ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by burdiani » 28 ოქტ 2009, 11:37

lasharela wrote:
burdiani wrote:
მასეა ბერთუბანის მაგრამ ისიც იცი წინასწარ როგორ დამთავრდება ეგ მოლაპარაკება :(
მეც ზუსტად ეგ ანალოგია გამახსენდ მაგრამ აღარ დავწერე. ისე, ბერთუბანში მოხვედრა უფრო სავარაუდოა ვიდრე ჰუჯაბში
მართალია მაგრამ რაც მეტად ოფიციალურად და მარალ დონეზე წავა საკითხი მი ნაკლებია შანისა ერთგანაც და მეორეგანაც
საქართველოსთვის!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by Tamari-ch. » 28 ოქტ 2009, 11:47

მაგ ტერიტორიის მოკლე და ზედაპირული ისტორია ასეთია: საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წლებში საბჭოთა სომხეთს ეგ ტერიტორია ხელშეკრულებით დროებით გადაეცა. ამ ხელშეკრულების ვადა გავიდა 200x წელს (არ მახსოვს). სულ რამდენიმე წლის წინ, გაფორმდა ახალი ხელშეკრულება რომლის თანახმადაც საქართველომ უარი განაცხადა მაგ ტერიტორიაზე (წყარო: ქართველი არარიგითი მესაზღვრე).
ახალი ხელშეკრულების გაფორმებიდან მოკლე ხანში სომხეთმა დაიწყო საზღვრის სერიოზული გამაგრება. დაახლოებით სოფელ ოფრეთთან (აღქერფიდან 5კმ), სასაზღვრო მდინარის გაღმა დაიწყეს საკმაოდ მოზრდილი სასაზღვრო ბაზის მშენებლობა
და რატომ განაცხადეს უარი?
:twisted:

გაუვიდა ვადა ხელშეკრულებას და დამიბრუნე - ვახ!!!!
:twisted:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by lasharela » 28 ოქტ 2009, 12:02

და რატომ განაცხადეს უარი?
:twisted:
მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქართლს მივმართავ: ღმერთმა და ხატმა არ იცის მაგათი თავი და კვალი
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by lasharela » 28 ოქტ 2009, 12:10

სხვათაშორის აღქერფის სანახებში არის კიდევ ერთი ტაძარი, ერთ დროს დაუზუსტებელი საზღვრის მახლობლად. თუ ქართველ მესაზღვრეს დავუჯერებთ ეს ეკლესია გვიანდელია და ნამდვილად სომხურია. და საინტერესო ისაა რომ საზღვრის ახალი დემარკაციის შემდეგ ჩვენს მხარეს აღმოჩნდა ეგ ტაძარი. აქ თუ არის ვინმე ისტორიკოსი კარგი იქნება გაგვარკვიოს მაგ მეორე ტაძრის რაობაში.
Image

კულტურის სამინისტროს ძეგლთა ნუსხაში მოცემულია სოფელ ახქერფის XIX საუკუნის ეკლესია, ჩემი ვარაუდით მწვანედ აღნიშნული ეკლესია ეგ უნდა იყოს.
Image
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by burdiani » 28 ოქტ 2009, 14:07

და კიდე მონასტერს ქვია ჰუჯაბი, ჰუჯაბი, ჰუჯაბი



და არა ხუჯაბი, რა არი რუსები ვართ? :(
საქართველოსთვის!

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by burdiani » 28 ოქტ 2009, 17:59

lasharela wrote:ჰუჯაბის მონასტრის კოორდინატებია 41°12′06″N 44°34′03″E

მისი ადგილმდებარეობა საბჭოთა სამხედრო ტოპოგრაფიულ რუკაზე ასეთია (დააკვირდით ზუსტად იქ სადაც მონასტერია სასაზღვრო ხაზი გაწყვეტილია)

Image

და ეს უკვე თანამედროვე Google-ის რუკაა. ჩვენთვის სავალალოდ დაზუსტებული საზღვრებით (წითელი ნიშნულით ჰუჯაბის მონასტერია აღნიშნული)
Image
გაწყვეტილი კი არაა საზღვარი მდინარეს მიუყვება და მიტომ აგარაა დატანილი

ალაზანთან ნახე საზღვარი მაგალითოსთვის საერთოდ არაა დატანილი ;)
საქართველოსთვის!

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by lasharela » 28 ოქტ 2009, 18:18

საზღვრები გადის კოორდინატებზე და არა მდინარეებზე, თუნდაც იმიტომ რო მდინარე მეანდრირებს.
Last edited by lasharela on 28 ოქტ 2009, 19:37, edited 1 time in total.
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by lasharela » 28 ოქტ 2009, 19:34

გარდა ამისა, ჰუჯაბის მიდამოებში საზღვარი აცდენილია ჩრდილოეთით მდებარე მდინარეს და ასევეა ჩანახჩის შემთხვევაში- მდინარე აცდენილია საზღვარს. ანუ მაგ ადგილებში არანაირად არ იგულისხმება რომ საზღვარი შეიძლება მდინარეს მიუყვებოდეს. ოფრეთის სამხრეთსა და (სავარაუდოდ) სომხური ეკლესიის ადგილს რაც შეეხება, მანდ მართლა ემთხვევა მდინარე და შეიძლება ვიდაოთ :)
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by Naia » 14 მაი 2011, 23:03

დღემდე ვერ მოვახერხე ჰუჯაბის მონასტრის ნახვა. ვინმემ ხომ არ იცის, ისევ გართულებულია ამ ძეგლთან მისვლა? ან როგორ შეიძლება მოვხვდე აქ? სომხეთიდან?

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by leo1 » 15 მაი 2011, 00:03

!!!!!!!ხუჯაბი კაია!!!
აქეთობას მარნეულის ჩაიხანაც შეიტანეთ გეგმაში აუცილებლად!!!!!!!!
და გაარკვიეთ მაის-ივნისში გველები ხომ არ არიან ???

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by Naia » 15 მაი 2011, 00:35

leo1 wrote:!!!!!!!ხუჯაბი კაია!!!
აქეთობას მარნეულის ჩაიხანაც შეიტანეთ გეგმაში აუცილებლად!!!!!!!!
და გაარკვიეთ მაის-ივნისში გველები ხომ არ არიან ???
გველებს მოვუვლით! :)

მთავარია მესაზღვრეებმა როგორმე მიგვიშვან იქამდე...

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by shoda1121 » 15 დეკ 2011, 18:16

ჰუჯაბის და ხორაკერტის ეკლესიების მონახულება მინდა; თურმე საზღვრის გადაკვეთა(ანუ პასპორტი) და წინასწარ შეთანხმება უნდა სომეხ მესაზღვრეებთან ამას: მყავს ნაცნობები და ქართული საპატრულო პოლიცია ეტყვის სომხურს; წინასწარ რომ ვთქვათ მაგალითად 22 იანვარი და მერე გვეცოდინაბა თუ გვექნება სომხების თანხმობა?
უმჯობესი იქნება ერთი კვირით ადრე გაფრთხილება მანამდე აზრი არა აქვს;
10კმ გზა გაფუჭებულია მაგრამ კაი თოვლი თუ არ იქნა სამარშუტო ავა სოფელში; იქიდან კი ფეხით მოგვიწევს სიარული;
Last edited by shoda1121 on 15 დეკ 2011, 18:50, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by shoda1121 » 15 დეკ 2011, 18:28

მაინც ვერ გავიგე რატომ აღმოჩნდა ქართული ეკლესია სომხეთში და სომხური საქართველოში :) :( ამბობენ მდინარეზე გადის საზღვარი და იმიტომო
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by shoda1121 » 29 დეკ 2011, 19:27

"სოფელ ახქერფის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსი ხუჯაბი (XIII ს). მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების მონასტერი ხოჟორნი. აღსანიშნავია ასევე წოფის ციხე, რომელიც ფუნქციონირებდა VI-XIII სს. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. წოფის ციხესთან არის ნასოფლარი. მნიშვნელოვანია ოფრეთის ციხე სოფელ ოფრეთთან. წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში.

აღსანიშნავია ასევე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, სოფელ წერაქვის მახლობლად. კომპლექსში შედის ეკლესია და სხვა ნაგებობანი."
ე.ი. დრო თუ იქნება კიდევ სხვა რამეების ნახვაც შეიძლება :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Post by QAQUCA » 30 დეკ 2011, 01:01

ძალიან საინტერესოა თქვენი უბნობა!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]