ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by ARCHILI » 25 ივნ 2010, 13:04

zura N.

ძალიან დიდი მადლობა.

დარწმუნებული ვარ, სხვებიც ისახელებენ თავს.

თუმცა, მოლაშქრეთა შერჩევა მკაცრი იქნება და თქვენს შენიშნვნებსაც გავითვალისწინებთ...

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by ARCHILI » 25 ივნ 2010, 13:08

lama wrote:


ჯონის შესანიშნავად ეცოდინება გზა :)
უკვე იცის...

:)

მაგრამ რომც არ იცოდეს იდეალურად, ყველას წინასწარვე ეცოდინება ის ინტერესი და ის საშრომი, რაც ამ გზაზე თავგადასავლად გადახდებათ... შარშანდელი გასვლა ამის შესანშნავი მაგალითია...

:)

ისე, მე ჩემთან ერთად ყველაზე მარტივ გასვლაშიც კი ხალხს ვაფრთხილებ, მაინც ნაზიარები წამოვიდნენ ;)

სადაც მე ვარ ან რასაც მე ვაკეთებ, იქ ხიფათიცაა და ინტერესიც, აბა, როგორ გინდათ მოლაშქრე გერქვათ...

;)

:)
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by z g a r b i » 25 ივნ 2010, 13:41

ARCHILI

ცუდია ისე რომ აღიქვამ მოვლენებს, თითქოს რამე ცუდი გვინდოდეს შენთვის...

აქ კისრისტეხა არავის არავისთვის უსურვებია და ღმერთმა დაგვიფაროს ეგეთი სურვილები გვქონდეს

უბრალოდ ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს სად მიდის და რა ელის წინ. თემას რომ გადავხედე, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აქ არ არის გარკვევით აღწერილი რა სირთულის ლაშქრობა იქნება და შესაბიმად, როგორც იქ ნამყოფმა ადამიანმა, თავი მოვალედ მივიჩნიე ჩემი აზრი გაეზიარებინა წასვლის მსურველთათვის :wink:

შემეძლო ისეც მეთქვა რომ ეს ისეთი ლაშქრობაა სადაც ყველა შეძლებს წასვლას, ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ( და ალბათ შენ ეს გესიამოვნებოდა ) მაგრამ ეს არ იქნებოდა სიმართლე :)

როგორ ჩანს აქ რჩევებს არ იღებენ და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, პირადად გავუზიარებ ყველანაირ გამოცდილებას :)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by ARCHILI » 25 ივნ 2010, 13:43

z g a r b i


დიდი მადლობა გვერდით დგომისათვის.

გკოცნით ბევრს.

:)
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by z g a r b i » 25 ივნ 2010, 13:57

ARCHILI wrote:
გადახედეთ ტობაზე ნამყოფთა სიას, ძირითადი მათგანი საშუალო შესაძლებლობების ვართ, მაგრამ მოვახერხეთ, წავედით და ჩამოვედით, ასე, რომ...
ჰო, აი ამაზე ეს პოსტი გამახსენდა კიდევ :)
ARCHILI wrote: სხვებს თუ მოლაშქრეობის გმირული წუთები ახსოვთ, ამ გუნდმა გმირული წუთები საათებად მიითვალა... განსაკუთრებით კი გოგოებმა...

ნინია ღიმილს არ იშორებდა თვალებიდან, იმ დროსაც კი, როდესაც ჩვენ სახეს მწუხრი გადასერავდა ხოლმე... თავისზე რამდენჯერმე უფრო მძიმე ჩანთას ატარებდა და ერთს არ დაიჩივლებდა...

თეომ, ამ გაბედულმა და შესანიშნავმა ადამიანმა, მუხლის დაზიანების შემდეგ ოცი კილომეტრი დასიებული მუხლით იარა, ერთი არ დაუწუწუნია, მხოლოდ იმას წუხდა, გაფერხებთო და არც მას მოუშორების ღიმილი მართლაც გმირულად მავალს...

თამუსია, მწვერვალზე რომ იდგა და სახეზე ციდან მოულოდნელად გამოჩენილი თოვლი ეფინებოდა, სახესა და ხელებზე კი წვილის წვეთები ეყინებოდა, სიცილის ისტერიკით გამოხატავდა, ეს გაბედული და ძლიერი ადამიანი მართლაც რომ გაკლდევებული ხვდებოდა ყოველ უსიამოვნო შეგრძნებას...

ზღარბი, ეს მეტად მშვიდი და მოკრძალებული ადამიანი, ისე დადიოდა, ნებისმისერს შურს აღუძრავდა მუდამ უშფოთველი გამოხედვით, თითქოს სადმე სოფლის შარაზე მისეირნობდა საღამოს კომფორტში...

ჩვენი გოგოების გმირობის შემხედვარეს ბიჭებზე ლაპარაკიც კი მეუხერხულება, მაგრამ... ნიკაზე და ზურაზე კი მცირედად მაინც უნდა ვთქვა... ნიკა, ღმერთმა მისცეს ძალა და ენერგია, არ ვიცი, საიდან მოიძიებდა ამდენ ფიზიკურ და სულიერ ენერგიას, რომ ამდენი ერბინა, გზები ეძებნა, უზარმაზარი ჩანთა ეთრია, წარუმატებელი ძიების შემთხვევაშიც კი მშვიდი და სიამოვნებაშერეული სახით მოსულიყო ბანაკში და სახის ერთი გამოხედვით ყველა განწყობაზე მოეყვანა... და ზურა, რომელიც დაზიანებული ფეხითაც კი ნიკას დაყვებოდა და საკუთარ თავს არ ჩიოდა, გუნდისათვის რომ გზა ოდნავ მაინც შეუმსუბუქებინა...

არ ვიცი, ქება ყველას არ აცდება ჩემგანაც და ერთმანეთისაგან...

ამაზე მერე კიდევ ვიტყვი...

ეს იმიტომ დავწერე რომ ამ მზიანი და მშვიდი ფოტოების მიღმა ოდნავ მაინც შეიგრძნოთ ის ურთულესი, მაგრამ უსაინტერესოესი მოგზაურობა, რაც ჩვენ გვხვდა წილად და პატივად...

:)
Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by LiBrA » 27 ივნ 2010, 15:59

z g a r b i wrote:


როგორ ჩანს აქ რჩევებს არ იღებენ და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, პირადად გავუზიარებ ყველანაირ გამოცდილებას :)
გასაგებია, რომ როგორც იქ მყოფი მოლაშქრე, საჭიროდ თვლი თავს, რომ ყველა გააფრთხილო მოსალოდნელი შემხვედრი სირთულეების შესახებ, ხოდა ჩემთვის საინტერესო იქნება შენგან ამ გამოცდილების პირადად გაზიარება, იმიტომ რომ მინდა წელს, მიუხედავად ყველაფრისა, ტობას მოლაშქრეთა სიაში ყოფნა :wink: (იმედს ვიტოვებ, რომ არაფერი შემიშლის ხელს აგვისტომდე) :)




ARCHILI wrote:


თუმცა, მოლაშქრეთა შერჩევა მკაცრი იქნება და თქვენს შენიშნვნებსაც გავითვალისწინებთ...

:)
ARCHILI

საინტერესოა,რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მოლაშქრეები? :)
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by Tamusia » 28 ივნ 2010, 10:57

LiBrA

ჩვენ, გოგოები იმავე ზაფხულს, მცირე ხნით ადრე ჯერ სხვა შედარებით რთულ გასვლებში ვიყავით, რათა თავი გამოგვეცადა და თან, ასე ვთქვათ, ფორმაში შევსულიყავით. თეო მყინვარზე იყო, მე და ცირა - ჭაუხის უღელტეხილზე, ნინია - მთიან აჭარაში.

შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამ გასვლის სირთულეც ნიშანდობლივია.

უნდა გაითვალისწინო, რომ ყოველდღე იქნები გზაში, ტვირთაკიდებული.

ყოველდღე უნდა გაშალო და აშალო კარავი, რაც ბოლოს უკვე ყელში ამოგვივიდა :D

მას შემდეგ რაც ალპურ ზონაში გადახვალთ, უნდა აიტანო ფაქტიურად მუდმივი ნესტი. ნუ სიცივეც არ არის უცხო იქაურობისთვის, ზოგჯერ კი მსუსხავია.

საკვები უნდა, ასე ვთქვათ ხარჯო, რაციონალურად. ჩვენ ბოლო დღეებში ცოტაღა შემოგვრცა, თუმცა რატომღაც ცოტაც გვყოფნიდა, რათა იმდენი ძალა გვქონოდა სირთულეებისთვის თავი გაგვერთმია

პირველივე დღეს მოწყდები ცივილიზაციას და დასახლებულ პუნქტს იმდენი დღით, რამდენდღიანი ლაშქრობაც იქნება.

ჯონი მართლაც სანდო და კარგი მეგზურია, მშვიდობით გატარებთ და თქვენზე იზრუნებს, მაგრამ ზურგზე ვერ აგიკიდებთ :)

თუ რამე გასათვალისწინებელს გავიხსენებ, კიდევ დაგიწერთ

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by lama » 28 ივნ 2010, 11:02

Tamusia
გაიხარე თამუსი...

ჯიგარი ხარ :)

კიდევ იქნება რაიმე გვირჩიოთ ძველმა ტობელებმა...

მადლობა დიდი :)


ველით რჩევებს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by Tamusia » 28 ივნ 2010, 12:48

lama

არაფერს :)

ერთი ის შემეშალა რომ, მყინვარწვერი შედარებით კი არა, ერთ-ერთი ყველაზე რთულია :)

მთავარი რჩევა წინასწარი მომზადებაა გამოცდილების გზით, თორემ აქ წერა-კითხვა სათქმელის თქმის ჰა ჰა 10%-20% ნიშნავს

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by Hereti » 28 ივნ 2010, 12:53

7-8 დრე თუ იქნება მეც წამოვალ, თუ წამიყვანთ

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by LiBrA » 28 ივნ 2010, 13:16

Tamusia wrote:LiBrA


ყოველდღე უნდა გაშალო და აშალო კარავი, რაც ბოლოს უკვე ყელში ამოგვივიდა :D


პირველივე დღეს მოწყდები ცივილიზაციას და დასახლებულ პუნქტს იმდენი დღით, რამდენდღიანი ლაშქრობაც იქნება.
მადლობა თამუსია, დიდიიიიიი :)
კარვის ყოველდღიური აშლა-გაშლა ნაცნობი ყელში ამოსული პროცესია, მაგრამ მაგასაც ავიტან. ამ ლაშქრობის სირთულესთან ეს რა მოსატანია :D
სწორედ ეგ მინდა, რომ მოვწყდე ცივილიზაციას :D
გული მიგრძნობს, კიდევ გაგახსენდება რაღაცეები :D :wink:
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by lama » 28 ივნ 2010, 13:48

Hereti wrote:7-8 დრე თუ იქნება მეც წამოვალ, თუ წამიყვანთ
ვვარაუდობთ 8 დღეს

ასე, რომ წამოდი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by meleksa » 30 ივნ 2010, 17:26

ისე ჩაიცვით მაინც წამომსვლელებმა, ცოტა ეციება :lol: :lol: :lol:

levanikoki
ბილიკზე მოარული
Posts: 72
Joined: 01 ივლ 2006, 15:19
Location: Stairway In Heaven N:27
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by levanikoki » 03 ივლ 2010, 01:35

ჰო ისა 15 აგვისტოს მერევო... და წამოვალმეც...

:?

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ტობავარჩხილობა 2010 - 19 - 27 აგვისტო

Post by Lola » 03 ივლ 2010, 03:08

ARCHILI

გეგმა მალევე რო დაწერო არა?
მე ქალაქიდან გავაკ პაწა ხანში და აგვისტოში ჩამოვალ ლაშქრობების გამო და რო ვიცოდე რა...
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]