გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Sikvdila » 22 ივლ 2008, 07:26

guruli wrote:კვირიკეს ეკლესია, მგონი, სოფელ კვირიკეთშია. ოზურგეთიდან არც ისე შორს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.
კვირიკეთი ოზურგეთთან არის, 2 კილომეტრი იქნება დაახლოებით, ჩვეულებრივი სამანქანო, ასფალტიანი გზა მიდის. ეკლესია არის მანდ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ვისი სახელობის. ვეცდები დღეს გავიგო და დავწერ. თვითონ კვირიკეთი შემოქმედისკენ მიმავალ გზაზეა.
ჯუმათის მონასტრიდან სექტემბრის ბოლო პერიოდში, როგორც ამბობენ, თუ კარგი ამინდია, სოხუმი ჩანს. თუმცა მე პირადად არ მინახია და ვერ დავდებ თავს. არც ის ვიცი, რატომ მაინცადამაინც სექტემბრის ბოლოს და არა სხვა დროს.
ოზურგეთში სახლი მაქვს. მე წამოვალ თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, ჩემები იქ არიან და ყოველთვის შეგიძლიათ მისვლა.

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by kiki » 22 ივლ 2008, 12:06

Sikvdila



წმ. კვირიკესა და ივლიტეს სახელობისაა:):)

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by oto » 18 ნოე 2008, 12:47

oto wrote:ეს არის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები რომელიც აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში.მდებარეობს გურიის და იმერეთის საზღვარზე სოფ. გამოჩინებულში. კერძოდ სოფ. საჭამიასერის მახლობლად.დღესდღეობით ესე გამოიყურება,წითელი ტერორის შედეგათ და ელის თავის რიგს რესტავრაციისთვის.

Image

Image

Image

Image
ყოველ ექვს მაისს იმართება გიორგობის დღესასწაული.

ერთი წლის შემდეგ :)

გადმოსაწერი ლინკი:15112008258.mp4
http://www.link.ge/file/147822/15112008258.mp4.html

გადმოსაწერი ლინკი:15112008259.mp4
http://www.link.ge/file/147829/15112008259.mp4.html

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by qvevri » 18 ნოე 2008, 12:53

ძალიან გამიხარდა აღდგენა რომ დაუწყიათ

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by oto » 18 ნოე 2008, 12:59

qvevri wrote:ძალიან გამიხარდა აღდგენა რომ დაუწყიათ
გაისათ დაამთავრებენ მშენებლობას :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Naia » 28 აპრ 2009, 01:00

შარშან ეს გეგმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ განვახორციელეთ. იქნებ წელს გვეფიქრა გურიის დალაშქვრაზე?


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Naia » 28 აპრ 2009, 01:07

teo-
ვაჰ, უკვე გაიხსნა თემა???

აბა ვნახო...

2 დღიანი გასვლისთვის ცოტა ძეგლები მეჩვენება. მე უფრო გურულის რჩევები მხიბლავს. ცოტა რომ მოვიცლი რუკას ჩავუჯდები და მარშრუტს მოვხაზავ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 28 აპრ 2009, 01:23

Naia
2 დღიანი გასვლისთვის ცოტა ძეგლები მეჩვენება. მე უფრო გურულის რჩევები მხიბლავს.
:D :D
ძგლები არ ვიცი, მაგრამ სადრაც ივლისისთვის, მთაში რომ დათბება და თოვლს აიღებს, შაბათ-კვირის ხარჯზე ჯიპ-ტური მინდა დავგეგმო ბახმაროში. თუმცა იქ ასფალტიანი გზა მიდის და მთლად ჯიპები სავალდებულო არაა. პარასკევს აქედან წავალთ, კვირას იქიდან წამოვალთ. ამბობენ, ბახმაროში მზის ჩასვლა-ამოსვლა ულამაზესი სანახაობააო, მაგრამ აისის სანახავად შუაღამისას უნდა ადგე და ბევრიც უნდა იაროო. თუმცა იმასაც ამბობენ, ღირს ამ მსხვერპლადო.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Naia » 28 აპრ 2009, 01:28

guruli
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდები ჩემი მანქანით :) ბახმაროს მზის ამოსვლაზე მეც მსმენია და ძალიან მინდა ნახვა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 28 აპრ 2009, 01:33

Naia
guruli
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდები ჩემი მანქანით ბახმაროს მზის ამოსვლაზე მეც მსმენია და ძალიან მინდა ნახვა
ჰო, კიდევ - ნაბეღლავსაც ვნახავთ და ადგილზე დავლევთ იმ უგემრიელს წყალს. იქ აღებული წყალი სულ სხვაა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. გუბაზეულის ხეობაც ძაან ლამაზია, თუმცა ჩემი ხეობა - ხევისწყალასი უფრო მომწონს. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ჩემს ხეობას მხოლოდ ავივლ-ჩავივლით (ჩემი გათვლით) იქაურობას კი ვერ დავათვალიერებთ. მაგრამ იქ მეორე გასვლას ნოემბერში ვგეგმავ - ტყეები რომ აჭრელდება, იმ მთებში სიარულს არაფერი ჯობია.
ბახმაროს გასვლაში ეკლესიებს ნაკლებად მოვასწრებთ, მაგრამ თუ მოვინდომებთ (და საამისოდ დიდი გარჯა არ დაგვჭირდება), მეზობელ სუფსის ხეობაში ზემო ერკეთის ეკლესიაში არბენა კი შეიძლება. იქიდან ლამაზი ხედები იშლება სუფსის ხეობაზე.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by teo- » 28 აპრ 2009, 01:39

guruli wrote:Naia
2 დღიანი გასვლისთვის ცოტა ძეგლები მეჩვენება. მე უფრო გურულის რჩევები მხიბლავს.
:D :D
ძგლები არ ვიცი, მაგრამ სადრაც ივლისისთვის, მთაში რომ დათბება და თოვლს აიღებს, შაბათ-კვირის ხარჯზე ჯიპ-ტური მინდა დავგეგმო ბახმაროში. თუმცა იქ ასფალტიანი გზა მიდის და მთლად ჯიპები სავალდებულო არაა. პარასკევს აქედან წავალთ, კვირას იქიდან წამოვალთ. ამბობენ, ბახმაროში მზის ჩასვლა-ამოსვლა ულამაზესი სანახაობააო, მაგრამ აისის სანახავად შუაღამისას უნდა ადგე და ბევრიც უნდა იაროო. თუმცა იმასაც ამბობენ, ღირს ამ მსხვერპლადო.
კაი რაა.. ეგ როგორ არ გინახია გურულო :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Naia » 28 აპრ 2009, 01:43

guruli
მოკლედ, უშენოდ გურიაში არ მივდივარ :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 28 აპრ 2009, 08:33

teo-
კაი რაა.. ეგ როგორ არ გინახია გურულო
:oops: :oops: :oops: ნუ მარცხვენ, გოგო, კარავის მასშტაბით, გურული მაინც არ იყო. :? :? :D :D მეტსაც გეტყვი - ბახმაროზე ძაან ღრმა ბავშვობაში ვარ ნამყოფი. ისიც იმიტომ, რომ ჩემს ძმას ჯირკვლებზე სამკურნალოდ გამოუწერეს მაქაური ჰაერი. რა ვქნა ბატონო - ჩემი სოფელი აუღიარებელი კურორტია და არ გვაქვს ბახმაროზე დასვენების საჭიროება. :)
Naia
guruli
მოკლედ, უშენოდ გურიაში არ მივდივარ
:wink: :wink: მოსულა.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Archil » 28 აპრ 2009, 09:36

guruli

გურიაში რა გინდოდაო...

არ გამომაპაროთ :)

სხვა თუ აფერი, თარჯიმნად მაინც გამოგადგებით :D:D:D

გურიაში მივალ მარად, გული წინ წინ გეიპარა..
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]