გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 13:57

ამ კვირას ქართლისა და იმერეთის ეკლესია-მონასტრების მონახულების შემდეგ, კარველებმა ერთსულოვნად აღნიშნეს რომ ეს იყო "კარვის" პირველი გადასვლა ლიხს იქით საქართველოში (ყოველშემთხვევაში ასეთი ჯგუფური გასვლა სხვა ვერ გავიხსენეთ). არადა დასავლეთი ხომ განთქმულია თავისი სიწმინდეებით და ულამაზესი ბუნებით და სულ ტყუილად გვაქვს უგულვებელყოფილი. წამსვე გაჩნდა იდეა, უახლოეს პერიოდში მოგვენახულებინა გურია (მერე სამეგრელოს ჯერი დადგება ალბათ). სავარაუდო თარიღად 28-29 ივნისს ვფიქრობთ, ქალაქიდან საღმოს 27 ივნისს გასვლით, თუმცა რადგან თარიღი დაზუსტებული არ არის, მაინც იდეების კიდობანში ვწერ, სამომავლო გეგმების ნაცვლად. მითუმეტეს, რომ მარშრუტიც შესათანხმებელია. მე იდეებს დავდებ, რისი მონახულება იქნებოდა სასურველი და რადგან უმეტეს შემთხვევაში მათი ცენტრალური გზიდან დაშორება არ ვიცი და ვერ ვხვდები, შეიძლება თუ არა იმ ორი დღის განმავლობაში ყველა ქვემოთჩამოთვლილი ძეგლის ნახვა, თქვენს რჩევებს და მოსაზრებას ველოდები, რომელი ტაძრების ნახვა იქნებოდა მიზანშეწონილი ამ ჯერზე. აქვე გაქვდით ნეტში მოძიებულ ცნობებს ამ ძეგლების შესახებ, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რომლის ნახვა უფრო საინტერესო იქნებოდა. ამის გამო ეს პოსტიც საკმაოდ გრძელი გამოვიდა, მომიტევეთ.... იაქტიურეთ , ველი თქვენს შენიშვნებს:) ...

მოკლედ კარგი იქნებოდა გვენახა:

1. უდაბნოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში. სოფელ შუა განახლების მახლობლად, 2კმ. დაშორებით. იგი ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართუილი. (ძველად სოფელსაც ამაღლება ერქვა). უდაბნო იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, თუმცა ბოლო ცნობებით ის გარდამავალი ხანის ბოლო პერიოდში IX ს. ან უშუალოდ მის მომდევნო ხანაში, X საუკუნის დასაწყისშია აგებული.

2.სამება -ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხეთში - ნიგოითის მთაზე მდებარეობს და აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს.

3. ერკეთის ეკლესია, რომელიც გურული ერისთავების მამული იყო, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე დგას. აქედან მოჩანს ერთ მხარეზე აჭარა-ახალციხის ქედი, მეორე მხარეზე კავკასიონის მთები. უფრო ახლოს გადაჭიმულია ჩოხატაურის დაბალი ქედი და მის ქვემოთ მდინარე კვეთს სუფსის ხეობას. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ მონასტერი თარიღდება 10- 11 საუკუნით. აგების წესითა და ჩუქურთმებით, ნაწილობრივ, ლიხაურის ეკლესიას ჩამოგავს.

4. ჯუმათის მონასტერი გახლდათ გურიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს კათედრალური ცენტრი. იგი ოზურგეთიდან ჩრდილ-დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, რაც შესანიშნავ პანორამას უქმნის მონასტერს.ჯუმათის ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახლზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. ჯუმათის მონასტერი მდიდარი იყო ძვირფასი ხატებით.არის ვარაუდი, რომ ჯუმათის მონასტერი შემოქმედის მონასტერზე ძველია. ჯუმათის მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

5.ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (მე-14 საუკუნის). მდებარეობს სოფელ ლიხაურში.

6. ლიხაურის აჭის წმ. გიორგის მონასტერი. აჭის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე აჭისწყლის პირას განაპირა მხარეზე, ოდნავშემაღლებულ ბორცვზე დგას. ტაძრის ეზოში თლილი ქვის კიბის ასასვლელია, ეკლესია პატარა კვადრატული ფორმის ნაგებობაა. ის აუგიათ XIII საუკუნეში. ეს ის ტაძარია, რომლის შესახებაც ქვევრი წერდა მისი გურული მივლინების თემაში. მაშინვე მოვიხიბლეთ გიოს მიერ დადებული ჩუქურთმებით და ულამაზესი ფრესკებით. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა დაგაინტერესოთ.

7. შემოქმედის (მაცხოვრის) ეკლესია–მონასტერი .შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ეკლესია–მონასტერი მდინარე ბჟეჟის მარცხენა ნაპირზე დაბალ მთაზეა აშენებული. იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას, ერთი პერიოდი კი, ქუთაისთანაც იყო შეერთებული.შემოქმედის ეკლესია–მონასტერი ელენე დედოფლისა და მამია გურიელის ინიციატივით აიგო. ეკლესია ორი ტაძრისაგან მაცხოვრისა და ზარზმისაგან შედგება, ეკლესიის აგების თარიღი სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს ეკუთვნის. რაც შეეხება შემოქმედის ზარზმას ის 1572 წელს აშენდა. ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ახალციხიდან ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა. აი, ასე მოხდა ეს ხატი ამ მონასტერში, XVI-XVII საუკუნეებში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის ძვირფასმა ნივთებმა. მათგან აღსანიშნავია ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში.

9. შემოქმედის დედათა მონასტერი . 1990 წლამდე აქ იყო დუმბაძეების სახლ-კარი, სადც ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება დიმიტრი დუმბაძე.
ამ ადგილს ახშირად ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი სტუმრობდნენ. წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი მობრძანების ისტორია ასეთია, ერთ ჩვეულებრივ კაცს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, დამხატე და შემოქმედის დედათა მონასტერში დამასვენეო. კაცმა დახატა ღვთისმშობლის ხატი და შემოქმედის ეკლესიაში დაასვენა. მოგვიანებით, როცა ხატს ყვავილები დაადეს, მას სისხლი წარმოდინდა. ამჟამად ხატი მონასტერში ასვენია. მონასტრის რვა წმინდანი ტაძრის კედელზე ლაშა კინწურაშვილმა მოხატა.

მოქმედ ტაძრებთან ერთად, გურიაში რამდენიმე რამდენიმე ისეთი მონასტერიცაა, რომელთა ნაწილი მთლიანად დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ესენია:ექადია, ბასილეთი, ვანისქედი, მელიქედური, ოქროსქედი, მთისპირი, ფამფალეთი, ბახვი, ვაკისჯვარი, სტეფანწმინდა, უჩხობი, კოტიზეთი, კარისყურე, წითელი მთა, დუაბზუ, ბოხვაური, ჭალა, მაკვანეთი, ქაქუთი, გურიამთა, პატარა ბიალეთი, კახური, მონასტერი, ზედობანი, ვაკე, ხრიალეთი, მიქელგაბრიელი, სამღთო, გოგორეთი, ახალსოფელი, კონჭკათი, გომი, სურები.
ჭანიეთი - მთავარანგელოზთა ეკლესია, ნაგები ხით. აქ ინახებოდა ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, რომელსაც, როგორც მისი წარწერა მოგვითხრობს, ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახედ იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი რუსუდანი, რომელიც სავარაუდოდ, მეფე გიორგი III-ის და და თამარ მეფის მამიდა იყო.
გორისფერდი - წმ. გიორგის ეკლესია, ნაგები ხით, თუმცა ძველად ის ქვით იყო აშენებული. XX საუკუნის დასაწყისში აქ შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის ნანგრევები, მათზე დაკვირვებით ე. თაყაიშვილი ასკვნიდა, რომ ტაძარი თავის დროზე გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შემორჩენილი ყოფილა კანკელის ფრაგმენტები, რომელშიც გამოსახული იყო სახარების სცენა. გორისფერდში დარჩენილი ქვების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ გორისფერდის ეკლესია საუკეთესო ყოფილა გურიაში.
კვირიკე - წმ. კვირიკეს ეკლესია ნაგები ქვით. მოთარეშე ოსმალებს გუმბათი და ეკვდრები დაუნგრევიათ. დღეისაითვის ეს ეკლესია აღსდგა.

მაგრამ ამ ეკლესიების მდებარეობა არ ვიცი.
Last edited by Mta Mkvarebia on 16 ივნ 2008, 15:33, edited 3 times in total.
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Naia » 16 ივნ 2008, 14:00

Mta Mkvarebia
ძალიან საინტერესო ძეგლები ჩანს

ყოჩაღ მთაშენკა :)

აუცილებლად წამოვალ, მაგრამ ძალიან ბევრი ძეგლია და კარგად უნდა დავგეგმოთ, რომ ბევრის ნახვა მოვასწროთ

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by saskva » 16 ივნ 2008, 14:08

აუ რა მაგარი იდეააააააააააააა
ძალიან მომეწონა
27მდე რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა, მეც წამოვიდოდი მაგრამ აი მაგ პერიოდში ვერანაირად ვერ წამოვალ სამწუხაროდ
დარწმუნებული ვარ გადასარევ დროს გაატარებთ

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by TuTa » 16 ივნ 2008, 15:19

Mta Mkvarebia

ეს რა კარგი თემა გაგიხსნია მთაშენკა, რა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე :)

ყველანაირად ვეცდები წამოვიდე, მართლაც დაუვიწყარი იქნება ეს გასვლა

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by teo- » 16 ივნ 2008, 15:33

udabnos eklesia ratom gamogrchat,icit ra silalamazeaaa

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 15:35

teo001
Mta Mkvarebia wrote:...

1. უდაბნოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში. სოფელ შუა განახლების მახლობლად, 2კმ. დაშორებით. იგი ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართუილი. (ძველად სოფელსაც ამაღლება ერქვა). უდაბნო იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, თუმცა ბოლო ცნობებით ის გარდამავალი ხანის ბოლო პერიოდში IX ს. ან უშუალოდ მის მომდევნო ხანაში, X საუკუნის დასაწყისშია აგებული...
:wink:
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by teo- » 16 ივნ 2008, 15:36

Mta Mkvarebia
vaiii.. me mapatiet :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 16:11

მთაშენკა, როგორც მაქაური, რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
თავდაპირველად ნახეთ ერკეთის ეკლესია და მერე წადით უდაბნოს მონასტერში. ერკეთი ჩოხატაურიდან სამხრეთითაა, უდაბნო - ჩრდილოეთით. სამაგიეროდ, უდაბნო ესაზღვრება ლანჩხუთის რაიონს და იქაურ ეკლესიებში -სამება-ჯიხეთში პირდაპირ მაქედან გადახვალთ. სოფელი სამება, რომელიც ჩოხატაურისაა, ძალიან ახლოსაა განახლებასთან (უდაბნოს კომპლექსი სადაცაა), სამებიდან კი გზა ლანჩხუთის სოფლებში - ჯიხეთში, აკეთში, აცანაში გადადის. მერე დაბრუნდებით უკან და ერთი საათიც არ გინდათ ოზურგეთამდე.
რაც შეეხება შენი წერილის ამ მონაკვეთს
მოქმედ ტაძრებთან ერთად, გურიაში რამდენიმე რამდენიმე ისეთი მონასტერიცაა, რომელთა ნაწილი მთლიანად დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ესენია:ექადია, ბასილეთი, ვანისქედი, მელიქედური, ოქროსქედი, მთისპირი, ფამფალეთი, ბახვი, ვაკისჯვარი, სტეფანწმინდა, უჩხობი, კოტიზეთი, კარისყურე, წითელი მთა, დუაბზუ, ბოხვაური, ჭალა, მაკვანეთი, ქაქუთი, გურიამთა, პატარა ბიალეთი, კახური, მონასტერი, ზედობანი, ვაკე, ხრიალეთი, მიქელგაბრიელი, სამღთო, გოგორეთი, ახალსოფელი, კონჭკათი, გომი, სურები.
ეს მთელ გურიას მოიცავს და მაგას ვერ მაოსწრებთ ვერანაირად. მაგალიტად, სურები ჩოხატაურიდან სულ რაღაც 25 კილომეტრშია, მაგრამ იმდენად საშინელი გზაა, ლამის ნახევარი დღე უნდა ასვლას. თან, იქ ეკლესიები არცაა. აი, ბუნების ნახვა კი ღირს, მაგრამ ეგ ეგრე მოკლე დროში არ მოესწრება.
და კვირიკეს ეკლესია, მგონი, სოფელ კვირიკეთშია. ოზურგეთიდან არც ისე შორს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 16:18

guruli
დიდი მადლობა, ირაკლი. ყველაზე მეტად მაინც შენს რჩევას ველოდი, გასაგები მიზეზების გამო. გავითვალისწინებთ. გაიხარე :) .

ყველაფერს რომ ვერ მოვასწრებთ, 2 დღეში ამას ისედაც ვხვდები, ამიტომ ძირითადი აქცენტი მნიშვნელოვან ტაძრებზე გავაკეთე :) .
Image

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by saskva » 16 ივნ 2008, 16:21

ისა და აღარ მინდა ჯომარდი და 21-22ში ვერ მოვახერხებთ აქ წასვლას????
ძალიან მინდა და რა ვქნაააააააააააააააააააააააა

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by ნინი_85 » 16 ივნ 2008, 16:27

saskva

ანა, თემა გახსენი და ახლა გინდა "გადაგვაგდო"? :twisted:

Mta Mkvarebia

ლიკა, ძალიან მაგარი იდეაა, თარიღიც მაწყობს მგონი :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 16:28

saskva
თარიღზე მართალია დავწერეთ, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არისთქო, მაგრამ არა მგონია შეიცვალოს. 21-22-ში სხვა მნიშვნელოვანი, 2-დღიანი გასვლაა დაგეგმილი, არ მინდა რომ ორმა ხანგრძლივმა გასვლამ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გურია შორსაც არის ტერიტორიულად, მინიბუსიც პატარა თანხას არ გვეტყვის. ამისთვის ადგილები მაქსიმალურად უნდა შეივსოს. და ერთ კვირაში ხალხი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამიტომ ვწერ 2 კვირით ადრე :) .
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 16:30

პარასკევ საღამოს თუ მიდიხართ, მაინც ბევრს ნახავთ... ყოველ შემთხვევაში, ჩოხატაური-ლანჩხუთის ტაძრების ნახვა არაა პრობლემა. მით უფრო, იმ ღამეს ჩოხატაურში თუ გაჩერდებით, ან - სადმე მანდ. ერკეთს, უდაბნოს და ჯიხეთს თავისუფლად ნახავთ და ძაან თუ არ შეყოვნდებით, ოზურგეთში რამდენიმე ახლომდებარე ტაძარსაც მოასწრებთ. აი, ოზურგეთში უფრო დიდ სივრცეზეა გაშლილი ეკლესიები და პრობლემას ეგ ქმნის. განსაკუთრებით - მთიან რეგიონებში ასვლა წაიღებს ბევრ დროს. ლიხაური-შემოქმედის ტაძრების ნახვა არაა პრობლემა, მაგრამ დანარჩენი... მე მაინც გირჩევთ, თუ დრო დაგრჩებათ, ასკანისკენ აუყვეთ - ლამაზ ბუნებას ნახავთ.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by saskva » 16 ივნ 2008, 16:47

ნინი_85 wrote:saskva

ანა, თემა გახსენი და ახლა გინდა "გადაგვაგდო"? :twisted:

Mta Mkvarebia

ლიკა, ძალიან მაგარი იდეაა, თარიღიც მაწყობს მგონი :D
მე არ მითქვამს მოთავე ვიქნებითქო, მე ვთქვი ხომ არ დაინტერესდებოდითთქო მაგრამ როგორც ჩანს დიდი ინტერესი არ არის

ლიკა, ოკ ოკ გასაგებია ყველაფერი.

ამ ლაშქრობასაც მომავალი წლისთვის გადავდებ, ისევე როგორც სვანეთს და ხევსურეთს :P

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]