოგზაურობით იქაურობისას ვერაფერს გაიგებ :)

სწორედ სარეისო ტრანსპორტით მგზავრობა ვიკითხე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საშიშიაო მოთხრეს

შენ რატომ არ შეგაშინეს, ან უფრო სწორედ, რატომ არ შეგეშინდა? :) :D

ნუ, ნანახი ადგილების რეპორტაჟი ხომ გვინდა :), და კიდევ "სხვანაირი" ამბებიც მაინტერესებს

აბორიგენებთან რა ენაზე კონტაქტობ? იქაურ მატარებელში, ავტობუსში და სამარშუტოში რა ხდება? კარტახენას ავტობუსს გავს თუ რამე თანამედროვეა? ასე მოსეირნე არა-არაბებს რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

ამ ყველაფერზე შენმა ჰოსტმა დაგაკვალიანა თუ ასე დალაგებული წახვედი აქედანვე? :) ინგლისური იცოდა? არაბი იყო? და მისი სახლი როგორი იყო?

მოკლედ, ბოდიში და, ბევრი რამე მაინტერესებს :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 იან 2010, 07:19

optimisti wrote:ეგვიპტეში მოგზაურობაზე რამდენჯერმე და აქტიურად იყო ლაპარაკი კარავზე, კარვული გასვლაც იგეგმებოდა და ალბათ შედგება კიდეც, ამიტომ ვწერ ჩემს გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა სხვებსაც გამოადგეთ. (ოღონდ ვგულისხმობ დამოუკიდებელი მოგზაურობის მოყვარულთ და არა მათ ვისაც All inclusive უყვართ)
1. ვიყიდე მხოლოდ მგზავრობის ღირებულება 150 ევროდ (ორივე მიმარულება, შედიოდა აეროპორტის მოსაკრებელიც).
2. შარმ ელ- შეიხში ვიყიდე სასტუმრო დასაწყიხი 3 დღე და ბოლო 1 დღე - ღირებულება 154 დოლარი; ამ დროის განმავლობაში შევძელი წავსულიყავი იორდანიაში პეტრას სანახავად, :!: :!: ფოლკლორული ცეკვების საღამოზე და ვისიამოვნე მარჯნის რიფების თვალიერებით მინის ძირიანი ნავიდან). :!: :!: . ბოლო დღე, რომელიც წმ. ეკატერინეს მონასტრისთვის მქონდა განკუთვნილი ვერ შედგა უდაბნოში ძალზე იშვიათი კოკისპირული წვიმის გამო. :cry: :cry:
3. ავტობუსით წავედი ქაიროში, სადაც 3 ღამე გავათიე უფასოდ www.couchsurfing.org-ის მეშვეობით. ამ ხნის განმავლობაში ვინახულე პირამიდები, კოპტური კაირო - კოპტების მუზეუმი, ე.წ. დაკიდული ეკლესია, წმ. გიორგის, წმ. ბარბარას ეკლესიები და ბენ-ეზრას სინაგოგა (რომელიც ლეგენდის თანახმად აშენებულია იმ ადგილას სადაც იპოვეს კალათში მწოლარე ჩვილი მოსე და თითქოს ის კალათაც აქვთ შემონახული, მაგრამ არ აჩვენებენ). ვნახე ქაიროს ციტადელი მშვენიერი მეჩეთით (სახელი დამავიწყდა) და მუჰამედ ალის სასახლით, ასევე სამხედრო მუზეუმით, სადაც ჩემი აზრით არასათანადო პატივი აქვს მიგებული ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მამლუქ მურად ბეის, ხოლო მეორე, ასევე ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მამლუქი იბრაგიმ ბეი ხომ საერთოდ ნახსენებიც კი არაა.
მოვასწარი მენახა ალ-აზარ-ის მეჩეთი და ქაიროში უმშვენიერესი სულთან ჰასანის მაჩეთი. ასევე ცნობილი ხან ილ-ხალილის ბაზარი (ამით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ) და რა თქმა უნდა ეგვიპტური მუზეუმი :!: :!: :!:
მატარებლით წაედი ალექსანდრიაში სადაც ვინახულე კატაკომბები და სამეფო განძეულის მუზეუმი.
ასევე მატარებლით (ოღონდ ღამის ) გავემგზავრე ასუანში, სადაც ვნახე ნუბიელთა მუზეუმი, ნუბიელთა სოფელი და ასუანის მუზეუმი სპილოს კუნძულზე. ვნახე ასუანის კაშხალიც (სულ რაღაც 2 ეგვიპტურ ფუნტად (0.5 დოლარზე ნაკლებია) ადგილობრივი ავტობუსის და მარშრუტკის გამოყენებით);
ასუანიდან მატარებლით გავემგზავრე ლუქსორში სადაც ვნახე დიდებული ძველეგვიპტური კულტურა თავის ორიგინალურ ადგილას - ლუქსორის ტაძარი :!: :!: და კარნაკი. ჰატშეფსუტის ტაძრის ნახვაც კი მინდოდა (და არც ისე პრობლემური იყო),მაგრამ ვეღარ შვძელი ქანცის გაწყვეტის გამო.....
მთელი ეს მოგზაურობა დაჯდა დაახლოებით 350 დოლარი.
ჰო 2 დღე პლაჟზე ნებივრობაც მოვასწარი დასაწყისში და დასასრულს.
ეგვიპტეში გამგზავრების მსურველთაგან თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი გამოცდილება, მიმსახურეთ.
ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია.
ყოჩაღი გოგო ხარ.
სასიამოვნოდ გამაკვირვა იმან, რომ ეს ყველაფერი, +ს, იორდიანია, 350 დოლარზე მეტი არ დაჯდა.
პეტრას ნახვა იაფი სიამოვნება არ არის.
შარმ ელ შეიჰიდან ავტობუსით და გემით უნდა იმგზავრო.
მე პეტრა ძვირი დამიჯდა, რადგან ეტლი, აქლემი და სახედარი გამოვიყენე და თან, საჭმელიც ვერ ვიყიდე.
ეგვიპტის შიგნით მუგზაურობა იაფია.
მახსოვს, ქაიროში ტაქსის მთელი დღით დაქირავება 20 დოლარი ღირდა.
ისიც კი მითხრეს, ძვირიაო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 იან 2010, 07:24

Giorgi Bagrationi wrote:მაინტერესებს. იორდანიაში გადასვლისთვის ვიზა აქედანვე უნდა გქონდეს თუ იქვე იძლევიან?
საქართველოს მოქალაქეს ვიზის აღება იორდანიის საზღვარზე შეუძლია.
გადასვლა მოსახერხებელია ეგვიპტიდან და ისრაელიდან.
სასურველია, გქონდეს იმ ქვეყნის 2ჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა, საიდან იორდანიაში შესვლას აპირებ.
თუ ამის პრობლემაა, საკითხს ადგილობრივი ტურისტული კომპანია (ეგვიპტური ან ებრაული) უპრობლემოდ აგვარებს.
ტური 1 და 2 დღიანია.
პეტრა - ეს სა20არი ადგილია დედამიწაზე, ბუნებისა და ადამიანის უნიკალური 1ობლივი ქმნილება.
ის, უბრალოდ, ყველამ უნდა ნახოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by optimisti » 25 იან 2010, 17:04

Gvalva wrote: სარეისო ტრანსპორტით მგზავრობა ვიკითხე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საშიშიაო მოთხრეს

შენ რატომ არ შეგაშინეს, ან უფრო სწორედ, რატომ არ შეგეშინდა? :) :D

ნუ, ნანახი ადგილების რეპორტაჟი ხომ გვინდა :), და კიდევ "სხვანაირი" ამბებიც მაინტერესებს

აბორიგენებთან რა ენაზე კონტაქტობ? იქაურ მატარებელში, ავტობუსში და სამარშუტოში რა ხდება? კარტახენას ავტობუსს გავს თუ რამე თანამედროვეა? ასე მოსეირნე არა-არაბებს რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

ამ ყველაფერზე შენმა ჰოსტმა დაგაკვალიანა თუ ასე დალაგებული წახვედი აქედანვე? :) ინგლისური იცოდა? არაბი იყო? და მისი სახლი როგორი იყო?

მოკლედ, ბოდიში და, ბევრი რამე მაინტერესებს :)

შეშინებით ჩემს შეშინებასაც შეეცადნენ მაგრამ ამაოდ. ჩემმა ამხანაგმა კი, ვისთან ერთადაც წავედი , სულაც გიჟად ჩამთვალა :lol: და არ გამომყვა. მაგრამ როგორც ხედავთ , საღსალამათი დავბრუნდი. ჩემი ცხოვრებიეული ფილოსოფიის თანახმად, ადამიანები უფრო მეტად კარგები არიან ვიდრე ცუდები (ამიტომაც ვარ "ოპტიმისტი"). ამ თვალსაზრისმა ეგვიპტეშიც გაამართლა.
ადგილობრივები ძალიან კეთილმოსურნენი არიან . ყველაზე დიდი უსიამოვნება, რაც მათგან ვნახე, მატარებლის ბილეთების სალაროსთან ურიგოდ წასვლაა, თითქოს ცარიელი ადგილი იყო (ო, რა მშობლიური განცდებია?!), მაგრამ ერთხელ , როდესაც ასეთი შემთხვევისას მრავალმნიშვნელობვნად ჩავახველე ("ცარიელმა ადგილმა გაიჭრიალა"), ზუსტად მიხვდნენ კომუნიკაციას და ჩემს უკან დაიკავეს ადგილი.
მე ხომ ტურისტულ ადგილებში დავდიოდი, სადაც როგორც წესი ხალხმრავლობაა და საშიში რა უნდა ყოფილიყო? მე თვითონ ვერიდებოდი უკაცრიელ ადგილებს. მაგალითად , როცა ასუანში მაღლივ კაშხალზე ("High Dam" --არაბულადაც ასე ეძახიან) მიმავალმა ავტობუსმა გადაკვეთა კაშხალი და მგზავრთა უმეტესობა ჩავიდა, ისე რომ მხოლოდ მძღოლი, კონდუქტორი, მე და ერთი მგზავრიღა დავრჩით, დავფრთხი და მეც ჩამოვედი. კი მეუბნებოდნენ, ნუ შეშინდი, ეხლა მალე მივალთო, მაგრამ მეტი აღარ გავრისკე. ისე ჩემთან ერთ ვინმე რომ ყოფილიყო (თუნდაც გოგო, ოღონდ არა ისტერიული), ალბათ მგზავრობას გავაგრძელებდი. ეხლა მხოლოდ ბოდიში უნდა მოვუხადო იქ მყოფ ნუბიელებს ჩემგან გამოჩენილი სრულიად დაუმსახურებელი უნდობლობის გამო.
უსაფრთხოებას იცავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მყოფი ტურისტული პოლიციაც, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ წუთს მიმართო და ყველანაირად დაგეხმარებიან. (მე მაგალითად კარგა მანძილზე გამომყვა ერთერთი ტურისტული კომპანიის საჩვენებლად, მერე დამელოდა და უკანაც გამომაცილა. ძალიან ყურადღებიანნი არიან.
მაგრამ აქვე მოგაწოდებთ ინფორმაციას ეგვიპტის ტერორისტული ოპოზიციის შესახებ, რომელიც ძალადობით ცდილობს არსებული ხელისუფლების ჩამოგდებას და რადგან ტურიზმს ეგვიპტეში შეაქვს ბიუჯეტის 40%, ამიტომ ცდილობს მოაწყოს ტერორისტული აქტები ტურისტულ ადგილებში, რათა შეწყდეს ან შემცირდეს ტურისტების ჩასვლა ,რითაც დასუსტება ეკონომიკა და შესაბამისად ხელისუფლებაც , ( კიდევ ერთი ნაცნობი სიტუაცია.... :roll: )ამიტომაც მოაწყეს ტერაქტები 1997 წელს პირამიდებთან და შარშან თებერვალში ხან ილ ხალილის ბაზარში, რომელთაც რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა. ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ტურისტულ ადგილებში, მატარებლის და ავტობუსების სადგურთა შესასვლელბში გადიხარ შემოწმებას და ავტობუსით მგზავრობისას. როდესაც შარმში (ანუ ტურისტულ ზონაში) ვბრუნდებოდი 3-ჯერ გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს, ადგილობრივი 5-6 ჭაბუკი კი, რომელთაც საბუთები არ აღმოაჩნდათ, ჩაიყვანეს ავტობუსიდან. ასეთ საფრთეს ვერ აირიდებ მარტო იქნები თუ ჯგუფთან ერთად....

ენას რაც შეეხება, ინგლისურის მცოდნეს იშვიათად მაგრამ მაინც გადააწყდები, ჟესტების ენაც კარგად ჭრის . თანაც შენ ხომ ტურისტული ადგილის მისამართს ეუბნები (მაგ პირამიდები, სუილთან ჰასან მოსქ, კოპტიქ ქაორო .....) და იგებენ.

ინფორმაცია წასვლამდე მოვიძიე ვიკიპედიაში და ვიცოდი რა უნდა მენახა. იქიდან ამობეჭდილი სურათებიც დაგეხმარებათ მისამართის ჩვენებაში. , (მაგალითად ტაქსის მძღოლს ვუჩვენე ციტადელის სურათი, რომელსაც თურმა "ყალას" (გაგახსენდათ ნარიყალა?) ეძახიან, და პრობლემაც გადაიჭრა).

დღის მატარებლები და ტაქსები საკმაოდ ბინძურია, მტვრიანი, (ისევე როგორც მთელი კაირო), ავტობუსებს არა უშავთ და არც კარტახენის ავტობუსს არ ჰგავდა, ( მე მგონი ზურმუხტის ქვის საძიებლად წასულ მაიკლ დაგლასის ფილმზე მკითხე, თუ სწორად გავიგე, სახელს ვერ ვიხსენებ). ღამის მატარებელი კი სუფთა იყო და მომსახურებაც ძალიან კარგი.

ჩემი მასპინძელი იყო ბრიტანელი გოგო, ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი. ცხოვრობს კორპუსის 3 ოთახიან ბინაში, რომელშიც ერთი მე გამომიყვეს საძინებლად. რადგან მუშაობდა საღამოს 10 საათამდე. ბინის გასაღები მომცა რომ შესვლა-გასვლაზე პრობლემა არ მქონოდა. რამხელა ხელგაშლილობაა :!: :!:

კიდევ გაითვალისწინეთ, რომ ციტადელი, მეჩეთები და ეკლესიები, რომლებც ტურისტულად ყველაზე მეტად საინტერესოა, 3.30-4 საათზე იკეტება. ასევე კოპტების მუზეუმიც. ეგვიპტის მუზეუმი კი 6.00-მდე მუშაობს.

ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობასაც გაგიმხელთ. ჯერ ერთი წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ ფასზე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ადგილზე მისულმა შეძლება გადათქვას - მე ეს გითხარიო და 2X მეტი თანხა დაგისახელოთ. ამიტომ აჩვენეთ შეთანხმებული ფასის ღირებულების კუპიური და უთხარით ამას მოგცემთქო და ხელში გეჭიროს. ბოლოს კი მიეცით. მე ასე ვისწავლე ჭკუა რამდენიმეჯერადი "გაწეწვის" შემდეგ.

პეტრაში მოსახვედრად ადგილობრივ სააგენტოს დაუკავშირდით. ყველაზე იაფად აკეთებენ პლაჟის სააგენტოები. ასევე სასტუმროსიც (ცოტა უფრო ძვირად). 150$ უნდა გეყოთ.

კიდევ მინდა ვთქვა რომ შემოთავაზება იყო იერუსალიმის ტურზეც. დაიწყეს 150$-დან და ჩამოვიდნენ 90$-ზე. მე არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია ეს ქართველებისთვის, რადგან მგონი ისრაელის ქნესეტმა აკრძალა ტურისტული სააგენტების მიერ ქართველებისთვის ვიზების გაცემა, (ამის გარკვევა აქ უფრო მოხერხდება) და არც ქართველი მინახავს იქით წასულ- წამოსული, მაგრამ რუსები და პოლონელები კი ვნახე ფრიად კმაყოფილნი.

რეპორტაჟს რაც შეეხება, ჩემი ვიდეო არაციფრულია და მხოლოდ სახლში შემიძლია მოგიპატიჟოთ დაინტერესების შემთხვევაში.

კიდევ თუ რამე დააინტერესებს ვინმეს, შემეკითხეთ ან დამირეკეთ 95-10-36 ან 69-74-39

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 იან 2010, 08:50

optimisti wrote: კიდევ მინდა ვთქვა რომ შემოთავაზება იყო იერუსალიმის ტურზეც. დაიწყეს 150$-დან და ჩამოვიდნენ 90$-ზე. მე არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია ეს ქართველებისთვის, რადგან მგონი ისრაელის ქნესეტმა აკრძალა ტურისტული სააგენტების მიერ ქართველებისთვის ვიზების გაცემა, (ამის გარკვევა აქ უფრო მოხერხდება) და არც ქართველი მინახავს იქით წასულ- წამოსული, მაგრამ რუსები და პოლონელები კი ვნახე ფრიად კმაყოფილნი.
ქართველებზე ტურისტული ვიზების გაცემა არ აკრძალულა.
ვინ გაავრცელა ეს ცნობა?
ლაპარაკია უკანონო შესვლაზე.
იყო შემთხვევები, როდესაც ქართველები ისრაელში უკანონოდ შევიდნენ.
რუსი ტურისტები ისრაელშიც და ეგვიპტეშიც უვიზოდ შედიან.
ჩვენ 2ვეგან ვიზა გვინდა.
მათი მიღება პრობლემა არ არის. პრობლემა სავიზო პროცედურებისთვის საჭირო დროშია.
ეგვიპტეს ისრაელთან ელათთან აქვს სახმელეთო საზღვარი,
ვიზა რომ არ გვჭირდებოდეს, 1 დღეში გადავიდოდით და გადმოვიდოდით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by optimisti » 26 იან 2010, 10:53

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ქართველებზე ტურისტული ვიზების გაცემა არ აკრძალულა.
ვინ გაავრცელა ეს ცნობა?
ლაპარაკია უკანონო შესვლაზე.
იყო შემთხვევები, როდესაც ქართველები ისრაელში უკანონოდ შევიდნენ.
რუსი ტურისტები ისრაელშიც და ეგვიპტეშიც უვიზოდ შედიან.
ჩვენ 2ვეგან ვიზა გვინდა.
მათი მიღება პრობლემა არ არის. პრობლემა სავიზო პროცედურებისთვის საჭირო დროშია.
ეგვიპტეს ისრაელთან ელათთან აქვს სახმელეთო საზღვარი,
ვიზა რომ არ გვჭირდებოდეს, 1 დღეში გადავიდოდით და გადმოვიდოდით.

გოგა მე ვთქვი, რომ აკრძალა სააგენტოების მიერ გაცემა თქო და მე ეს მოვისმინე ტელევიზორში ამ შემოდგომით, მაგრამ რადგან ჩემი უახლოესი გეგმები არ უკავშირდებოდა ისრაელს, არ ჩავღმავებივარ. საერთოდ გაცემა რა თქმა უნდა არ აუკრძალავთ და ინდივიდუალური ვიზები გაიცემა შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
ისე ფასში სხვაობა იმდენად ჩთამბეჭდავია 100$ 1500$-თან რომ დაინტერესებულმა კაცმა აქვე შეიძლება მიიღოს ისრაელის ვიზა და მერე ეგვიპტიდან შევიდეს. მე რომ ასე მცოდნოდა ნამვილად გავაკეთებდი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 იან 2010, 01:39

optimisti wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ქართველებზე ტურისტული ვიზების გაცემა არ აკრძალულა.
ვინ გაავრცელა ეს ცნობა?
ლაპარაკია უკანონო შესვლაზე.
იყო შემთხვევები, როდესაც ქართველები ისრაელში უკანონოდ შევიდნენ.
რუსი ტურისტები ისრაელშიც და ეგვიპტეშიც უვიზოდ შედიან.
ჩვენ 2ვეგან ვიზა გვინდა.
მათი მიღება პრობლემა არ არის. პრობლემა სავიზო პროცედურებისთვის საჭირო დროშია.
ეგვიპტეს ისრაელთან ელათთან აქვს სახმელეთო საზღვარი,
ვიზა რომ არ გვჭირდებოდეს, 1 დღეში გადავიდოდით და გადმოვიდოდით.

გოგა მე ვთქვი, რომ აკრძალა სააგენტოების მიერ გაცემა თქო და მე ეს მოვისმინე ტელევიზორში ამ შემოდგომით, მაგრამ რადგან ჩემი უახლოესი გეგმები არ უკავშირდებოდა ისრაელს, არ ჩავღმავებივარ. საერთოდ გაცემა რა თქმა უნდა არ აუკრძალავთ და ინდივიდუალური ვიზები გაიცემა შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
გასაგებია.
ისრაელს არც სააგენტოებისთვის აუკრძალავთ და
არც ცალკეული მოქალაქეებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]