ეგვიპტე კარავული გასვლით

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GUGUA » 05 მაი 2010, 19:10

ორგანიზატორობა გაწიოს ვინც წამოიწყო ეგვიპტე და ცჰვენ 2 ნი მოვდივართ

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 06 მაი 2010, 12:16

GUGUA wrote:ორგანიზატორობა გაწიოს ვინც წამოიწყო ეგვიპტე და ცჰვენ 2 ნი მოვდივართ
ორგანიზატორობა არ ვიცი, რამდენად ჩაითვლება ჩემს შემთხვევაში :D მაგრამ მოკლედ რაღაცეების გარკვევა მინდა ოპტიმისტთან, ვინც ასე იყო წასული და როცა გავარკვევ რამეს, დავწერ და ვნახოთ :)

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Duckling » 06 მაი 2010, 14:38

მე ირანის იდეა მაქვს :)))) ვინმეს არ უნდა? ....

აბა გადავიბირე ეგვიპტის ხალხი :D
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Toma » 14 ნოე 2010, 22:45

იქნებ მოგვეხერხებია, კარგი დროა ეგვიპტეში სამოგზაუროდ. შესანიშნავი რჩევები დაუჭერიათ ამ თემაში გოგას და ჰორუსს, დიდი მადლობა.


აბა იქნებ მსურველებიც გამოჩნდნენ. :D

1. ტომა
2.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by ZVIOSULI » 15 ნოე 2010, 11:25

ფასი?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by ZVIOSULI » 15 ნოე 2010, 11:25

ახალ წელს?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Naia » 15 ნოე 2010, 12:40

Toma
ტომუსი, თარიღებზე რა გადაწყვიტეთ?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2010, 13:03

ZVIOSULI
Naia
ახლა გახსნის ტომა თემას და პირობებს დავწერ.

რა ვიცი ნაი, თუ გვინდა სპეცშემოთავაზებით სარგებლობა, ანუ იაფი ვარიანტი, ფასის გათვალისწინებით შედარებით ნორმალურ პირობებში, ის პერიოდია, რაც გითხარით (27 ნოემბრიდან-8 დეკემბრამდე). შენ ვერაფრით ახერხებ მაგ დროს არა? :( ხომ არ გიკითხავს უფროსისთვის?.

თან ორი შაბათ-კვირა ემთხვევა, ამითაა მიმზიდველი, თუ იქნება მსგავსი სპეცშემოთავაზება დეკემბრის დასაწყისისთვის, ისე რომ დეკემბრის 20-სთვის მაინც აქ ვიყოთ, ჩემთვის ესეც კარგი ვარიანტი იქნებოდა.
Last edited by Mta Mkvarebia on 15 ნოე 2010, 13:23, edited 1 time in total.
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by pataputina » 15 ნოე 2010, 13:07

ჰხუხ

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by konstantine » 15 ნოე 2010, 15:47

აქაურობას მშვიდობა,
ამ თემისთვის არ გადამიხედავს თავიდან...

ერთი ცალი კითხვამ მაქვს:

რა ფინანსებთან იქნება დაკავშირებული?
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2010, 16:14

ტომა რომ მოიცლის გახსნის თემას სამომავლო გეგმებში, რადგან იქ უფრო იხედება ხალხი და აქ შეიძლება ვერ ნახოს დაინტერესებულმა ადამიანმა ეს თემა. მანამდე კი მე დავდებ , გასვლის შესახებ ინფორმაციას:

ტომამ იყოჩაღა, დაიწყო რეალურად ზრუნვა თავისი ამდენი ხნის ჩანაფიქრის განსახორციელებლად და ტურსააგენტოში სტუმრობის მერე კონკრეტული ტურიც გამოიკვეთა. მაგრამ დროულად უნდა გადაწყვიტოთ ვისაც ეს წინადადება დაგაინტერესებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა და შეიძლება ადგილები მალე შეივსოს.

მაშ ასე ეგვიპტე ხურგადა 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით,

ფასი 1 ადამიანისთვის 3ადგილიანი ნომრის შემთხვევაში - 388$ და 2ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 415$. ღირებულებაში შედის - ავიაბილეთი ერევნიდან, ნომერი სასტუმროში, რომელიც ზოგან 4ვარსკვლავიანადაა მოხსენიებული, ზოგან კი 3-იანი +ით, 2ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა), დაზღვევა და ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან. სურვილის შემთხვევაში ტუროპერატორი უზრუნველყოფს ტრანსფერს თბილისი- ერევნის და ერევანი-თბილისის მიმართულებით. ერთი გზა 45-50 ლარი, ან ტაქსებით ან 10 კაცის შეკრების შემთხვევაში - მინიბუსით, თუმცა თუ სარეისო გაცილებით იაფია, შეიძლება ამ ვარიანტზე ფიქრიც.

პერიოდი იმითაა ხელსაყრელი რომ შაბათს არის ფრენა, და ტური მთლიანად მოიცავს 2 შაბათ-კვირას, ანუ 4 დასვენების დღეს და 8დღიანი შვებულების აღება დაგვჭირდება.

რაც შეეხება ექსკურსიებს, ჯობია ადგილზე, ქალაქში შეძენა და არა სასტუმროში ოპერატორებთან, გაცილებით იაფი დაჯდება:
სავარაუდო მიმართულებები:

ქაირო - 24 საათიანი ტური, მგზავრობა ავტობუსით, გასვლა დილით ადრე და ჩამოსვლა იმავე დროს, (შედის პირამიდები, მუზეუმები - პაპირუსების, ნელსაცხებლების და ლანჩი) - ფასი ტუროპერატორთან 75-80 $ , ქალაქში 45-50$-ად შეიძლება შოვნა.

ლუქსორი - 50$ ად შეიძლება წასვლა

დაივინგი ანუ წყალში ყვინთვა - 30-40$, თუმცა მე პირადად ამ ექსკურსიის აღებას მინისძირიანი ნავით გასეირნება მირჩევნია, რადგან ცურვა არ ვიცი :).

კვადროციკლებიტ ტური საფარაში - 25-35$

პეტრა - მგზავრობა თვითმფრინავით - 200$

თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ექსკურსიას აიღებთ ტურებიც 400$ დაგიჯდებათ და მოგზაურობის საერთო ღირებულება დაახლ. 800$ იქნება + ჯიბის ფული თქვენი მადის შესაბამისად. მაგრამ თუ პეტრაზე იტყვით უარს - მოგზაურობის საერთო ღირებულება 600$ იქნება. + ჯიბის ფული თქვენი მადის და ფინანსების შესაბამისად.

რაც შეეხება სასტუმროს, წავიკითხე შეფასებები (რევიუები) ინტერნეტში, საერთო შეფასება 4.3 ქულაა. ზოგი უარყოფითია, ზოგი დადებითი. თუმცა უარყოფითი შეფასების ავტორებიც ერთხმად აღიარებენ რომ ეს არის საუკეთესო ეკონომიური ტური ანუ ფასისა და მომსახურების ხარისხის საუკეთესო შერწყმა. ასევე ყველა თახმდება რომ ამ სასტუმროს ყველაზე დიდი პლიუსი მისი პლაჟია, ისევე როგორც სასტუმროების უმრავლესობას, მასაც საკუთარი პლაჟი აქვს, თუმცა გზის მეორე მხარეს, სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. პლაჟი ამ სასტუმროს ორი აქვს. ერთი ქვიშიანია, დაბალი წყლით ბავშვებისთვის ან მათთვის ვინც ცურვა არ იცის, ან ქვიშაში კოტრიალი უყვარს და მეორე - მარჯნის რიფებიანი პლაჟი, ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი, მარჯნებით და ნაირფერი თევზების ქარავნით, რომლის ხილვა დაივინგის ტურის შეძენის გარეშეც შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ნიღბით, რომელსაც იქვე - 5 $-ად შეიძენთ. ასეთი პლაჟი 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც არ აქვთო, ამბობენ შეფასებებში, რადგან მაგ სასტუმროების პლაჟები სავსეა კატერებით და წყალიც დაბინძურებულიაო. ორივე პლაჟზე მრავლადაა ქოლგები, დასაწოლი სკამები, პირსახოცები, ყველაფერი უფასოდ.

თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, შემიძლია პმ-ში ამ სასტუმროს ვებ მისამართი გადავუგზავნო.

წყალი ეგვიპტეში არ ისმება, მაგრამ სასმელი წყალი ძალიან იაფია: 5 ლიტრიანი წყალი 1$ ანუ 5 ფუნტი ღირს, ამდენივე (ცოტა ძვირი) ღირს ტაქსიც ქალაქის ცენტრში. და საერთოდ ნებისმირი ნივთის ან მომსახურების შეძენისას აუცილებლად უნდა შეევაჭროთ და ხშირად 30-50%-ს აკლებენ.
ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის ეგვიპტეში არის დაახლ. +30 გრადუსი დღისიტ და 15 გრადუსი ღამით. ანუ დღისით თბილა და თხელი ტანსაცმელი დაგჭირდებატ, საღამოს კი აგრილდება და თბილი ტანსაცმელიც დაგვჭირდება.

8 დეკემბერს დილის 5 თუ 6 საათზე უკვე ერევანში ვიქნებით და შეგვიძლია ტუროპერატორის მანქანა მოგვიანებით დავიბაროთ და ჩვენ მანამდე ერევანი დავათვალიეროთ (ეჩმიაძინი და სხვა ახლომახლო ღირშესანიშნაობები).

ამ გასვლისთვის არაა აუცილებელი ჯგუფის შეკრება. მარტო 2 კაცსაც შეუძლია წასვლა და 3 კაცსაც. მაგრამ თუ რამდენიმე ვიქნებით უფრო ვიმხიარულებთ, ისევე როგორც აქამდე გვიმხიარულია თან არაერთხელ :D.

შეგახსენებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა მესმის რომ ეს მცხეთაში ჩარბენა არაა და მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ.

მაშ ასე, ახლა სია:

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]