Page 1 of 4

კარავის ფონდი

Posted: 10 დეკ 2008, 18:10
by Gvalva
მეგობრებო

კარავის კალენდრისთვის საჭირო თანხაზე რომ ასეთ დღეში ვართ, ამის გამოსწორება შეიძლება.

მოდი შევქმნათ კარავის ფონდი.

ფონდში შევიტანოთ კარაველების შეკრებების დროს ხურდად მორჩენილი თანხები:

როდესაც 13 ადამიანი მიდის გასვლაში და მძღოლი 120 ლარს ითხოვს, შევაგროვოთ 10-10 ლარი და ხურდად მორჩენილი 10 ლარი შევიტანოთ ფონდში.

როდესაც რესტორანში დახარჯული თანხა არის 348 ლარი იქ 20 ადამიანი იყო, შეგროვდება 20-20 ლარი და არა 17-17 და მორჩენილი 52 ლარი შევიტანოთ ფონდში.

შეკრების დროს სპეციალურად ფონდისთვის ფულის შეკრება საჭირო არაა.

მთელი წლის განმავლობაში იმდენი კარვული შეკრება არსებობს რომ წლის ბოლოს ასეთი კალენდრის გამოცემა პრობლემა აღარ უნდა იყოს.

ფონდში შესული (და დახარჯული, თუ საჭირო გახდა) თანხების ანგარიში გაკეთდება კარავზე სრულიად გამჭვირვალედ ყოველთვიურად.

კარავის ფონდი

Posted: 10 დეკ 2008, 19:56
by Linda
დასუფთავების აქციის შემდეგ სამარშუტოში მორჩათ 9 ლარი რომელიც მთა მყვარებიამ ლომს დაუდო მანქანაში (თავისი ჯიპით იყო და უფტო მეტი ხარჯი ექნებოდა) და ლომმა არაფრით არ აიღო, მაშინ მე ვუთხარი: წავიღებ და ლიკას მივცემ აფთიაქისთვის ან რამისთვის თქო...

ახლა უკვე ფონდში გამოგვადგება.. ასე რომ გადმოგცემთ...

კარავის ფონდი

Posted: 10 დეკ 2008, 21:52
by ნინი_85
Gvalva

მშვენიერი იდეაა :)

ისე კარავს თავისი ანგარიში რომ ჰქონდეს გახსნილი ეგეც შეიძლება, ყოველ თვე გადაირიცხება თანხა და მერე რომელიმე საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება.

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:03
by Gvalva
კალენდარი ჩვენი მოგზაურობების ყოველწლიური "ანგარიში" იქნება, ამიტომ ვეცადოთ ამ ფონდის გარეშე რაიმე სხვა საშუალება გამოვნახოთ მის გამოსაცემად, თანხასაც საკმაოდ დიდს მოითხოვს და მთელ ფონდს გადაყლაპავს.

ფონდი საჭიროა უამრავი სხვა იდეის განსახორციელებლად.

შევქმნათ პატარა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს ესა თუ ის საჭიროება არის თუ არა მიზნობრივი, ანუ ექვემდებარება თუ არა კარავის სპეციფიკაციას და ემსახურება თუ არა კარავის მინების განხორციელებას.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ან ავიღებთ თანხას ფონდიდან ან ისევ ერთმანეთში შევაგროვებთ.

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
1 ადამიანს ჰქონდე ხოლმე ფული თუ რამე ანგარიშის გახსნაზეა ლაპარაკი?

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:12
by Gvalva
მე ვიკითხე და შეიძლება გაიხსნას ანგარიში ერთ ადამიანზე და მისი ამონაწერის და თანხების მიმოსვლის ნახვის შესაძლებლობა ქონდეს რამდენიმე ადამიანს

ჩვენი ბანკირი კარაველები შემისწორებენ თუ არასწორედ ვამბობ

თემაში ვწეროთ ვინ რა თანხა შეიტანა პროცესის მიხედვით და ვთქვათ ყოველთვიურად გავაკეთოთ ამონაწერი ბანკის ანგარიშიდან და დავდოთ ამ თემაში

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:17
by Wanderer
Gvalva
ძალიან კარგი იდეაა! რაღაც მაგდაგვარზე თუ სწორად მახსოვს ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ახლა უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო.

მაგარი მარაზმია ვთქვათ ლარი და 31 თეთრის დაბრუნება ლაშქობის შემდეგ... :D

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:23
by Naia
კარგი აზრია

კარვის აფთიაქისთვის ხომ შეგროვდა უკვე ფული?

ახლა პატარა რაციების ყიდვა ნამდვილად არ გვაწყენდა. განსაკუთრებით როცა ლაშქრობის დროს ერთი ნაწილი წინ გარბის და იკარგება :)

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 12:42
by Wanderer
Naia
ახლა პატარა რაციების ყიდვა ნამდვილად არ გვაწყენდა. განსაკუთრებით როცა ლაშქრობის დროს ერთი ნაწილი წინ გარბის და იკარგება
კიდევ ერთი მაგარი იდეა! :) მე მხარს ვუჭერ.

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 15:02
by Bivrili
ძალიან კარგი იდეაა...


მგონი უმჯობესი იქნება აფთიაქის თანხაც ამ ფონდის თანხას დაემატოს, თუ წამლები ჯერ არაა შეძენილი...

როგორც წესი ლაშქრობაში ყველას თავისი აფთიაქი მოაქვს,ასე რომ ეს აფთიაქი არავის გამოუყენებია...(მგონი ზუსტად არ ვიცი,შეიძლება ვცდებოდე და რომელიმე ლშქრობაში გქონდათ )...

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 15:11
by Naia
Bivrili
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველას კი არადა, ხშირად არავის არ მოაქვს ლაშქრობაში ;)

მოთხოვნა კი ბევრჯერ ყოფილა :)

ამიტომ აფთიაქის შეძენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაციების

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 15:31
by okulone
Naia
მე როცა მოვდივარ ყოველთვის მომაქვს :)

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 15:37
by Gvalva
მე ეს ფონდი და ფონდში შემოსული თანხების ხარჯვა უფრო ასეთნაირად წარმომიდგენია

ეს თანხები გამოვიყენოთ იმისთვის რასაც კარავი გააკეთებს საზოგადოებისთვის, არა ერთი ოჯახისთვის (თუნდაც მაღალ მთაში), არა იმისთვის რომ კარაველებმა უკეთესად ვიაროთ, არამედ იმისთვის რა სარგებლობაც შეიძლება კარავის არსებობამ მოუტანოს საზოგადოებას.

რაცია და სხვა აქტივები შეიძლება ერთმა კარაველმა გამოიყენოს სხვამ არა ან ვერა, ამიტომ მოდით ჩვენ რომ ერთად შევიკრიბეთ, ვიჟრიამულეთ და ხურდა მოგვრჩა ეს ხურდა კარავს დავუბრუნოთ რომ კარავმა საზოგადოებას თავისი არსებობით რაიმე შემატოს.

ეხლა არ მკითხოთ რა სარგებლობა მოაქვს კარავსო... :D :D

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 15:47
by Wanderer
Gvalva
ეხლა არ მკითხოთ რა სარგებლობა მოაქვს კარავსო...
აღარ ვიკითხავთ იმიტომ რომ ვიცით უკვე: ჩინჩლავს. :D :D :D

კარავის ფონდი

Posted: 09 იან 2009, 17:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალვა
კგ, მაშინ ჩემთან დარჩენილი 20 ლარი ფონდში შევა.
Bivrili wrote:ძალიან კარგი იდეაა...


მგონი უმჯობესი იქნება აფთიაქის თანხაც ამ ფონდის თანხას დაემატოს, თუ წამლები ჯერ არაა შეძენილი...

როგორც წესი ლაშქრობაში ყველას თავისი აფთიაქი მოაქვს,ასე რომ ეს აფთიაქი არავის გამოუყენებია...(მგონი ზუსტად არ ვიცი,შეიძლება ვცდებოდე და რომელიმე ლშქრობაში გქონდათ )...
არ იქნება უმჯობესი და სა1ოდ, დაანებეთ თავი "კარავის" აფთიაქის ფულის განკარგვაზე ლაპარაკს, რა.
ეს თითო-თითო ლარით თავმოყრილი ფული აფთიაქისთვის არის განკუთვნილი.