ეგვიპტე კარავული გასვლით

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 30 აპრ 2010, 20:51

optimisti wrote:ეგვიპტეში მოგზაურობაზე რამდენჯერმე და აქტიურად იყო ლაპარაკი კარავზე, კარვული გასვლაც იგეგმებოდა და ალბათ შედგება კიდეც, ამიტომ ვწერ ჩემს გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა სხვებსაც გამოადგეთ. (ოღონდ ვგულისხმობ დამოუკიდებელი მოგზაურობის მოყვარულთ და არა მათ ვისაც All inclusive უყვართ)
1. ვიყიდე მხოლოდ მგზავრობის ღირებულება 150 ევროდ (ორივე მიმარულება, შედიოდა აეროპორტის მოსაკრებელიც).
2. შარმ ელ- შეიხში ვიყიდე სასტუმრო დასაწყიხი 3 დღე და ბოლო 1 დღე - ღირებულება 154 დოლარი; ამ დროის განმავლობაში შევძელი წავსულიყავი იორდანიაში პეტრას სანახავად, :!: :!: ფოლკლორული ცეკვების საღამოზე და ვისიამოვნე მარჯნის რიფების თვალიერებით მინის ძირიანი ნავიდან). :!: :!: . ბოლო დღე, რომელიც წმ. ეკატერინეს მონასტრისთვის მქონდა განკუთვნილი ვერ შედგა უდაბნოში ძალზე იშვიათი კოკისპირული წვიმის გამო. :cry: :cry:
3. ავტობუსით წავედი ქაიროში, სადაც 3 ღამე გავათიე უფასოდ www.couchsurfing.org-ის მეშვეობით. ამ ხნის განმავლობაში ვინახულე პირამიდები, კოპტური კაირო - კოპტების მუზეუმი, ე.წ. დაკიდული ეკლესია, წმ. გიორგის, წმ. ბარბარას ეკლესიები და ბენ-ეზრას სინაგოგა (რომელიც ლეგენდის თანახმად აშენებულია იმ ადგილას სადაც იპოვეს კალათში მწოლარე ჩვილი მოსე და თითქოს ის კალათაც აქვთ შემონახული, მაგრამ არ აჩვენებენ). ვნახე ქაიროს ციტადელი მშვენიერი მეჩეთით (სახელი დამავიწყდა) და მუჰამედ ალის სასახლით, ასევე სამხედრო მუზეუმით, სადაც ჩემი აზრით არასათანადო პატივი აქვს მიგებული ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მამლუქ მურად ბეის, ხოლო მეორე, ასევე ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მამლუქი იბრაგიმ ბეი ხომ საერთოდ ნახსენებიც კი არაა.
მოვასწარი მენახა ალ-აზარ-ის მეჩეთი და ქაიროში უმშვენიერესი სულთან ჰასანის მაჩეთი. ასევე ცნობილი ხან ილ-ხალილის ბაზარი (ამით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ) და რა თქმა უნდა ეგვიპტური მუზეუმი :!: :!: :!:
მატარებლით წაედი ალექსანდრიაში სადაც ვინახულე კატაკომბები და სამეფო განძეულის მუზეუმი.
ასევე მატარებლით (ოღონდ ღამის ) გავემგზავრე ასუანში, სადაც ვნახე ნუბიელთა მუზეუმი, ნუბიელთა სოფელი და ასუანის მუზეუმი სპილოს კუნძულზე. ვნახე ასუანის კაშხალიც (სულ რაღაც 2 ეგვიპტურ ფუნტად (0.5 დოლარზე ნაკლებია) ადგილობრივი ავტობუსის და მარშრუტკის გამოყენებით);
ასუანიდან მატარებლით გავემგზავრე ლუქსორში სადაც ვნახე დიდებული ძველეგვიპტური კულტურა თავის ორიგინალურ ადგილას - ლუქსორის ტაძარი :!: :!: და კარნაკი. ჰატშეფსუტის ტაძრის ნახვაც კი მინდოდა (და არც ისე პრობლემური იყო),მაგრამ ვეღარ შვძელი ქანცის გაწყვეტის გამო.....
მთელი ეს მოგზაურობა დაჯდა დაახლოებით 350 დოლარი.
ჰო 2 დღე პლაჟზე ნებივრობაც მოვასწარი დასაწყისში და დასასრულს.
ეგვიპტეში გამგზავრების მსურველთაგან თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი გამოცდილება, მიმსახურეთ.
ასე წაბოდიალება არავის უნდა ეგვიპტეში ტურ ოპერატორის გარეშე? :) :D მე ვფიქრობ, მაგრამ მარტო წასვლას ასე ადვილად ვერ ვწყვეტ ჯერ:D

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 30 აპრ 2010, 20:56

...

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by SERJ_I » 01 მაი 2010, 20:57

Na-tia

აუ ხო მეც ეგეთ მდგომარეობაში ვარ :D ვისაც არ ვუთხარი ასეთი სახის მოგზაურობაზე ყველას ეშინია ... რავი აბა შეიძლება მარტო წავიდე ვინმე თანამძრახველი თუ ვერ ვნახე... იდეა ძალიან მომეწონა.. ნამდვილად არ მეგონა თუ ასე იაფი ჯდებოდა ეს სიამოვნება... ერთი კითხვა მაქ ვიზასთან დაკავშირებით: მაინც სად ხდება ეგვიპტის ვიზის აღება? საზღვარზე თუ საქართველოშიც არის ეს შესაძლებელი?..
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 01 მაი 2010, 21:26

SERJ_I
უჰ, არ თქვა რა, წასვლა ისე მინდა, თან ზუსტად ასე :D ვიზის აღება, როგორც ვიცი, საზღვარზე ხდება. ჯანდაბა, ამდენი ტურისტი ჩადის და რაღა მე უნდა დამემართოს რამე :D :D მაგრამ უბრალოდ მარტო მაინც ვერ ვრისკავ, ტვინი თუ არ გადამიტრიალდა უცებ : :D რაღაცეების დაზუსტება კი მინდა ოპტიმისტთან :)

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by natalia » 02 მაი 2010, 08:46

მე მინდა ესე წაბოდიალება ტუროპერატორის გარეშე. ოღონდ იანვარში მომავალი წლისა.

თქვენ როდისთვის გეგმავთ?
ჩემი მეგობრის შეყვარებული ცხოვრობს იქ და ვფიქრობ რომ დაგვეხმარება.

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by SERJ_I » 02 მაი 2010, 14:25

მგონი გაზაფხულია ეგვიპტეში სამოგზაუროდ იდეალური დრო... ზამთარში როგორც ვიცი ქვიშის ქარიშხლები იცის.. მარა ზამთარშიც შეიძლება წასვლა მითუმეტეს რომ ბევრი უქმე დღეა მაგ დროს.. :D
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by ika-bebo » 02 მაი 2010, 14:53

+1
თუ გადაწყვეთ წასვლას მეც მოვდივარ.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 02 მაი 2010, 19:07

natalia wrote:მე მინდა ესე წაბოდიალება ტუროპერატორის გარეშე. ოღონდ იანვარში მომავალი წლისა.

თქვენ როდისთვის გეგმავთ?
ჩემი მეგობრის შეყვარებული ცხოვრობს იქ და ვფიქრობ რომ დაგვეხმარება.
რადგან ზაფხული ძალიან ცხელია, პრინციპში ეხლა რაც მალე წავიდოდი, უკეთესია, მაგრამ მგონი ვერავის ვნახულობ, ვისაც ასე უნდა წამოსვლა :D ანუ მარტო კი წავალ, მაგრამ მთლად შეშინებულმა და დაძაბულმა ვიარო, არ მინდა, ამიტომ დამოკიდებული ვარ სხვაზე :D
სხვა მხრივ, სულერთია, როცა წავალ, ანუ თუ წელს არ წავედი, მომავალი წლის იანვარიც მაწყობს:)

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Na-tia » 02 მაი 2010, 19:08

SERJ_I
კი, მგონი ზაფხულის გარდა ნებისმიერი დრო წავა :D

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GUGUA » 03 მაი 2010, 11:52

სასტუმრო რატ გინდა კარავსჰი იცხოვრე :o დამიჯერე მაგის ადგილს ნახავ

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GUGUA » 03 მაი 2010, 11:52

ტან იაფი დაგიჯდება :P

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GUGUA » 03 მაი 2010, 12:03

მე წამოვალ მეუგლესთნ ერთად ოღონდ სასტუმროს გარეშე, მხოლოდ კარვებით

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by GUGUA » 03 მაი 2010, 12:08

უდაბნოში შეიხს ვეწვიოთ ვიცი მასპინძლობა უყვართ თAნ კარგი მოსავალი აქვთ :lol:

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by Duckling » 04 მაი 2010, 11:29

:D :D


კი კი


ჰე აბა ვინმე რამეზე ჩამოყალიბდით
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ეგვიპტე კარავული გასვლით

Post by pataputina » 04 მაი 2010, 22:38

ისა..


კაი ჰხო

არაფერი


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]