Page 1 of 2
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 26 დეკ 2007, 17:17
by Naia
ამ თემაში პარაპლანით ფრენის იდეა აღმოცენდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=945
ახალ წლამდე არ ვიცი როგორ მოესწრება, მაგრამ იქნებ იანვრის დასაწყისში, როდესაც დღესასწაულები დასრულდება და ჩვენც ბახუსის ტყვეობას თავს დავაღწევთ, ცაში ავჭრილიყავით?
ილია და ნავიგატორი ორგანიზებაში დაგვეხმარებიან
მსურველებიც უკვე არიან:
1. ნაია
2. თიკო_რ
3. Gio-horus
4. ?
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 26 დეკ 2007, 17:26
by saskva
ნუუუუ, ჯერჯერობით მეც ჩავეწერები
1. ნაია
2. თიკო_რ
3. Gio-horus
4. saskva
5. ?
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 26 დეკ 2007, 17:26
by gobe
სეზონურია თუ არა, ნამდვილად არ ვიცი.
ისე კი, მაინც, გქონდეთ იმ პიროვნების ტელეფონის ნომერი, რომელიც სწორედ რომ მაგ საქმით არის დაკავებული. როდესაც ვკითხე, რამდენად არის შენი მობილურის ნომერი გასაიდუმლოებული მეთქი, მიპასუხა, კარავზე შეგიძლია დადოო
899690769 ირაკლი
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 26 დეკ 2007, 17:27
by Naia
gobe
გაიხარე!
სწორედ მაგ კაცის მობილი მჭირდებოდა

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 28 დეკ 2007, 03:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
რით აღარ მიფრენია, მაგრამ აი, პარაპლანი არ მომისინჯავს.
გი1დებით
1. ნაია
2. თიკო_რ
3. Gio-horus
4. saskva
5. GAMARJOBA SAKARTVELO
გავაწითლე.
შემდეგი გაწითლება მე6 ნომერზეა
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 04 იან 2008, 23:35
by mendes masieli
თანხა რა დაჯდება?
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:37
by likakoo
1. ნაია
2. თიკო_რ
3. Gio-horus
4. saskva
5.GAMARJOBA SAKARTVELO
6.likakoo
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და ფრიიიიი!!
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:39
by navigator
gobe
არანაერად არაა სეზონური, მთავარია კაი ამინდი იყოს, უქარო ან შედარებით თანაბარი ქარით.
წვიმა არ უშლის უბრალოდ ტალახში დაშვება ტეხავს

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:44
by navigator
შეიძლება მეც შემოგიერთდეთ, დრო თუ გამოვნახე თავისუფალი...
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:45
by likakoo
პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:47
by navigator
likakoo
ამ კვირას ქარიანი ამინდი იქნება თუ არ ვცდები, და ტალახიანიც, სავარაუდოდ

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:50
by likakoo
navigator
და თოვლიანიც
ცოტა მოვითმინოთ და გამოიდარებს

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 14:54
by navigator
likakoo
ხო, იმედია, 3-4 კვირა მაინცაა საჭირო რომ გაშრეს მიწა
ესეც ირაკლი კაპანაძე, ემზადება

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 15:02
by navigator
პარაპლანი პარაშუტისაგან იმითი განსხვავდება რომ მიწიდან ასაფრენდაა გათვალისწინებული. მთის ქედზე იბერება და მერე ჰაერის ნაკადი აიტაცებს.
ხედავთ ხელით რომ ექაჩება ყულფს? ეგ არის მართვის მექანიზმი. მოქაჩვისას , მოქაჩული მხარის დამუხრუჭება ხდება, შესაბამისად მეორე მხარეს მოუხვევს. დაჯდომისას ორივე უნდამოქაჩო და ვარდნის სიჩქარეს ამცირებს.

პარაპლანით ფრენა - 2008 წლის იანვარი
Posted: 05 იან 2008, 15:05
by navigator
აი ეს არის ტანდემი. პირველი ხტომა აუცილებლად ტანდემში გექნებათ. ისე არ გაგიშვებენ, ეგ ნიშნავს რომ გამოცდილი ინსტრუქტორი და თქვენ ერთად იფრენთ, ინსტრუქტორი მართავს პარაპლანს. ტანდემის პარაპლანი ცოტა დიდია, ორ ადამიანზე გათვლილი. თუ გაგიმართლათ შეიძლება მეორე ან მესამე ხტომაზემარტო გაგიშვან.
