2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by SHORENA » 30 ნოე 2007, 16:23

მეგობრებო, ჯერ უცნობებო მაგრამ მაინც!
ძალიან მინდა შობას შევხვდეთ ისეთ ადგილას სადაც ღვთის მადლიც იგრძნობა, ზამთრის იქსტრიმიც და კარავული სულიც...
ასეთი ადგილების ნუსხაში მე პირადად გერგეტი მახსენდება და თქვენ რას იტყვით?

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by SHORENA » 01 დეკ 2007, 16:17

Archil

ისა და...

შობა ნეკრესში?!

შილდელი ვერავინ ვანახე და იქნებ გაგვანათლო :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by Archil » 01 დეკ 2007, 18:49

shopre

ნეკრესი ერთადერთია მგონი მთელ საქრისტიანოში, სადაც ღორი შეიწირება.

შობა დღეს, შილდელები (4 ათასზე მეტი კომლი ცხოვრობს 2000 წლის აღრიცხვით) და მისი შემოგარენის სოფლები ნეკრესში მიდიან შობის შესახვედრდ.

კახელები, მართალია ხორცის მოყვარული ხალხია, მარა ნაწილი მაინც იცავს მარხვას. ასე რომ შობის დადგომას ნეკრესის ძირას ელოდებიან თავისი ღორების თანდასწრებით. მერე კი იწყება მწვადაობა, კახური ღვინო და ეგეთები. წმინდა ადგილას არიან და ქცევაც შესაბამისი აქვთ, ასე რომ საფრთხე ნაკლებად რომ ვინმეს ცუდად მოექცნენ, თუ ვინმემ თავი არ გადაიპარსა ნამეტარი.

კახელების გარემოცვაში ქეიფს კიდევ რა სჯობს... არც შეგაწუხებენ და მათთან ერთად თუ მოინდომე ყოფნა, ხომ განახებენ რაა ნამდვილი ქარული სუფრა. ფაქტიურად დღესასწაულია შილდელებისათვის ეს დღე, როგროც სხვეისთვის ალავერდობა, ათანაგობა და ლომისობა და ეგეთები, და ამ დღესასწაულზე დასწრებას გთავაზობთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by ლეონტი » 01 დეკ 2007, 19:15

შოფრე,
კარგი იდეაა.
მადლი ყველა ტაძარშია. და არა ზოგიერთ ადგილას.
მიღება თქვი შენ ,თორე, ევერესტზე რომ შევხვდეთ შობას, თუ მოიმღები არ ვართ ვერ მივიღებთ.
რაც შეეხება ცხოველთა შეწირვას.
გარწმუნებთ ცხოველებს ღმერთი არ შეიწირავს, არც მათ სისხლს, მათ მოჭრილ თავებს ან ქონში მოთანთალე სუკებს.
გინდა ღორი შსეწირე და გინდა კამეჩი.
საქრისტიანოში ეგრეა და საწარმართოში რო არ შეუწყვიტავთ ეგ ტრადიცია, ფაქტია.
ეხლა კი გავიპარეეეე.
:arrow:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by Archil » 01 დეკ 2007, 19:35

ლეონტი

ცხოველების შეწირვა აბელისა და კაენის დროიდან მოდის...

მაგი, რომ ცხოველი კაცს რომ უფრო შეეწირება, ვიდრე ღმერთს, კახელებმაც უკვე კარგად იციან, სხვაზე ნაკლები (თუ მეტი არა) ქრისტიანები არც მაგენი არიან, მარა ტრადიციაც კაი რამეა. თანაც ეს დალოცვილი მწვადი უხორცოდ არ კეთდება და რა ქნან, ისევ ძველებურ მეთოდებს იყენებენ. თუ მეცნიერება რამე ახალს შესთავაზებს, განიხილავენ, თუ მოსაწონია მოიწონებენ და იტყვიან კარგიაო. მერე მწვადს მამაპაპურად წალამზე შეწვავენ, სახელდახელოდ ნიგოზს, გუდის ყველს, დედის პურს, დოქით კახურ ღვინოს გვერდით მოიდგამენ და გეტყვიან, ძმისწულო, აბა ერთი აქეთ მაიწიეო... სადაური ხარო... ერთი დაგვლოცეო...

მაგენი შაჰ-აბასმა ვერ შეცვალა და ....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
2008 წლის 6-7 იანვარი - შობა ღამისთევით

Post by SHORENA » 10 დეკ 2007, 16:26

Archil
ცუდი არ არის კი არა და ძალიან კარგიცაა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის ტრადიციას ადგილზე ვეცნობოდეთ, მაგრამ შობა დღეს ღორების საცოდავობის ყურება? რავიცი აბა :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]