ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:54

ჩიტუციო


არ გინდა, დამეხმარო და ერთად მოვიფიქროტ პირველი ლეჩხუმური ტური?

ეს, ალბათ, სადღაც ივნის-ივლისში მოხერხდება, მაგრამ მანამდე დრო უნდა გამოვიყენოთ ამ ტურისათვის იდეების გენერირებაში...

აბა, რას იტყვი?

და ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს, ამ ტურის დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ...

:D
Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 10 თებ 2009, 08:59

ARCHILI
დიდი სიამოვნებით მოგეხმარები და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით წამოვალ, მაგრამ ისა....

მეგონა უკვე გეხმარებოდი :D :D
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 10 თებ 2009, 21:35

ჩიტუციო wrote:ARCHILI
დიდი სიამოვნებით მოგეხმარები და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით წამოვალ, მაგრამ ისა....

მეგონა უკვე გეხმარებოდი :D :D
ცხადია, მეხმარებოდი... ამჟამად ვგულისხმობ, არა მხოლოდ რეკომენდაციებსა და რჩევებს, არამედ ტურის ორგანიზებას...

:)

ალბათ კარგად ვერ გამოვთქვი...

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 20 თებ 2009, 11:54

ჩიტუციო wrote:ლეჩხუმში ძალიან ძალიან ბევრი ციხე-კოშკებია შემორჩენილი.
საეკლესიო ხუროთმოძღვრებიდან ალბათ ღირს გვესოს ეკლესიის ნახვა: მანდ სამეკლესიიანი ბაზილიკაა შემონახული და IX-X საუკუნეებით ათარიღებენ. თაბორის XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, დერჩის ნათლისმცემელი (XIV ს.) + გვიანი მოხატულობა XVII საუკუნის... ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესია... გონის წმინდა გიორგი (X ს), მაგ ეკლესიაშივე ნახავთ XI საუკუნის კანკელს... კიდე ლაბეჭინის მთავარანგელოზის ნახვა შეიძლება ( XIII ს.), ჭაშლეთის ეკლესიაც კარგი სანახავი იქნება ( XI ს.)... ნაკურალეში + მხატვრობა ესეც XVII ს. ცაგერი და მისი მუზეუმიც კარგი სანახავი იქნება...
ჩიტუციო, იქნებ, მოგვაწოდო ინფორმაცია, ერთი გასვლით რომელი ძეგლების მონახულება შეგვიძლია, კარვულ გასვლას ვგულისხმობ, ერთ ადგილას რომ ჩავალთ, მერე ფეხით რომ ვივლით და ღამეს კარვებში გავათევთ, ეგეთს...

დაახლოებით ორდღიანი მარშრუტისათვის...

შეგიძლია გვითხრა?
Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 20 თებ 2009, 12:37

ARCHILI
ალბათ ამისთვის საჭირო იქნება ადამიანი ვინც კარგად იცნობს ლეჩხუმს :(
მე შემიძლია რუქაზე დაახლოებით მივუთითო ადგილები რომელთა ნახვაც ღირს, ნუ რაც გავაკეთე კიდეც. მაგრამ მე არ ვიცი ამ ძეგლების ზუსტი მდებარეობა... მე არ ვიცი გვესოს ციხემდე, ან მურის ციხემდე რამდენი დრო დაგვჭირდება მისასვლელად. ან მაგალითად ნაკურალეშის ეკლესიამდე რამდენი კილომეტრია.

ძალიან ძალიან უხეშად შემიძლია გავყო ეს ყველაფერი შემდეგნაირად.

ერთ გასვლაზე შეგვიძლია ვნახოთ ის ძეგლები, რომელიც ცაგერის ახლო მახლო მდებარეობს. კერძოდ: თვითონ ცაგერი და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გვესოს ციხე და ეკლესია, მურის ციხე, მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ორბელის ციხე და ეკლესია.

ცალკე 2დღიანი გასვლა შეგვიძლია დავუთმოთ აი ამ ძეგლებს: ნაკურალეში, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია, გონის ეკლესია, დერჩის, ჭაშლეთი.

მგონი ვსაჭიროებთ ადამიანს ვინ იცნობს ამ მხარეს . :?

ისე შეგვიძლია დროის მოგების მხრივ პარასკევს საღამოს გავიდეთ თბილისიდან.
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 20 თებ 2009, 12:41

უი ისე ალბათ გასვლა შაბათ-კვირას მოხდება და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რომ არ მუშაობს ამ დღეებში?
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 21 თებ 2009, 02:39

ჩიტუციო


ახლა, ჯერ თუნდაც უხეშად, მაგრამ შემდეგი მიმართულებით დაალაგო იქნებ სანახავი:

ჩასვლის ადგილი - ფეხით სასიარულო გარკვეული დრო და მანძილი და სანახავი ან სანახავები - შემდეგი - დასაბანაკებელი ადგილი და ა.შ.

ანუ... ერთი კონკრეტული გასვლა რამდენ და რომელ ძეგლებს გასწვდება?

დიდი მადლობა :)
Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 21 თებ 2009, 10:40

ვახ :D
I მარშრუტი:

შაბათს ჩავდივართ ცაგერში, ვნახულობთ ცაგერს და მივდივართ გვესოს ციხის დასალაშქრად, ''ეს კომპლექსი სოფლის განაპირას, პლატოზე მდებარეობს''. შემდგომ ამისა უნდა დავლაშქროთ მურის ციხე. ამისათვის მოგვიწევს ისევ ცაგერში დაბრუნება. ''ეს ციხე სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე''. მე როგორც აღწერებიდან გავიდე ეს კომპლექსი ცოტა მიუვალ ადგილასაა გაშენებული. როგორც ჩანს ჯერ უნდა მივიდეთ სოფელ ჩხუტელში და მერე უკვე გავუყვებით მურის ციხის გზას. სოფელ ჩხუტელამდე სადღაც 1 კილომეტრია, მერე იქით გონში არ ვარ რა ხდება. შეიძლება ეს დღე მთლიანად ამ ორი ციხისთვის გვეყოს :roll: :roll: :roll: მერე ისევ დავბანაკდებით ცაგერის მახლობლად და მეორე დღეს წავალთ სოფელ მცხეთისა და ორბელის სანახავად და ჩემი აზრით გვრჩება ძაალიან ბევრი დრო და იქნებ ლაბეჭინას ნახვაც მოვახერხოთ :?

II მარშრუტი:
ქუთაისიდან რო წავალთ ცაგერისკენ უნდა ჩამოვიდეთ ჭაშლეთთან, ვნახავთ ჭაშლეთს, დერჩსა და გონს და მეორე დღისთვის ვიტოვებთ ხვამლსა და ნაკურალეშს და ნუ თუ მოვახერხეთ ლაბეჭინისკენ წავიდეთ....
ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესია შიგ სოფელში არ მდებარეობს, მოგვიწევს ფეხით რაღაც მანძილის გავლა. მერე ისევ ვბრუნდებით ჭაშლეთში და მივდივართ სოფელ დერჩისკენ. დერჩის ეკლესია შიგ სოფელშია აღმართული, მის სანახავად ბევრი დრო არ გვინდა და არც სიარული. დერჩიდან მივდივართ სოფელ ორხვთან, აქედან მიდის გზა სოფელ გონამდე. სოფელი გონი მთაზეა გაშლილი, ასე რო აღმართებზე მოგვიწევს სიარული. სოფელ დერჩიდანაც გადადის გზა გონისკენ... მოკლედ ადგილზე მოგვიწევს გამოკითხვა და რომელიც უკეთესი გზა იქნება იმითი წავალთ. არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ გონიდან უკან ცენტრალურ გზაზე დაბრუნებას, ნუ მოკლედ აქ დავბანაკდებით. მეორე დღეს უკვე გვრჩება ხვამლის მთის პეიზაჟები და სოფელი ნაკურალეში. გონიდან მოგვიწევს ისევ ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლა და გზის გაგრძელება ნაკურალეშის გადასახვევამდე. მერე მოგვიწევს ცენტრალური გზიდან გადახევევა და აქაც სავარაუდოდ აღმართებს შევუყვებით სოფელში მისასვლელად. ნაკურალეშიდან ისევ ამ ცენტრალურ გზაზე დავბრუნდებით და შევეცადოთ რო ამ გასვლაშიც ვნახოთ ლაბეჭინა.

ახლა თავიდან გადავიკითხე რაც დავწერე და :? :? :? :? :? :?

არა რა, მოდი მე ძეგლების შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ რა Image Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 21 თებ 2009, 10:42

უი ხო ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რაც შეეხება. გუშინ ვფიქრობდი ამაზე, ხო და წინასწარ რომ დავურეკოთ და დაველაპარაკოთ მუზეუმის ადმინისრაციას, ავუხსნათ სიტუაცია, ვითომ გამონაკლისს არ დაუშვებენ და მუზეუმს არ გააღებენ? :? :? :? :? აბა ცაგერში წავიდეთ და მუზეუმი არ ვნახოთ რა წესია :(
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 21 თებ 2009, 11:00

თბილისის ფორუმზე ვნახე ლეჩუმლები და იქნებ დაგვეხმარონ, რამე საინტერესოს და სასარგებლოს თუ მომწერენ გეტყვით
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 21 თებ 2009, 19:32

ჩიტუციო


ძალიან კარგად მიყვები...

ჩვენც შენთან ერთად გავიკითხ-გამოვიკითხავთ და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდებით...

:)

ასე, რომ... შენ უკვე შესანიშნავად გვეხმარები და ძალიან მადლობლებიც ვართ უკვე..

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ARCHILI » 04 მარ 2009, 11:23

ჩიტუციო wrote: I მარშრუტი:

შაბათს ჩავდივართ ცაგერში, ვნახულობთ ცაგერს და მივდივართ გვესოს ციხის დასალაშქრად, ''ეს კომპლექსი სოფლის განაპირას, პლატოზე მდებარეობს''. შემდგომ ამისა უნდა დავლაშქროთ მურის ციხე. ამისათვის მოგვიწევს ისევ ცაგერში დაბრუნება. ''ეს ციხე სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე''. მე როგორც აღწერებიდან გავიდე ეს კომპლექსი ცოტა მიუვალ ადგილასაა გაშენებული. როგორც ჩანს ჯერ უნდა მივიდეთ სოფელ ჩხუტელში და მერე უკვე გავუყვებით მურის ციხის გზას. სოფელ ჩხუტელამდე სადღაც 1 კილომეტრია, მერე იქით გონში არ ვარ რა ხდება. შეიძლება ეს დღე მთლიანად ამ ორი ციხისთვის გვეყოს :roll: :roll: :roll: მერე ისევ დავბანაკდებით ცაგერის მახლობლად და მეორე დღეს წავალთ სოფელ მცხეთისა და ორბელის სანახავად და ჩემი აზრით გვრჩება ძაალიან ბევრი დრო და იქნებ ლაბეჭინას ნახვაც მოვახერხოთ :?
მოდი... ამ მარშრუტზე ვიმუშავოთ... პაუნას დამიძახეთ, რომ ამგვარი მარშრუტის რეალობა გრაფიკულად წარმოგვიდგინოს... და ვივარაუდოთ, რამდენდღიანი შეიძლება იყოს ეს ტური...

სავარაუდო თარიღად ვხედავ მაისს... ამაზეც თქვენი დახმარება მჭირდება...

აბა...

მივყვეთ...

1. ფოტოები.
2. მასალა.
3. კიდევ რა შეიძლება ვნახოთ.
4. ტრანსპორტი.
5. და ა.შ.

ვფიქრობ, ამ მარშრუტის ფორმირება შესაძლებელია და ერთი კარგი სამდღიანი მარშრუტი გავაკეთოთ...

:D
Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by ჩიტუციო » 04 მარ 2009, 16:18

ARCHILI
მხარეთმცოდნეობის მუზეუმზეც უნდა ვიფიქროთ თუ მაგ მარშრუტს ავირჩევთ... არ დაგვავაიწყდეს :roll:
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by MIRANDA » 04 მარ 2009, 16:36

ჩიტუციო
ვაააა... ყოჩაღ!! :!:

კარგი იქნება თუ ლეჩხუმ-ტურს რომელიმე ე.წ. გრძელ უქმეებს დავამთხვევთ... ანუ 4 უქმე დღე რომ იყოს მიყოლებით...

კარგი იქნება რა... ჩემთვის იქნება კარგი, იმიტომ, რომ წამოსვლას მაგ შემთხვევაში შევძლებ :)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში

Post by pataputina » 04 მარ 2009, 17:03

მე მალე მომიწევს ლეჩხუმის ათვისება
კუთხე კუნჭულიანად

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]