Page 1 of 6

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 03 სექ 2008, 11:55
by ARCHILI

მეგობრებო, როგორც ვიცი, ლეჩხუმის მონახულებაა ძალიან საინტერესო და ულამაზესია, როგორც პეიზაჟებით, ასევე ძეგლებით...

იქნებ, ნელ-ნელა მოგვეგროვებინა ინფორმაცია...

საკვირველია, რომ ლეჩხუმი კარავული ყურადღების მიღმა დარჩა... მაგრამ... ეგებ გამოვასწოროთ...

თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია ან იდეა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ეგებ მოგვაწოდოთ...

რა შეიძლება ვნახოთ?
როგორი მარშრუტით?
სეზონზე თუა ძალიან მგრძნობიარე?
რა ძეგლები იცით?
და ა.შ.

იქნებ, შემდგომ ეს ლეჩხუმ-ტურიც დავგეგმოთ...


ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 01 თებ 2009, 14:22
by ARCHILI
იქნებ, ლეჩხუმის შესახებ ვინც რა იცით, გვიამბოთ...


:D

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 01 თებ 2009, 17:30
by GIRA
მე ვარ ნამყოფი ცაგერში და ლაშიჭალაში. ვიცი, რომ ლაშიჭალა კურორტი იყო ადრე. სამწუხაროდ არაფერი აღარ მახსოვს.





სულ მთვრალი ვიყავი :shock: :lol:

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 09:22
by nataliko-nataliko
ლეჩხუმი მართლაც რომ ძალიან ლამაზია. ვარ ნამყოფი 5-6 წლის წინ და ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში დილით ადრე ვდგებოდი რომ მენახა ნისლიანი ხომლის მთა...

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 11:41
by Truli
ძალიან საინტერესოდ ჟღერს. არც მე ვარ იქეთ ნამყოფი

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 12:40
by NeoZ
ARCHILI

შესანიშნავი იდეაა, ზამთარში რთული იქნება გადაადგილება. სავარაუდოდ საუკეთესო დრო, ზაფხული ან შემოდგომის პირი იქნება.

ბაბუაჩემია მაგ მხრიდან და სიამოვნებით მოვინახულებდი მაგ მიდამოებს. ბავშობაში ვარ მხოლოდ რამოდენიმეჯერ ნამყოფი.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 14:00
by ARCHILI
NeoZ wrote:ARCHILI

შესანიშნავი იდეაა, ზამთარში რთული იქნება გადაადგილება. სავარაუდოდ საუკეთესო დრო, ზაფხული ან შემოდგომის პირი იქნება.

ბაბუაჩემია მაგ მხრიდან და სიამოვნებით მოვინახულებდი მაგ მიდამოებს. ბავშობაში ვარ მხოლოდ რამოდენიმეჯერ ნამყოფი.
მეც მეოთხედი სისხლი ლეჩხუმური მაქვს (ბაბუა მყავდა ლეჩხუმელი) ... და არც მე ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სანათესაო მყავს იქ...

ჰოდა, ვიცი, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო მხარეა..

:)

ჰოდა, მოვიწადინოთ...

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 15:12
by GIRA
ARCHILI
წავიდეთ, ოღონდ მე ჩემი პირობები მაქვს.......
ყოველ 100 მეტრში არ უნდა გამაჩერონ 52-ჯერ და კიდევ ჩემი ეკიპაჟი აუცილებლად მსმელებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 16:42
by ARCHILI
GIRA wrote:ARCHILI
წავიდეთ, ოღონდ მე ჩემი პირობები მაქვს.......
ყოველ 100 მეტრში არ უნდა გამაჩერონ 52-ჯერ და კიდევ ჩემი ეკიპაჟი აუცილებლად მსმელებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

როგორც მივხვდი, შენ ჯიპტურს გვთავაზობ...

ესეც ძალიან საინტერესოა...

ორი მიმართულებით შეგვიძლია გავშალოთ: "ფეხოსნური" და "ჯიპოსნური" (იქნებ, სინთეზურიც :) )

მაგრამ... მანამდე, ნელ-ნელა ჩამოვყალიბდეთ, დავდოთ ინფორმაცია და ფოტოები ლეჩხუმის შესახებ...

რა ვიცით, რა გამოცდილება გვაქვს და როგორ გვესახება ამ მხარეში ესა თუ ის ტური...

ადმინიც შემპირდა გამოცდილების გაზიარებას... :)

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 21:12
by ჩიტუციო
ლეჩხუმში ძალიან ძალიან ბევრი ციხე-კოშკებია შემორჩენილი.
საეკლესიო ხუროთმოძღვრებიდან ალბათ ღირს გვესოს ეკლესიის ნახვა: მანდ სამეკლესიიანი ბაზილიკაა შემონახული და IX-X საუკუნეებით ათარიღებენ. თაბორის XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, დერჩის ნათლისმცემელი (XIV ს.) + გვიანი მოხატულობა XVII საუკუნის... ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესია... გონის წმინდა გიორგი (X ს), მაგ ეკლესიაშივე ნახავთ XI საუკუნის კანკელს... კიდე ლაბეჭინის მთავარანგელოზის ნახვა შეიძლება ( XIII ს.), ჭაშლეთის ეკლესიაც კარგი სანახავი იქნება ( XI ს.)... ნაკურალეში + მხატვრობა ესეც XVII ს. ცაგერი და მისი მუზეუმიც კარგი სანახავი იქნება...

მეტი არ მახსენდება, სახლში მივალ და ვნახავ ჩემს ქსეროქსებში და თუ იქნება კიდევ რამე დასამატებელი დავამატებ... მაგ მხარეში არასოდეს არ ვყოფილვარ და ძეგლების ზუსტი მდებარეობა არ ვიცი :(

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 21:13
by ჩიტუციო
ა ხო ჭაშლეთთან დაკავშირებით დამავიწყდა დამეწერა. თვითონ ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებენ, მაგრამ კედლის წყობაში, საკურთხეველში ჩართულია ადრეული ხანის გამოსახულებები... კერძოდ 4 მახარებლის რელიეფი ყოფილა. ორი მათგანი მუზეუმში გადაუტანიათ, დანარჩენი ორი იქაა ისევ. ამ რელიეფებს XI საუკუნით ათარიღებენ.

კიდევ ერთი რაღაც. ლეჩხუმს ძველი ლიტერატურით ვიცნობ, ამიტომ შეცდომა თარიღებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, ან კიდევ ის რაც იყო ადრე ახლა შეიძლება აღარც დაგხვდეთ ადგილზე :(

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 21:14
by ARCHILI
ჩიტუციო wrote:ლეჩხუმში ძალიან ძალიან ბევრი ციხე-კოშკებია შემორჩენილი.
საეკლესიო ხუროთმოძღვრებიდან ალბათ ღირს გვესოს ეკლესიის ნახვა: მანდ სამეკლესიიანი ბაზილიკაა შემონახული და IX-X საუკუნეებით ათარიღებენ. თაბორის XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, დერჩის ნათლისმცემელი (XIV ს.) + გვიანი მოხატულობა XVII საუკუნის... ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესია... გონის წმინდა გიორგი (X ს), მაგ ეკლესიაშივე ნახავთ XI საუკუნის კანკელს... კიდე ლაბეჭინის მთავარანგელოზის ნახვა შეიძლება ( XIII ს.), ჭაშლეთის ეკლესიაც კარგი სანახავი იქნება ( XI ს.)... ნაკურალეში + მხატვრობა ესეც XVII ს. ცაგერი და მისი მუზეუმიც კარგი სანახავი იქნება...

მეტი არ მახსენდება, სახლში მივალ და ვნახავ ჩემს ქსეროქსებში და თუ იქნება კიდევ რამე დასამატებელი დავამატებ... მაგ მხარეში არასოდეს არ ვყოფილვარ და ძეგლების ზუსტი მდებარეობა არ ვიცი :(
ჩიტუციო დიდი მადლობა, მე შენი ნაამბობები მახსოვს (მგონი არ ვცდები) და მგონი კარგად ერკვევი ასეთ საკითხებში...

დახმარებას გთხოვთ აქაც და მეგრულ ტურშიც...

ძალიან კარგი იქნება თუ მაქსიმალურად მოგვაწვდი ინფორმაციას... თითოეულ მათგანმდე როგორ მივიდეთ, რას გვირჩევ და ა.შ.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 21:49
by ჩიტუციო
ARCHILI
თითოეულ მათგანმდე როგორ მივიდეთ, რას გვირჩევ და ა.შ.
როგორ მიხვიდეთ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით :( მაგრამ რისი ნახვა ღირს ამისი თქმა შემიძლია.


ციხეებიდან ორბელის ციხეა ძალიან ლამაზი... ერმაკოვის სურათი მაქვს ნანახი, XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული.

მცხეთის და თაბორის ეკლესიების ნახვაც ღირს...

მოკლედ წავედი ახლა მე სახლში და გზაში თუ არ დამეძინა : D დაზუსტებით დავწერ სანახავ ძეგლებს და რუქებიც თუ ვნახე, დავასკანერებ და დავდებ.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 22:41
by ჩიტუციო
Image

ეს სქემა მგონი ცოტათი დაგვეხმარება.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Posted: 02 თებ 2009, 22:56
by ჩიტუციო
Image