Page 1 of 13

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 00:55
by Toma
რათქმა უნდა თუ ცურვა იცით ხომ კარგი და თან სურვილიც თუ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ შეჯიბრებაში "ხელ-ფეხ მარდი მცურავები" გთხოვთ გამოგვეხმაუროთ ასაკი შეზღუდული არ არის
აუცილებელია:
1.ქუდი (სასურველია ბატის ქონით გაპოხილი უშანკა, წყალი რომ არ მიეკაროს)
2.ფეხსაცმელი (ეგრეთწოდებული შლოპავცები)

და კიდევ

3.მანდილოსნებისთვის საცურაო კოსტუმი ( ზედაქვედას პონტში)
4.მამაკაცებისთვის საცურაო შარვალი (ანუ მდაბიურად რომ ვთქვათნ პლავკები)


შეჯიბრებაში შეუძლიათ ცურვის უცოდინრებმაც მიიღონ მონაწილეობა მაგალითად "მე" ასეთ შემთხვევაში ზედა ჩამონათვალს დაემატება:
5. საცურაო რგოლი (ანუ კამერა)
ან/და
6.ფრთები (კრილიშკები)
ან/და
7.საცურაო ჟილეტი

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 00:56
by Toma
ხოოოოო სულ დამავიწყდა მთავარი 1 სთ-ით ბასეინზე შესვლის ბილეთის ფასი 8-10ლარამდე

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 01:21
by Gvalva
გთხოვთ დაამატოთ ნომინაცია აუზის ფსკერზე ყვინთვა კაფელების დათვლით










გინდათ ეხლა თქვენ მარიაჟი ადმინი?? :roll:

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 01:25
by Toma
არა კაფელი რა შუაშია ადმინის მანდილის ძაბნით :D :D :D

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 01:27
by kotetbeli
Toma
მაგარია! :D
მე მინდა, მივიღებ მონაწილეობას! :wink:
ცურვა არ ვიცი.
ვიცი წყალზე გაჩერება და თუშეიძლება რომ წყვილში გამოვიდეთ: მე წყალზე გავჩერდე ანუ და მეორე მომაწვეს?..

როდის, რა დროს და სად?.. :wink:

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 01:36
by Toma
კი როგორ არ შეიძლება ფიგურულ სრიალში თუარის წყვილები ცურვაში რატომ არ შეიძლება შენ მაშინ მეწყვილე იპოვე თუ ვერ იპოვნი მე და შენ შევეჯიბროთ და ეჭვი მაქვს რომ მესამე პაატა იქნება და შევეჯიბროთ ერთმანეთს და გამოვავლინოთ ცურვის უვიცებში ყველაზე კარგად და სწრაფად მოფართხალე :D

ადგილი დიღმის საცურაო აუზი, და რაც მთავარია დილით ადრე 8სთ-ზე ჰააააა-ჰააა 9-ზე რომ ჩვენს საცოდაობას "უვიცებზეა " საუბარი და ანცობას მაინდამაინც უცხო საზოგადოება რომ არ დაესწროს და მხოლოდ "კარველები" და მათი გულშემატკივერი +ები იყვნენ. დღეზე შევთანხმდეთ, ჯობია რომელიმე შაბათს და შეჯიბრის შემდეგ გავიდეთ სადმე ახლო მახლო შემოგარენში :D

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 02:30
by paata_
Toma

კონკურსი თუ იქნება ვინ მალე დაირჩობა მე გავიმარჯვებ ნამდვილად

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 02:34
by Toma
paata_ wrote:Toma

კონკურსი თუ იქნება ვინ მალე დაირჩობა მე გავიმარჯვებ ნამდვილად
აიიიი მანდ ნუ შემეცილები ძალიან გთხოვ :twisted:

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 02:35
by paata_
ამაშიც კონკურენციაა?

გაგიჟდება რა კაცი

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 10:14
by gobe
წყალს მე მოვიტან.

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 10:47
by kotetbeli
Toma
ვაა, მაგ აუზზე ვისწავლე ზუსტად წყალზე გაჩერება, რადნოია, რადნოი! :D

paata_
ნომინაციის ,,ქვასავით ძირს მიდის" პრიზი მე შემხვდება და ძალიან გთხოვთ, დამითმოთ :wink:

gobe
წყალი რათ გვინდა, დასველებას აპირებთ? :?








:lol: :lol:

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 11:01
by paata_
kotetbeli

წყალი რათ გვინდა და კარგად თუ მოვიქცევით ჩაგვისხავს აუზში

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 11:06
by lama
კაია და მეც შეიძლება მივიღო მონაწილეობა :)

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 11:25
by gobe
ჰო, კიდევ, იმის დასამტკიცებლად, რომ არამოცურავე კარველებიც ისევე მიყვარს, როგორც მოცურავეები, მარილსაც გამოვაყოლებ.

შეჯიბრი ცურვაში

Posted: 23 მაი 2007, 11:37
by lama
ისა და სვანური ქუდი რომ გავპოხო ქონით და მაგით ვიცურაო შეიძლება???